სიახლეები, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ზუსტი რეგლამენტაციის მიზნით ხორციელდება, კვადროციკლებისა და მოტორიზებული ტრიციკლების მართვის მოწმობებსაც ეხება. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განაცხადა რომ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ზუსტი რეგლამენტაცია და მისი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნული ცვლილებებით, კვადროციკლებისა და მოტორიზებული ტრიციკლების ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე - B 1 კატეგორია 16 წლის ასაკიდან გაიცემა, ასევე B 1 კატეგორიის მოწმობა გაიცემა ავტომობილების მართვაზე 17 წლის ასაკიდან, თუმცა დროებითი მოწმობის სახით, ხოლო 18 წლის ასაკიდან მუდმივი სახით. კვადროცკლსაც პრავა უნდა ჭირდებოდეს??? რა უაზრობაა... გადაიტანეთ ეს თემა ავტო - მოტოში..