დაკანონებული აფერისტი ვალუტის გადამხურდავებლები თუ თქვენ თვალთ დაგაკლდათ ან ყურადღება გეფანტებათ დღევანდელი დაძაბული ცხოვრებისაგან, თქვენი ფიზიკური დასუსტების გამო უმალ გელოდებათ აფერისტებისა და ნაძირლების ხროვა, რომლებიც სხვის უბედურებაზე აგებენ თავიანთ ბედნიერებას და სხვისი უბედურების ხარჯზე კვებევენ თავიანთ შვილებს . ისინი თვლიან რომ ფულის შოვნისთვის ყველაფერი უნდა იკადრონ. მათ იცავს კერძო დაცვა, ერთ დროს ერეკლე მეფის პირადი გვარდია , ჩვენი სახელოვანი კუთხის ხევსურეთის შვილები ახლა კი დაკნინებული მათი ზოგიერთი შთამომავალი რომლებმაც არც იციან საკუთარი წინაპრების ვინაობა, იცავენ ქართველი ერის წურბელებს , შემირცხვენია ასეთი ხალხი , ფუი მის გამზრდელს! კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე(და არამარტო მანდ) არის ასეთი სავალუტო პუნქტი სადაც კლიენტს გადახურდავებულ თანხაში 8%_ს პარავენ და ეს აფიორა დაკანონებულია! წვრილად მიწერილი აქვთ ქვემოთ აბრაზე,რომელიც არ ჩანს. კარგად დააკვირდით და არ მიეკაროთ ასეთ სავალუტო პუნქტებს! მაგალითისთვის გთავაზობთ კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე განთავსებულ სავალუტო პუნქტის ფოტოებს http://s003.radikal.ru/i201/1101/a8/5baa23745e37.jpg http://s55.radikal.ru/i150/1101/0c/612bf9c358e7.jpg