Jump to content
Planeta.Ge

ნატა

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი ნატა -ს მიერ

  1. "საქართველოს პრეზიდენს

    ბატონ მიხეილ სააკაშვილს

    „შპს კარატ+“ის (ყოფილი ს.ს „ენერჯი ინვესტი“)

    მრავალათასიანი კოლექტივის მუშა-მოსამსახურეთა

    საყოველთაო განცხადება"

    ---------------------------

    ---------------------------

    ---------------------------- მიუხედავად იმისა, რომ ზემოდაღნიშნული ანონიმური წერილი არის სრული დეზინფორმაცია, მაინც გპასუხობთ, იმედია მავანნი ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებენ.

    "გასული წლის ბოლოს, 15 დეკემბერს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კარატ პლიუსი” ოფიციალურად გამოცხადდა საწარმო ,,აზოტის” მმართველ კომპანიად. როგორც ცნობილია, მანამდე ქარხნის მფლობელი, სააქციო საზოგადოება ,,ენერჯი ინვესტი” იყო. სს ,,ენერჯი ინვესტის” მმართველობის პერიოდში იყო საკითხები, რომლებზედაც პროფკავშირულ ორგანიზაციასა და ადმინისტრაციას შორის ბოლომდე განსხვავებული პოზიციები დარჩა და შეთანხმება არ მომხდარა. იყო შემცირებებიც, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერები დღესაც გაუმართლებლად მიიჩნევენ, დიდი უკმაყოფილება მოჰყვა გამოანგარიშების ფურცლების გაუქმებას, რომლითაც დასაქმებულები წინასწარ იგებდნენ ასაღები ხელფასისა და დასაკავებელი თანხების ოდენობას, ადგილი ჰქონდა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის კონკრეტულ, ლოკალურ ფაქტებს და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ საწარმოში სს ,,ენერჯი ინვესტის” მიერ განხორციელებულ ინვესტიციებსა და ზოგადად მის საქმიანობას შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური პარტნიორობა პროფკავშირულ ორგანიზაციასა და ადმინისტრაციას შორის - შედგა. დასაქმებულთა სოციალური დაცვის მიზნით განხორციელდა ბევრი ღონისძიება. 2005 წლიდან 3-ჯერ მოხდა ხელფასების მატება საშუალოდ 20-20%-ით. ყველა თანამშრომლისთვის შეძენილი იქნა სადაზღვევო მომსახურების პაკეტი, დამკვიდრდა დასაქმებულთათვის ფულადი საჩუქრების გაცემის ტრადიცია სადღესასწაულო დღეებში, მოწესრიგდა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირებისა და დასაქმებულთა გადამყვანი ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის საკითხი, შეძლებისდაგვარად დაიწყო გასახდელებისა და აბანოების განახლება, მოგვარდა სამუშაო ოთახების კონდიცირებისა და გათბობის, დასაქმებულთა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა და ამ ყველაფერთან ერთად, 2008 წელს, პროფკავშირულ ორგანიზაციასა და ადმინისტრაციას შორის გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება, რომელშიც ძალიან ბევრი, დასაქმებულთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები იქნა ასახული, მათ შორის: საწარმოდან პენსიაზე გასული ადამიანებისათვის საპენსიო დანამატი, დეკრეტულ შვებულებაში გასული ქალბატონებისათვის სადეკრეტო თანხის დანამატი, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი, დასაქმებულთა რეგულარულად დასვენება და მკურნალობა წყალტუბოს სანატორიუმში, ასევე დასაქმებულთა უფასო კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა ყოველწლიურად და ა.შ.

    საწარმოს ტექნიკური გადაიარაღების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი მაჩვენებელი და მოწესრიგდა მისი რეალიზაციისათვის საჭირო სისტემა.

    საგულისხმოა, რომ 2008 წელი საწარმოსთვის საბედისწერო იყო. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქციის საბაზრო ფასის ვარდნის გამო, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საწარმოს შემდგომი მუშაობის საკითხი, თუმცა ადმინისტრაციისა და პროფკავშირული ორგანიზაციის აქტივისტების ერთობლივი მსჯელობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, არც ერთი თანამშრომელი არ დარჩენილა სამუშაოს გარეშე ფინანსური კრიზისის მიზეზით და მიუხედავად იმისა, რომ საწარმომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზარალზე იმუშავა, კრიზისული სიტუაციიდან თავი დააღწია და აგრძელებს ლიდერობას საქართველოს საექსპორტო ბაზარზე.

    მიმდინარე წლის 12 იანვარს, საწარმო ,,აზოტის” პროფკავშირული ორგანიზაციის აქტივისტები შეხვდნენ შპს ,,კარატ პლიუსის” დირექტორს, ბატონ მარკ კაცნელსონს და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრის დასრულებას კომპანიის ოფისის ეზოში მყოფი 50-მდე დასაქმებული ელოდა.

    შეხვედრის აუცილებლობა გამოიწვია საწარმოში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაცია თითქოს დასაქმებულთა გარკვეული კონტიგენტის შემცირებას აპირებდა. გარდა ამისა, გაუგებრობა და დასაქმებულთა უკმაყოფილება გამოიწვია შრომის ანაზღაურების გაცემის განსხვავებულმა მეთოდმა.

    მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მხარეები თითქმის ყველა საკითხზე შეთანხმდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციამ უარყო საწარმოო პერსონალის სპონტანურ შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაციები. დირექტორი ამბობს, რომ სამუშაო ადგილს მხოლოდ დისციპლინის დამრღვევები, არაპროფესიონალები და დაკავებული თანამდებობისათვის შეუსაბამო კადრები დატოვებენ.

    ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოთქვა კოლექტიური ხელშეკრულების ახალი პროექტის განხილვაზე, რომელიც პროფკავშირულ ორგანიზაციას უკვე მზად აქვს და უახლოეს დღეებში დაიწყება მხარეებს შორის ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით".

×
×
  • შექმენი...