Jump to content
Planeta.Ge

BRAINIUS

პლანეტელი
  • პოსტები

    47
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ინფორმაცია BRAINIUS

  • დაბადების დღე 02/17/1993

Profile Information

  • Gender
    Male

BRAINIUS'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ჯოჯოხეთი არის უიმედოობის ადგილი, აბრაამის წიაღში მყოფთ ჰქონდათ იმედი, ამიტომ შეუსაბამობაში მოდის. ასე რომ თქმა იმის რომ ჯოჯოხეთში იყო აბრაამის წიაღი, ცოტა უხერხულია.
  2. ჯოჯოხეთში არაა მადლი და სასოება ამიტომ შეუსაბამობაში მოდის იქ მყოფ ადამიანთა ნეტარება. აბრაამის წიაღი ვფიქრობ არის სულიერი ყოფა, რომელიც გამოხსნის შემდეგ შეიცალა - შესაძლებელი გახდა პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან. ასეა თუ ისე, ამას ღრმა თეოლოგიური ანალიზიზი ჭირდება.
  3. ჯოჯოხეთში? ჰმ, კი მაგრამ იქ სულებს მოსვენება არ აქვთ. იქნებ აბრაამის წიაღი იყო სულიერი ყოფა, რომელიც ქრისტეს შემდეგ შეიცვალა? ამას უფრო ვემხრობი.
  4. თბილისის ფორუმზე რაც გიქნეს საკმარისი არ იყო იმის გამოსავლენად რომ თეოლოგიის ბაიბურში არ ხარ? ეპისკოპოსი და ზედამხედველი სხვადასხვა სიტყვები რომ გგონია ეგ რა არის? სიტყვა გრიგორიანელს რომ ხმარობ ეგ შენს განთლებულობაზე მეტყველებს? რომ ამბობდი მართ. ეკლესია კათოლიკური ეკლესიის ნაწილი იყოო ეგ პლიუსში მიგიწერო? ასე რომ გაერკვიე მართლა და მერე ვილაპარაკოთ. ძნელია მოიყვანო ერთადერთი მართ. დოგმა რომელსაც არ ეთანხმები? ვერ მოგყავს, იმიტომ რომ არ იცი. შენი ცოდნა ვიკიპედიით შემოიფარგლება და გგონია რაღაც იცი. სამ კითხვაზე მჭირდება პასუხი, რომელიც შენგან ვერ მივიღე, პასუხის დაწერა ძალიან მარტივია, მაგრამ ვერ წერ. შენგან სწავლას არავინ ითხოვს, თვითონაც სასწავლი გაქვს, რადგან შენ არცერთ ტეოლოგიურ სასწავლებელში არ გისწავლია ასე რომ მოეშვი დამრიგებლურ ლაპარაკს.
  5. აი ჩემი შენდამი გაცემული პასუხები: 1 ნიკოლაიზმის ერესი მთელმა ეკლესიამ უარყო, ჯერ კიდევ მოციქულთა დროს: ''მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.'' (გამოცხადება 2:6) და შენ ნიკოლაოსის უფრო გჯერა, რომლის ერესიც აღარ არსებობს (რაც მის სიცრუეზე მეტყველებს, რადგან ჭეშმარიტი ეკლესია ყოვეთვის იარსებებს) თუ იოანესი? 2 არიანიზმი - გჯერა არიოზის მოძღვრების ძე ღმერთი არაა მამის ტანასწორი და არსებობდა დრო, როდესაც ძე ღვთისა არ არსებობდა? ანუ დროის კონკრეტულ მომენტში შეიქმნა? არიანიზმი დიგმო პირველ წმინდა ეკუმენურ კრებაზე. 3 ნესტორიანიზმი - ეთანხმები ნესტორს და თეოდორეს რომ ღვთისმშობელს შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ქრისტესმშობელი, რადგან იესო ქრისტე დაბადებით იყო ადამიანი? და გჯერა იმის რომ ქრისტე თავის თავში აერთიანებდა ორ განსხვავებულლ პირს - ღვთაებრივსა და კაცობრივს? ეთანხმები მათ, რომლებმაც ქრისტე გაყვეს? ეს დოქტრინა მესამე მსოფლიო კრებაზე დაიგმო. 1 თუ არ ეთანხმები, მაშინ რას ერჩი ორთოდოდქსთა ''ჯგუფს''? დიახ ეპისკოპოსები უნდა ყოფილიყვნენ მათი საქმის გამგრძელებლები. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. (აქტები 14:22-23) 2 ეს ორდინაცია განუწყვეტლად მოდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოციქულების დროიდან. სადაც არაა ეპისკოპისი, იქ არაა ორდინაცია, სადაც ორდინაცია არაა, იქ ვერ აღსრულდება საიდუმლოებები, სადაც საიდუმლოები არ სრულდება, იქ არაა ეკლესია. 3 თუ არცერთს არ მიიჩნევ ჭეშმარიტ ეკლესიად, მაშინ მითხარი სად არის ქრისტეს ეკლესია დღეს? ამათგან პასუხი არცერთზე არ მიმიღია.
  6. იმ თემაშიც ანალოგიურად, ვერცერთ ჩემს კითხვაზე ვერ მივიღე პასუხი, შეუძლიათ ფორუმელებს დაათვალიერონ ''მართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობები'' და თუ ნახავთ რომ ''აზრმა'' (რომლის პოსტებშიც აზრს ვერ ვხედავ) გამცა ერთი არგუმენტირებული პასუხი, გთხოვთ მიმითითოთ
  7. შეგიძლია ნახო სექტის განმარტება ლექსიკონში. ისევ და ისევ ზედაპირული განცხადებები. ამას დამტკიცება და დასაბუთება ჭირდება. ახლა კი მოვითხოვ ეტაპობრივად გასცე პასუხი: 1 როდესაც ამბობ ნამდვილ ქრისტიანობას გამოეყავითო, უნდა დაასახელო თუ რომელია ის ნამდვილი ქრისტიანობა და როდის და რა მიზნით მოხდა გამოყოფა. 2 როდესაც შენ მართ. ეკლესიას სექტას უწოდებ, რატომ არ მაქვს მე უფლება იეჰოვას მოწმეებს სექტა ვუწოდო? 3 დაწერე სექტის განსაზღვრება. კიდევ ერთხელ გამოვლინდა შენი უმეცრება საეკლესიო სამართალში და საერთოდ თეოლოგიაში. ბოდიში მაგრამ ვიკიპედია ვეღარ დაგეხმარება
  8. უკაცრავად მაგრამ შემთხვევით თავი ხო არაფრისთვის მიგირტყამს? მიმითითე ადგილი, სადაც მე ვინმეს სექტანტი, ქრისტიანობის მოღალატე, სამშობლოს მოღალატე, სიცრუის მქადაგებელი ვუწოდე! ადგილი აქვს ბინძურ ცილისწამებას. ასევე გაუგებარია რატომ ლაპარაკობ მრავლობითში და რატომ მხარშავ ამ ადამიანთა ჯგუფთან, როდესაც ჩემს შესახებ არაფერი არ იცი. აქვე დავძენ რომ სექტა არაა შეურაცხყოფა, არამედ რელიგიური ტერმინი. P.S ეს ხომ არ იცი ვისი დაწერილია?
  9. პატივცემულო მოდერატორო, მოხდა დარღვევა. ფორუმელმა აზრმა შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლებს:
  10. თვითმარქვია ჩემთვის არის შეურაცხყოფა, ამიტომ ამის შესახებ შევატყობინებ მოდერატორს. კითხვები ისევ უპასუხოდაა დარჩენილი...
  11. აუ, შენ სანამ სხვას ეტყვი რამეს, ჯერ თბილისის ფორუმზე მოაგვარე საქმე ოკ? ვიკიპედიაში რაღაცას ნახავ და გიხარია. მისმინე ეხლა, რწმენაში მე სარწმუნოება კი არ ვიგულისხმე, არამედ - belief (doksasia ბერძ) და არა faith (pisti)! ეს სიტყვები მართალია ხანდახან ერთმანეთის სინონიმებია, მაგრამ ალბათ მიხვდებით როგორი დატვირთვაც მივეცი. დოგმები სწორედ რომ დიდი განსჯის შედეგად დადგინდა, ასეთ დაბრეხვებულებს მეტ კომენტარს არ გავუკეთებ. ეს კი მართალია. დოგმა არის უდაო ჭეშმარიტება, ის რასაც ესათუის რელიგია ასწავლის, რომელთა უარყოფაც, ავტომატურად კონკრეტული რელიგიის უარყოფას ნიშნავს, რაც რათქმაუნდა განსხვავდება უბრალო თეოლოგიური შეხედულებისგან. აი ამას აღარ უნდა ამბობდე, შენი დაწერილი პოსტების მერე რაც აქ გქონდა და რაც თბლისის ფორუმზე კრახი განიცადე + მინდა დაწერო შენი ასაკი და სასწავლებელი, სადაც საღვთისმეტყველო განათლება მიიღე, კიარადა ვიკიპედიის ლინკი ისევ ვიმეორებ: ''აქვე ისიც უნდა დააზუსტოთ, რომელ მართ. დოგმას არ ემხრობით და ახსნათ რომ ის მართლაც ახალი და ადამიანების შექმილია და არა არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმის თქმა რომ მსოფლიო კრებებზე მოხდა ახალი დოგმების შექმნა, უსაფუძვლოა.'' აი მხოლოდ ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა.
  12. Δoγμα - ბერძნულად ნიშნავს რწმენას, შეხედულებას, ყოველ რელიგიას აქვს თავისი შეხედულება, ანუ დოგმა. რელიგიურად, რაიმე საკითხის დოგმის ხარისხში აყვანა ნიშნავს ამ საკითხის ჭეშმარიტების დადასტურებას და არა ახლის გამოგონებას, რაც საჭიროა მომავალი მცდარი შეხედულებებისგან დაზღვევისთვის. აქვე ისიც უნდა დააზუსტოთ, რომელ მართ. დოგმას არ ემხრობით და ახსნათ რომ ის მართლაც ახალი და ადამიანების შექმილია და არა არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმის თქმა რომ მსოფლიო კრებებზე მოხდა ახალი დოგმების შექმნა, უსაფუძვლოა. ეს ყველაფერი წერია ზემოთ, ამიტომ ჩემი ერთი წინადადების ციტირებით იცვლება მთლიანი პოსტის აზრი.
×
×
  • შექმენი...