ეს მგონი არ იყო აქ? ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტები პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ . როგორც "ინტერპრესნიუსს" ჟურნალისტმა, ლადო ბიჭაშვილმა განუცხადა, მოითხოვენ, საქმე აღიძრას პროფესიული ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით. მისი განმარტებით, სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა 8 პოლიციელმა ოპერატორ იმედა გოგოლაძესთან ერთად მაშინ სცემა, როდესაც წუხელ სტალინის ძეგლის დემონტაჟის კადრებს იღებდნენ. ბიჭაშვილის განმარტებით, პოლიციელებმა ისინი წიხლებით ფეხებში და ზურგზე სცემეს, რათა ფიზიკური დაზიანების კვალი ნაკლებად დატყობოდათ, გადაღებული მასალა კი წაართვეს. "ადგილზე იმყოფებოდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი და გორის პოლიციის უფროსი მიშა კანდელაკი. ჯუღელმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ პოლიციელები დაისჯებიანო, ჩემთვის დაგერეკაო. ვერ ვიტყვი, რომ მათ დაავალეს ჩვენი ცემა. შესაძლოა მათთან შეუთანხმებლად, თავისი ინიციატივით გამოხატეს აგრესია",-განაცხადა ბიჭაშვილმა.