აწი რო იქმნება ეს ჯგუფი და თებერვლის ბოლოს უკვე დაზღვევის ამუშავებას აპირებენ ეგ არის იმაზე მეტყველი, რომ ნორმალურს არაფერს უნდა ველოდოთ. როგორც ვხვდები ეს ის 5 ლარიანი საყოველთაო დაზღვევაა, რომელსაც აპირებდნენ, მაგრამ მგონი ჯერ ჯობდა ის 15 ლარიანი რაც ამოქმედებულია (პატარები, სტუდენტები, პენსიონერები) უფრო დაეხვეწათ და სრულყოფილი დაზღვევა გაეკეთებინათ. ამ მოქმედი 15 ლარიანით პირადად მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ 5 ლარიანმა როგორ უნდა იმუშაოს და რა უნდა ქნას არ ვიცი. რაღაც ბევრი ეჭვები მაქვს