marituna ლექსებს მეცა ვწერ, მერე რა.. პროზაც არა მაქვს ცუდია შენ თუ ოჯახს ვერ მოუვლი მაშ დაიხურე ქუდია ოღონდ ნუ გამიჯავრდები წესია ასე ლექსობა სხარტი ენა და რითმები სუსტებს შიგ გულში ესობა კიდევ დაფიქრდი იცოდე ნუ წახვალ ნაადრევადა ჯერ აქ გაკაფე და მერე თუნდაც გენახოს ნევადა
marituna სანამ არ გამცემ პასუხსა დავისჯი თავს მე თავადო იმდენ ლექსს მოგწერ იცოდე გავხდები მერე ავადო )) ხოდა მოგიწევს მარიტა შენ ჩემი მოვლა ხშირადა სხვას არ ვიკადრებ, არ მინდა არ გავიელვებ ფიქრადა.
marituna ქალაო ნუ დამანაღვლე ცოტა სიმკაცრე მინდაო ტონს აუწიე იცოდე ან წადი ქსოვე წინდაო მე თუ ავმხედრდი ძნელია გათოკვა მერე ჩემიო ქმარ-შვილი თუ გყავს მითხარი თუ არა სიტყვა:- ვრჩებიო!
marituna მე მაპატიე მარიტა Skype-ს მომიხტა ბეჩავი ვერა გავუგე სურვილი იყო მატყლისა მჩეჩავი ახლა შენი ვარ ვაჟაი არ დავიშურებ სიტყვასო ისე გავკაფავ შენს გულში ვერ აუვიდე კითხვასო
marituna რითმის წყურვილმა რომ მომკლა Forum.ge-ს დავკარ ფეხიო სულ გადავკაფე მთა-ბარი ხალხს კი დავეცი მეხიო http://forum.ge/?f=36&showtopic=34114192&st=1020
marituna წუხელის ბევრი გელოდე მინდოდა ყოფნა შენთანა ზურგ შემაქციე, წახვედი კალამ მომიგდე ფეხთანა. მაგრამ დარდ შემოგწოლია ვაჟა რომ მტოვე მწყურვალი ახლა შანსი გაქვს მიიღო აპლოდისმენტი მხურვალი
marituna ტყვილა ნუ დაიარები გზა აგებნა თუ კვალია.? )) იქნება კაფვაც იცოდე ისე მსურს როგორც წყალია. რამე მითხარი ქალაო არ დამდო სიტყვის ვალია მერე გაგიშვებ თუ გინდა არა მაქვს მე აქ გალია.
სულ დამეფანტნენ მკაფველნი ურცხვად დააგდეს ხმალია აღარც სახელი ადარდებთ არც თავზე ლაფის კვალია. ბალიშებს გადაეხვივნენ ჩარგეს ფუტურო თავია "საცა არა სჯობს - გაცლა სჯობს" გაისიგრძეს და განია.
ვაჟას მანდილს რად მაფარებ ჩემს ხმალს ნუ ატან წყალსაო სიტყვა მითხარი ფხიანი არ დაგიტოვებ ვალსაო. მეორედ მოხვალ თორემა არ იყო წარღვნა ოხერი ომში ხმალ წამაიყოლე სხვამ ითამაშოს ჯოკერი.
polter მოგესალმები პოლტერო კაფავ მთასა და ბარსაო ბევრი ვიკითხე რითმები სიტყვით რომ აგდებ ხარსაო.. შენებრ ვაჟკაცთან კაფია ყოველთვის საამურია ბოლოს კი ვეღარ გიპოვე ნაწერი გაგიმურია. )) შემეხმიანე რომ ნახო ვჭამოთ მწვადი და პურია რითმის ღრეობა გავმართოთ მტერს ავუწიოთ ყურია ;)