Jump to content
Planeta.Ge

Martyr

პლანეტელი
  • პოსტები

    36
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Martyr'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. დასავლური გეზი დაკარგულია, ივანიშვილი არაპოლიტიკოსია, მთავრობაში დაბრუნდნენ დაბოღმილი - ''ჩარეცხილები''. ობამა ისევ პრეზიდენტი ხდება, რაც საქართველოსთვის ცუდია, სამაგიეროდ რუსეთის კარი ყოველთვის ღიაა. რა და როგორ მოხდება პარლამენტში ეგ უფრო საინტერესოა. დაიბრუნებს სააკშვილი მთავრობას და ავტორიტეტს?.. თუ არა, კარგის პროგნოზირება რთულია
  2. პირველ რიგში საფრანგეთის ინტერესებშია გამოძიების ბოლომდე მიყვანა. შესაძლებელია დამნაშავეთა დეპორტირება მოხდეს, ასე რომ ''საფრანგეთის მეშვეობით შიდა პოლიტიკის მოგვარებასთან'' საერთოდ არ გვაქვს საქმე. ასევე, ეს არ წარმოადგენს მთლიანად ''ფრანგულ'' აზრს, თუმცა რათქმაუნდა გასათვალისწინებელი და მისაღებია ჩვენი დასავლელი დიპლომატების კრიტიკა.
  3. ლანძღვის არაფერი ეტყობა ამ სტატიას... ორიგინალი: http://www.diplomati...-d-informations ინგლისური თარგმანი: ჩემი აზრით, არავის საქმე არაა როგორ და რანაირად მოიქცევა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.
  4. Nukriko არაა ეგრე ძმაო ძაან ზოგადად ლაპარკობ, ქრისტიანი არავის არ უნდა ემტერებოდეს და ამ არაფრისმომცემ დებულებს თავიანთი გარმატებანი აქვს, სერიოზული ფილოსოფიური ნაშრომებია ქრისტიანული იდეოლოგიაზე. უცნაური რომ ისეტი პერსონა როგორიც თავად შენ ხარ, რელიგიური ფენომენის მიმდევრებს - ყველას ერთ ქვაბში ხარშავ. პრაქტიკაში ყველა ერთნაირი არაა, უმცირესობას შეხედება და არა უმრავლესობას. ელემეტარული მაგალითია პროტესტანტიზმის ჩამოყალიბება.
  5. Nukriko დამცინი? საღადაო ვთქვი რამე? რას ქვია დრამატიზირება გვიყვარს, და ვის გულისხმობ მრავლობითში, ვის მიმაწერე? იმისთვის რომ ვიმსჯელოთ ''უკეთესს'' ეკლესიებზე, უნდა შევადაროთ ორივე მხარე და ჩამოვყალიბდეთ ამ ''უკეთესობის'' განმარტებაში. რა თქმაუნდა ეს არ გამოგვივა, როგორც ვყველა ქართველი ურწმუნო, შენც ცინიზმი და სხვებზე ზემოდან ყურება გიყვარს.
  6. თემა არავის არ წაუკითხავს, ნუ რას ვიზავთ არაქტუალურია ეტყობა... Siknadmo შენა და, ვინ მოგიწოდებს იმისკენ, რომ შენი ეკლესიის თანაწევრებს დასცინო ან როცა მათი აზროვნების არეალი ვოწროზე ვიწროა? ვინმე გეუბნება მოდი დავცინოთო ამ უგუნურთო? ჰელუინის დარბევას და მმკას არსებობს ფანატიზმი რომ უდგას სულში მემგონი ეგ ყველამ კარგად ვიცით, და ეს ფანატიზმი რომ სასულიერო პირების მიერაა დანერგილი, მემგონი ეგეც გასაგებია. მთლიან სურათს ვერ ხედავ შენ გეტყობა, განა ჩვენი ეკლესია ეკლესიაა? ესაა ქრისტეს სხეული? სასაცილოა უბრალოდ. თემა ეხება ქრისტიანულ ერთ-ერთ მთავარ დოგმატს და იმის ნაცვლად რომ შენ როგორც ქრისტიანს რაიმე კომენტარი გაგეკეთებინა, ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ და ამბობ რომ ყველა ანტიმართლმადიდებელი ანტიქართველია. საქართველოში თვითონ მართლმადიდებლური სკოლა აღარ არსებობს და მაშინ გამოდის რომ ერიც აღარ არსებობს, აი ასე მარხავ შენ საკუთარ თავს და ჩვენც. მართლაც რომ ფურთხის ღირსია საქართველო.
  7. გიყვარდეს მტერი შენი და მიუტევე მას „გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი“ ( ლევიანნი 19: 18). „ შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, ამაზე დიდი მცნება არ არსებობს “ (მარკოზი 12:31). მოყვასის სიყვარულითან ერთად იესო ქრისტემ ხალხს მტრის სიყვარულისკენაც მოუწოდა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს“ (ლუკა 6:27), რას ნიშნავს გიყვარდეს მტერი შენი და როგორ უნდა მიუტევო მას? როგორ უნდა გავითავისოთ ლოცვა რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველდღე ამბობს: „მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა“ (მათე 6:12). ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ თუ ჩვენ არ მივუტევებთ - არც ჩვენ მოგვეტევება. რა ვქნათ? „მე გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები“ (მათე 5:44) - ἐγὼ δὲ λέγω ὑμῖν ἀγαπᾶτε τοὺς ἐχθροὺς ὑμῶν καὶ προσεύχεσθε - ბერძნული თარგმანი რომელიც შემდეგნაირად იკითხება - egō de legō umin agapate tous echthrous umōn kai proseuchesthe - ინგლისური თარგმანი - I but say to you love those enemies of you and pray. ძველ ბერძნებს სიყვარულის აღმნიშვნელი ოთხი სიტყვა ჰქონდათ: სტორგე, ეროსი, ფილია და აგაპე. ახალ აღთქმაში მხოლოდ ორნაირი სიყვარული გვხვდება - აგაპე და ფილია. როცა მათემ გადმოსცა იესოს სიტყვები „გიყვარდეთ თვენი მტერი’’, მან სიტყვა აგაპე გამოიყენა. თავის წიგნში, პროფესორი უილიამ ბარკლეი წერდა: „ფილია სიყვარულს აღნიშნავს და ახლო მიდრეკილებისა და სითბოს გამომხატველია. აგაპე უფრო გონებას უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, რომელიც თავისით ჩნდება. ეს არის პრინციპი, რომელითაც შეგნებულად ვცხოვრობთ; აგაპე უპირველესად გააზრებული ნება-სურვილის გამოხატულებაა. ესაა დაპყრობა, გამარჯვება და მიღწევა. ბუნებრივად არავის ყვარებია საკუთარი მტერი. მტრის სიყვარული ნიშნავს დაიმორჩილო ზნეობა და ემოციები. აგაპე . . . ნიშნავს ძალას რომელსაც შეუძლია შეგაყვაროს შეუყვარებელი, ადამიანი რომელის პერსონასაც ვერასოდეს მოიწონებ“. ბოროტება და შური, სისასტიკე და ცივსისხლიანობა, ბატონობისა და ომის წყურვილი კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია. გაცილებით მარტივია აკეთო ცუდი, ვიდრე კარგი; ადვილია მიიღო, ვიდრე გასცე; მარტივია მოიპარო, ვიდრე იშრომო და მოიპოვო. დამეთანხმებით ალბათ, რომ კაცობრიობა ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დგება, როცა მტრის სიყვარული ღმერთთან დაახლოვებისა და სულის განმტკიცების პირობად ესახება. მხოლოდ სიკეთის კეთება და შრომა არ ყოფილა საკმარისი, ეს კი საქმეს ორმაგად ართულებს. ვფიქრობ, შეძლებისდაგვარად ჩვენ უკვე გავიგეთ თუ როგორ სიყვარულზეა ლაპარაკი ბიბლიაში, არა - ემოციურ და სითბოს გამომხატველ, თუ ვნების ამღვძვრელ სიყვარულზე(ეროსი, ბერძნულად სწორედ ამგვარ სიყვარულს აღნიშნავს), არამედ გონებრივი სიყვარული, იესოს მორალის გაკვეთილების შეცნობითა და გააზრებით. ეს თემა როგორც წარსულში, ისე თანამედროვეობაშიც ფიქრისა და კითხვების სამიზნე იყო. წიგნი Mere Christianity მეოცე საუკუნის საუკეთესო ქრისტიანულ ნაშრომადაა აღიარებული. მისი ავტორია კლაივ სტეპლზ ლუისი. მინდა ყურადღება გავამახვილოთ, ამ წიგნის ერთ-ერთ თავზე, მაგრამ ჯერ პატარა შესავალი: 1939 წლის 3 სექტემბერი, ბრიტანეთი ომს უცხადებს ფაშისტურ გერმანიას. შიში და სტრესი ბრიტანეთის კუნძულელებისათვის განუყრელ ნაწილად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯეიმს ვოლში BBC-ის რელიგიურ მაუწყებლობას ხელმძღვალელობდა. როგორც ქრისტიანობის ჭეშმარიტ მიმდევარს, მას სწამდა რომ შეშინებულ საზოგადოებასთან საუბარი - რელიგიური ენითა და მეთოდებით დამამშვიდებელი შედეგის მომცემი იქნებოდა და ხალხს იმდროინდელ ცხოვრებას შეუმსუბუქებდა: „ამ გაურკვებლობის ჟამს, როდესაც მრავალი შეკითხვა იბადება, ეკლესიისა და რელიგიური რა¬დი¬ო¬მა-უწ¬ყებ¬ლო¬ბის პასუხისმგებლობაა - აზრი გადმოსცეს ღმერთსა და მის დამოკიდებულებაზე ადამიანის მიმართ. ჩვენი ვალდებულებაა განიმარტოს ქრისტიანული რწმენა, რათა იგი ჩვეული მოქალაქისთვის გახდეს გასაგები. ჩვენ უნდა შევძლოთ იმ ხერხების განხილვა, რომლებითაც რწმენა მოერგება თანამედროვე საზოგადოებასა და ამ რთულ პერიოდს“. კ. ს. ლუისის The Problem of Pain - წაკითხვის შემდეგ, ველშმა ჩათვალა რომ მან იპოვა პიროვნება რომელიც შესანიშნავად მოერგებოდა BBC-ს მაუწყებლობას. ლუისი იმ დროს ოქსფორდის საკმაოდ წარმატებული ტუტორი გახლდათ. ველშმა მას 1941 წლის თებერვალს გაუგზავნა წერილი და რადიოში მიიწვია, რათა ლუისს რელიგიურ საკითხებზე ესაუბრა. სწორედ ლუისის მომდევნო საუბრებმა ჩაუყარა საფუძველი Mere Christianity-ის დაწერას. ამ წიგნის ერთ-ერთ თავში ლუისი საუბრობს მტრის სიყვარულსა და პატიებაზე. იგი ამბობს, რომ ყოველი ადამიანისათვის პატიება შესანიშნავი მოსაზრებაა, იქამდე სანამ თვითონ არ მოუწევს; როგორც მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს თავიც სწორედ ომისგან გამოწვეულ სიძულვილზე საუბრით იწყება. ლუისი ამბობს რომ მან არ იცის, როგორ აპატიებდა გესტაპოს - ებრაელი ან პოლონელი რომ ყოფილიყო; ისევე როგორც არ იცის თუ რას მოიმოქმედებდა როცა ქრისტიანობის დაცვა სიცოცხლის ფასად მოუწევდა. http://www.towards-success.com/dejnarde_files/lewis_window.jpg „ძალიან მაინტერესებს რას მოვიმოქმედებდი მე, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, თუმცა მე არ ვცდილობ ამ წიგნში წარმოვაჩინო ის თუ რისი გაკეთება შემიძლია მე, მერწმუნეთ რომ ჩემი შესაძლებლობანი საკმაოდ მწირია - მე გეუბნებით იმას თუ რა არის ქრისტიანობა(წიგნი სწორედ ქრისტიანული მოძღვრების განმარტებას ემსახურება). მე იგი არ გამომიგონია. სწორედ მის შუაგულში კი შეგვხვდება: და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა “. არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ჩვენ სხვა შემთხვევაში შეიძლება მოგვეტევოს, ნათლადაა წარმოდგენილი ფაქტრი, რომ თუ ჩვენ არ მივუტევებთ, არც ჩვენ მოგვეტევაბა. ამის თაობაზე ორი აზრი არ არსებობს. რა უნდა ვქნათ? ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ვფიქრობ, არსებობს ორი რამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია. მაგალითად მათემეტიკის შესწავლა არ იწყება კალკულუსით, არამედ იწყება მარტივი ანგარიშით. ამავე გზით თუ ჩვენ გულით გვინდა ვისწავლოთ პატიება, უმჯობესია დავიწყოთ რაიმე უფრო მარტივით, ვიდრე გესტაპო. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მეუღლის, ან მშობლების ან თუნდაც შვილების პატიებით, ვაპატიოთ რაიმე რაც აქვთ გაკეთებული ან ნათქვამი. და მეორე, ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ იმის გააზრება თუ ზუსტად რას ნიშნავს მოყვრისა და მტრის სიყვარული, როგორც საკუთარი თავისა. მე იგი უნდა მიყვარდეს როგორც საკუთარი თავი, მაგრამ როგორ მიყვარს მე ჩემი თავი? ახლა რომ ვუფიქრდები, სულაც არ ვარ ემოციურად საკუთარი თავისადმი მიდრეკილი, და მეტიც - ხანდახან უკმაყოფილო ვარ როცა საკუთარ თავთან პირისპირ ვრჩები. როგორც ჩანს მოყვრის სიყვარული არ ნიშნავს მისადმი ემოციური გრძნობების განცდას ან თუმდაც მასში რაიმე მომხიბლელის დანახვას. ძალდატენებით, ადამიანისადმი ამგვარი გრძნობების გაჩენა შეუძლებელია. ხადანხან კი, უნდა ვაღიარო, საკუთარ თავზე კარგს ვფიქრობ, მგონია რომ კარგი ადამიანი ვარ(უნდა მაპატიოთ, ნამდვილად ჩემთვის ყველაზე ცუდი მომენტებია), მაგრამ ეს არაა იმის მიზეზი თუ რატომაც მიყვარს საკუთარი თავი. ასე რომ მტრის სიყვარული სულაც არ ნიშნავს რომ მათზე კარგს უნდა ვფიქრობდეთ. ეს ნამდვილად დიდი შვებაა მათვის ვინც თავს აიძულებდა რაიმე კარგი დაენახა ადამიანში, რომელსაც არაფერი კარგი არ გააჩნდა. ერთი ნაბიჯით წინ გადავინაცვლოთ; ხადანდახან ვთვლი რომ არ ვარ კარგი ადამიანი, არამედ პირიქით საკმაოდ უნიათო ვარ და სიძულვილითა და შიშით ვუყურებ ყველაფერ ცუდს რაც ჩამიდენია. შესაბამისად ნება მაქვს დართული რომ ჩემ მტერშიც მძულდეს მათი ცუდი საქმენი. აქვე მახსენდება ქრისტიანი მასწავლებლების სწავლება - უნდა გძულდეს ცუდი ადამიანის საქციელი, მაგრამ არა ცუდი ადამიანი: ან, როგორც ამბობდნენ, გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვილი. დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი რომ ეს გაცვეთილი და უხარისხო მოსაზრებაა: როგორ უნდა გძულდეს ადამიანის საქციელი და არ გძულდეს ადამიანი? წლები დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ არსებობდა ერთი ადამიანი რომელისადმიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ამგვარად ვიყავი განწყობილი - კერძოდ კი ჩემი თავისადმი. იმისდა მიუხედავად, თუ როგორ არ მომწონდა საკუთარი სიმხდალე, პატივმოყვარეობა თუ სიხარბე, მე გავნაგრძობდი საკუთარი თავის სიყვარულს. ეს სულაც არ წარმოადგენდა სირთულეს. სინამდვილეში, მიზეზი თუ რატომაც მძულდა საქციელი იყო ის რომ მე მიყვარდა - ადამიანი. მიყვარდა საკუთარი თავი და მწყინდა რომ სწორედ მე ვიყავი ის კაცი ვინც ცუდს სჩადიოდა. მაშასადამე, ქრისტიანობას სულაც არ უნდა რომ ჩვენ ერთი ატომითაც კი შევამციროდ სისასტიკისა და მუხანათობისადმი სიძულვილი. ჩვენ უნდა გვძულდეს ეს. არც ერთი სიყტვის უკან წაღება არ ღირს - რაც უსამართლობაზეა ნათქვამი. ქრისტიანობას უნდა რომ ჩვენ გვძულდეს ცუდი საქციელი როგორც საკუთარ თავში გვძულს: გული შეგტკიოდეს და იმიდი გვქონდეს რომ როგორმე, ოდესმე, სადმე, ბოროტი კაცი განიკურნება და კვლავ ადამიანი გახდება. დავუშვათ, გაზეთში ამა თუ იმ პიროვნებაზე ბინძური საშინელებანი ამოვიკითხეთ. შემდგომ დავუშვათ, რომ გამოჩნდა რაღაც, რაც მიგვანიშნებს რომ ის რაც ამოვიკითხეთ არ შეესაბამება სიმართლეს, ან თუნდაც არ იყო იმდენად საშინელი როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. რა იქნება პირველი გრძნობა, - „მადლობა ღმერთს, არ ყოფილა ასეთი ცუდი ადამიანი,“ თუ იმედგაცრუიება; მტკიცე ჩაბღაუჭება პირველად წყაროზე და სიამოვნების ძიება იმაში, რომ მტერი როგორმე მაინც ცუდი აღმოჩნდეს? - თუ მეორე, მაშინ ვშიშობ რომ ეს ის პირველი ნაბიჯია რაც ჩვენ ეშმაკებად გვაქცევს. ეს იგივეა ადამიანს გაუჩნდეს სურვილი - შავი იყოს უფრო შავი, ვიდრე არის. ამას - ღმერთზე, მეგობრებზე და საკუთარ თავზე გადაიტანს, ვერც შეჩერდება და საბოლოოდ სიძულვილის სამყაროში აღმოვჩნდება. ახლა კიდევ ერთი შეკითხვა; ნიშნავს თუ არა მტრის სიყვარული იმას, რომ იგი არ უნდა დასაჯო? არა, რადგან საკუთარი თავის სიყვარული არ ნიშნავს რომ სასჯელს არ უნდა დაემორჩილო - სიკვდილსაც კი. თუ კაცი მკვლელობას ჩაიდინს, სწორი და ქრისტიანული საქციელია კანონს ჩაბარდეს და იგი ჩამოახრჩონ. სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ გამართლებულია - ქრისტიანმა მოსამართლემ ადამიანი სიკვდილით დასაჯოს ან ქრისტიანმა ჯარისკაცმა მტერი მოკლას. მუდამ ასე ვფიქრობდი, იმ დღიდან როცა ქრისტიანი გავხდი, ომის დავწყებამდე დიდი ხნით ადრე და ახლაც როცა მშვიდობიანობაა. ამ შემთხევაში სულაც არაა სწორი „არა კაც ჰკლა“ -ს ციტირება. არსებობს ორი ბერძნული სიტყვა: ორიგინალი სიტყვა „მოკვლა“ და სიტყვა - „მკვლელობა“, და როდესაც ქრისტე მცნების ციტირებას ახდენს, იგი სამივე სახარებაში სიყტქვა „მკვლელობა“-ს იყენებს(მათეს, მარკოზისა და ლუკასაში). ებრაულშიც ზუსტად იგივე განსვხავებაა. ყოველი მოკვლა არა არის მკვლელობა ისევე როგორც ყოველი სექსუალური აქტი არაა ღალატი. იოანე ნათლისმცემელს ჯარის სამსახურზე უარის თქმა არ ურჩევია მასთან მისული ჯარისკაცებისათვის: არც ქრისტეს, როდესაც ცენტურიონს შეხვდა. რაინდის სახე - შეიარაღებული ქრისტიანი, სიკეთისა და სამართლიანობის სამსახურში - ერთ-ერთი უდიდესი ცნებაა. ომი საშინელებაა და მე პატივს ვცემ გულახდილ პაციფისტს, თუმცა ვფიქრობ რომ იგი შეცდომაშია შესული. რაც კი არ მესმის - ეს დღევანდელი ნახევარპაციფიზმია, რომელიც საზოგადოებას ისეთ აზრს უჩენს თითქოს ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს, მაგრამ ეს ცხვირჩამოშვებულმა უნდა აკეთოს და თან სცხვენოდეს. ეს განცდა უამრავ ჩინებულ ახალგაზრდას ართმევს გულწრფელ სიმამაცეს, მაშინ როდესაც მათ ჯარში მსახური უწევთ. ჩემთვის ხშირად მიფიქრია: რა მოხდებოდა მე რომ პირველ მსოფლიო ომში მიმეღო მონაწილეობა და მე და ვინმე ახალგაზრდა გერმანელს ერთმანეთი მოგვეკლა, სიკვდილის შემდეგ კი ერთმანეთი თუნდაც ერთი წამით მაინც გვენახა. ვერ წარმოვიდგენ რომელიმე ჩვენგანს გულისწყრომა ან დაბნეულობა ეგრძნო. ვფიქრობ, შეიძლება ერთად გულიანადაც კი გვეცინა ამ ყოველივეზე. წარმომიდგენია რამდენი იტყვის: „ნუ, თუ ნებადართულია მტრის საქციელის მხილება და მისი დასჯა ან მოკვლა, მაშინ რაღა განსხვავებაა დარჩენილი ქრისტიანულ მორალსა და ჩვეულებრივ შეხედულებას შორის?“. სინამდვილეში კი განსხვავება ისეთივეა როგორც ცასა და დედამიწას შორის. გახსოვდეთ, ჩვენ ქრისტიანებს გვჯერა რომ ადამიანი სამუდამოდ ცხოვრობს, ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნაწილებია რომლებიც ადამიანის სულს ზეციურ თუ ჯოჯოხეთურ არსებად აქცევს. ჩვენ შეიძლება მოვკლათ თუ აუცილებელია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვძულდეს და სიძულვილი სიამოვნებას არ უნდა გვანიჭებდეს. ჩვენ შეიძლება დავსაჯოთ თუ საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა გვსიამოვნებდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა უარი განვაცხადოთ იმ ბოროტებაზე რაც ჩვენშია, რაღათქმაუნდა ეს ყოველივე ერთი წამის ფასად არ ხდება, უბრალოდ როცა ჩვენში ამგვარი ემოციები წამოყობს თავს - უნდა მოვთოკოთ და დავიმორჩილოთ ისინი. მაშინაც კი როცა ვინმეს ვსჯით ან ვკლავთ უნდა ვეცადოთ განვიცადოთ მისი ცუდი, ისევე როგორც განვიცდით საკუთარს - გვინდოდეს რომ იგი ცუდი არ იყოს. იმედი გვქონდეს, რომ ამა თუ იმ ცხოვრებაში განიკურნება. სწორედ ესაა ნაგულისხმევი ბიბლიაში როცა მტრის სიყვარულზეა ლაპარაკი. ვაღიარებ რომ ეს ისეთი ხალხის სიყვარულს ნიშნავს რომელთაც არაფერი სასიყვარულო არ გააჩნიათ. მაგრამ აქვს განა ვინმეს რაიმე ისეთი სასიყვარული რის გამოც ესა თუ ის ადამიანი სიყვარულს იმსახურებს?! შენ გიყვარს საკუთარი თავი მარტო იმიტომ რომ ის უბრალოდ შენ ხარ. უფლისგან წამოსული სიყვარული გულისხმობს ყოველი ადამიანის ერთნაირად და ერთი და იგივე მიზეზით სიყვარულს. ამის საუკეთესო მაგალითი კი ჩვენშივე ჩადო, რათა მისი გამოყვენება შეგვეძლოს და ვისწავლოთ მოყვრისა და მტრის ერთნაირი სიყვარული“.
  8. არაფერიც არ შემშლია ჩემო ძმაო
  9. ალბათ იცის, რადგან ყოვლისშემძლეა, რომ არ იცოდეს მაშინ არ იქნებოდა ყოვლისშემძლე, სხვა საკითხია შეუძლია დანახვა და ''არ ხედავს''... მაშინ ალბათ ღმერთის ბუნებაზე უნდა გვქონდეს წარმოდგენა, ღმერთის ბუნებაზე კი მარტო საკუთარი თავიდან გამომდინარე თუ ვიმსჯერელბთ, ალბათ ეგეც დასაშვებია. ლექტორმა დაგვიხატა - ტრანსცედენტური არსება, რომელსაც კინოფირივით აქვს გადაშლილი წარსული აწმყო და მომავალი, მაგრამ მასში ფიზიკურად არ ერევა და ამაში გამოიხატება ადამიანის თავისუფლება. კიდევ საინტერესოა კვანტური ფიზიკა რომელიც პატალელური სამყაროების არსებობის დამტკიცებაზე მუშაობს, არის უკვე საკმაოდ მყარი თეორიული დასაბუთებანი, რამდენადაც მე ვიცი, ალბათ რომ დაგუგლოთ იპოვით რაიმეს. ანუ თუ დავუშვებთ სამყაროების არსებობას სადაც მთელი ჩვენი ცხოვრება სხვადასხვანაირად მიდის მაშინ გამოდის რომ არსებობს ერთი მთლიანი კანონზომიერი სამყარო, რომელიც დანაწევრებულია მაგრამ წარმოადგენს ერთ მთლიანს და შესაბამისად შემქმნელისთვის ერთ დიდ სურათს წარმოადგენს. არვიცი ამაზე ბევრი ინფო არ მაქვს... ჩემი აზრებია ეს ყველაფერი
  10. ვინ არ ახდებნდა სასწაულებს?! ეგეთი წიგნი არსებობს ჰოლი ბაიბალი ქვია თუ არ გაგიგია და იქ წერია რაღაცეები
  11. http://b.pix.ge/y/mcdw8.jpg Mòlten WoW ეს არის მოლტენ-ვოვის ოფიციალური საიტი, ზოგი თქვენგანი შეიძლება იცნობთ ამ სერვერს და ზოგიც შეიძლება თამაშობთ უკვე. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ რას წარმოადგენს მოლტენ-ვოვ: აქ არის 5 აქტიური ყველა სერვერი 3.3.5a, თითოზე სტაბილურადაა 3000-3500 კაცამადე! თამასი სრულიად უფასოა, მოვლილი სერვერია, იშვიათად იქრაშება. მუშაობს თითქმის ყველაფერი(სხვანაირად ახსნა არ შემიძლია, 5 წელია ვოვს ვთამაშობ და ვიცი რას ნიშნავს - მუშაობს, ან არ მუშაობს) ამ 5 სერვერიდან, ორი არის 12x-იანი ერთი 25x-იანი, 3x-იანი და ფანი - ეგრევე 80 ლვლ, ეს უკანასკნელი არის მარტო პვპსთვის განკუთვნილი რაც მთავარია მოლტენ-ვოვ არის ყველაზე პოპულარული ვოვის ''ლევი'' სერვერი, როგორ მიაღწია ამას - ხმის მიცემის მექანიზმით! ანუ თქვენ ყოველ 12 საათში ერთხელ აძლევთ ხმას საიტს - 6 განსხვავებულ საიტზე, და შესაბამისაგ გეძლებათ - 6 ქულა. ასე ყოველდღე აგროვებთ ქულებს... ამ ქულებით კი შესაძლებელია ნივთების ყიდვა, მაგრამ მაქსიმუმ 239 ლვლის ნივთის, ანუ მარტივად რომ ავხსნად - სანამ კაჩაობ აგროვებ ქულებს და 80 ლვლზე უკვე შეგიძლია ერთი-ორი ეპიკი იყიდოთ ქულებით. ეხლა რატომ ვხსნი ამ თემას, ჩემი მიზანი სრულაც არაა მოლტენ-ვოვის რეკლამირება. ძმაკაცებმა გადავცყვიტეთ ვითამაშოდ ერთად რაიმე თამაშები, ვცადეთ დოტა, L4D და კიდე რამოდენიმე თამაში თუმცა საბოლოოდ მივხვდით რომ ვოვი საუკეთესო საშვალება იქნება საგამოების გასატარებლად(ნუ დალევას თუ არ ჩავთვლით იასნია). ასე რომ გადავწყვიტეთ ერთად გვეთამაშა და მეტი ქართველი მოგვეზიდა, რაც მეტი - მით უკეთესი. ასე რომ გეპატიჟებით ყველას Molten-wow-ზე, 3x-იან სერვერზე სახელად FROSTWOLF ვართ 6-7 ქართველი გავაკეთებთ დღეს გილდს! ჯერ სახელი არ ვიცით. რომ შემოხვალთ მოგვწერეთ შემდეგ ნიკებზე: Suneku Lamarchik Candypants Femto გაავრცელეთ ეს პოსტი სხვა ფორუმზე რათა მეტმა ქართველმა ვითამაშოთ და გავერთოთ, საკმაოდ გამოცდილი ხალხი ვართ - დამწყებ მოთალაშეებსაც ხელს შეგიწყობ ყველანაირად. ჩვენი სკაიპები: dark5nak3 და sandro1606
  12. მე რა კითხვებიც მებადება პასუხს ვეძებ, თუ დამაკმაყოფილებელია - ვიღებ, თუ არადა - არ ვიღებ... ბრმად არაფრის არ მრწამს.
  13. ტაშიი მე არ ვიცი ეკლესია რას აღიარებს და რას არა(ნუ ცოტა ვიცი). მე ვიცი რომ ქრისტიანობა ჰუმანურია, თანასწორუფლებიანობისკენ და ლოიალობისკენ მივყავართ. ...მემგონი ეს კაცი აშკარად აფიქსირებდა თავის პოზიციას. შენ რატომღაც სხვანაირად უყურებ, იქნებ მე ვცდები... და მე რა ციტატებიც მოვიყვანე, ნუთუ ეგეთი ძნელი დასანახია რომ ეს კაცი არ ამართლებდა მონათფლობელობას. Divjak letter 10 ეს წაიკითხე ბოლომდე, ლინკს თუ მოვძებნი დაგიდებ. რაც შეეხება ციტატებს ბიბლიიდან, შენ არც პირველი ხარ ვინც ამ საკითხზე დაფიქრებულა და არც უკანასკნელი... გაეცანი ორივე მხარეს, ათეისტების და მორწმუნეებისას. მე თუ სადმე ვიპოვე, რომ მაგ კონკრეტულ საკითხე მიდიოდეს დისკუსია - მოგცემ. მე ვერ დაგეხმარები საკმარისი ცოდნა არ მაქვს.
  14. ვა რა მაგრად დამცინი ყოჩაღ, თუმცა რაც მე დავწერე ვერაფერი გაიგე ხომ? ავგუსტინეს სიტყვები რაც შენ გიწერია, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორც ცდილობს იგი მონობის ფენომენის ახსნას... ეს სიტყვები შენ პირდაპირ გესმის, თუ ისინი ვერ მოახერხებენ განთავისუფლებას, მაშინ მათ თავი დაუხარონ მათ ფლობელს და უყვარდეთ იგი. სინამდვილეში, ავგუსტინე ეწინააღდეგებოდა მონათფლობელობას და ამბობს რომ თუ ადამიანი მაინც მონობაშია, მას შეუძლია თავისუფლება უფლის სიყვარულში იპოვოს და ამგვარად მოიპოვოს თავისუფლება.
  15. ტაშიი კაი თემაა ძალიან მომწეონა. შენ როგორც ყველა ქართველს, გგონია რომ ყველაფერი იცი მაგრამ მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი, არა მართლა გაუნათლებელი ვარ. ამისდამიუხედავად: აურელიუს აუგუსტინე ჰიპონესისა არ უბავდა მხარს მონადფლობელობას, თუმცა იგი ცდილობდა აეხსნა თუ რამ გამოიწვია მონათფლობელობა და რატომ საუბრობს ''ძველ აღთქმაში'' ღმერთი მონობაზე. ზუსტად ამიტომ მისი აზრების ინტერპრეტაცია ხდება როგორც - მონათფლობელობის მომხეს. იგი იყო თეოლოგი და ფილოსოფოსი, პლატონიზმის გამზიარებელი. შენ მიემხრე ზუსტად იმ აზრს, რომ აუგუსტინესთვის მისაღები იყო მონობა, თუმცა ამის მტკიცება მარტო მას შეუძლია ვინც არც მის ნამუშევრებს იცნობს და თუ იცნობს, მაშინ ლოგიკურ აზროვნებასა და აღქმასაა მოკლებული. გაადაათვალიერე ვიკიპეფია, ან უბრალოდ დაგუგლე, იპოვნი უამრავ არტიკლს რომელიც თემას უფრო აღრმავებს. აუგუსტინეს სიტყვები, წყარო: Augustine, Letters, Vol. 6 (1*-29*), Fathers of the Church, Vol. 81, trans. Robert B. Eno. Washington, DC: Catholic University of America Press. Hbk, 1989. ISBN: 0813200814, pg. 76. სინამდვილეში აუგუსტინე მონათპლობელობისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგი იყო, თუმცა იგი ამბობდა რომ სჯობს ომში დამარჩხებული მტერი ტყვედ(ანუ მონად) წამოიყვანო ვიდრე მოკლა იგი. აუგუსტინე მიმართავს იმდროინდელ ეკლესიას ერთ-ერთ თავის წერილში: ახალი აღმოჩენილია მისი წერილი - ''Divjak letter 10'', რომელშიც იგი წერს,თუ როგორ ელაპარაკა მონობიდან გამოხსნილ პატარა გოგონას(გოგონა უკვე გემით გადაჰყავდათ გასაყიდად). აი რას წერს იგი: მოვრჩეთ აუგუსტინეზე... რელიგიაში სხვა ბევრი სიმახინჯეა, რომელიც ძალიან სამწურაო და რომელიც გამოწვეული იყო უვიცი და ცუდი ხალხის მიერ. შენ ეტყობა ჩამორჩი რელიგიურ მიმდინარეობას. ევოლუციას უკვე აღიარებენ ეკლესიაბი რათქმაუნდა ამას არასოდეს არ აღიარებს ჩვენი ეკლესია თუ რას ამბობენ თეოლოგები თუ ფილოსოფოსები ევოლუციაზე, შეგიძლიან წაიკითხო თანამედროვე თეოლოგიური და ფილოსოფიური ნაშრომები: ფალიკოვსკი, კ.ს ლუისი, ტიმ კელერი... მეტი არ ვიცი გაუნათლებელი ვარ! giorgi qadagishvili რაც შეეხება შენ არგუმენტებს და მსჯელობას... ყოვლად მიუღებელი და არასწორია... შენ წმინდა ავგუსტინეს რელიგიური მეძავობის მქადაგებელიც კი უწოდე ) თუმცა მე რა მესმის მე ერთი გზააბნეული არამართლადიდებელი გაუნათლებელი ქრისტიანი ვარ!
×
×
  • შექმენი...