საკვირველია ერთი რამ, როდესაც დევნილები იჭრებიან შენობაში, მათ ”საამაყო პოლიციის” საშუალებით, ძალის გამოყენებით გარეთ ქუჩაში ერეკებიან. და მეორე ფაქტი, დევნილები, რომლებიც 18 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრობენ მათ მიერ დაკავებულ ფართზე და ასე თუ ისე კეთილმოეწყვნენ, იძულებით ასახლებენ უვარგის ალტერნატიულ ადგილას. 18 წელიწადია დევნილობაშია ხალხი და დევნა კიდევ არ შემწყდარა.