ჩემი აზრით არსებობს ბრძოლის ზოგიერთი ფრონტი სადაც უფრო აგრესიული და შემტევი ნაბიჯებია გადასადგმელი. მაგალითად ჩრდილო კავკასია. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აღიაროს ინგუში ხალხი გენოციდი და შემდეგ მის ხელთ არსებული ყველა საშუალებთ შეეცადოს რომ ერთის მხრივ არსებული სიტუაცია დაკონსერვდეს - ანუ არ მოხდეს რუსეთის მხრიდან ხელახალი სამხედრო აგრესიის პროვოცირება რადგან ეს ის ფრონტია სადაც ჩვენ ისევ წავაგებთ და მეორეს მხრის მაქსიმალურად ეცადოს რომ ბრძოლა გადაიტანოს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ბრძოლის იმ ფრონტზე, სადაც არსებობს გამარჯვების რეალური შანსები, მხედველობაში მაქვს საინფორმაციო ომი და რუსეთის ჩრდილო კავკასიურ მაზოლზე მტკივნეული პედალირება. ასეთი ქმედება: 1. მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს როგორც კავასიის წამყვანი და ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფოს პრესტიჟის აღდგენა-განმტკიცებაში. 2. საინფორმაციო ომის მტრის ტერიტორიაზე გადატანა იქნება გარკვეული დაზღვევა და დამცავი ფარის შექმნა საქართველოსთვის. მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია უნდა გავიდეს დასავლეთში ჩრ. კავკასიაში რუსების დატრიალებული მხეცობების შესახებ იმდენად ბევრი, რომ ჩავაყენოთ მოწინააღმდეგე ჩვენთვის სასურველ - თავის მართლების რეჟიმში. რათქმაუნდა ასეთ შემთხვევებში რუსეთს მოუწევს კოლოსალური ფინანსური რესურსის ხარჯვა დასავლეთში რათა როგორმე გააპრავოს თავისი ქმედებები ასევე მეტი ფინანსები და სხვა სახის რესურსები დასჭირდება ჩრ. კავკასიის დასაშოშმინებლადაც რომელიც იგრძნობს რომ მას გაუჩნდა ცივილიზებულ სამყაროსთან დამაკავშირებელი გზა საქართველოს სახით და უფრო მეტი ენერგიით იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ. ეკოომიური და სამხედრო რესურსის ასეთი მასშტაბებით ფლანგვა რათქმაუნდა ამცირებს საქართველოს წინააღმდეგ ხელახალი აგრესიის შანსებს. ასე რომ ამ ფრონტზე გააქტიურებით შესაძლებელი იქნება ერთი გასროლით რამოდენიმე კურდღლის მოკვლა. აი, სულ ესაა რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია დავუპირისპიროთ რუსულ ოკუპაციას (რათქმაუნდა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით საქართველო რუსეთის კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტად საქართველოს სასარგებლოდ ჩართვისათვის მუშაობასთან ერთად თუმცა ეს უკვე ცალკე ფრონტია) ჩემი აზრით მოცემულ ეტაპზე სისულელეა საომარი რიტორიკის წარმოება და ერთმანეთის დარწმუნება იმაში რომ ჩვენ იარაღის ძალით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რადგან ჩვენს არმიას არ გააჩნია ამის სათანადო რესურსი ეს ერთი და მერე მეორეც, საზოგადოება არ არის მზად ისეთი ომის საწარმებლად რუსეთის წინააღმდეგ როგორიც ჩვენ და ჩვენს არმიას ამ ეტაპზე შეგვიძლია შევთავაზოთ მოწინააღმდეგეს. არ არის საზოგადოება მზად და არც იქნება მანამ სანამ საკუთარი მონობის მოტრფიალე და სტუდენტობისას რუსეთში 30 მანეთად მოგულავე რუსეთუმე ქართველი თაობის უკანასკნელი წარმომადგენელი არ მოკვდება (რასაკვირველია ბუნებრივი სიკვდილით. ასევე სისულელეა იმაზე ფიქრი და შიში რომ თუ ჩვენ დავიწყებთ აგრესიულ საინფორმაციო ომს ჩრდილო კავკასიაში, რუსეთი უარესად გაბრაზდება და უარესად დაგვიპყრობს, რუსეთს გადაწყვეტილი აქვს საქართველოს დაპყრობა და როგორც არ უნდა მოვიქცეთ მის გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით. მხოლოდ ორი გზა დაგვრჩენია: გავუადვილოთ ან გავურთულოთ ჩვენი დაპყრობა. პირველ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ შანსი არ გვაქვს რადგან აქ შემოსული რუსეთი უკვე დემოგრაფიას შეცვლის ქვეყანაში რათა აღარ არსებობდეს ქართველი ერი, რომელიც როგორც აღმოჩნდა არ ყოფილა სანდო რუსეთისათვის. ხოლო მეორე შემთხვევაში არის როგორც გადარჩენის, ასევე გამარჯვების შანსები და მე ვფიქრობ რომ უფრო მეორე ვარიანტს უნდა მივეძალოთ