_ იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება, არქიფო სეთურივით, შეეცდება და გარკვეულწილად, მიაღწევს კიდეც, საზოგადოების ბრბოდ გადაქცევას, მასმედიაც ამ ბრბოს ნაწილი ხდება... _ მაგრამ, ხელისუფლება ხომ დროებითია, საზოგადოება კი _ მუდმივი? _ სახელმწიფო ჩვენ, მოქალაქეები ვართ. სახელმწიფო _ ეს მე ვარ! დღევანდელ ხელისუფლებას ისეთი ადამიანები წარმოადგენენ, რომელთაც აშინებთ საზოგადოება და ბრბოს მართვა მოსწონთ. ბრბოს მართვა კი, ყველაზე იოლია. ეს უკვე ტირანიაა. საზოგადოება აზროვნებს, ბრბოს შეგნებულად უყინავენ გონებას გაუნათლებლობით. ტვინგაყინული, უვიცი ადამიანი მორჩილი ხდება. ამიტომ ხელისუფლებას მოწონს სამართავად ეს კატეგორია, საზოგადოებას კი, ანუ მოაზროვნეებს, თავიდან იცილებს. სტატიაზე შესასვლელი ლინკი: http://www.pres-cavcasia.ge/index.php?page=redactor&rtc=78&lang=geo