Jump to content
Planeta.Ge

BRAINIUS

პლანეტელი
  • პოსტები

    47
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

პოსტები დაპოსტილი BRAINIUS -ს მიერ

  1. ვინ თქვა მერე რომ ნეტარებაში იყვნენ? უბრალოდ ტანჯვას არ განიცდიდნენ აი ეს იყო.

     

    ჯოჯოხეთი არის უიმედოობის ადგილი, აბრაამის წიაღში მყოფთ ჰქონდათ იმედი, ამიტომ შეუსაბამობაში მოდის. ასე რომ თქმა იმის რომ ჯოჯოხეთში იყო აბრაამის წიაღი, ცოტა უხერხულია.

  2. ჯოჯოხეთში იყო იმიტომ რომ სამოთხის კარი დახშული იყო და მცველად ცეცხლოვანი ქერუბიმი ეყენა სულიერი ყოფა არ იყო სულთა განსასვენებელი ადგილსამყოფელი იყო ადგილი იყო ჯოჯოხეთში სადაც მართალთა სულები იყვნენ მაგრამ მათ ვერ ეკარებოდა ჯოჯოხეთის ბჭენი სწორედ ეს სულები წაიყვანა ქრისტემ ნეტარებაში მთელი ჯოჯოხეთი კი არ მოხვეტა და სამოთხეში კი არ დაასახლა.

     

    ჯოჯოხეთში არაა მადლი და სასოება ამიტომ შეუსაბამობაში მოდის იქ მყოფ ადამიანთა ნეტარება. აბრაამის წიაღი ვფიქრობ არის სულიერი ყოფა, რომელიც გამოხსნის შემდეგ შეიცალა - შესაძლებელი გახდა პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან.

    ასეა თუ ისე, ამას ღრმა თეოლოგიური ანალიზიზი ჭირდება.

  3. აბრაამის წიაღი იყო ადგილი ჯოჯოხეთში სადაც გარდაცვლილ მართალთა სულები ტანჯვას არ განიცდიდნენ, იესო მკვდრეთით ხორციელად აღდგომამდე სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში უქადაგა სახარება სულებს და იხსნა რა მარადიული ტყვეობიდან სამოთხეში ანუ ნეტარ სავანეში გადაიყვანა.

     

    ჯოჯოხეთში? ჰმ, კი მაგრამ იქ სულებს მოსვენება არ აქვთ.

    იქნებ აბრაამის წიაღი იყო სულიერი ყოფა, რომელიც ქრისტეს შემდეგ შეიცვალა? ამას უფრო ვემხრობი.

  4. აი ჩემი შენდამი გაცემული პასუხები:

     

    1 ნიკოლაიზმის ერესი მთელმა ეკლესიამ უარყო, ჯერ კიდევ მოციქულთა დროს: ''მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.'' (გამოცხადება 2:6) და შენ ნიკოლაოსის უფრო გჯერა, რომლის ერესიც აღარ არსებობს (რაც მის სიცრუეზე მეტყველებს, რადგან ჭეშმარიტი ეკლესია ყოვეთვის იარსებებს) თუ იოანესი?

    2 არიანიზმი - გჯერა არიოზის მოძღვრების ძე ღმერთი არაა მამის ტანასწორი და არსებობდა დრო, როდესაც ძე ღვთისა არ არსებობდა? ანუ დროის კონკრეტულ მომენტში შეიქმნა? არიანიზმი დიგმო პირველ წმინდა ეკუმენურ კრებაზე.

    3 ნესტორიანიზმი - ეთანხმები ნესტორს და თეოდორეს რომ ღვთისმშობელს შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ქრისტესმშობელი, რადგან იესო ქრისტე დაბადებით იყო ადამიანი? და გჯერა იმის რომ ქრისტე თავის თავში აერთიანებდა ორ განსხვავებულლ პირს - ღვთაებრივსა და კაცობრივს? ეთანხმები მათ, რომლებმაც ქრისტე გაყვეს? ეს დოქტრინა მესამე მსოფლიო კრებაზე დაიგმო.

     

    1 თუ არ ეთანხმები, მაშინ რას ერჩი ორთოდოდქსთა ''ჯგუფს''?

     

    დიახ ეპისკოპოსები უნდა ყოფილიყვნენ მათი საქმის გამგრძელებლები.

     

    ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. (აქტები 14:22-23)

     

    2 ეს ორდინაცია განუწყვეტლად მოდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოციქულების დროიდან. სადაც არაა ეპისკოპისი, იქ არაა ორდინაცია, სადაც ორდინაცია არაა, იქ ვერ აღსრულდება საიდუმლოებები, სადაც საიდუმლოები არ სრულდება, იქ არაა ეკლესია.

     

    3 თუ არცერთს არ მიიჩნევ ჭეშმარიტ ეკლესიად, მაშინ მითხარი სად არის ქრისტეს ეკლესია დღეს?

     

    4 როდის და რა საკითხში გადავუხვიეთ? რომელი სწავლება გავამრუდეთ?

     

    ამათგან პასუხი არცერთზე არ მიმიღია.

  5. თბილისის ფორუმზე რაც გიქნეს საკმარისი არ იყო იმის გამოსავლენად რომ თეოლოგიის ბაიბურში არ ხარ?

    ეპისკოპოსი და ზედამხედველი სხვადასხვა სიტყვები რომ გგონია ეგ რა არის?

    სიტყვა გრიგორიანელს რომ ხმარობ ეგ შენს განთლებულობაზე მეტყველებს?

    რომ ამბობდი მართ. ეკლესია კათოლიკური ეკლესიის ნაწილი იყოო ეგ პლიუსში მიგიწერო?

     

    ასე რომ გაერკვიე მართლა და მერე ვილაპარაკოთ. ძნელია მოიყვანო ერთადერთი მართ. დოგმა რომელსაც არ ეთანხმები? ვერ მოგყავს, იმიტომ რომ არ იცი. შენი ცოდნა ვიკიპედიით შემოიფარგლება და გგონია რაღაც იცი.

     

    სამ კითხვაზე მჭირდება პასუხი, რომელიც შენგან ვერ მივიღე, პასუხის დაწერა ძალიან მარტივია, მაგრამ ვერ წერ.

    შენგან სწავლას არავინ ითხოვს, თვითონაც სასწავლი გაქვს, რადგან შენ არცერთ ტეოლოგიურ სასწავლებელში არ გისწავლია ასე რომ მოეშვი დამრიგებლურ ლაპარაკს.

  6. ჩემო კარგო, შენ შეკითხვები დასვი, რომელიც საწყის საკითხებზე შენს უცოდინრობაზე მეტყველებდა და დაგიწერე, რომ თეოლოგიას ფორუმზე ვერ გასწავლითქო. თუ რაიმე საწინააღმდეგო მოსაზრებები გექნებოდა, დაწერდი. შენ კი შეკითხვების კორიანტელი დააყენე იმ თემაში. :givi:

     

    აი ჩემი შენდამი გაცემული პასუხები:

     

    1 ნიკოლაიზმის ერესი მთელმა ეკლესიამ უარყო, ჯერ კიდევ მოციქულთა დროს: ''მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.'' (გამოცხადება 2:6) და შენ ნიკოლაოსის უფრო გჯერა, რომლის ერესიც აღარ არსებობს (რაც მის სიცრუეზე მეტყველებს, რადგან ჭეშმარიტი ეკლესია ყოვეთვის იარსებებს) თუ იოანესი?

    2 არიანიზმი - გჯერა არიოზის მოძღვრების ძე ღმერთი არაა მამის ტანასწორი და არსებობდა დრო, როდესაც ძე ღვთისა არ არსებობდა? ანუ დროის კონკრეტულ მომენტში შეიქმნა? არიანიზმი დიგმო პირველ წმინდა ეკუმენურ კრებაზე.

    3 ნესტორიანიზმი - ეთანხმები ნესტორს და თეოდორეს რომ ღვთისმშობელს შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ქრისტესმშობელი, რადგან იესო ქრისტე დაბადებით იყო ადამიანი? და გჯერა იმის რომ ქრისტე თავის თავში აერთიანებდა ორ განსხვავებულლ პირს - ღვთაებრივსა და კაცობრივს? ეთანხმები მათ, რომლებმაც ქრისტე გაყვეს? ეს დოქტრინა მესამე მსოფლიო კრებაზე დაიგმო.

     

    1 თუ არ ეთანხმები, მაშინ რას ერჩი ორთოდოდქსთა ''ჯგუფს''?

     

    დიახ ეპისკოპოსები უნდა ყოფილიყვნენ მათი საქმის გამგრძელებლები.

     

    ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. (აქტები 14:22-23)

     

    2 ეს ორდინაცია განუწყვეტლად მოდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოციქულების დროიდან. სადაც არაა ეპისკოპისი, იქ არაა ორდინაცია, სადაც ორდინაცია არაა, იქ ვერ აღსრულდება საიდუმლოებები, სადაც საიდუმლოები არ სრულდება, იქ არაა ეკლესია.

     

    3 თუ არცერთს არ მიიჩნევ ჭეშმარიტ ეკლესიად, მაშინ მითხარი სად არის ქრისტეს ეკლესია დღეს?

     

    ამათგან პასუხი არცერთზე არ მიმიღია.

  7. სათანადო თემაში უკვე დავწერე მაგის შესახებ. ყველა თემაში თქვენს წარმომავლობაზე ხომ არ უნდა ვისაუბროთ არა?

     

    იმ თემაშიც ანალოგიურად, ვერცერთ ჩემს კითხვაზე ვერ მივიღე პასუხი, შეუძლიათ ფორუმელებს დაათვალიერონ ''მართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობები'' და თუ ნახავთ რომ ''აზრმა'' (რომლის პოსტებშიც აზრს ვერ ვხედავ) გამცა ერთი არგუმენტირებული პასუხი, გთხოვთ მიმითითოთ

  8. ეგ შენთვის არაა შეურაცხყოფა, მაგრამ როცა მოწმეების მისართით ამბობთ ხოლმე, ისინი შეურაცხმყოფელად გრძნობენ თავს. თქვენ კი, მართლმადიდებლად წოდებული რელიგიური მიმდინარეობები (რომლებიც სექტას თუ გიწოდებთ თურმე არ იგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად), მოგახსენებთ, რომ ნამდვილად წარმოადგენთ სექტას, რადგან ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ნამდვილ ქრისტიანობას გამოეყავით და ახალი, ძლევამოსილი, მდიდარი, ძალაუფლების მქონე ტოტალურ ჯგუფად მოევლინეთ ამ ქვეყანას.

     

    შეგიძლია ნახო სექტის განმარტება ლექსიკონში.

    ისევ და ისევ ზედაპირული განცხადებები. ამას დამტკიცება და დასაბუთება ჭირდება. ახლა კი მოვითხოვ ეტაპობრივად გასცე პასუხი:

    1 როდესაც ამბობ ნამდვილ ქრისტიანობას გამოეყავითო, უნდა დაასახელო თუ რომელია ის ნამდვილი ქრისტიანობა და როდის და რა მიზნით მოხდა გამოყოფა.

    2 როდესაც შენ მართ. ეკლესიას სექტას უწოდებ, რატომ არ მაქვს მე უფლება იეჰოვას მოწმეებს სექტა ვუწოდო?

    3 დაწერე სექტის განსაზღვრება. კიდევ ერთხელ გამოვლინდა შენი უმეცრება საეკლესიო სამართალში და საერთოდ თეოლოგიაში. ბოდიში მაგრამ ვიკიპედია ვეღარ დაგეხმარება :D

  9. რას ლაპარაკობ. :givi: შენ შეურაცხყოფლად ბევრი რამ შეიძლება მიიღო მაგრამ, ეგრე სადაა სხვებს სექტანტები უწოდოთ, ქრისტიანობის მოღალატეები, სამშობლოს მოღალატეები, სიცრუის მქადაგებლები და სხვებისგან კი მოელით ჭეშმარიტი ქრისტიანები დაგიძახონ. უკაცრავად მარა, შემთხვევით ნასვამი ხომ არ ხარ?

     

    უკაცრავად მაგრამ შემთხვევით თავი ხო არაფრისთვის მიგირტყამს? მიმითითე ადგილი, სადაც მე ვინმეს სექტანტი, ქრისტიანობის მოღალატე, სამშობლოს მოღალატე, სიცრუის მქადაგებელი ვუწოდე! ადგილი აქვს ბინძურ ცილისწამებას.

    ასევე გაუგებარია რატომ ლაპარაკობ მრავლობითში და რატომ მხარშავ ამ ადამიანთა ჯგუფთან, როდესაც ჩემს შესახებ არაფერი არ იცი.

    აქვე დავძენ რომ სექტა არაა შეურაცხყოფა, არამედ რელიგიური ტერმინი.

     

    P.S ეს ხომ არ იცი ვისი დაწერილია?

     

    მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა, ცილისწამება.

  10. პატივცემულო მოდერატორო, მოხდა დარღვევა. ფორუმელმა აზრმა შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლებს:

     

    მერე შეადარე ბიბლიაში ჩაწერილი იმ არაბიბლიურ დოგმატებს, რომლებიც თვითმარქვია მართლმადიდებლებმა ბიბლიურად გაუსაღეს თავის მრევლს.

  11. რა ახსნა უნდა მაგას. გადაშალე ბიბლია და წაიკიტხე. მერე შეადარე ბიბლიაში ჩაწერილი იმ არაბიბლიურ დოგმატებს, რომლებიც თვითმარქვია მართლმადიდებლებმა ბიბლიურად გაუსაღეს თავის მრევლს. :yes:

     

    თვითმარქვია ჩემთვის არის შეურაცხყოფა, ამიტომ ამის შესახებ შევატყობინებ მოდერატორს.

    კითხვები ისევ უპასუხოდაა დარჩენილი...

  12. სიტყვა "დოგმა" მართალია ბერძნული ენიდან მომდინარეობს,მაგრამ ის არ ნიშნავს რწმენას! სიტყვა "რწმენის" ეკვივალენტი ბერძულ ენაში გახლავს "πίστις"(პისტის) ის მრავლად გვხვდება ბიბლიაში და არასოდეს არავის არუთარგმნია იგი სიტყვით "დოგმა". ახალ ველოსიპედ იგონებ შენ. :givi:

     

    აუ, შენ სანამ სხვას ეტყვი რამეს, ჯერ თბილისის ფორუმზე მოაგვარე საქმე ოკ? :D ვიკიპედიაში რაღაცას ნახავ და გიხარია.

    მისმინე ეხლა, რწმენაში მე სარწმუნოება კი არ ვიგულისხმე, არამედ - belief (doksasia ბერძ) და არა faith (pisti)! ეს სიტყვები მართალია ხანდახან ერთმანეთის სინონიმებია, მაგრამ ალბათ მიხვდებით როგორი დატვირთვაც მივეცი.

     

    დოგმა არაა რაღაც უბრალო რელიგიური შეხედულება. დოგმა არის რელიგიური დოქტრინა, რომელიც უნდა მიიღო ყოველგვარი განსჯის გარეშე და ასეთი დოგმები თქვენს რელიგიაში ბლომადაა.

     

    დოგმები სწორედ რომ დიდი განსჯის შედეგად დადგინდა, ასეთ დაბრეხვებულებს მეტ კომენტარს არ გავუკეთებ.

     

    დოგმა მკვეთრად განსხვავდება თეოლოგიური შეხედულებებისაგან. თეოლოგიური შეხედულებები ბევრი არსებობს რელიგიურ მიმდევრობაში, რომელსაც გაიზიარებს თუ არა ადამიანი, იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც დოგმას.

     

    ეს კი მართალია.

    დოგმა არის უდაო ჭეშმარიტება, ის რასაც ესათუის რელიგია ასწავლის, რომელთა უარყოფაც, ავტომატურად კონკრეტული რელიგიის უარყოფას ნიშნავს, რაც რათქმაუნდა განსხვავდება უბრალო თეოლოგიური შეხედულებისგან.

     

    ასე რომ გაერკვიე თეოლოგიურ საკითხებში. :TAT:

     

    აი ამას აღარ უნდა ამბობდე, შენი დაწერილი პოსტების მერე რაც აქ გქონდა და რაც თბლისის ფორუმზე კრახი განიცადე :D

    + მინდა დაწერო შენი ასაკი და სასწავლებელი, სადაც საღვთისმეტყველო განათლება მიიღე, კიარადა ვიკიპედიის ლინკი :))

     

    ისევ ვიმეორებ:

     

    ''აქვე ისიც უნდა დააზუსტოთ, რომელ მართ. დოგმას არ ემხრობით და ახსნათ რომ ის მართლაც ახალი და ადამიანების შექმილია და არა არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმის თქმა რომ მსოფლიო კრებებზე მოხდა ახალი დოგმების შექმნა, უსაფუძვლოა.''

     

    აი მხოლოდ ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა.

  13. დოგმის მნიშვნელობა არ გესმით კარგად, რომ გესმოდეთ ამას არ დაწერდით...

     

    Δoγμα - ბერძნულად ნიშნავს რწმენას, შეხედულებას, ყოველ რელიგიას აქვს თავისი შეხედულება, ანუ დოგმა.

    რელიგიურად, რაიმე საკითხის დოგმის ხარისხში აყვანა ნიშნავს ამ საკითხის ჭეშმარიტების დადასტურებას და არა ახლის გამოგონებას, რაც საჭიროა მომავალი მცდარი შეხედულებებისგან დაზღვევისთვის.

    აქვე ისიც უნდა დააზუსტოთ, რომელ მართ. დოგმას არ ემხრობით და ახსნათ რომ ის მართლაც ახალი და ადამიანების შექმილია და არა არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმის თქმა რომ მსოფლიო კრებებზე მოხდა ახალი დოგმების შექმნა, უსაფუძვლოა.

    ეს ყველაფერი წერია ზემოთ, ამიტომ ჩემი ერთი წინადადების ციტირებით იცვლება მთლიანი პოსტის აზრი.

  14. ეს მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის და არა ყველასთვის..

    რამდენი საეკლესიო კრებაც იყო, იმდენჯერ მიიღეს ახალ-ახალი დოგმები, ასე რომ უცვლელი არ არის შენი ეკლესია. მითუმეტეს ორგანიზების თვალსაზრისით.

     

    პატრიარქის ინსტიტუტი გვიანდელია..

     

    მიუხედავად იმისა რომ თემის შინაარსი ოკულტიზმს ეხება, პატარა კორექტირებას მოვახდენ რადგან ეს საკითხი წამოიჭრა.

     

    კარგად არის აღნიშნული: ''ეს მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის და არა ყველასთვის.'' რელიგიის მრწამსიც სწორედ ესაა, იმის გამო რომ დადგენილებები ჩემთვის მისაღებია, ამიტომაც ვარ მართლმადიდებელი.

     

    დოგმა არის ის, რისიც ადამიანს სწამს. დოგმა აქვს ყველა რელიგიას, რელიგია დოგმის გარეშე არ იარსებებს, თვით ათეიზმსაც აქვს დოგმა - ღმერთის უარყოფა (სამწუხაროდ)

    როდესაც ადამიანი ამათუიმ რელიგიურ დოგმას სცილდება, ის ავტომატურად აღარ არის ამ რელიგიის ამღიარებელი.

    აქედან გამომდინარე, ქრისტიანობასაც, როგორც რელიგიას აქვს დოგმები, ანუ ის თუ რას და როგორ აღიარებს იგი. მსოფლიო კრებებზე ახალი დოგმები, როგორც ასეთი არ მიუღიათ, არამედ დაამტკიცეს ის ჭეშმარიტებანი, რისიც ქრისტიანულ რელიგიას სწამდა. ამათუიმ განმარტებულ საკითხს, მიეცა დოგმის ხარისხი, რაც ნიშნავს რომ განხილვით დადასტურდა მისი ჭეშმარიტება, ანუ რაიმე ახალი კი არ შეიქმნა, უბრალოდ მოხდა იმის აღიარება, რაც მანამდე რეალურად იყო, რათქმაუნდა ეს ყველაფერი კრებამდეც იყო ცნობილი და აღიარებული, მაგრამ სწორედ ახლადშექმნილ ცრუსწავლებებთან ბრძოლამ, რომელთაც ხალხის დაბნევა გამოიწვიეს, გახადა საჭირო კონკრეტული საკითხების დეტალურად განხილვა და დაზუსტება და არა რაიმე ახლის გამოგონება.

     

    რაც შეეხება პატრიარქის ინსტიტუტს, ეს არ არის რაიმე ახალი. პატრიარქობა არის ეპისკოპოსობის საფეხური და არა მოგვიანებით შექმნილი იერარქია.

  15. არსად არ დაგიწერია ეგ ადგილი სად იყო. იქნებ გამომრჩა, მიმითითე ეგ ადგილი სად მდებარეობდა. გელით! ;)

     

    რატომ მიგითითო? რომ მერე სხვა ფორუმზე განათლებული გამოჩნდე? :D :D :D

     

    მე მხოლოდ ვარაუდით დავწერე. თვალი გადაავლე და ნახავ, ადგლიზე, თუ სად იყო, კონკრეტული პასუხი არ დამიწერია, მაგრამ ვთქვი რომ არამგონია ის ჯოჯოხეთში ყოფილიყო.

  16. რაო გაგიხსენეს ძველი გრეხებიო? :018:

     

    ჩემს შეკითხვებზე უკვე რაღათ მინდა პასუხი გაშიფრული ხარ :))

     

     

    ჩემ პოსტის ქვემოთ მიწერილ სიტყვებს, აღარ გავიმეორებ, რადგან ხელმოწერაში რაც წერია, იმას ვგულისხმობ. :)

     

    ვერ მოიფიქრე სხვანაირად როგორ გეკბინა ხო? :yes:

     

    P.S უი, შემთხვევით ხო არ იცი მეორედ მოსვლა როდისაა, რაღაცის ყიდვა მინდა მოვასწრო

  17. ჩემს ცალკეულ სიტყვებს ნუ უკეთებ ციტირებას, რადგან აზრს ამახინჯებ და გიხარია :no: მთლიან წინადადებას გაუკეთე ციტირება.

    აბრაამის წიაღზე დავწერე, რომ სულიერი ყოფა შეიძლებოდა ყოფილიყო, და არა ადგილი ცალკე, და ეს ყოფა, ქრისტემ შეცვალა

  18. ჩემს დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ წერია. აქაურობა ცირკს ემსგავსება.

     

     

    პირველ რიგში ავღნიშნავ რომ მანდ დაწერილი ისტორია, არაპროფესიონალი ავტორისაა, რადგან ძალიან მოკლედაა აღწერილი მოვლენები. უნდა იყოს მოხმობილი მიზზეზები, საბაბები და შედეგები, მხოლოდ ისაა დაწერილი რომ გაყოფა მოხდა (ახალი ამბავი). ვეთანხმები იმას რომ იყო გაყოფა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ქრისტეს ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭეები ვერ მოერეოდნენ და ყოველთვის იარსებებდა. მაგრამ მანდ არ წერია მთავარი ვინ იყო გაყოფაში დამნაშავე? დავიწტყოთ ნიკოლაოსის ერესიდან - ეთანხმები მას?

  19. ამის შესახებ არასოდეს მსმენია ისე კი ვიცი რომ კათოლიკე ქრისტიანები აღნიშნავდნენ რაღაც შუალედურ საზვერეს განსაწმენდელად მოიხსენიებენ აბრაამის წიაღიც რაღაც ამის მსგავსია? ანუ სავანეა სულთა სამყოფელი? მე ვიცოდი რომ აბრაამის წიაღი ღვთის სასუფეველი იყო იმიტომ რომ ვიცოდი რომ აბრაამი უფალთან იყო მის სასუფეველში. შეგიძლია უფრო დეტალურად განმიმარტო რომელ წერილზე დაყრდნობით თქვი ზემოთაღნიშნული?

     

    განსაწმენდელს იგივე პურგატორიუმს სულ სხვა დატვირთვა აქვს. ეს არის ადგილი, სადაც ადმაიანებმა მოინანიეს შეცოდებები, მაგრამ ვერ მოასწრეს მისი გამოსყიდვა (ასეთი პრაქტიკა მართ. ეკლესიაში არაა). ანუ ამ ადამიანთა სულებს არ შეუძლიათ პირდაპირ შეაბიჯონ სამოთხეში ''ვალის'' გამო, ჯერ უნდა განიცადონ ტანჯვა.

    რომ არ გავითვალისწინოთ ის რომ ''ვალის'' გადახდისთვის სინანულიც მართალია ისე საკმარისი არაა როგორც უნდა იყოს, მაგრამ ღმერთის კაცთმოყვარეობა ეხმარება ცხონებაში, პურგატორიუმი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია, რადგან ცოდვის გამოსყიდვა ხდება მხოლოდ ამ ქვეყნად იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მხოლოდ ადამიანის სულს, ან მხოლოდ სხეულს არ შეუძლია მოინანიოს, რადგან ცალკე სული ან ცალკე სხული არაა სრულყოფლი ადამიანი, ამიტომ მათი სინანულიც არასრულყოფილი იქნება.

    საზვერეებს მართ. ეკლესიაში არ აქვთ დოგმატური დატვირთვა. ეს მხოლოდ სწავლებაა, ამიტომ ეკლესიის აზრი ამის შესახებ შეიძლება შეიცვალოს.

    არიან საზვერეების მომხრეებიც (ჰიერეტეოს ვლახოსი, სერაფიმე როუზი, იოანე მაქსიმოვიჩი, ტომას ჰოპკო) ასევე მოწინააღმდეგეებიც (მაგ. ლაზარ პუჰალო)

    აბრაამის წიაღზე შევეცდები უფრო დეტალურად გესაუბრო მოგვიანებით.

  20. რას ნიშნავს აბრაამის წიაღში ანუ ღვთის სასუფეველში იყო ლაზარე?

     

    არა აბრაამის წიაღი იყო ადგილი მართალი ადამიანების სულებისთვის, რომლებიც ელოდნენ მესიის გამოჩენას, რომელიც აიყვანდა სასუფეველში. მე ვარაუდით ვწერ, ზუსტად ამ საკითხის შესახებ არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, აბრაამის წიაღში მკვიდრთათვის ნეტარება არ იყო ისეთი სრულყოფილი, როგორიც სასუფეველში აყვანისას. მაგრამ არა მგონია რომ აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში ყოფილიყო, რადგან იქ ნეტარება საერთოდ არაა.

    ასე რომ ვერ გეტყვი ზუსტად, აბრაამის წიაღი სხვაგან მდებარეობდა, თუ სასუფეველში. მაგრამ ის ვერსია რომ სასუფეველში მდებარეობდა, ჩემთვის უფრო მისაღები და დამაჯერებელია. ალბათ შეიცვალა ამ წიაღში მყოფთა სულიერი ყოფა და დიდ ნეტარებაში გადავიდა ქრისტეს გამოხსნის შემდეგ :)

×
×
  • შექმენი...