მოდით უფრო ჩავუღრმავდეთ დეტალებს... განვიხილოთ სხვადასხვა აზრები... ჩვენ გვჭირდება მძლავრი ეკონომიკური პარტნიორი, რომელიც უამრავ თანხას დააბანდებს ქართულ ბიზნესში, თუმცა ვივიწყებთ იმას, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს... კერძოდ: ინვესტორი, როდესაც ფულს დებს საქმეში, მას უნდა ჰქონდეს გარანტია ხელშეუხებლობისა (ანუ ერთგვარი იმუნიტეტი), სათანადო პირობების შესაქმნელად, მას სჭირდება ბაზა, რაც მისი იდეების განხორციელების "გრაუნდ''-ად მოგვევლინება შეერთებული შტატების მიმართება საქართველოსადმი აშკარად ნათელია... ის ორმაგ პოლიტიკას თამაშობს... ერთის მხრივ საქართველოს ჰპირდება პარტნიორობას და საჭიროების შემთხვევაში მის დაცვას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კონტრ-არგუმენტის მოყვანა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ამერიკას არ სურს პოლიტიკური ურთიერთობა გაიფუჭოს რუსეთთან... შეერთებული შტატები კაპიტალ-დაბანდებას უხვად დებს საქართველოში, რათა სანუკვარი "გრაუნდი'' მოიპოვოს საკუთარი სამხედრო "ღონისძიებების'' გასატარებლად... გავითვალისწინოთ ის ატმოსფერო, რომელიც დღესდღეობით საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სუფევს... რუსეთი, რომელსაც აგრესორული პოლიტიკის დიდი გამოცდილება აქვს, კატეოგორიული ტონით და მუქარით ესაუბრება საქართველოს ხელისუფლებას და ცდილობს მისი წყობიდან გამოყვანას, ხელოვნური ხერხებით კონფლიქტის უფრო მძაფრად გაღვივებას... ამერიკელი პოლიტიკოსები კარგად იყენებენ ამ ფაქტს... მათ ყველანაირი შეცდომები დაინახეს აგრესორული პოლიტიკისა, რაც საკუთრივ კარგად გამოიყენეს და საქართველოსთან მიმართებაში საკუთარი ნებით დაწერილი პოლიტიკური სცენარის გათამაშებას აპირებენ... ქართველი ხალხის სიმპათიების მოსაპოვებლად, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ და ფარულად ცდილობენ "კავკასიის ყელის'' მოშლას და საკუთარ მფლობელობაში მიღებას... ისინი საქართველოს უყურებენ, როგორც ძვირადღირებულ უძრავ ქონებას და საკუთარი სტრატეგიის განხორციელებისათვის თვალი დაადგეს ჩვენს ბედკრულ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა პრობლემები საგარეო ურთიერთობებში