გე არ ვიცი ეკლესიის ჭეშმარიტებას რიგითი ბერის შეცდომა აყენებს თუ არა ეჭქვეშ, არც ის სომხები იყვნენ დამნაშავეები თუ ბერძნები, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ქრისტიანები უფლის სახლში ასეთ მუშტი კრივს არ მართავენ, როგორ ფიქრობ უყურებდა ღმერთი სასუფევლიდან მათ ჩხუბს და ცემა ტყეპას, თუ როგორ ბილწავდნენ თავიანთი ბარბაროსობით უფლის ტაძარს და რომელიმეს გაამართლებდა? ან სომხებს ან ბერძნებს? ასევე ვერ გამართლდება ვერც ერთი ბოროტის მოქმედი რომელი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. აბრაამი კი გამართლდა თავისი საქმეებით და სხვათაშორის არც მართლმადიდებელი ქრისტიანი ყოფილა და არც იეჰოვას პიონერი. ასე რომ ქრისტიანად საქმე ხდის ადამიანს და არა იმის ძახილი ქრისტიანი ვარო მე კიდევ მათ საქციელში ვერაფერი შევნიშნე რომელიც მათ ქრისტიანად წოდების უფლებას აძლევს.