გასაუბრება წარმოადგენს სასურველი კადრების დაწინაურების და არასასურველი კადრების მოცილების საშუალებას. სულ რომ არავის დახმარების ან ჩაძირვის ინტერესით არ იყვნენ გასაუბრების ორგანიზატორები, (რაც საქართველოში ძნელი წარმოსადგენია) თვით ის ფაქტი, რომ ვიღაცის კარგი ან ცუდ თვალით შემოხედვაზე არის დამოკიდებული ადამიანის მომავალი, უკვე დამამცირებელია თავმოყვარე კაცისთვის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გასაუბრებაზე როგორც წესი არ ითვალისწინებენ გასაუბრებამდე ნაჩვენებ შედეგებს იგივე უნარებში და ა. შ. მოკლედ, გასაუბრება ვეტოს დასადებად აქვთ, ან პირიქით, თავიანთი კანდიდატის შესაცურებლად, რომელმაც კიდევ საკითხავია, თუ როგორ დააფიქსირა ის შედეგები, რითაც გასაუბრებამდე მოვიდა. სადაც სჭირდებათ, ვითომ ამერიკულ და ევროპულ სტილზე არის დღევანდელ ხელმძღვანელთა უმეტესობა, მაგრამ სულით ჰომო სოვიეტიკუსებად დარჩნენ