მე ვერ დაგეთანხმები! დაწერე ძმაო გამართული, თითქმის იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუციის პროექტი, მიაყოლე ზედ ორგანული კანონები თავისი კანონებით. ჩამოაყალიბე ეკონომიკური მოდელი, რომელიც საქართველოს რეალობიდან გამომდინარე მისაღები იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის - პრიორიტეტი ადგილობრივ წარმოებას. საჯარო მოხელეებს გაუზარდე პასუხისმგებლობა და ნებისმიერი მოსათხოვი - მოთხოვე. მასმედიის ნებისმიერ გამოვლენილ დანაშაულების ნიშნების მქონე ფაქტს მოაყოლე უსწრაფესი რეაგირება. და კიდევ სხვა მრავალი, რომელზეც ალბათ გიფიქრიათ და გიოცნებიათ - ჩამოაყალიბეთ გასაგებ ენაზე, ორაზროვნებისთვის რომ არ დარჩეს ადგილი და მიეცი ხალხს! ხალხი კბილებით დაიცავს კონკრეტულ საქმეს და იდეას! ხალხი ცხვარია, მაგრამ თუ გაცხარდააააა, მტრისას.... მეზარება მეტის წერა, მოვა დრო და ხალხი მაინც იტყვის თავის სათქმელს! უბრალოდ, ოპოზიცია და ხელისუფლება უნისონში მოქმედებენ და აღარ იციან რით გაასულელონ ხალხი!