
Grigali
პლანეტელი-
პოსტები
172 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Grigali
-
DonCaredo "ოპიუმ დლია ნაროდა. არჩევნები უნდა შეიცვალოს ტენდერით: დაპირება უნდა შეიცვალოს ხელშეკრულებით. აი მერე კი ვინც უნდათ ის აურჩევიათ. მანამდე კი უნდა იყოს ომები, სანამ ვინმე ძლიერი არ შემოიღებს ამ წესს." -მუხლი 52. ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს. პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას. (საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია.) რაღაც არ მგონია, ეს ნორმა ნაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებდეს პარლამენტსა და მთავრობას ხალხის წინაშე, ვიდრე შენს მიერ ნანატრი ტენდერი ან ხელშეკრულება. მოდით ერთად ვაიძულოთ დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლება, როგორც ჩემს განცხადებაში მიწეროია, შეასრულოს ხსენებული კონსტიტუციით მონიჭებული ჩვენი უფლებები. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ ვერც ტენდერის პირობებისა და ვერც ხელშეკრულების დამრღვევ ხელისუფლებას ვერაფერს ვერ დავაკლებთ.
-
dire "ნწუჰ... ვირის ### მე არ მეკუთვნის აშკარად." -თუ არ გეკუთვნის, თავს რატომ იმართლებ?
-
dire "მიხოს მაინც გაგიკუზავთ..." -გათხარეთ დიდი ვირის @ლე მიხოსაც, ბიძოსაც და იმასაც, ვისაც მე მიხაილისტი ვგონივარ.
-
DonCaredo "ამათ, კოლექტიურ ნაციონალებს (მიშა - რესპები - დავითაშვილ-ალასანია-ძიძიგურები - ბიძინა) მხოლოდ ტანკებით და ბომბებით უნდა ებრძოლო, რა მიტინგები, რა მანიფესტაციები, რომელი არჩევნები, რის დროშები" -ეგ აკეთოს იმან, ვისაც ასეთი ძალა გააჩნია...
-
dire მე თუ მიხაილისტი გგონივარ, მაშინ აღარ ყოფილა საშველი და შენთან ლაპარაკიც არ ღირს.
-
dire "თქვენ მიხოსაც დედა გადაეკუზება. თქვენ ვიშვიშშსაც მოისმენს ეს ქვეყანა. გადაიტანს... და ჩაგრეცხავთ... როგორც ბევრი ჩაურეცხია..." -ჩარეცხილი ყოველთვის ის არის ვისაც ბელადის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, სულ ერთია ვინ იქნება ეს ბელადი. :vedreba: ამ კონსტიტუციის ცხოვრებაში გატარების შემთხვევაში მიშასაც და ბიძინასაც, როგორც ავტორიტარს და დიქტატორს, აგრეთვე მათ მეხოტბეებს, დედა მოეტ@ვნებათ და ჩაირეცხებიან კიდეც. ამიტომ ნუ მიედ მოედები რაღაცეებს, თუ არ გინდა მიშა თუ არ გინდა ბიძინა ან სხვა ვინმე დიქტატორი, მე გიჩვენე გზა და იმ გზით იარე.
-
dire რა ჰქენი, წაიკითხე თუ არა კონსტიტუცია და თუ წაიკითხე რა აზრისა ხარ? რა სჯობია, ვინმე პირონების გარშემო გაერთიანება და ამდაგვარად ქვეყნის "გადარჩენისათვის" ბრძოლა, თუ მაგ კონსტიტუციის, (როგორც იურიდიული დოკუმენტის) საფუზველზე გაერთიანება თითოეული ჩვენთაგანის უფლებებისათვის და ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლაში???
-
.................................
-
dire "რაღაცნაირად შემეცოდე." -მე თავს არავის ვაცოდებ, ჯობია შენი თავი და ქვეყანა შეიცოდო, ნუ იზამ ისე, მგელს გამოგლიჯო ეს ქვეყანა და მგლისფერ ძაღლს შეაჭამო... აჰა შენ საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია და რას უწუნებენ მას ბიძინასთან შეკედლებული "დემოკრატები", ეგება ისიც დაწერო. არ კოპირდება, ამიტომ საძიებო უჯრაში ჩაწერე, "1918 1921 საქართველოს კონსტიტუცია" და იპოვი.
-
dire "ერთი ეგებ დაგეკონკრეტებინა რას ვცდილობ რმო მოგატყუო და რა არ გამომივა?" -შენ ხარ აი ეს :vedreba: ამას წყალი არ გაუა. "დამბრალებლის არ უნდა სთქვა, იმიტომ რომ პირდაპირ გაბრალებ. მაშIნ პირდაპირ შეგიძლია შეიგინო. უნდა სთქვა ტყუილად დამბრალებლის. აი ეგრე იყოს. დიდი სიამოვნებით პა ხოდუ შეგეწერა დარწმუნებული ვარ" -ყველა "სიკეთესთან" ერთად პროვოკატორიც ხარ, მაგრამ ჩემთან არ გაგივა. ძალიან გეწვით ერთი ადგილი ბიძინისტებსა და მიხაილისტებს ამ კონსტიტუციის გამო, ვინაიდან ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის უგულვებელყოფით მოვიდა ან მოვა; იყო, არის და იქნება, არალეგიტიმური და თვითმარქვია, თუ რატომ, მიწერია განცხადებაში. "შენ ან ნოდარ ნათაძე ხარ, ან ზვიადისტი ან პროსტო უაზროდ ებღაუჭები რაღაც სისულელეებს ოღონდაც პირდაპირ არ თქვა რომ მიშა გინდა..." -აქედან გეტყობა, რომ ბევრი რამე არ იცი; ნოდარ ნათაძესა და ზვიადისტებს ამ კონსტიტუციიის გაგონება ისევე არ უნდათ, როგორც მიშასა და ბიძინას.
-
dire "დამანახეთ სად ვცდები და კი ბატონო" -ცდები კი არა ცდილობ მოგვატყუო, მაგრამ არ გამოგივა. "კონსტიტუცია მიიღოს," -კონსტიტუცია მიღებულიც არის, 1921 წლის 21 თებერვალს და მოქმედებს კიდეც, ეხლა ჩვენ გვმართებს ვაიძულოთ ხელისუფლება გაატაროს იგი ცხოვრებაში. "კონსტიტუციაც გკიდიათ და ქვეყანაც. მიშა გინდათ მიშა" -ეხლა ხომ არ დავიგინო, ჯერ მისი დედა ...... ვისაც მიშა უნდა და მერე დამბრალებელითქო?! უამისოდ არ შეგიძლია დამიჯერო?!
-
dire "არა მე მიშა არ მევასება მაგრამ..." -მოეშვი ამ სისულელეებს! არავითარი კავშირი მიშასთან არ მაქვს და თუ გინდა იცოდე, ბიძინას რომ მოეთხოვა მიშასათვის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის ცხოვრებაში გატარება, მას დაუჭერდი მხარს ამ საკითხში. აი, ხომ ხარ ბიძინისტი და არ მალავ? ხომ "იბრძვის" დემოკრატიისათვის "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული ინტელიგენცია? ამ კონსტიტუციაზე უფრო დემოკრატიული კიდევ რაღა გინდათ? გადაეცი ქართულ ოცნებას წამოაყენოს ეს მოთხოვნა... ვნახოთ აბა რამდენად გულწრფელები არიან, ეგ, დემოკრატიის "მებაირახტრენი...."
-
DonCaredo "სისტემა სწორედაც რომ მაგრა მოწონს ბიძინას." -სწორედ მანდა ვარ მეც! 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის ცხოვრებაში გატარება კი ამ სისტემას მოშლის, ამ კონსტიტუციის პირობებში ნაკლებად სახიფათო იქნება ნებისმიერი ხელისუფალი; გინდა ბიძინა, გინდა მიშა და გინდა გრიშა.... dire "ყველასი ვინც მსახიობობს." -მე მართლა დავამთავრე თავის დროზე თეატრალური ინსტიტუტი, მაგრამ ამჯერად არ ვმსახიობობ, სრული სერიოზულობით ვწერ ამას, დიახ, "ბიძინა უარესია!!!"
-
dire "კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რა... მესმისმ ნაცინალის, რომელიც გალანძღავს ბიძოს... მაგრამ არ მესმის ოპო-სი თუ მოოოპოზიციონეროსი, რომელიც იგივეს აკეთებს. მე მაპატიეთ და გამო####ვებული გიორგი თარგამძე მირჩევნია თავის სიმართლით თქვენს თავენს. იმიტომ რომ მატყუარები ხართ და არც გინდათ რომ აღიაროთ. თარგამაძე ქე მაინც აღარ მალავს..." -ვერ გავიგე? ამას თუ ჩემი მისამართით წერ, რას გატყუებ ერთი ესეც დაწერე.
-
დაჩი 4L2M DonCaredo ნინო ბურჯანაძის მიერ მოწყობილი მიტინგის დარბევის მიზეზი ჰქონდა მიშას, (მიშაც რომ მოსკოვიდან არის, ეს სხვა საკითხია) იმიტომ რომ ნინომ ხელი ჩამოართვა პუტინს და პირდაპირ კაპიტულაციისაკენ მოუწოდა მთელ საქართველოს, ნინო პირდაპირი მოღალატეა და არც მალავს ამას, იგი მიშას თამაშსაც თამაშობს. ჩვენ კი უნდა მოვითხოვოთ, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით მონიჭებული ჩვენი უფლებების აღსრულება. არა ხელისუფლების გადადგომა, არამედ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, საქართველოში დღეს მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი მოიყვანოს შესაბამისობაში 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციასთან. აი ასეთი მოთხოვნის გამო დარბევა, თანაც ისე როგორც 2011 წლის 26 მაისს, დამიჯერეთ, მიშასათვის იქნება სიკვდილი. დანარჩენი, ზედმეტი ექსტრემიზმი და გულზე ხელების ბრაგუნი არ გვინდა. კიდევ ერთხელ გთავაზობთ, შევიკრიბოთ და მოვილაპარაკოთ როგორ მოვიქცეთ.
-
mtidan "”იყვიროს” სხვამ და ვიყვირებ მეც." -ვიდრე ვიყვირებდეთ, მანამდე უნდა შევქმანათ თანამოაზრეთა ჯგუფი რომელიც გაერთიანდება ამ განცხადების საფუძველზე და დავიწყოთ ორგანიზაციული საკითხების მოგვარება!!!
-
ახალ 2012 წელს გილოცავთ ფორუმელებო!
Grigali replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველას, გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ ახალ წელს!!! -
ჯერ ერთი, ყველას გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებსა და ყველივე საუკეთესოს ცხოვრებაში. მეორე, DonCaredo ვერ გავიგე, შენ გგონია ჩემს მიერ წამოყენებული მოთხოვნებით გამართულ საპროტესტო აქციებსაც ისე იოლად დაარბევს მიშა, როგორც 2011 წლის 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მიტინგი დაარბია??? ძალიან, ძალიან გაუჭირდება და თან მეტისმეტად ძვირად დაუჯდება, გარანტიას ვიძლევი. ასე რომ, გთხოვთ ყველას, გვერდში დამიდგეთ!!!
-
დაჩი "დავუშვათ მოვითხოვეთ 1921 წლის მთავარი წესდების ("კონსტიტუციით") არჩეწვნების ჩტარება, მერე თქვენ როგორ გესახებათ, მიშიაკი თითს მოკაკვავს და ჩაგვიტარებს არჩევნებს? როგორ აპირებთ ამის შემდეგ ნაც-ეშმაკების იძულებას? გააქვს რაიმე გეგმა?" -ერთი სიტყვით შენ კითხულობ, თუ "ვინ შეაბამს კატას ეჟვანს?!" -კატას ეჟვანი უკვე შეაბა საქართველოს დროებითმა მთავრობამ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით, ჩვენი ვალია დავიჭიროთ ეს ეჟვნიანი კატა... :volk: -როგორ?! -როგორ და მიტინგებით მანიფესტაციებით და სხვა და სხვა ღონოისძიებებით... და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ყველამ, ყველამ!!! ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლებამ დაარბიოს ამ მოთხოვნებით გამართული საპროტესტო აქციები. ეს იქნება მოქმედი, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, აქ ხელისუფლებას დიდი პერსპექტივა არ აქვს!!!
-
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის, კონსტიტუციით მონიჭებული ჩვენი უფლებების ცხოვრებაში გატარების მოთხოვნის შესახებ. ვინაიდან, საქართველო ნებაყოფილობით არ შესულა სსრ კავშირში და იგი არ არის სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფო. ვინაიდან, 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული; აგრესიის, ინტერვენციის, ოკუპაციის და ანექსიის შედეგად, ფეხქვეშ იქნა გათელილი საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული, საქართველოს მოსახლეობის უფლებები. ვინაიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე მტერთან. ვინაიდან, 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული; აგრესიის, ინტერვენციის, ოკუპაციისა და ანქესიის შემდეგ დღემდე, საქართველოში არ არსებობდა და არ არსებობს კომპეტენტური და უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც ხელეწიფებოდა ან ხელეწიფება, საქართველოს კონსტიტუციის; ბათილად გამოცხადება, გაუქმება, კონსტიტუციის მოქმედების შეჩერება, ხსენებულ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. ვინაიდან, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია მოქმედებს „მუდმივ და შეუწყვეტლივ“ ამავე კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად. ვინაიდან, საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ, საქ: სსრ უმაღლესმა საბჭომ, თავისი, 1990 წლის 9 მარტის დადგენილებით, აღიარა საქართ ანექსირებულ ქვეყანად. ვინაიდან, საქ: სსრ 1990 წლის 9 მარტის დადგენილების მიუხედავად, ხსენებული დადგენილების მიღების შემდეგაც კი, საქართველოში არ ჩატარებულა, მოქმედი 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად, წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები. ვინაიდან, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი ლეგიტიმაცია იურიდიული თვასლსაზრისით. ვინაიდან, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, "ხელწიფება ეკუთვის მთელ ერს", ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ: საქართველოს დღევანდელმა ფაქტიურმა ხელისუფლებამ; ა) შესაბამისობაში მოიყვანოს, საქართველოში დღეს მოქმედი ნორმატიული აქტები, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციასთან, 2012 წლის პირველ ნოემბრამდე. ბ) 2012 წლის 10 ოქტომბრადე ჩაატაროს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად მოწოდება საინიციატივო ჯგუფი მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკურ მოძრაობებს, გაერთიანებებს, ორგანიზაციებს, პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას: შემოუერთდით ამ მანიფესტს რათა ერთობლივი ბრძოლით აღვიდგინოთ, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით მონიჭებული ჩვენი უფლებები! მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ბატონებო...
-
მოდით თემიდან ნუ გადაუხვევთ ძალიან გთხოვთ.
-
dire "მაგრამ ფული მოჯვას მიშას გასაგდებად და მაგის დედაც მოვდღან..." -ჰო! აი აქ იჭრები გენაცვალე, ხომ გაგიგია "ფულს ვინც, იხდის მუსიკასაც ის უკვეთავსო" ან მაგალითად, აი ასეთი რამე "ხარი რომ ხართან დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო"??? ასე რომ, "განვედი ჩემგან, ჰოი მაცდურო სულო ბოროტო...." :duel:
-
დაჩი "მეტრაკეთა გამოფენა კალაძის მეუღლისა და ბიჭოლას თაოსნებით" -ნამდვილად არ ვიცოდი და არც ველოდი...
-
4L2M "ვისაც ივანოვის ოცნების გჯერათ დარწმუნებული ვარ ამას ამ ხელისუფლებაზე პირადი მიზეზით გაბრაზებულები აკეთებთ" -სრული ჭეშმარიტებაა და ამიტომაც არიან ისინი პინგვინები.... დაჩი http://b.pix.ge/x/ld0zn.jpg GeoStream "მართლა დესანტი გადომჯდა Grigali-ს დასახმარებლად" -აბა სად არის დესანტეი??? GeoStream :vedreba:
-
ra qveyana daangries "კარგია არა არგუმენტების გარეშე საუბარი?!" -როდის დავპოსტე არგუმენტების გარეშე?!