-
პოსტები
4 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
პოსტები დაპოსტილი აპეირონი -ს მიერ
-
-
ყველა მოაზროვნე ადამიანი, რომელიც საკუთარ, ოჯახის, ერის, სამშობლოს ბედნიერებაზე ფიქრობს, ჭეშმარიტების ძიების წყურვილით უნდა იყოს გაჟღენთილი. ყველაფერი სხვა ბუნდოვანი და მოჩვენებითია.
კერძო და ზოგადი ინტერესები აბსოლუტურთან ჰარმონიაში უნდა იყოს და ამ ჰარმონიის ძიებას, დამკვიდრებას გააზრებულად უნდა ემსახურებოდეს.
ფასეულობათა იერარქია არასდროს უნდა დაირღვეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეორადზე დაფუძნებული ყოველთვის მეორადი იქნება.
აბსოლუტური ფასეულობა მხოლოდ მის საპირისპიროსთან თანაფარდობით მოიძიება.
ჩვენ უფლება არა გვაქვს ღმერთი ჩვენი ცხოვრებისაგან გავაცალკევოთ. არც ის შეიძლება ღვთის კალთას ამოვეფაროთ და ცხოვრებას ზიზღით ვუყუროთ.
-
არსებული მდგომარეობის ახსნა პოლიტიკას ამოფარებული, კრიმინალურ-პოლიტიკური ძალების ტერორით იგივეა, რაც კრწანისის ველზე ბრძოლის ტრაგიკულ შედეგში აღა-მაჰმად ხანის დადანაშაულება. ეს ხომ პრობლემის ალოგიკური განხილვაა... პოლიტიკა მოკვდა!,-იძახეთ და თავისთავად შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ?! თუ "მე"-სა და "ჩვენ"-ის სურვილით შედეგს ვერ ვაღწევთ, მაშ რა არის ის "მესამე", რაც ღირსეულ ცხოვრებასთან მიგვიყვანს?! დღეს ერი უნდა მიხვდეს, რომ დილით ადგომა, სამსახურში წასვლა ან არწასვლა არაა საკმარისი, აუცილებელია გაღვიძებაც... თავად უნდა შევქმნათ ღირსეული საზოგადოება და აქტიური პოლიტიკა... ვისაც პოლიტიკის არსი ესმის, ალბათ, დამეთანხმება, რომ პოლიტიკა ხალხის გარეშე არაა პოლიტიკა და თუ მაინც ვაცხადებთ, რომ პოლიტიკა მოკვდა, ესეიგი ქართველი ხალხი საღათას ძილშია...

ცხოვრების აზრი
in რელიგია და ფილოსოფია
Posted