მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო! პირველრიგში ბოდიშს ვიხდი იმისგამო რომ შესაძლოა ფორუმზე ეს აზრი უკვე გამოთქმული იყოს თქვენს მიერ და მე ისევ გავიმეორო უნებლიედ (ამ თემამ გადამაწყვეტინა გამევლო რეგისტრაცია). უპერველეს ყოვლისა როცა ვიწყებთ რაღაცის კრიტიკას ან ვიღაცის სოფხედველობის განსჯას, ჯერ უნდა დავფიქრდეთ საკუთარ შემეცნებაზე რამდენად მართებულად ვაზროვნებთ და რასაც "ვეთაყვანებით" არის თუ არა ის თაყვანისცემის ღირსი (შენს სახელზე მიბმული სურათები პირდაპირ გეტყვი მასონიზმის ნაყოფია) და როცამ ამ "მოძღვრების" კაცი იწყებს დისკუსიას ანტონი დიდის დარიგებით საერთოდ უპასუხოდ უნდა განერიდო. მაგრამ რადგან ზოგჯერ თქმა ჯობს არათქმასა ამიტომ მოდი გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები. ორიოდე სიტვით ჯერ აბრამიის მიერ მორიას მთაზე ისააკის შეწირვაზე: მთელი ბიბლიის ისტორია არის გმობა და ღვთის მოწოდება იმისა რომ ადამიანები როცა კერპებს სწირავდნენ საკუთარ შვილებს ცეცხლში გატარებით უფალს ამაზე მეტ სიბილწედ არაფერი მიაჩნია და ის ორგიები რასაც წარმართული კერპები ითხოვდნენ ქალწულებისაგან მსხვერპლშეწირვის მიზნით. ის რაც აბრაამმა ღვთისგან მოწყალებით მიიღო (ძე აღთქმისა ისააკი) ნუთუ უფალს მართლაც მისი შეწირვა უნდოდა? არა! და არც შეუწირია. ეს იყო აბრაამის უდიდესი სიყვარულის გამოხატულება ღვთისადმი რომელიც უფალმა სურვილის სახით შეიწირა(შესაძლოა ეს ერთგავრ გამოცდადაც ჩავთვალოთ რითაც "აბრაამის საქმეები გამოჩნდა" (Iიაკობი.ეპ) მან კი ჩვენ საკუთარი მხოლოდშობილი ძე არა სურვილად არამედ ჭეშმარიტი ქმედებით, განკაცებით, ვნებით, სიკვდილით, აღდგომით და დიდებით ამაღლებით მოგვცა. ის სასაცილო ბრალდებეი რაც შენიაზრით თან ახლავს სიმართლის დაცვას ეკლესიას ეს არასდროს მოუწონებია ეს იყო ყოველთვის ადამიანთა რადიკალური ქმედებების ნაყოფი. მაგრამ მოდი ვთქვათ წმ. მამაებს ვის კვალსაც ეკლესია მისდევს ნუთუ ვინმე იტყვის რომ მათ ამდაგვარი რამ სჩვეოდათ? ქრისტიანობამ არ თქვა გიყვარდეს მტერი შენიო და მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისიო? ქრისტიანობამ თქვა თავს უფლობდეო და არა ვნებები უფლობდნენ შენზეო რასაც დღეს ქადაგებენ. გავაკეთოთ ყველაფერი, აღვასრულოთ ჩვენი თავისუფალი ნება, რა რწმენა და რელიგია? "განვთავისუფლდეთ" ვიყოთ სინდისისგან გაშიშვლებულები, რომ უკეთესად მოხერხებულად "უპატიოდგვყონ" (სწორედ ამას ასწავლის გამოცდილი მეძავი ახალბედას რომ ადვილად ჩაითრიოს სიბილწის მორევში). ქრისტიანობამ "დაამხო"ადამიანის პიროვნებაა? წარმართული უთვალავი, გაუმაძღარი ღმერთები რომლებიც ყველა ყურეში და ფეხისნაბიჯზე მსხვერპლს ითხოვდნენ იმათ მოქონდათ ადამიანის პიროვნების რეალიზება? "ყოველი ღმერთი წარმართთაი ეშმაკი არს"(ფს.). მოდი ვთქვათ შენს იდიალებზე რომელსაც ეთაყვანები საფრანგეთის რევოლუციამ რომ სისხლი დაღვარა განურჩევლად ყველასი ორსულ ქალებს რომ კლავდნენ იმისგამო რომ შვილი იმავე სისხლის იქნება რაც მისი მონარქისტი მშობელიო ამაზე მეტი სისაძაგლე და ფანატიზმი სადმე მართლმადიდებლობის გავრცელებისას გინახია? კათოლიციზმს სწორედ ამას ჩასძახის ყველა რომ ამგვარი ქრისტიანობა ყოვლად მიუღებელია და ეს ქრისტიანობის იდეალი არც არსდროს ყოფილა. და რაც რუსეთში მომხდარ ქმედებებს შეეხება მოდი ჯერ დავსვათ შეკითხვა ან გავიხსენოთ თამარ მეფის სიტყვები გიორგი რუსის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შეიძლება რუსულ აზროვნებაზე ვიგულისხმოთ "ვინც ქრისტეს აღიარებს განა ყველას საქმენი ქრისტიანია?" მართლმადიდებლობა დევნილი იყო სწორედ ხატმებრძოლების მიერ და სწორედაც რომ უდანაშაულოა ხატმებრძოლეობის ფორმებისა. ქრისტიანობამ მისცა ადამიანებს ამსოფლიური უბედურების პასუხი და არა იმ მოძღვრების მსგავსად, რომლებიც ჰაერში გამოკიდებული იდეებით მიყავდათ ადამმიანები ბურუსში (პატივცემული რენესანსის მსოფმმხედველობამ მიიყვანა მომავალი საუკუნეები ღმერთის უარყოფამდე. გირჩევ ფილოსოფიის ზოგად კურსს გადახედო)მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი შენთვის ხომ ღიმილის მომგვრელია იმიტომ რომ ათეისტი და რწმენა?! ესენი ხომ ისე ნათესაობენ როგორც ანგელოზი და ეშმაკი (ერთის გაუკუღმართებული ნაყოფია მეორე). ბევრს აღარ შეგაწყენთ (შეიძლება ესეც მოვახერხე და ამის გამო ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ)და ჩემი პოზიციაა ძვირფასო ღვთისმოყვარე ქრისტიანებო, რომ ახლოსაა "ზაფხული" და იმ დღის მოლოდინის იმედად გავძლიერდეთ, რომ სიმართლე გამოაჩენს ჭეშმარიტებას, რომლის დიდება არის და იქნება მარადჟამს!