Jump to content
Planeta.Ge

Robi

პლანეტელი
  • პოსტები

    243
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი Robi

  1. ნუ კონკრეტულად ასტროლოგიას ვგულისხმობ არსებობს საეწმუნო წყარო საიდანაც ვიგებთ რომ სწორედ უფალი ასწავლის ასტროლოგიას ადამიანს კოსმოსის შემეცნების თვალსაზრისით და არა მაგიურ მისტიური დატვირთვით, მჩხიბაობის წინააღმდეგი რომ არის ეგ ვიცი.
  2. არა უბრალოდ გკითხე რატომ გამორიცხავ ამ სეშაძლებლობას რომ დღესაც გამოეცხადოს ანგელოზი ადამიანს და ესაუბროს თუ ამ პრეცედენტს წარსულში ჰქონდა ადგილი.
  3. კი მააქვს თუ გაინტერესებს პირადად მოგაწვდი. შუა საუკუნეებამდე მათ სხვა სახელი ერქვათ, მანამდე კიდევ სხვა, დღეს მასონებად იწოდებიან მაგრამ სახელთა ცვლა იდეის ცვლას არ ნიშნავს იდეა კი ერთია მსოფლიო ბატონობა და ერთიანი ერის მეფე.
  4. იცი რას გეტყვი ძმაო მე არც ეკლესიის ადვოკატი ვარ და არც ათეიზმის მქადაგებელი მაგრამ რასაც შენ ეხლა აქ წერ სიცრუეა რომლის გამოაშკარავებაც 2 წლის ბავშვსაც შეუძლია ვინ ვის უხვევს თვალებს რა შუაშია ხალხის მართვა ფეოდალური წყობიდან გამოვედით უკვე ადამიანი თავისუფალია და მისი უფლებები დაცულია ამიხვიე აბა თვალები და მმართე შეძლებ? ადამიანი აღარ არის ადვილად თვალასახვევი მოსატყუებელი და სამართავი სუბიექტი ეს რომ ასე იყოს საკნების ქალაქს კი აღარ მოაწყობდნენ ზომბებივით ივლიდნენ შუასაუკუნეების ყმებივით, აქ ცოტა სხვა რამეშია საქმე ნუ მოდაში შემოვიდა ძალათ ათეისტობა მიზერული მეცნიერული ცოდნით მანიპულირება ამ დროს ადამიანი მასაზე მაღლა დგას ინტელექტით ნუ ყოველ შემთხვევაში ის ასე ფიქრობს და ეს პოზიცია მაგრად ევასება განსაკუთრებით მაშინ თუ ბავშვობაში ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს მხოლოდ მეკარე იყო ხოლმე, მერე ასაკი მოემატება და ყველაფერ ამაზე სიცილს დაიწყებს მიხვდება რომ ტბიდან ამოხტუნებული თევზივით იყო რომელიც ისევ ტბაში ჩახტა და მოლუსკებს მოუყვა ადამიანები არ არსებობენ მე ავხტი მაღლა და ვერც ერთი მათგანი ვერ დავინახეო. წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია და ამ ეტაპებს ჩვენი წინაპრებიც გადიოდნენ ეს არის ადამიანის ინტელექტუალურად ზრდის პროცესი და ეს რომ დროში ძალიან არ გაიჭიმოს და ბოლოს 80 წლის ნახევრადშეშლილი ქურუმი არ მივიღოთ ამისთვის არსებობს უკვე შესწავლილი დადგენილი გამოცდილი და ავტორიტეტული დისციპლინები რომელიც სანდოა და უნდა დავუჯეროთ როდესაც მასწავლებელი გასწავლიდა მეორე კლასში ორჯერ ორი ოთხიაო ხომ გჯეროდა და ამბოხს არ აწყობდი დამიმტკიცე რომ ოთხიაო ასევეა ოდნვ უფროს ასაკშიც ადამიანი რაც შეეხება ღვთის არ რწმენას კი ეს უფალს ვერაფერს დააკლებს გინდა იწამე გინდა არა. არავინ არავის არაფერს არ აბრალებს თანამედროვე მასონობას საკმაოდ ძველი ფესვები აქვს თვით იუდაიზმზე ძველიც კი ასე რომ საკითხი საფუძვლიანად შეისწავლე.
  5. აუცილებლად გავეცნობი შენს მიერ მითითებულ წერილებს, არა უბრალოდ იმიტომ გკითხე რომ ახალი ქვეყნიერების თარგმანი წაკითხული მაქვს ასევე წაკითხული მაქვს ძველი ბერძნული წერილებიც და სამწუხაროთ ვერც ერთ მათგანში ვერ ვიპოვე სახელი იეჰოვა ნუ ამ შემთხვევაში ახალ აღთქმას ვგულისხმობ თუ შენს მიერ მითითებულ წყაროებში ანალოგიურ განსხვავებას აღმოვაჩენ აუცილებლად მოგწერ.
  6. შეგიძლია ეს ცნობები სად წერია კონკრეტული მუხლები მითხრა რომ მეც შევძლო ამის გაანალიზება?
  7. მე მასონების არსებობის მჯერა და ვიცნობ კიდეც თქო ხომ მოგწერე, შენი მონაყოლი კი მტკიცებულება არ არის არამედ საფუძველს მოკლებული ბრალდებაა პრეზიდენტის მიმართ. რაც შეეხება იმას რომ შენ ღმერთის არსებობის არ გწამს სწორედ აქ შეიმჩნევა მასონიზმის კვალი ასე რომ როდესაც მოგწერე დამუშავებული ხარ თქო არ არის აუცილებელი სპეც აგენტმა მოგაკითხოს და ე.წ ვერბოვკა ჩაგიტაროს, მასონურმა სახელმძღვანელოებმა თავის საქმე უკვე შესანიშნავად გააკეთეს. სწორედ რომ დაუსრულებლად გაუმართლებს რადგან როგორც ავღნიშნე ეკლესიის მარცხი ღვთის მარცხს უდრის და მასზე ძლიერი სამყაროში არავინ არის. ვერავინ შეძლებს ძლიერის გაძარცვას თუ ჯერ ამ ძლიერს არ გათოკავს.
  8. კი გავიგე ნუ ეს ისტორიული კინკლაობის გაგრძელებაა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის ყველასთვის უცნობ თარიღზე და წააგავს ბავშვების ჩხუბს დედა მე უფრო მიყვარსო.
  9. ნუ აქვე უნდა დააკონკრეტო რომ ჯვაროსნულ ლაშქრობებთან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არანაირი კავშირი არ აქვს თუმცა ქართველთა მეფე დავით აღმაშენებელი ჯვაროსნებში შავი ჯვრის წინამძღოლად წოდებული ერთ- ერთი ძლიერი ფიგურა იყო ამ კონფედერაციაში. ეხლა რა გამოდის დავით აღმაშენებელი მასონი იყო? და გალობანი სინანულისანი თვალის ასახვევად დაწერა? მეც წიგნებიდან ვფლობ აბა აკვანში გენიოსად ჯერ არავინ დაბადებულა.
  10. მე სხვა რაღაც გკითხე შენ სხვა რამეს მპასუხობ, მე გკითხე შეგიძლია თუ არა პრეზიდენტის მასონობა დაამტკიცო თქო, რაც აქ დაწერე კი ეს არაფერს ამტკიცებს ასეთ შთამბეჭდავ და კიდევ უკეთეს სტატიას მეც და ბევრი სხვაც დაწერს ნებისმიერ სხვა სახელმწიფო მოხელეზე. შენს ამ პოსტში მტკიცებულება კი არა ისევ ბრალდებებია არამყარი სუსტ არგუმენტებზე დაფუძნებული. ნუ დაახლოებით ასე წარმოიდგინე მასონიზმი რომ კანონით დასჟადი ქმედება დანაშაული იყოს და ამისათვის პრეზიდენტს ასამართლებდნენ რაც ეხლა შენ აქ დაწერე ამას სასამართლო მტკიცებულებად მიიღებს თუ მსუბუქ იუმორად? არა ეს უკვე სხვა თემაა რა არის უმჯობესი ამას სახელმწიფო წყვეტს.
  11. იმიტომ რომ მკურნალი სნეულს ჭირდება და არა ჯანმრთელს იესოს ირგვლივ სულ ცოდვილები და მებაჟეები იყვნენ მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მოციქულები ეწოდებინა ამ ცოდვილთათვის. საკითხს ფართო მასშტაბით შეხედე და ერთეული მაგალითების მიხედვით ნუ განსჯი მთელ ეკლესიას ხოლო ხე რომელიც სასურველ ნაყოფს არ გამოიღებს მოიჭრება და ცეცხლში გადაიგდება ასე რომ ის ყოფილი ნარკობარონი თუ ბარიგობას გააგრძელებს გინდა ეკლესიის მსახური დაირქვას და გინდა უფრთო ანგელოზი ეს მის ბარიგის სტატუსს ვერ შეცვლის, იუდას მოციქული ერქვა მაგრამ დღეს ბენდუქიძეს იუდას რომ ეძახიან არა მგონია მოციქულთან აიგივებდნენ. ეკლესიისთვის ფული სახელმწიფოს მოაქვს 25 მილიონის ოდენობით ყოველწლიურად და არა მგონია ამის შემდეგ მკვლელებს შეეკრას გროშების გულისთვის.
  12. ავიხედე შემდეგ წიგნებშიც ჩავიხედე და წავიკითხე, რომ გველი როგორც ასეთი სიბრძნის სიმბოლოა და ვორონცოვმა სწორედ ამ და არა რაიმე მისტიური დატვირტვის მიზნით გამოასახვინა ეს გველები ბიბლიოთეკის ჭერის კუთხეებში, რითაც ხაზი გაუსვა თავად შენობის ფუნქციას. საკითხი ძალიან მარტივია მისი მუქ ფერებში გადაყვანა და არარსებული მისტიკის ძიება საღი აზროვნების ფანატურ აზროვნებად გარდაქმნას უწყობს ხელს.
  13. ცდები, მასონებს ბატონი ჰყავთ, ჩვენთვის კარგად ცნობილი ლუციფერუს სატანად წოდებული, ებრაელებისგან კი არ იმართებიან, ებრაულმა საიდუმლო სწავლებამ კაბალამ დაუდო საფუძველი მათი ლოჟის წარმოშობასა და განვითარებას და შემდგომში როგორც ეს სწავლება ასევე თავად ორგანიზაციის ფარგლები გაფართოვდა და თითქმის მთელი დედამიწა წაბილწა, რაც შეეხება თავად ამ სწავლებას ენუქის წიგნის მიხედვით დაცემულმა არქანგელოზმა აზაელმა ასწავლა ძველ ებრაელებს, ხოლო რაც შეეხება მათ მართვას, ებრაელებიც და სხვა ეროვნების მასონებიც ერთი პიროვნების ლუციფერის მიერ იმართებიან. შტაბბინა კი იერუსალიმში კი არა შტატებში აქვთ.
  14. ძღაპრებს ეკლესია კი არა ის ადამიანები ქმნიან რომლებიც თავს ეკლესიის მსახურებად ასაღებენ. ჭეშმარიტი ეკლესია შორს არის ზღაპრებისგან.
  15. ნუ პოსტები წავიკითხე და რაღაც კითხვები გამიჩნდა როგორც ვხვდები შენ ყველაზე ზუსთ თარგმანად ახალი ქვეყნიერების თარგმანი მიგაჩნია მინდა გკითხო? 1. რატომ ქვია ამ თარგმანს ახალი ქვეყნიერების? 2 შეგიძლია თუ არა გამოაქვეყნო აქ ის უძველესი წერილები, რომლებისგანაც შენი თქმით ითარგმნა ზემოთხსენებული თარგმანი რომ შევძლო შედარება რამდენად ზუსტია თარგმანი (მხოლოდ ბერძნული ვიცი და თუ შეიძლება ბერძნული წყაროები დადე და ახალი ქვეყნიერების თარგმანის ახალ ღთქმას შევადარებ) და 3. მაინტერესებს თუ შეძელი და დადე ის უძველესი წყაროები საიდანაც შენივე თქმით ითარგმნა ახალი ქვეყნიერების თარგმანი და მათ შორის არსებითი განსხვავებები აღმოვაჩინე წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ აქ გამოვაქვეყნო?
  16. ნუ კითხვა მეორე რატომ თვითონვე არ უთხრა მათი რაოდენობა თუ იცოდა? პასუხი იმიტომ რომ ადამიანმა ცოტა თვითონაც უნდა გაანძრიოს უკანალი რომ მიხვდეს მარტივ აქსიომას შესაძლებელია დახმარებებისა და დაღეჭილის გადაყლაპვის გარეშეც შემეცნებისა და სიბრძნის მიღება დამოუკიდებლადაც.
  17. ვინ დაავალა და ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დაავალა, ეხლა რომ აღარ მოცდე ზედმეტი წერით და მოსალოდნელი შეკითხვა არ დამისვა რატომ დაავალა ის ხომ ყოვლისმცოდნეა და ნუთუ ებრაელების რაოდენობა არ იცოდაო აქვე გიპასუხებ მან იცოდა მაგრამ დავითმა არა.
  18. მაგარი საინტერესო მიმოხილვა იყო ფილმისა მაგრამ პოსტის ამ ნაწილში ვერ დაგეთანხმები პირადი მოსაზრების გამო და თუ რატომ შემიძლია გიპასუხო. გაინტერესებს?
  19. ჰო და ეგ გთხოვე ზუსტად ძმაო რომ თუ იცი წერილობითი წყარო მიმითითე თქო მასე მეც ვიტყვი 8 მარტს დაიბადა მეთქი და ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ ეს ნამდვილად ასეა?
  20. და ვინ ამყარებს ამ ქვეყანაზე იმედებს იცი? ის ვისაც რუსეთი ბიბლიაში მოხსენიებული ჩრდილოეთის მეფე ჰგონია და ვის ჰგონია ასე? ესეც გეცოდინება, ასე რომ ჯობს ისინი გააფრთხილო. იქნებ შევარდნაძეა ის საერთოდ ნაღმტყორცნით ააფეთქეს და გადარჩა ასე რომ უფრო დიდი სასწაული არ არის ვიდრე ტყვიით დაჭრის შემთხვევაში გადარჩენა?
  21. ნუ მიწყენ ძმაო და დილეტანტიზმის სრული ბუმია, შვიდი თავი რომ მუსოლინით, შაკლ გრუბერით, ჰიმლერით დავიწყო ხო ათი გამოვა არა ბოლოს? რაც შეეხება ათი რქის ლოგიკას აქაც ჩიხია რადგან საბჭოთა კავშირში 16 რესპუბლიკა იყო გაწევრიანებული და აქედან ათი რომ დაასახელე ყირგიზეთმა ან რუსეთმა რა დაგიშავა? თუ ეგენი რქებში არ ითვლებიან და ტანსქვემო ორგანოების სიმბოლიკაა? რაც შეეხება საქართველოს დემონური რქის კონსპექტში განხილვას ეს ირიბად ნიშნავს იმას რომ სულ მცირე სატანის მსახურები ვართ ქართველები. აბა ეხლა მითხარი სიტყვების ასე უაზროდ წამოსვრა შეიძლება თუ არა და თან იმ დროს როდესაც იოანეს აპოკალიფსის განმარტების აზრზეც არ ხარ.
  22. იოანეს გამოცხადებაში დრაკონი არის ნახსენები მაგრამ ეს წითელი ფერი რა პონტში გააფერადე ვერ ვხვდები იქნებ მწვანეა? ან ლურჯი? ნუ ვთქვათ წითელია რა მარტო საბჭოთა დროშა იყო წითელი? თუ წითელ არმიას გულისხმობ? რაღაც პრიმიტიული განმარტებაა აპოკალიფსის ნუ ბავშვების შესაშინებლად გამოდგება.
  23. ძლიერი თემაა, მაგრამ როგორც ვხედავ ბევრისთვის უცნობი ჯობია ასეც დარჩეს ოპიუმივითაა.
  24. მე ვერაფერი ჯერ ჯერობით იქნებ შენ იცოდე რამე ამის შესახებ?
  25. ბავშვობაში ერთი ჩვევა მქონდა ბიბლიოთეკაში ჯდომა და კითხვა, ყოველთვის როდესაც ახალ წიგნს წავიკითხავდი ვხვდებოდი რომ თურმე არაფერი მცოდნია მანამდე და ასე დაუსრულებლად, მასონებზე შენ როგორც ამბობ ძმაო რამოდენიმე ნაშრომი გაქვს წაკითხული მე კიდევ რამოდენიმე კი არა უამრავი და მასონებსაც კარგად ვიცნობ, რაც შეეხება პრეზიდენტის მასონობას ეს უკვე ნათელაშვილის სიტყვებია. ცუდია თუ კარგია პრეზიდენტია და იმიტომ რომ არ მოგვწონს და მასონობა დავაბრალოთ ეს უკვე სისუსტეა. ასე რომ ძმაო სანამ რამეს ვიტყვით ან დავწერთ ჯერ უნდა დავფიქრდეთ გავცემთ კი შემდეგ კითხვებს პასუხს: 1. შენ შეგიძლია რომ დაამტკიცო რომ პრეზიდენტი მასონია. 2 შეგიძლია დაამტკიცო რომ ეკლესია მასონებს ემსახურება. 3. საიდან ფლობ ამ ინფორმაციას ვინმემ გითხრა თუ ვარაუდობ?
×
×
  • შექმენი...