Jump to content
Planeta.Ge

gruzian_ka

პლანეტელი
  • პოსტები

    408
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

პოსტები დაპოსტილი gruzian_ka -ს მიერ

  1. Morfius

    საიდან დავასკვენი და იოანეს გამოცხადების 22-ე თავის 1 მუხლიდან, რაც შეეხება დაბრკოლებაზე გაფრთხილებას ეგ შეგიძლია, მღვდლისმანტიაამოფარებულ მგლებს გაუგზავნო.

    რომელი წმინდა მამის განმარტებას ეყრდნობი? თუ შენი საკუთარი ლოგიკა უფრო დიდი დასატრდენია? :TAT:

  2. Morfius

    მამისაგან და ძისაგანაც გამოდის მესამე პიროვნება ანუ სული წმინდა

    ეს საიდან დაასკვენი? ან რომელ სწავლებას ემყარები როდესაც სულის ძისაგანაც გამომავლობას ქადაგებ? ადამიანი შეგყავს შეცდომაში და თუ ამდენი რამე წაგიკითავს სახარებაში იმასაც წაიკიტხავდი, რომ ,,რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა." (მარკოზი 9 თავი), მზად ხარ ამისთვის?

  3. dariala

    გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ რასაც პატრიარქი ამბობს გალობის შემთხვევაში ჭეშმარიტება არ არის? გაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები?

    ჭეშმარიტების ცნებაზე არასწორი დამოკიდებულება გქავს შენ ჩემო dariala,ჭეშმარიტება მხოლოდ საღვთო სწავლებიდან მოდის... და თუკი მას ადამიანები, მიუხედავად იერარქიული სიმაღლეებისა, ჩვენი პირადი მოსაზრების მიხედვით შევცვლით, ჭეშმარიტება საერთოდ დაგვეკარგება... ბოლო დროს სამწუხაროდ გამრავლდნენ ადამიანები, რომლებიც ღმერთს და პატრიარქს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ, აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და თავად ჩვენი უწმინდესის უპატივცემულობა...

    ასევე გამრავლდა პროვოკატრების არმია (კონკრეტულად შენზე არ ვამბობ), რომლებიც ცდილობენ პატრიარქის სახელით სპეკულირებას და ცდილობენ საზოგადოების ნაწილი უწმინდესის მოწინააღმდეგეებად წარმოაჩინონ, ესეც დიდი შეცდომაა...

    ახლა ველოდები შენგან პასუხს, ღმრთისმშობლის სიტყვა არის თუ არა ჭეშმარიტება?

  4. dariala

    გასაგებია შენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, უბრალოდ ჯერ მცირე პრეისტორიას მოვყვები და მერე ერთ კითხვას დაგისვამ თუ შეიძLება... იოანე დამასკელის ცხოვრებაში დაწვრილებითაა აღწერილი თU როგორ იწყებს ის საგალობლების შექმნას, როგორ აჩერებენ მას სხვადასხვა ხერხებით და ბოლოს ისიც, რომ დამასკელი თავის საგალობლებს ღმრთისმშობლის უშუალო კურთხევით წერდა... ერთ-ერთი ასეთი კურთხევისას ცნობილია ღვთისმშობლის სიტყვები, ,,ის (იოანე დამასკელი) დაწერს საგალობლებს და იგი იარსებებს ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე.".. შენ როგორც ამბობ,რომ დამასკელისეული საგალობლები აღარ არსებობს და იგი ბერძნულმა და აღმოსავლურმა მელიზმებმა ჩაანაცვლეს, მე გისვამ კითხვას: ღმრთისმშობელმა მოიტყუა, როდესაც დამასკელისეული საგალობლების გალობა სამყაროს აღსასრულამდე აკურთხა?

  5. იესო ქრისტე დაიბადა 25 დეკემბერს იულიუსის კალენდრის მიხედვით, იულიუსის კალენდარი შექმნილია ეგვიპტელი ასტრონომების მიერ, რომლების მაშინდელ ცივილიზაციაში ამ საქმის საუკეთესო მცოდნენი იყვნენ... საეკლესიო დღესასწაულების დადგენაც წმ. მამების მიერ მოხდა ამ კალენდრის მიხედვით... 325 წელს, როდესაც პირველად დადგინდა აღდგომის დღესასწაული, სწორედ იულიუსის კალენდრის მიხედვით გადმოვიდა ცეცხლი ქრისტეს საფლავზე და დღემდე გრძელდება ასე... ამდენად ამ საკითხის დასმა ასე, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის დაიბადა ქრისტე სწორი არ არის... ეს დღესასწაულები ჩვენზე გაცილებით ღვთისმოსავმა ადამიანებმა დაადგინეს...
  6. Robi

     

    მე არ მაქვს პრობლემა თქვენგან მსგავსი შეფასებები მოვისმინო, ეს არ არის მთავარი... გრიგორიანული კალენდრის აპოლოგეტები უბრალოდ ძალიან ზედაპირულად ამტკიცებენ მის სიზუსტეს... მე შორს ვარ ყოვლისმცოდნეობისგან, ღმერთმა დამიფაროს... არაა საჭირო ჭეშმარიტების შეცნობისთვის ასტრონომიის ზედმიწევნით ცოდნა, რამეთუ ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული"... (ფს.50) :)

  7. ღმერთმა დამიფაროს, მე არაფერს არ ვამტკიცებ... რას ვითხოვ? ააა, გაინტერესებთ? გეტყვით: შეეშვით პროვოკაციული თემების ხელოვნურად წამოწევას და ცრუ ინფორმაციებისგავრცელებას, ვსიო, ეს არის და ეს :)
  8. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98

     

    იმედია კოპერნიკზე დიდ ასტრონომობას არ დაიბრალებთ... :)

     

    Robi

    ესე იგი შენი ძირითადი მიზანი ფორუმზე ხალხის გაღიზიანებაა?

    ამ ფორუმის ძირითადი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ სიმართLე აქ ყველას აღიზიანებს :)

     

    http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90

     

     

    აბა ესეც ნახეთ, მგონი საინტერესოა... აი აქ გამოჩნდება ვის რა ინტელექტუალური გაქანება აქვს...:)

  9. :))))), რადგან ასე გაღიზიანდი ე.ი, მიზანში მოვარტყი... ძალიან ცუდად გცოდნია, უფრო სწორად საერთოდ არ გცოდნია ასტრონომიის ელემენტარული საფუძველი, არც ის, რომ ჩვენი სამყარო ჰელიოცენტრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პლანეტა მზის გარშემო მოძრაობს...
  10. მე კითხვა დავსვი და მიპასუხე თუ შეიძლება, თანაც კითხვა ძალიან კონკრეტულ პასუხს მოითხოვს, სად დაინახე აფორიზმები? თU არც აფორიზმი იცი რა არის ? :)
  11. Dr. George

    Martyr

    Robi

    lasha_alo

    Robi

    აზრი

    თქვენ როგორ ფიქრობთ ან როგორ წაგიკითხავთ, დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო თუ მზე და დანარჩენი პლანეტები დედამიწის გარშემო? გთხოვთ მიპასუხოთ, ეს ამ საკითხს პრინციპულად უკავშირდება :)

    /?

  12. alex

    კარგია რომ სახარებიდან ციტირებ, თUმცაუმჯობესი იქნება, თUკი ძველქართUლად დაწერ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...

  13. აზრი

    1) უმთავრესი წმინდა წიგნი მათთვის არის (القرآن‎ ) ყურანი. ზოგი ბიბლიასაც მიიჩნევს ღვთის სიტყვად, მაგრამ ფიქრობენ, რომ ბიბლია ყურანმა შეცვალა.

    ,,30. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. 31. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ". (მარკ. 9), საუბარია სახარებისეულ სწავლების უცვლელობაზე, ამდენად არ არსებობს სწავლება ცის ქვეშეთში, რომელიც სახარებას შეცლის...

    2) მათ სწამთ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია.

     

    ,,მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

     

    და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა...და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ." (მრწამსი)

    სხვათა შორის მრწამსი მიღებული იქნა მაშინ, როდესაც არაბეთიც მართლმადიდებლური სარწმუნოებით ცხოვრობდა და მს. საეკლესიო კრებებს მათI წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ანუ ამ მრწამსის ჩამოყალიბებაში მათაც აქვთ მონაწილეობა მიღებული... მუხამედმა რატომ შეცვალა?

    3) მათი აზრით, მუჰამედის მსგავსად იესო ერთ-ერთი წინასწარმეტყველი იყო. ისინი მუჰამედს (ახ. წ. 570—632) იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ "ნუგეშისმცემლად" მიიჩნევენ. მუჰამედს უკანასკნელ და უდიდეს წინასწარმეტყველად თვლიან.

    ,,51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.

     

    52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე. 53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა? 54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი. 55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ. 56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა. 57. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა? 58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. 59. აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ." (იოანე 8), რას ნიშნავს სიტყვები აბრაამის ყოფადმდე მე ვარ? დააკვირდით ზმნის ფორმას, ვარ არის აწმყო და უფალი მას წარმოთქვამს წარსულთან... ანუ როდესაც მაყვლოვანში ღმერთი ეცხადება აბრაამს და ეუბნება ,,მე ვარ რომელი ვარ", წარმოთქვამს იგივე ზმნურ სიტყვას, ეს ნიშნავს, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყო შობამდეც, როდესაც განკაცდა მაშIნაც და აღდგომის შემდეგაც...

     

    4) მათთვის მიუღებელია ის აზრი, რომ ღმერთს ჰყავს ძე.

     

    7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.

     

    (იოანე 9)

    ეს ფერისცვალებისას ღმერთმა უთხრა პეტრეს და იოანეს...

     

    იმედია, ცოტათო დავაკმაყოფილეთქვენი ცნობისმოყვარეობა :)

  14. აზრი

    თქვენი შეწირულებით აშენებულ ეკლესიაში კი არ იჩოქები,

    შენ რა იცი მე სად ვიჩოქები? სიკნადმოს შეგიძლია მიმართო და მე ზუსტად ვიცი სადაც ვიჩოქები და ა.შ.

  15. Siknadmo

    საქართველოს დღეს არ მართავს მეფე და საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, მეჩეთის აგება არ აგების საკითხი უნდა გამომდინარეობდეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან

    ,
    მე პირადად მირჩევნია რომ საქართველოში იყოს ტრადიციული ისლამი ვიდრე ეგრეთ წოდებული ვაჰაბიზმი, თუკი ტრადიციული ისლამი შესუსტდება გაიმარჯვებს ისლამის ტერორისტული ფრთა რაც საფრთხეს შEუქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას...

    კერპთაყვანისმცემლობა რა თქმა უნდა არ ვარგა, მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებით სულიერი ჟანდარმები რომ ვინმეს რამე მოვახვიოთ თავზე, თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს უფლება რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ ამა თუ იმ საკითხან დაკავშირებით

    აი ეს ცნობიერება ანგრევს ეკლესიას ჩემო კარგო და არა ის ,,ფანატიზმი" შენი რჩეული მოძღვარი რომ საუბრობს ზემოთ... ეს სახარებისეულ სწავლებას ეწინააღმდეგება, მართLმადიდებლობაშI უმაღლესი ავტორიტეტი სახარებისეული სწავლებაა და მასშI არაფრის შეცვლა არ შეიძLება... დათმობებმა და მოდერნიზმისკენ მიდრეკილება მიიმყვანა რომის ეკლესია უდიდეს დაცემამადე... აქ რომ ბუდას უსაფრთხოებაზე საუბრობთ, რომის იმპერია იცი რა იყო პირველსაუკუნეებში, ქრისსტიანობის აკვანი, მაგრამ ამ დათმობებმა და ადამიანის გაღმერთების მცდელობამ მიიყვანა რომის ეკლესია უკიდურეს დაცემამდე... დღეს დასავლეთის ეკლესია მკვდარია, პაპიზმი მკვდარი რელიგიაა და ეს იმ ცნობიერების ბრალია, რომლის დანერგვასაც ცდილობენ და რომლის მსხვერპლიც შენ ხარ სამწუხაროდ... მართლა გულწრფელად გირჩევ ეს გაითვალისწინო...

  16. Siknadmo

    ეკლსიური ცხოვრების დაწყების დიდი სურვილი მაქვს და ვიმედოვნებ უახლოეს პერიოდში ჩემი ეს სურვილი ასრულდება,

    გასაგებია, მაშინ ეს უახლოესი პერიოდი მართლმადიდებლობის რელური არსის შეცნობას დაუთმე, მართLმადიდებლობა არ ცნობს არანაირ მოდერნიზმს და რეფორმას, რომელიც იმთავითვე განწირულია... ჯერ უნდა გააცნობიერო რატომ მიდიხარ ეკლესიაში...

  17. აზრი

    შენ მაინც რატომ ვერაფერს ამბობ, იმ ათობით მილიონებზე,რომელსაც თქვენი რელიგიური მიმდინარეობა ხარჯავს საკუთარი ინტერესებისამებრ, და რომელი მილიონებიც საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდანაა ამოღებული?!

    შენდა სამწუხაროდ ამ პროვოკაციულ თემაზე არ ვიკამათებ...

  18. Siknadmo

    ერთ კითხვაზე მიპასუხე და მერე განვაგრძოთ, შენ მართლმადიდებელი ხარ? ეზიარები ხოლმე?

  19. Siknadmo

    მე დაგისვი კონკრეტული კითხვა და პასუხი მაინტერესებს ამ კითხვაზე, ძველ ისტორიულ ნარჩენებს არავინ ანგრევს არც საქართველოში და არც სხვაგან სადმე... მე გეკითხები, დამისახელე ერთი მეჩეთი ან სხვა საკულტო ნაგებობა, რომელიც მართლმადიდებელი მეფეების მეფობის დროს აშენდა საქართველოში, რომელმა მეფემ გასცა მეჩეთის მშენებლობის უფლება? ეს გადახვევები საჭირო არ არის, ამასთან ელინური ტაძრების აშენების თარიღი დაადგინე, მერე საბერძნეთის ეკლესიის ისტორიას...

    ღვთისგან ისჯებოდა კერპთაყვანისცემელი, როგორც შენ წერ, გარდა ამისა შეიძლება კერპად სულაც არ აღიქვა რაიმე ნივთი რომელსაც კერპის დანიშნულება აქვს,

     

    დღეს სხვა რეალობაა გენაცვალე, ეს დასაწყისია კერპთაყვანისმცემლობასთან შეგუების... მე კიდევ ერთი კითხვა დაგისვი, შენი აზრით არსებობს იმის აუცილებლობა, რომ მაინცდამაინც მაგ ადგილას აიგოს ბუდა-ბარი? ამ კითხვაზე მიპასუხე ძალიან გთხოვ... თU შენ მართლმადიდებელი ხარ ნამდვილად და არ ფარისევლობ, მაგ ბარის მშენებლობის გასამართლებელ ინფორმაციებს კი არ უნდა ეძებდე, საძირკველშივე უნდა გმობდე თავად იდეას...

    კერპების განადგურება ხდებოდა უკიდურეს შEმთხვევაში, როდესაც კერპში სახლობდა ბოროტი სული და მას თაყვანს სცემდნენ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არა ძალადობით არამედ სასწაულის გამოყენებით ამსხვრევდნენ წმინდანები ასეთ ნაკეთობებს,

     

    ადამიანს როდესაც კერპი იმდენად იმონებს, რომ მას თაყვანს ცემს ეს უკვე ეშმაკის დამსახურებაა, აბა რა... ეს წინადადება საერთოდ რატომ დაწერე, ვინ რას ანგრევს, აშენებას ვაპროტესტებთ, ნუ ააშენებენ და არავინ დაანგრევს...

  20. ვინმეს შეუძლია ეს ყველაფერი თარგმნოს? განსაკუთრებით ეს: დაღათუ სასიკუდინე რაიმე სუან ან კიდევ ზედალს პელსა დასდებენ.

    შენ თუ გგონია, რომ ახლა რასაც წერ დიდად თავმოსაწონია ძალიან ცდები, სირცხვილი შენი, თუ ვე გებულობ რა წერია და შენსავე მშობლიურ ენაზე დაწერილი ტექსტის შინაარსის გაგება გიჭირს... ისიც კი არ იცი, რომ უნიკალურ ძველქართულ ენას რამდენიმე დამატებითი ასობგერა ქონდა და ეს სიტყვა

    პელსა
    სერთოდ არ შეიცავს ,,პ"-ს, და ის თანხმოვანი იკითხება, როგორც ,,ხ"...
  21. gruzian_ka

     

    სიტყვიერი გაფრთხილება ფორუმელის დამცირების მცდელობისთვის.

    მოვკვდი სიცილით :pupuza:

     

    Saturn

    ევოლუციაც არ გცოდნია კარგად, მინდა გითხრა
    შენი ლოგიკით ესეც დამცირებაა, თუ მარტო მე მეხება ეს გაფრტხილებები? მაიმუნობას თუ გულისხმობ, მაგ ადამიანს ეგ სულ არ მიაჩნია დამცირებად, პირიქით სჯერა, რომ მაიმუნის შთამომავალია, მე რა შუაში ვარ?
  22. Nukriko

    იგივე არმაზის კულტს, რომელმაც გააერთიანა ქართული ტომები ერთ დიდ სახელმწფოში და მის პერიოდშ დამწერლობა შეიქმნა. ასე რომ არმაზის კულტს, ანუ ქართულ ზოროასტრიზმს არანაკლები როლი აქვს ქართულ ისტორიაში ვიდრე მართლმადიდებლობას.

    აბა არმაზის კერპი, სადაა ხო ვერ მეტყვი? ან ზოროასტრიზმი... გაგებაში არ ხარ ნუკრიკო,საერთოდ სად ცხოვრობ არც კი იცი... კულტურა საერთოდ არაა კავშირში, რელიგიასთან... მაიმუნის წიანპრობის გჯერა შენ და რა აგიხსნა... შეაყარე კედელს ცერცვიო რააა...

  23. Nukriko

    შენ მითხარი, სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნა რატომ იწვევს მართლმადიდებლობის სიკვდილს?

     

    ჯერ ერთი, მხოლოდ სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნას არ გულისხმობენ ,,სეკულარისტები", ისინი ამ ტერმინის ქვეშ, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების ე.წ. უფლებების დაცვასა და კიდევ ათასგვარ ,,თავისუფლებებს" აერთიანებენ, უზნეობა, გარყვნილება, ტყუილი, სიყალბე და მაიმუნობა, მართლმადიდებლობის გვერდით ვერ იარსებებს, არ შეიძლება უბრალოდ... ჭეშმარიტების წინ სიცრუე ფორთხავს, რამდენჯერ გითხარრი...ა სეც რომ არ იყოს, საქართველოსთვის მართლმადიდებლობა ყოველთვის აყვანილი იყო სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, მასზე დაყრდნობით ძლიერდებოდა საქართველო... ამის არ აღიარება ნაძალადევი სიბრმავეა, მართლმადიდებლობა ძლიერი სახელმწიფოს შენების საძირკველი იყო ყოველთვის და ეს ძალიან ძლიერი არგუმენტია მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასტურად... რაც შეეხება ,,სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნა"-ს ეს არ ნიშნავს ეკლესიის ჩAურევლობას სახელმწიფოს შენებაში, ვიმეორებ შე-ნე-ბა-ში, და არა სახელმწიფოს საქმიანობაში, როდესაც ქვეყანა ინგრევა, ეკლესია უნდა იბრძოდეს მის გადასარჩენად, ასე რომ არ ყოფილიყო დღეს ქართველი ერი არ იარსებებდა...

×
×
  • შექმენი...