-
პოსტები
13 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
ინფორმაცია Oberyn
- დაბადების დღე 11/28/1990
Profile Information
-
Gender
Male
Oberyn'ის მიღწევები
Newbie (1/14)
-
გამკეთებელი და მებრძოლი უნდა იყო თუ გინდა მართებულად გექცეოდნენ, შენვე უნდა აიძულო გასაკეთებელი გააკეთოს. როცა სიტყვით არ გამოდის, ტყვია უნდა ჩააჭედო ტვინში. მაგრამ ქართველი საზოგადოება გაუთვითცნობიერებელი და უცოდინარია, მებრძოლი სული არ აქვს. მაგათგან არცერთს არ შეუძლია პოლიტიკოსებისგან მოითხოვოს. რისი ბრალია ეს? იდეოლოგიის. დიდსაც და პატარასაც ტელევიზორიდან მხიარულებით და სისულელეებით უჭედავენ გონებას და მეომარ სულს უკლავენ. ამ ქვეყანას რამე რომ ეშველოს, ჭეშმარიტად კაცური დაჯგუფება უნდა შეიკრიბოს, რომელიც ნაბო*რებს მიხოცავს და მებრძოლი სულისკვეთებით გაჟღენთილ იდეოლოგიას გაატარებს. თუმცა მეორის გარეშე პირველი ვერ შეიკრიბება და ვრჩებით წრიულად ფსკერზე. ერთადერთი გამოსავალია რამდენიმე მოაზროვნე კაცმა ჩამოაყალიბოს საჭირო ქართული, არალიბერალური იდეოლოგია, კარგად განსაზღვროს მისი გატარების გზები და საქმეს შეუდგეს, რომ ის გამკეთებელი ხალხი გამოჩნდეს, რომელიც სიმართლეს კბილებით გაიტანს და ამ არაფრისმაქნის "სიტყვისთავისუფლება-კანონისუზენაესობას" არ დაელოდება. არ მეთანხმებით? იმიტომ რომ მთავრობებისგან ფსევდოღირებულებებით ტვინგამოტენილი ევროპელები ხართ!
-
რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?
Oberyn replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მომაწოდე, ამიხსენი რა დამამტკიცებელი საბუთები გაქვს. ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა, იყო სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საიდუმლო საძმოები, მაგრამ ეს არ ამბობს რომ ყველა ერთმანეთის გაგრძელებაა. მაგ საიდუმლო ორგანიზაციების უმრავლესობა დროთა განმავლობაში გაიხრწნა, დაიშალა ა. შ. რა თქმა უნდა გარკვეული სწავლებები დარჩებოდა და საბოლოოდ დღევანდელ მასონობამდე მიაღწევდა, მაგრამ დღევანდელი მასონობა იმ ძველი ორგანიზაციების გაგრძელება არაა და მხოლოდ მათ ერთეულ რიტუალებს მოიცავს. რაც შეეხება მსოფლიო ბატონობას, ეს მასონებს კი არა ილუმინატებს უნდოდათ, რომლებიც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს შექმნიდან 10 წელიწადში დაიშალნენ ან ზედმეტად გასაიდუმლოვდნენ, ისე რომ გარეთ მაგათზე ხმა აღარ გასულა. ილუმინატები ბავარიის ერთ-ერთი მასონური ლოჟიდან წამოვიდნენ, თუმცა ეგ არ ნიშნავს რომ ეს ორი საძმო ერთია და ერთი და იგივე ფუნქციები და მიზნები აქვს. აი საკუთარი ფილოსოფიის სხვებზე მოხვევა კი ყველასთვის და ნებისმიერი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, ქრისტიანობისთვისაც და თითოეული ქუჩის მაწანწალისთვისაც, ასე რომ ეს მასონობას სხვებისგან არ გამოარჩევს. -
რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?
Oberyn replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
დამამტკიცებელი საბუთები გაქვს მაგის? თუ უძველეს სიმბოლიკას იყენებენ და უძველეს მისტერიებს აცოცხლებენ, იმას არ ნიშნავს რომ უძველესი დროიდან მოდიან. თავისუფლად შეიძლებოდა შუა საუკუნეებში და ახლაც უძველესი ცოდნის შეგროვება და სისტემატიზაცია საკმარისი მონდომების შემთხვევაში. -
რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?
Oberyn replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
: ) ჯვაროსნულ ომებში მასონები არ მონაწილეობდნენ, ის კი არა მასონობა თანამედროვე სახით მაშინ არც არსებობდა. შუა საუკუნეებში მშენებლებს უწევდათ სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება - ერთ ქალაქში (ქვეყანაში) სამუშაო დამთავრდებოდა, წავიდოდნენ სხვაგან. ასე რომ ერთ ადგილას მყოფი საზოგადოების წევრები ვერ ხდებოდნენ - ასე რომ, სამშენებლო ხელოვნების შესანარჩუნებლად და გადასაცემად, ასევე საკუთარი პროფესიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გასაადვილებლად ჩამოაყალიბეს საძმოები, სადაც მხოლოდ მშენებლებს იღებდნენ. ის მასონობა კი, რომელზეც ახლა გვაქვს ლაპარაკი და რომელსაც ეგვიპტელი ქურუმების, ბერძენი მისტიკოსების, სატანას და კიდევ ვინ იცის ვის შთამომავლობას აბრალებენ, ჩამოყალიბდა მე-16 მე-17 საუკუნეებში. ახლა საიდან მოვიდა ის მცდარი ინფორმაცია, ჯვაროსნული ომებიდან მოყოლებული ეკლესიის მასონობისადმი დაქვემდებარებულობაზე? ცნობილია, რომ როცა რაღაც ჭორი 100 კაცს გამოივლის, 101ს გაფუჭებული ტელეფონივით მისდის სრულიად ამოტრიალებული ინფორმაცია. ჯვაროსნული ორდენი იყო მეომარი ბერების ორდენი, რომელიც ჯვაროსნული ომებისას ძალიან გამდიდრდა. იმდენად, რომ მეფეებსაც კი აძლევდა სესხებს, ერთ-ერთი ასეთი მეფე იყო ფილიპე ლამაზი, საფრანგეთის მეფე, რომელმაც ჯვაროსნებისაგან განთავისუფლება და მათი სიმდიდრის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. იმ დროს კათოლიკური ეკლესიის პაპმაც, კლემენტ მეხუთემ ბრძანება გამოსცა რომ ყველა ტამპლიერი დაეჭირათ და მოეკლათ. რასაც ერთობლივად გაართვეს თავი, თუმცა რამდენადაც მახსოვს ტამპლიერების დაწვის წელიწადს დაიხოცნენ ფილიპე ლამაზიც, კლემენტ მეხუთეც და ფილიპეს თავისი ოჯახიც მიყვა რამდენიმე წელიწადში. აქ სადაა ეკლესიის და ტამპლიერების მეგობრობა? ტამპლიერების ნაწილი, ვინაიდან დევნიდნენ, გაიფანტნენ და ერთ-ერთი თეორიის მიხედვით მასონურ ლოჟებს შეუერთდნენ და თავიანთი საიდუმლოებიც გაიყოლეს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. კათოლიკური ეკლესია კი მასონობას მეოცე საუკუნემდე დევნიდა. პრინციპში ისტორიას არცერთი გავლენიანი ორგანიზაცია არ ახსოვს, რომელიც მასონობას არ დევნიდა ფაშისტები ხოცავდნენ მასონებს და როგორც დათვლილია სადღაც 100 000 მოკლეს. ბოლშევიკების რევოლუციაც ამბობენ მასონების დახმარებით მოეწყოო, მაგრამ პირველივე წლებში ყველანაირი მასონური ლოჟის საქმიანობა უკანონოდ გამოცხადდა და აიკრძალა... ასე რომ ძალიან ვრცელი საკითხებია და ერთი ხელის მოსმით კათოლიკური ეკლესიის ჯვაროსნული ომების დროიდან მასონობის ქვეშევრდომობაში დადანაშაულება არ შეიძლება. -
რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?
Oberyn replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ეს უკვე ზედმეტად სუბიექტური აზრებია, მტკიცებულება 0 ხო? კარგი იქნება მასონების თემაში თუ დაწერ მათ შესახებ უფრო ვრცლად, თან ეს მასონ'იზმი' რაღაც ახალი ტერმინია და მაინტერესებს : ) -
გააუმჯობესებს მსოფლიო მდგომარეობას არარელიგიურობა?
Oberyn replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
შვედეთი ჯერ გაათეისტდა და მერე განვითარდა, თუ ჯერ განვითარდა და მერე გაათეისტდა? ევროპაში განვითარება გაათეისტებამ გამოიწვია თუ პირიქით, რწმენამ? ამერიკა მოზიდული ინტელექტით დგას ფეხზე, აბა შეწყვიტონ უცხოურ ადამიანურ რესურსებზე მტაცებლობა, მაშინვე ჩამოენგრევათ ყველაფერი. ამერიკის ლიდერობა მისი მკვიდრი მოსახლეობის დამსახურება არაა. -
რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?
Oberyn replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ყველა აზრი ნეგატიური რელიგიაზე... რწმენის ძალას და სარგებლობას ვერცერთი ყოფილი მორწმუნე და მოაზროვნე ვერ უარყოფს. საზოგადოებას ჭირდება რწმენა და შესაბამისად რელიგია - რწმენების ერთიანი სისტემა, რომელიც ყველასთვის ერთნაირი იქნება - ერთი მორწმუნე ადამიანი შეხედავს სხვა მისსავე მორწმუნეს, კიდევ სხვას და დაასკვნის, რომ გიჟი არ არის და სხვასაც სჯერა. ასევე სხვა ადამიანებიც, ერთმანეთს ეხმარებიან რწმენის გამყარებაში. რელიგიის არარსებობის შემთხვევაში, როცა ყველას თავ-თავისი გამორჩეული რწმენები აქვს და გარშემო თანამოაზრეებს ვერ ნახავენ, საბოლოოდ კამათით ან ჩხუბით ერთ საერთო რელიგიას ჩამოაყალიბებენ, ან უკლებლივ ყველა გაათეისტდება, გახდება ურწმუნო და სკეპტიკოსი. მაგრამ ზევით ვახსენე რწმენა ძალაათქო - იმ საზოგადოებას, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ჩვენ შემთხვევაში - ძირითადად ეკონომიკური სიდუხჭირე - ჭირდება რაღაც, რაც ცხოვრების იმედს მისცემს, ყურების ჩამოყრის და სასოწარკვეთილების უფლებას არ მისცემს. სხვა შემთხვევაა ევროპა, სადაც სოციალური მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, იქ აქვთ უფლება ათეისტები იყვნენ, რადგან ღმერთი აღარ ჭირდებათ, ისედაც ახერხებენ თავის გატანას. იქ ათეიზმი თავისით მოვიდა, განათლებასთან და ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად. აქ, საქართველოში კი ხალხის გაათეისტებაზე და რელიგიის მოსპობაზე ზრუნვა არ დაგვეხმარება. რელიგია უნდა დავიხმაროთ და გამოვიყენოთ როგორც იმედი, ძალა, ბიძგი და როცა ევროპას გავუტოლდებით, მაშინ უკვე აღარც ასეთი ათეისტობა-კაი-ტიპობაა საზოგადოება გვეყოლება. ვინც ამ მხარეს საკმარისად იფიქრებს, თავისით გახდება ათეისტი, ვინც არა - იმას ღმერთმა ხელი მოუმართოს და რწმენის ის ძალა მისცეს, რომელიც ჭირდება. -
აზრი პირველი გვერდი ვთქვი და არა პირველი პოსტი, ასე რომ სიტყვებს დაუკვირდი. უცხო_პლანეტელი ძალიან ბევრი მეცნიერისგან მომისმენია - როცა სიცოცხლის და გრძნობების საწყისზე ისმება კითხვები ყოველთვის ვჩუმდებითო. ამ უკანასკნელ დღეებში რამე ახალი თუ აღმოაჩინეს ეგეც მითხარი, განმანათლე : )
-
ადამიანს თავისუფალი ნება აქვს? თუ მის ყოველ მოქმედებას მიზეზ-შედეგობრივი კავშირი განსაზღვრავს და დაბადებიდან თავისი ბედის მიხედვით მოქმედებს? ჩვენ ვიცით, რომ უსიცოცხლო სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევით, მიზეზგარეშე - წყალი იმიტომ ორთქლდება, რომ მზე აცხელებს, ზღვის პირას კლდე იმიტომ იშლება, რომ ზღვის ტალღები ეჯახებიან, ზღვის ტალღები იმიტომ ეჯახებიან, რომ ზღვა ღელავს - ქარი აღელვებს ან მიწისძვრა... ქარსაც და მიწისძვრასაც თავისი მიზეზები აქვთ და ასე შემდეგ. ყველაფერი ჯაჭვური ეფექტის მიხედვით ხდება, ყველაფერი ისე მოხდება უსიცოცხლო მატერიალურ სამყაროში, როგორც საწყის მიზეზს ჰქონდა ჩაფიქრებული. მოხდება ისე, როგორც უნდა მომხდარიყო. რა ხდება ადამიანის შემთხვევაში? ადამიანიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ექვემდებარება? შეიძლება ასეთი რამ? - ვთქვათ ქუჩაში მივდივარ და შემთხვევით კენჭს გავკარი ფეხი, წამოვიდა ამ კენჭზე და ზოგადად კენჭებზე ფიქრები, როცა ამ ფიქრების მაგივრად წესით სხვა რამე უნდა ყოფილიყო - მაგალითად ნამცხვარი ან სამუშაო. მერე, საღამოს სახლში რომ მივედი, იმის გამო რომ მაშინ კენჭზე ვიფიქრე და არა ნამცხვარზე, სულ სხვა მხარეს ვაგრძელებ აზროვებასა და მოქმედებას და ჩემ ცხოვრებასაც ეს გარეშე მიზეზი - კენჭი ჩემგან დამოუკიდებლად ცვლის და სრულიად სხვა მხარეს მიყავს. ან მაგალითად: ქუჩაში მივდივარ და ვიღაცამ დაასიგნალა, იქით ერთი წამით გავიხედე და ამ დროს გვერდით ჩამიარა გოგომ, რომელიც რომ დამენახა, იმდენად მომეწონებოდა, რომ გავყვებოდი, გავიცნობდი და მერე ცოლადაც კი მოვიყვანდი. მაგრამ იმ სიგნალის გამო ვერ შევამჩნიე გოგო და შესაბამისად სრულიად სხვანაირად მიდის ახლა ჩემი ცხოვრება... რა თქმა უნდა დამსიგნალებელმაც თავის მხრივ იმიტომ დაასიგნალა რომ წინ ვიღაც გაუჩერდა, ის იმიტომ გაჩერდა რომ ფეხი გაეკვანძა წინა დღეს ბევრი ვარჯიშის გამო და ა. შ. ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოდის და ადამიანს ლოგიკურად ასეთი აზროვნების შემთხვევაში თავისუფალი ნება აღარ რჩება. ანუ ყველა ადამიანი თავის ბედს მიყვება, იმიტომ კი არ აკეთებს რაღაცას რომ ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ ასე უნდა სდომოდა, ასე უნდა გაეკეთებინა. ეს პოზიცია ძალიან დამთრგუნველად, მოტივაციის ჩამკვლელად და დეპრესიულად მეჩვენება. ვინც ფიქრს დაიწყებს და ამ პოზიციამდე მივა, გაჭირვების დროს შეიძლება იფიქროს - მე ასე იმიტომ კი არ ვარ რომ მე გამოვიწვიე, არამედ იმიტომ, რომ ასე უნდა ყოფილიყო, რა უბედური ვარ და ა. შ. მოკლედ ყველანაირად არასასიამოვნო პოზიციაა. რაც შეეხება წინასწარმეტყველებას - ეს უბრალოდ ბედის და მიზეზ-შედეგობრიობის გამართლება და მხარის აბმაა. როცა ამბობენ, რომ წინასწარმეტყველება არსებობს, ანუ ამა და ამ წელს ესა და ეს მოხდება, ე. ი. წინასწარ მიზეზ-შედეგობრიობით დადგენილია რომ ასე უნდა მოხდეს და ადამიანი კი არ ცვლის სამყაროს ისე როგორც უნდა, არამედ თავიდანვეა ჩაფიქრებული როგორ მოუნდება ადამიანს სამყაროს შეცვლა და როგორ იმოქმედებს თითოეული ჩვენგანი. ამ დამთრგუნველი შინაარსის გამო უარვყოფ ყოველგვარ წინასწარმეტყველების შესაძლებლობას, ყოველგვარ ბედსა და ჯაჭვურ ეფექტს და ირაციონალურად ვაღიარებ ადამიანის ნების თავისუფლებას - მე ვარ ჩემი თავის განმგებელი, თავადვე ვქმნი ჩემს ცხოვრებას, ჩემზე არ მოქმედებს გარეშე ფაქტორები და იმას ვაკეთებ რაც მინდა და არა იმას რაც უნდა მინდოდეს. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და გაუმარჯოს ირაციონალიზმს!
-
ერთი წლის წინ წავიკითხე ეს წიგნი, ამიტომ ცალკეულ ფაქტებს ვერ გავაკრიტიკებ. მთლიან ჯამში ვიტყვი - პრე-ასტრონავტიკა ძალიან მიმზიდველად არის წარმოჩენილი და ადამიანი წიგნში მოცემულ ფაქტებს თუ დაიჯერებს (არ შეამოწმებს), პრე-ასტრონავტიკაში გარანტირებულად ირწმუნებს, მაგრამ რა თქმა უნდა შენც იცი, რომ მოცემული ფაქტების უმრავლესობა ყალბია ან მეორე მხარე არ არის ნაჩვენები. მაგალითად, ბოლოში Vymaanika Shaastra-ზე რომ წერია მეჩვიდმეტე საუკუნეშია შესრულებულიო, რეალურად ამის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ არსებობს. წიგნი მე-20 საუკუნეში დაიბეჭდა როცა ის მანქანები უკვე გამოგონილი იყო : ) ჩემთვის ყველაზე საინტერესო სურათი ეგვიპტურ იეროგლიფებს შორის თანამედროვე საჰაერო მანქანები იყო, მაგრამ ბევრი რომ ვეძებე აღმოჩნდა თურმე რამდენიმე წლის წინ იეროგლიფები ვიღაცას თვითმფრინავებად გადაუკეთებია : ) კიდევ მსგავსი უამრავი ფაქტი, თუმცა გუგლში დასერჩვას ვერცერთი უძლებს. აი ესპანელი მისიონერების მიერ მაიას კულტურის ჩანაწერების განადგურება კი გამიტყდა... მიუხედავად იმისა, რომ მათი განადგურება პრე-ასტრონავტიკას მხოლოდ სათანადო ინტერპრეტაციით, სუბიექტურად გადმოცემისას რგებს.
-
პირველ ფილმში იტყუებიან რელიგიაზე. აგერაა გარჩევები და სიცრუის ილუსტრირება, ადრე მაქვს თვალი გადავლებული: http://www.thedevineevidence.com/jesus_similarities.html http://www.preventingtruthdecay.org/zeitgeistpartone.shtml http://anti-zeitgeistmovie.info/ ეს ფილმი ადრე მაქვს ნანახი და თავიდან საინტერესოდ მეჩვენა. მაგრამ მერე ერთი რამე შევამჩნიე - საბანკო სექტორზე და ომებზე "ინფორმაციის" დამატება ფილმის ავტორებისთვის მეორე ხარისხოვანი იყო. ამით პირველ რიგში, ცაიტგაისტის რელიგიური ფილმების გატეგორიიდან ამოღება ცადეს და გამოუვიდათ კიდეც, თუმცა ფილმის უმთავრესი მიზანი ღმერთის დაცინვა და ხალხის გაათეისტებაა. სხვა მხრივ, საინტერესოა მოვლენების ალტერნატიული ახსნა და შეიძლება სინამდვილესაც შეესაბამებოდეს. ადამიანებს მეტი აზროვნებისკენ თუ მოუწოდებენ და ტელევიზიით მიღებული ინფორმაციის განსხვავებულად ინტერპრეტირებას შეაჩვევენ მაგას რა ჯობია. თუმცა ამის მაგივრად ბევრმა ფილმში არსებული თეორიები სინამდვილედ მიიღო და დაიჯერა : )
-
კონსტანტინე გამსახურდია- მართლმადიდებლობის მტერი?
Oberyn replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
არ ვიცი გამსახურდია მართლმადიდებლობის მტერი იყო თუ არა, მაგრამ ათეისტი ნამდვილად იყო, თუმცა ეს არ მოსწონდა. რელიგიურობის დეფიციტს განიცდიდა და თვლიდა, რომ ევროპას რადიკალური რაციონალიზმიდან გამოსავალი უნდა ეპოვნა, უნდა შეექმნა რაღაც ახალი რწმენათა სისტემა, რომელიც ადამიანებს რელიგიურობის მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებდა. "რობაქიძის შემდეგ ნიცშეს ინტერპრეტაციის განსხვავებული სახე შემოგვთავაზა კონსტანტინე გამსახურდიამ 1919_1924 წლების წერილებში. გამსახურდია თანამედროვე ევროპული კულტურისა და საზოგადოების კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას. იგი წერს, რომ ნიცშემ სწორედ ის გაიაზრა, რომ თანამედროვე ევროპული სამყარო არის ცალსახა რაციონალიზმის, ფიზიკალიზმისა და ნატურალიზმის გავლენის ქვეშ. დაიკარგა მითოსური აზროვნება, დაიკარგა რელიგიური რწმენა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. თანამედროვე სამყაროში უკვე ყველა აცნობიერებს რწმენის დეფიციტს, რელიგიის დეფიციტს, მითოსის დეფიციტს. საჭირო არის რაღაც ახალი რელიგიის შემოტანა, რომელიც კაცობრიობას გამოიყვანს ამ კრიზისიდან, და სწორედ აქ გვევლინება ნიცშეს ფილოსოფია, როგორც ახალი რელიგიის შემომტანი ევროპაში. ეს რელიგია არ არის ქრისტიანობა, ეს რელიგია არის დიონისური რელიგია, რომლის საფუძველიც არის სიცოცხლე და სიცოცხლის პრინციპის დამკვიდრებით უნდა მოხდეს ახალი ფილოსოფიის შექმნა. გამსახურდია პირდაპირ წერს, რომ დაძლეული იქნება მითოსსმოკლებული დრო." ელიზბარ ელიზბარაშვილი -
საინტერესო თემაა. ევოლუციის თეორიის მიმდევრები ვერ ხსნიან უსიცოცხლო მატერიისგან - უსიცოცხლო ატომების, მოლეკულების უსასრულო გროვისგან თავისით როგორ უნდა წარმოშობილიყო ის პატარა ბაქტერია თუ ნახევარბაქტერია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის წინაპრად მიიჩნევენ : ) მეცნიერები ამას უბრალოდ ვერ ხსნიან. პირველ გვერდზე დაიპოსტა თვალის ვითომ ევოლუციის თეორია, მაგრამ ვერც ეგ მეცნიერები და ვერც ვინმე სხვა ვერ ხსნის როგორ გაჩნდა პირველად ის სენსორები, რომლებმაც ორგანიზმს სინათლის აღქმის შესაძლებლობა მისცა. კი, შეიძლება იმის დაჯერება რომ უკვე არსებული სინათლის აღმქმელი სენსორებით დაჯილდოებულ ორგანიზმებში ბუნებრივი გადარჩევის გზით ნელ-ნელა განვითარდა სინათლის აღქმა სრულყოფილ მხედველობამდე. მაგრამ მეცნიერები რატომ ვერ ხსნიან როგორ მოხდა პირველად სინათლის აღქმა? გული მიგრძნობს ვერც ვერასოდეს ახსნიან. იგივე შემიძლია ვთქვა მაგალითად ფიზიკურ, სხეულის შეგრძნებებზე შეხებისას... სმენაზე. არავინ არ დაწეროს ვითომ რომელიმე მეცნიერმა ახსნა ამ ფუნქციების წარმოშობა. მეცნიერებს უბრალოდ არ უნდათ აღიარონ რომ რაღაც არ შეუძლიათ. პრინციპში ეს ცუდი არცაა, ბევრი იფიქრონ, კიდევ რამე საინტერესოს აუცილებლად დაადგენენ და პროგრესიც იქნება, მაგრამ მათივე მარცხი ევოლუციის თეორიის დასაბამში, ღმერთის მიერ სიცოცხლისთვის ბიძგის მიცემის მოსაზრებას არსებობის სივრცეს უტოვებს.