ძალიან კარგია ტრადიციების დაცვა და ყოველთვის ტრადიციულ ქორწილზე ვოცნებობდი.მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება თურმე როგორც ჩვენს ოცნებებშია.სხვები არ უნდა განსაჯოთ.არავინ იცის რა გადახდება.მე ყოველთვის განვიკითხავდი ასეთ გოგოებს და იგივე დამემართა.ნუ დასცინი სხვასაო...ისე მოულოდნელი იყო რომ თავიდან ვერც გავაცნობიერე რა მოხდა.იმ შთაგონებით გამზარდეს რომ ასეთ გოგოს ბიჭი ცოლად არ მოიყვანს მაგრამ მგონი ნელ-ნელა მეცვლება აზრი.ჩემ შეყვარებულს არასოდეს მოუცია იმის საბაბი რომ ეს მეფიქრა.ამის მერე უფრო დავახლოვდით თუმცა ყველაფრის მიუხედავად ძალიან ვნანობ ჩემ საქციელს.თავი შეიკავეთ შეყვარებულთან ინტიმურ ურთიერთობაზე თორემ რაც არ უნდა იდეალური ურთიერთობა გქონდეთ მთელი ცხოვრება ინანებთ ასეთ საქციელს.ტყუილში ვცხოვრობ.ასეთები ვართ ადამიანები.ხალხის გვეშინია და ღმერთის არა...