Jump to content
Planeta.Ge

ციცო_დეიდა

პლანეტელი
  • პოსტები

    12
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია ციცო_დეიდა

  • დაბადების დღე 11/07/1944

Profile Information

  • Gender
    Female

ციცო_დეიდა'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. გახსოვართ ? შეიძლება ზოგიერთის სკოლის დამრიგებელიც ვიყავი. ეჰ ,არ აფასებთ თქვენ უფროს თაობას . აბა ჩვენს დროს სულ სხვა იყო. ვცადე ამ ხელისუფლებასთან კარგად ვყოფილიყავი, გამიღიმეს , ჰონორარიც მომიმატეს ,მაგრამ ჩემი სკოლელი ხულიგნები აქციაზე გავიდნენ და მომხსნეს . რა ვქნა ახლა ? ვანოს სურათი დავხიო და ნინოსი დავივკიდო. უი რომ დამიჭირონ? ასე არ გამოვა . მე ხომ ოჯახი მყავს სარჩენი. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე? ერთი გამოსავალია ...ჩემი შვილი მანდატური გახდა , იქნებ ჩემს ადგილზე ის დავაწინაურებინო ? არაფერი იცის ,მაგრამ რომ ყვირის კარგი ხმა აქვს . აბა ახლანდელ დროში მეტი რაა საჭირო . მუშტს დაარტყამს მაგიდაზე , კუდში ცნობებს მიაწვდის პოლიტიკურად ურჩ ბავშვებზე და მათ მშობლებზე . რა საჭიროა წიგნი ? კომპიუტერიც საკმარისია , თან ჯეთეას კარგად თამაშობს . მისი იმედი უნდა მქონდეს. ასეთი ახალგაზრდები უნდა გავუზარდოთ ქვეყანას . მე მჯერა მიშასი . ღმერთმა ხელი მოუმართოს მაინც. არჩევნები როდისაა ? იქნებ კორპუსის აქტივისტებში დაიწყო ჩაწერა, არ გამომრჩეს . დამატებითი შემოსავალია ,რაზე უნდა დავკარგო შვილებოო ....
  2. როგორ გეკადრებათ ? რატომ შეურაცხყოფთ პედაგოგებს http://planeta.ge/index.php?showtopic=28445 გრცხვენოდეთ , გრცხვენოდეთ
  3. ყურში ჩამჩურჩულეთ თუ გნებავთ თქვენი ეჭვები
  4. დრო უნდა მოირგო გენაცვალოს ციცო დეიდა. შვილი აიტიშნიკია , სამინისტროში მუშაობს . გოგა ხაჩიძეს და კარდუს პირადად იცნობს. თქვენ წარმოიდგინეთ "მელოჩ ნო პრიატნაშიც" დაპოსტილი აქვს პროგნოზი რომ რუსეთი დაიშლება. მისი ნათლიის ბიძაა ზურა ნოღაიდელი. თუ ქვეყანას ის ჩაიბარებს , პოლიტფორუმზეც გვყავს ნაცნობები აბა სხვანაირად როგორ? ქვეყანას უნდა გამოვადგეთ . მთავარია გამარჯვებულის მხარეს ვიყოთ.
  5. დიდი, დიდი მადლობა გენაცვალე . ჩემი მოსწავლეები ვნახე იქითა ფორუმზე. რა კარგები არიან, როგორ იცავენ ქვეყანას მტრისაგან....აი ყოჩაღ.
  6. ერთ საიდუმლოს გაგანდობთ-ვინც იმარჯვებს იმის მხარეზე ვდგები ,რათა სახელმწიფოს ვემსახურო . შვილებს ხომ უნდათ მოვლა , ქმარიც პენსიაზეა . ვერ გამაგდებენ , ვერ ეღირსებით რომ პრეზიდენტმა მიგვატოვოს. უნამუსო ოპები ესენი. მაფრთხილებდა საოლქო კომისიიდან ის ხუჭუჭა ბიჭი, ალიანსიდან და ლეიბორისტებიდან ელოდე შენ უბანში პროვოკაციასო. გათახსირებული ხალხი. არ მიგიშვებთ თქვენ არსად შვილიშვილს ვფიცავარ თქვენ ამხობთ და შემდეგ დასტირიხართ მსხვერპლს . ვაი ,ვაი თქვე ავებო.საიდან ამდენი ბოღმა და გესლი?! მაინც გამაბრაზეს , ამატირეს ამ პროვოკატორებმა ამხელა ქალი
  7. აი , აი ამს ვამბობ შვილიშვილს ვფიცავარ . ჩვენ ხელის გულზე უნდა გვატარონ. რამდენი თაობა გამიზრდია . ცუდს ვაკეთებდი რომ კომისიის თავმჯდომნარეც ყოფნისას სახელმწიფოს და ჩვენს ღირსეულ პრეზიდენტს ვეხმარეოდი? მე ამაყი ვარ ამით babuagiorgi არა შვილი ტყუილს არ ვიკადრებ არა. ჩემი გზა რომ იცოდეთ არ მეტყოდით ამას
  8. მადლობა შვილო, მადლობა. გავედი შვილიშვილი მოვიდა სკოლიდან . სპონსორი მიდის ხვალ და კონცერტისათვის მოვამზადო. ბებო ენაცვალოს, სასწავლო ნაწილის შვილიშვილი რომაა ხომ უნდა იგრძნობოდეს
  9. გამარჯობათ! შემთხვევით მომასწავლეს ეს ფორუმი და ჩემი, როგორც პედაგოგის გულისტკივილი მინდა გაგიზიაროთ 55 წელს გადავცდი შვილებო , ქმარი პენსიას ამარაა, მე სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ ვმუშაობ უკვე 35 წელია და დღეს შემაშინეს სამსახურიდან გაგდებენო. მიშას ვენაცვალე მე , მაგას მივეცი ხმა და რაიონის მაჟორიტარს. სადარბაზოს კოორდინატორად ვმუშაობდი , რაღაც ფული მომცეს , აბა ქმარშვილს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდი. იმდენი ვიშრომე , იმდენი ვიწვალე . ვამაყობ რომ საქართველოს გამოვადექი . კომისიაშიც ვიყავი თავმჯდომარე. ჩემთან არაფერი გაყალბებულა, ბავშვებს ვფიცავარ. ჩემ ნუნუს მოსკოვში მოუკვდეს ის შვილი, თუ გატყუებდეთ . გაყალბებაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ასეულობით ამომრჩეველი სიებში ჩაიწერა. აბა როგორ ? განა თბილისის გარეთ მაცხოვრებლებს არ ქონდათ ამის უფლება? დედაქალაქის მერი ხომ საერთოა ჩემ ოჯახშიც 2 ადამიანი ეწერა. ეს რაა? ოპოზიციას მოეყვანა მეტი ამომრჩეველი და მოიგებდა . ან გაყალბებაა შვილო ,რომ დავიბარე მასწავლებლები და ავუხსენი რომ სამსახური მოითხოვდა ქვეყნის პარტიისათვის ხმის მიცემას. ხომ არ დამიძალებია? დედაშვილურად ვურჩიე ან გაყალბებაა რომ გამგეობას მივეცი გამოკითხვის შედეგები . ხომ უნდა ცოდნოპდათ ვინაა მათი ერთგული....ისეც ხალხს წაადგება დედა . მე თქვენთვის ვარ , თქვენზე ვზრუნავ. ყოველთვის ხალხის სამსახურში ვიყავი. კომუნისტების დროს მოვედი სკოლაში , მაშინ პიონერხელმძღვანელი გახლდით, შემდეგ ციცო შემოგევლოთ, ზვიადის და მერაბის კუთხე მოვაწყვე. აბა რა !!!მიტინგებზეც დავდიოდი , ოჰ ეს საზიზღარი პუტჩისტები, მაგათი სინსილა გაწყდეს ერთ დღეს , შევარდნაძე რომ მოვიდა ისეთი შეხვედრა მოვუწყვეთ, ისეთი ....ბავშვებს "შემოდგომის გაცილება" ვაზეიმეთ ......გაგვიღიმა ....მაშინაც საარჩევნო კომისიაში ვიყავი..... შვილებს ვფიცავარ მე არ ვაყალბებდი, მხოლოდ ბეჭედით სარგებლობდნენ. აბა რუსეთს და აბაშიძეს ხომ არ მივცემდი ხმას . სამაგიეროდ ვარდების რევოლუციის პირველი დღიდანვე მიშას მხარეზე ვარ. დავენაცვლე მას. რამდენიმე სოფელი დაკარგა ...მეტი ხომ არაფერი .... ოპოზიციის იმედიც მქონდა აქციებზე სულ იქ ვიყავი. აუ რამდენი ნაცნობი ვნახე , ხმა გრეჩიხას მივეცი იმ წელს .....მაგრამ არ ივარგა ოპოზიციამ, არცერთი პარტია არაა ხალხისათვის და სკოლის სიყვარულით ვხელმძღვანელობ დღემდე. ბატონო დიმიტრი ! გთხოვთ მომისმინოთ და არ გამაგდოთ სკოლიდან . მე ბავშვები მიყვარს. კი იმათ ჩემი აღარ ესმით, მაგრამ სიყვარული ბოლომდეა . მათ თავს ვფიცავარ , ცხარე ცრემლებით ვიტირებ იცოდეთ . მე ხომ ქვეყანას თაობები გავუზარდე და სახელმწიფოს ვემსახურე. დამაფასეთ . მე ამ ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. რეფორმა აუცილებელია, თქვენს გვერდით ვარ . გავყაროთ ვინც გასაყრელია, მაგრამ, მე არ შემეხოთ . ჩემს ნოდიკოს ვფიცავარ , თქვენს გვედრდით ვიქნები. ისე რას გწერთ? იცით უჩემოდ ვერ გაძლებთ. მაჟორიტარი კიდევ ასარჩევი გყავთ. ციცო შემოგევლოთ, ჩემზე უკეთესად ვინ იცის კორპუსი..... ისადა ზურა თუ მოვა ნოღაიდელი არც ეგაა პრობლემა, ნოდიკოს ნათლიის ბიძააა, მაშინაც განვაგრძობ ქვეყნის და ბავშვების სამსახურს. ჯერ ესენი არიან და ამათ უნდა ვემსახურო აბა სხვანაირად როგორ?!
×
×
  • შექმენი...