ჰოი დიაცო გაჩერდი, გრძნობის მოთოკე სადავე, თორემ პოლტერი მოვიდა, პირქვე გაგიფენს მანდავე. ეს რა ლექსები მიწერე, თითქოს ვარ შენი მტერია, არა გრცხვენია დიაცი, მოგშტერებია ერია. სულ გაგივიდა თავსა და ვეღარ იპოვე ადგილი, ქალიხარ ბეჩავ ქალი ხარ, სად დაგეკარგა მანდილი. ნერვებს ნუ მიშლი ქალაო, თორემ გეწვევა კრახია, რაც კი მოგივა ამაღამ, შენზე იქნება ახია. ისევ ლექსობით გირჩევნის, მოიგო ჩემი გულია, თორემ დიაცო ცოდო ხარ რომ მოგიქინო ცულია. პატარა ჩანხარ ქალაო, თუმცა გული გაქ დიდია, გული მომიგე თუ გწადის თუ ფეხზე არა გკიდია. აბა გავლაგდით ვიძინოთ, დრო გაგვივიდა ღრენისა ლოგინში ერთად ღვანცალის, გადავიწყების წყენისა.