ძუკუ dire მონი აქაც იყო ადრე თემა მაგაზე.. აი მე რაც გავიგე გაგიზიარებთ.. ახალგაზრდა რეჟისორი ზაზა სვანაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე დროშიანმა მოხუცმა სცემა. ამის შემდეგ ზაზამ აქცია გამართა პალიტრის წინ, რათა პალიტრა.ტვ-ზე აღნიშნული ვიდეოს დასათაურება გაეპროტესტებინა (ხელჩართული ჩხუბი კულტურის სამინისტროს წინ). ამ აქციაზე გამოცხადდა დროშიანი ბაბუც და ბოლოს ისე დამეგობრდნენ, აქციიდან ტაქსით ერთად წავიდნენ. ამის შემდეგ პირველი არხის წინ გამართულ ზაზას მორიგ აქციაზე, სადაც გია ჭანტურიასთან შეხვედრას ითხოვდა, თან აწ უკვე დამეგობრებული ბაბუაც ახლდა და კომენტარის მიცემის დროს დროშიც უკან ედგა ამჯერად კავკასიის სტუდიას შეუტია და პირდაპირ ეთერში სიტყვის თავისუფლებას ითხოვდა. რის თქმას აპირებდა და რატომ არ ახლდა თან პოპულარული ბაბუ, ეს ამბავი კადრს მიღმა დარჩა.