ასაკი რომელშიც ხარ, რომელიც გაიარე ან წინ გაქ... ასაკი თავისი პრობლემებით, საკუთარი თავის ძიებით, გაურკვევლობით და ხშირად აგრესიით აღსავსე... როცა "შენი არ ესმით" როცა არ გინდა დანარჩენებს გავდე ანუ იყო "ორიგინალური" გააკეთო ყველაფერი საპირისპირო, იმის დასამტკიცებლად რო შენი "მე" გაგაჩნია... მიმართო ყველა ხერხს თავის დასამკვიდრებლად საზოგადოებაში... ანუ ოპერაცია "მე" :rolleyes: რამდენად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე თუ ხასიათზე? რამდენად რთულია მოზარდისთვის? ხშირია ადამიანებთან გაუცხოვება, საკუთარ თავში ჩაკეტვა, ან პირიქით მასაში არევა და ბრბოდ ქცევა... თქვენი აზრი ამ ასაკზე, ამ ასაკში მყოფ დგევანდელ თანამედროვეოობაზე და უბრალოდ საკუთარი მაგალითები თუ აზრები :cit: