
Grigali
პლანეტელი-
პოსტები
172 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Grigali
-
მიშიკოსთან ზუსტად ისეთი კავშირი მაქვს როგორიც შენ ახლა ჰუმანოიდებთან.აზრზე რომ არ ხარ სწორედ ამიტომ ახსენე აქლემი,აქლემი უდაბნოში გამოგადგება ეს კიდევ ინტერნეტია,ასე რომ,შეაჯექი ახლა აქლემს და უდაბნოში გააჭენე აჩუა ბიძია! აჩუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ მაგაზე ხელს აუცილებლად მოვაწერ თუ კი იქ ყველაზე მთავარს ჩავწერთ,ხელისუფლებას პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ,აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დატოვებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაუბრუნოს ლტოლვილებს თუ არა და გადადგეს. რაც შეეხება გარისკვას,კომუნისტების დროს რა თამაში მიდიოდა და ახლა რა თამაში მიდის არავიზე ნაკლებად არ ვიცი.შეიძლება ისეც მოხდეს, როგორც ომის მონაწილეები,ჩვენ ერთმანეთს შევხვდეთ და ვინ როგორი გარისკვა იცის მაგას ჩემი თანამებრძოლები გეტყვიან მერე.ისე უშიშარი არავინ არ არის,არც მე, არც შენ და არც ვინმე სხვა. ეხლა დროებით, საღამომდე.
-
არგუმენტები შემოგაკლდა და ახლა პირის ამყრალება არჩიე არა? ეგ რომ გავაკეთო ზურგიდან მიშიკო მესვრის და შენისთანებიც დაუჭერენ მხარს მას!
-
თუ აგენტი არ ხარ, რატომ არ აპროტესტებ იმას,რომ დაპყრობილ ტერიტორიებზე დღეს დამპყრობელი რუსეთი ანადგურებს ქართულ ეკლესიებს შლის იქედან ქართულ კვალს და მიუხედავად ამისა მაინც დადებითად მიგაჩნია რუსეთში ქართული ემიგრაციის არსებობა?
-
მეტად ექსტრავაგანტული ვინმე ხარ, მე მიშიკოს პატრიოტული ბანაკიდან არ ვარ ჭირიმე. სიტყვა პატრიოტი კი არა, საზოგადოებას ეზიზღება ამსიტყვით შენიღბული ნაძირალები. თუ აგრეა მჭიდრო კავშირი გექნება აქაურ ოპოზიციასთან და იმედია არა იმათთან რომელთაც მიაჩნიათ რომ,საქართველო არის აგრესორი აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ ,,სამხრეთ ოსეთში"და რომ ჩვენ, ქართველებმა, ბოდიში უნდა მოუხადოთ აფხაზებსა ოსებს და რომ, რუსეთი არ გვეომებოდა თურმე, საქართველოში ყოფილა თურმე შიდა კომფლიქტები ეთნიკურ ნიადაგზე.მრავალ პარტიათაგან ყველაზე მეტად ასეთ მტრულ მოსაზრებებს საქართველოში ნერგავს საქართველოს რესპუბლიკური პარტია.
-
მესმის შენი ბაბუა გიორგი,ისე მდურებით ემიგრანტებს არ ვემდური და რა შერიგებაზეა ლაპარაკი დავიბენი? ჩემი დიდი სურვილია ერთად მოვიშოროთ მიშაც,რაოიესიც და რუსეთიც!
-
,,მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევს ღმერთი როგორ წაახდენსა" შენ არსენა ყოფილხარ ბაბუა გიორგი და არ ვიცოდი.ისე ჩეხეთიდან როგორ ახერხებ ყველაფერ ამას და როგორ არეკეტებ რუსეთს ძალიან საინტერესოა,მასწავლე რა გეხვეწები.
-
-
თქვე დალოცვილებო თუ იტანჯებით მანდ, აქ როგორ ეხმარებით თქვენიანებს? ამდენი ხანი მატყუებდით აქ უკეთესად ვცხოვრობთო.დაუბრუნდით ბიძიებო იმ თქვენ მიტოვებულ სახლკარს სანამ ჯაყო არ შესულა შიგ!
-
არც ლუკოილის ბენზის არ ვასხამ ჩემს მანქანაში,სრულიად შეგნებულად და სხვებსაც მოუწოდებ ასე მოიქცნენ,და არც ბილაინის აბონენტი არ ვარ,რაც შეეხება შუქს რაოიესი მონოპოლისტად რომ არ ექცია მიშას თბილისში,მაშინ სხვას ავირჩევდი თუნდაც გაცილებით უფრო ძვირს.
-
ჯერ ჯერობით არ მჭირდება სხვების დახმარება.აშკარად გატყობ საკუთარ თავზე მეტად გგყვარებია სამშობლო, ალბათ უცხოეთში ყოფნამ უფრო გაგიმძაფრა ეგ შეგრძნება და შენი სამშობლოთი ცოცხლობ მანდ, მწარე ენა მაქვს და თუ გული ვატკინე ვინმეს მაპატიოს. ქართველებს, რომლებიც რუსეთში არ არიან ემიგრაციაში, კიდევ გაუგებს კაცი, მაგრამ დღეს რუსეთში,მტრის ქვეყანაში,ქართველს როგორ უნდა უძლებდეს გული? როგორ ვერ უნდა გრძნობდნენ თავს დამცირებულად და ვერ ხვდებოდნენ,რომ იქ ყოფნით, მათ და უნებურად, მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს,საშუალებას აძლევენ რუსეთს, მტერს,ილაპარაკოს მთელს მსოფლიოში,თითქოს ის ქართველებს არაფერს ერჩის? თუ საქართველოში ჩამოსვლა არ შეუძლიათ, რატომ არ გადადიან, რუსეთიდან რომელიმე სხვა ქვეყანაში რათა იქ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა?რატომ ვერ ხვდებიან იმას, რომ რუსეთი მათში ხედავს სამშობლოს პოტენციურ მოღალატეებს,და ამ თვალსაზრისით გამოიყენებს კიდეც, ზუსტად ისე როგორც ქართველი ბოლშევიკები გამოიყენა?
-
მშიერი და მათხოვარი არასდროს ვყოფილვარ ბიჭებო და იმედი მაქვს არც არასდროს ვიქნები,მე ძლიერი ვარ,თუნდაც ღარიბი მაგრამ მაინც, ჩემი სამშობლოთი.გატყობთ რომ ძალიან აგეწვათ,მაგრამ რას იზამთ სიმართლე ძნელი მოსასმენია. თუ გინდათ იცოდეთ სამშობლოში მაიც გელიან, სიყვარულით რათქმა უნდა, როგორც ძე ცდომილებს. ბაჩო ვინ არის გამაგებინე?
-
თუმცა სხვა თემაა მაგრამ მაინც უნდა შევნიშნო. ომი რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის 11 თებერვალს,მოკლე სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ და ის დღემდე საქართველოსთან იმყოფება საომარ მდგომარეობაში.სააკაშვილმა ჩაიდინა ღალატი,მან 2008 წლის აგვისტომდე შეგნებულად არ გამოაცხადა რუსეთი კომფლიქტის ერთად ერთ მხარედ საქართველოსთან და არ გაუუქმა მას სამშვიდობო მანდატი, რითაც გარკვეულ-წილად იურიდიული ,,საფუძველი" მისცა რუსეთს საბრძოლო მოქმედებები განეახლებინა საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს წინააღმდეგ. ამ აქციის მიზანი იყო საქართველოში უსუსურობის განცდის დანერგვა, საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაბეჩავება და ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის.
-
სურვილი არ გამჩენია ამის არასდროს, მიუხედავად იმისა,რომ მატერიალურად ყოველთვის ძალიან მიჭირდა და არც ეხლა ვარ წელში გამართული. თუმც მაქვს ისეთი პროფესია რომლითაც თავის გატანას შეძლებს ადამიანი დასავლეთში, ნამდვილად არ დამჭირდება იქ, სხვისი ღამის ქოთნების გატანით,პლანტაციებში ან გნებავთ მწყემსად მუშაობით,თავის შენახვა. წასვლა არ მინდა თუნდაც იმიტომ,რომ შეიძლება აქ ჩემი ადგილი ჯაყომ დაიკავოს და ასე უნდა იფიქროთ ყველამ.საქართველოში, ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც,არის იმის საშუალება,რომ ადამიანმა ოჯახი არჩინოს და შვილებს განათლება მიაღებინოს.ქარაფშუტა რომანტიკოსი არის ყველა ვისაც აქ არაფერი აბადია და საზღვარგარეთ გასამდიდრებლად მიდის.ძაღლი შინ არ ვარგოდაო სანადიროდ გარბოდაო,ხომ გაგიგია?
-
არ ვცდილობ ომის თემა შემოვიტანო, ეს მაგალითია იმის შესამეცნებლად, თუ რა არის სამშობლო და რა შეიძლება მოიმოქმედოს ადამიანმა მისთვის და საბოლო ჯამში თავისიანებისა და თავისი ოჯახის დასაცავად. არც მე და, დარწმუნებული ვარ, არც სხვები, იქ ანგარების მიზნით არ წავსულვართ, სიკეთეს შევარდნაძისაგან და სააკაშვილისაგან არც ველოდით და არც ველით,ხომ გითხარი ხელისუფლება ერთის მხრივ, და სამშობლო და ქვეყანა მეორეს მხრივ, ორი სხვა დასხვა რამეა. ჩვენ თავი ჩავთვალედ ვალდებულად დაგვეცვა ჩვენი სამშობლო და ჩვენიანები.სხვათა შორის ის შენი დაღუპული ძმაკაცები გიცავდნენ შენც, ვინაიდან შენც თავისი სამშობლოს წევრად მიგიჩნევდნენ.
-
თქვენ, თავს არავინ არ გაყვედრებთ და არც ომის თემაზე საუბარს არ გთხოვთ არავინ.თვითონ ის ფაქტი ,რომ ამ ადამიანებმა სრულიად შეგნებულათა და ნებაყოფილობით მსხვერპლად გაიღეს თავიანთი სიცოცხლე,არაფერს არ გეუბნებათ? არ ეკითხებით თქვენ თავს, რატომ გადადგეს მათ ეს ნაბიჯი? იქენებ იმიტომ, რომ სამშობლო არის ადამიანის ღირსება და თუ მას შეურაცხყოფს ვინმე მაშასადამე შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენცა და ჩვენს ოჯახებსაც, ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს,დედმამიშვილებს და ასე შემდეგ...
-
ქვეყნის ხელისუფლება და მთავრობა სამშობლო არ არის. მშიერი ადამიანისგან სამშობლოს სიყვარულს არავინ არ მოითხოვს,ოღონდ ნუ აძაგებთ მას.ეს ტრაფარეტი სიტყვები არ არის.კიდევაც გვშიოდა, კიდევაც გვციოდა, არავინ გვაიძულებდა მაგრამ მაინც,ჩემს გვერდში დაეცნენ ბიჭები სამშობლოს დასაცავად მიმდინარე ბრძოლებში.მაშ რამ გადაადგმევინა მათ ეს ნაბიჯი,შეეწირათ თავიი, თუ არა სამშობლომ როგორც,სულიერმა ღირებულებამ?
-
მოკლედ თქვენ შეგნებულად არა შწორად გაქვთ დასმული საკითხი ,,სამშობლო თუ ოჯახი პირველ რიგში" სამშობლოს გარეშე ოჯახები უბედურდებიან და იღუპებიან. სადაც არ უნდა წახვიდეთ სამშობლოს ვერ ასცდებით, ვინაიდან თქვენი შვილების სამშობლო გახდება ის ქვეყანა რომლთანაც ისინი თავს გააიგივებენ. ანუ რამდენიც არ უნდა ეცადოთ სამშობლოს,როგრც სულიერ ღირებულებას, ვერაფრით ვერ გააიგივებთ საჭმელთანა და მისი მონელებასთან.
-
ეგ შენი ნიკი ჩემში ასოცირდება ედვარდ გრიგის ულამაზეს მუსიკასთან.თუმცა ეს იქეთ იყოს, ქართველისთვის სუფრა, ეს არ არის ადგილი სადაც ადამიანები ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ,ანუ, ,,МЕСТА ДЛЯ ПРИОМА ПЫШЩИ",იქ სულიერი ჭარბობს ფიზიოლოგიურს და ამიტომ,იმ სუფრასთან, რომელსაც სულ ცოტა ორი ქართველი ერთად უსხედან,აუცილებლად არის თამადაც და სადღეგრძელოებიც ითქმება. მართალია LO ჯANKO სამშობლო, ეს დიდი ოჯახია, ის ადგილი, ის მიკროკლიმატი სადაც დაიბადე, გაიზარდე, ის საზოგადოება რომელთანაც, შენგან დამოუკიდებლად და გაუცნობიერებლად, თავი გააიგივე და რომელთან განშორებაც გაყენებს უმძიმეს სულიერ ტკივილს.სწორედ ამ ტკივილის განელებას ცდილობთ როცა აქილიკებთ სამშობლოს.
-
ეგ იუზერნეიმი რომ შეგირჩევია,თუ იცი ვინ იყო გრიგი?
-
,,პროლეტარიატს სამშობლო არ აქვს" ულიანოვ ლენინი. ამ დევიზით მოქმედებდნენ, რუსეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტი ბოლშევიკები, გასული საუკუნის 20-იან წლებში,რომელთაც დაქციეს ჩვენი სამშობლო და ასობით ათასი ოჯახი გაანადგურეს.რომლებიც ვაგონებში ხრეტდნენ ქართელ პატრიოტებს,რომლებმაც 300 ათასზე მეტი ქართველი გაჟუჟეს მე-2 მსოფლიო ომში და სულ ცოტა ამდენი ოჯახი გააუბედურეს.ეხლა ჩაუფიქრდეთ რამდენი ქართველი ქალი დარჩა ამის გამო დაუოჯახებელი, უშვილძიროდ და გაუბედურდა.იმასაც ჩაუფიქრდეთ,რომ, პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებული, ამ რაოდენობის ჯარისკაცი რომ გამოეყვანა ჟორდანიას მენშევიკურ მთავრობას მაშინ, ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უბედურებას თავიდან ავიცილებდით და დღეს ვიქნებოდით ისეთივე წარმატებული ქვეყანა, როგორიც არის თურქეთი,რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია მე-2 მსოფლიო ომში.რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას,ის არის, ბოლშევიკების იდეური მემკვიდრის ედუარდ შევარდნაძის მოქ-კავშირის წიაღიდან გამომძვრალი მოღალატეთა ჯგუფი,რომლებმიც აგრძელებენ ბოლშევიკურ კურსს და რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიები. ბატონებო, თავისუფლება მოიპოვება სისხლითა და ოფლით,და მის შენარჩუნებასაც სისხლი და ოფლი სჭირდება.იმ ქვეყნების ინტერესების დაცვა, სადაც თქვენ ბრძანდებით დღეს, იარაღით ხელში, თუ თქვენ არა, შეიძლება თქვენს შვილებს მოუხდეთ ხვალ,ისე როგორც მრავალ ქართველს უხდებოდა საუკუნეების განმავლობაში უცხო ქვეყნების ინტერესების დაცვა, და შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგაც. თვქენი ოჯახებისათვის ასეთი პერსპექტივა თუ გხიბლავთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
-
[quote name='ტაშიი' date='დღეს, 03:21 AM' timestamp='1282605668' post='316917' არ ვიცი რის ტექსტს მოითხოვთ ბატონო ,,ტაში ტუში ტაშფანდური", თუ კონსტიტუციის პროექტის ტექსტი გნებავთ იხილეთ ,,პარლამენტ ჯი"