ბათუმის საზღვაო აკადემია საზღვაო განათლება ბათუმში ითვლის შვიდ ათეულ წელზე მეტს. გასული საუკუნის 20-იან წლებში ბათუმის პორტში გაიხსნა საღამოს საზღვაო კურსები, რომლის ბაზაზე 1929 წელს დაარსდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი. 1944 წლის 5 მარტს სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით საზღვაო ტექნიკუმის ბაზაზე შეიქმნა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელმა თავისი არსებობის ნახევარსაუკუნოვან პერიოდში უდიდესი როლი ითამაშა საზღვაო საქმის განვითარებაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოეთში. სასწავლებელმა 5 ათასამდე მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი მოამზადა საზღვაო ფლოტში სამუშაოდ. მისი კურსდამთავრებულები დღესაც წარმატებით მუშაობენ საოკეანო გემებზე საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დროშის ქვეშ. ამ დიდი ტრადიციების მქონე ავტორიტეტული საზღვაო სასწავლებელის ბაზაზე, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 1992 წელს დაარსდა ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი, რომელმაც ასევე საქართველოს მთავრობის 1994 წლის გადაწყვეტილებით მიიღო სტატუსი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ბსსა). 2004 წლიდან საქართველოში დაიწყო მთელი განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის #79 გადაწყვეტილებით, აკადემიამ მიიღო დღევანდელი სტატუსი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (სსიპ ბსა). ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სთავაზობს სტუდენტებს განათლების მიღების შესაძლებლობას საზღვაო ინდუსტრიის ფართო სპექტრში. აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ სამეთაურო თანამდებობები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში, საზღვაო კრუინგულ კომპანიებში და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებასთან, კონტროლთან და მართვასთან. აკადემია ხელს უწყობს საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში განლაგებული სხვადასხვა საზღვაო დაწესებულების განვითარებას. ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებთან და სუფსის ტერმინალთან ახლომდებარეობა კარგ პირობებს უქმნის აკადემიის სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი სასწავლო პრაქტიკა ხსენებული ნავსადგურების ბაზაზე, ამავე დროს აკადემია უზრუნველყოფს მათ კვალიფიცირებული კადრებით. საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია ცდილობს შეუქმნას სტუდენტებს ისეთი პირობები, რომელიც აუცილებელია მათთვის საგანმანათლებლო პროგრამებში დასახული ცოდნისა და უნარჩვევების ასათვისებლად. ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტი დაინტერესებულია არა მხოლოდ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის წარმატებული გავლა დაეხმარება მას მომავალი სამუშაო კარიერის შექმნაში, არამედ ამავე დროს მას სურს ისწავლოს ისეთ უმაღლეს სასწავლებელში, რომელშიც სასიამოვნოა, როგორც სწავლის პროცესი, ასევე საცხოვრებელი პირობები. სტუდენტური თვითმმართველობა ეხმარება ახლად ჩარიცხულ სტუდენტებს ახალ პირობებთან ადაპტირებაში, უფროსკურსელებისა და აკადემიური პერსონალის გაცნობაში და აკადემიის სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებაში. რას წარმოადგენს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სპეციფიკური ტიპის უმაღლესი სასწავლებელია, რაც იმაში გამოიხატება, რომ საზღვაო ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ყველა სამსახურის საქმიანობა რეგულირდება არა მხოლოდ ნაციონალური კანონმდებლობით არამედ საერთაშორისო ნორმებითაც. საზღვაო ტრანსპორტის დარგში საერთაშორისო კანონმდებლობის სათავო ორგანიზაციას წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ხოლო საერთაშორისო ნორმებთან კოორდინაციის საკითხებს კი აგვარებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი. IMO-ს ძირითად საკანონმდებლო დოკუმენტს წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო კონვენცია „მეზღაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“, (STCW 78/95). 1993 წელს საქართველო შეუერთდა ამ კონვენციას, რითაც აიღო ვალდებულება მეზღვაურთა მომზადების პროცესის სრულ თავსებადობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან. სატრანსპორტო სფეროს, კერძოდ კი საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებულია ქვეყნის განვითარების ერთერთ სტრატეგიულ მიმართულებად. გლობალური ტრანსნაციონალური პროექტების რეალიზებამ ჩვენი ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური დივიდენდები უნდა შესძინოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად, ხელფასის სახით, ქართველი მეზღვაურების მიერ ქვეყანაში შემოტანილი თანხა ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს მყარ ვალუტაში (დოლარი, ევრო). ჩვენს კურსდამთავრებულებს მაღალი კონკურენციის პირობებში უხდებათ მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა საზღვაოსნო კომპანიებში და აკადემიის კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის მაღალი პროცენტი (საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე - 71%, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე - 63%) საქართველოს საზღვაო განათლების მაღალი დონის მაჩვენებელია. კადრების მომზადება საზღვაო აკადემიაში წარმოებს ორ ფაკულტეტზე და წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში (TSC). საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე მზადდებიან კადრები კონვენციური სპეციალობებით, შემდგომში მათი საზღვაო გემებზე დასასაქმებლად. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ამზადებს მართვის დონის სპეციალისტებს საზღვაო პორტებისა და საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურისათვის. სწავლება საზღვაო აკადემიაში მიმდინარეობს ქართულ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში სწავლება შეიძლება განხორციელდეს რუსულ და ინგლისურ ენებზე. საზღვაო აკადემია საქართველოში ერთერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც ახალგაზრდები გადიან კვალიფიციურ, საერთაშორისო სტანდარტებთან შეთანადებულ მომზადებას, რომელიც აუცილებელია მათი შემდგომი დასაქმებისათვის საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში. საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება კადრების მომზადების საქმეში ხორციელდება საზღვაო აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობით საზღვაო სწავლების ისეთ ავტორიტეტულ ცენტრებთან, როგორებიცაა საუთჰემპტონის საზღვაო ინსტიტუტი, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტი, მალმეს მსოფლიო საზღვაო აკადემია სანქტ პეტერბურგის ადმირალ მაკაროვის სახელობის საზღვაო აკადემია, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტი, მალმეს მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU), ესტონეთის საზღვაო აკადემია (ЕМАРА), ოდესის ნაციონალური საზღვაო აკადემია (ONMA), გდინიას საზღვაო უნივერსიტეტი (GMU), აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბაქოში (ASSA) და სხვები. ჩვენი თანამშრომლობა უცხო ქვეყნების განათლების საზღვაო ცენტრებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან მიზნად ისახავს ქართული საზღვაო სკოლის სტატუსის ამაღლებას და ჩვენი კადრების კვალიფიკაციის აღიარებას შრომის საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე. 2006 წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გახდა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) წევრი, რომლის მიზანია საზღვაო განათლებაში საერთაშორისო სტანდარტების მხარდაჭერა და განვითარება მთელს მსოფლიოში. საზღვაო აკადემიამ წარმატებით გაიარა ნაციონალური აკრედიტაციის ყველა ეტაპი, რომელიც მოთხოვნილია საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ. ამით საზღვაო აკადემიამ დააკმაყოფილა ყველა პირობა, რომელიც აუცილებელია, რათა აკადემიის კურსდამთავრებულზე გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი აღიარებული ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ. საზღვაო აკადემიაში უკვე 8 წელზე მეტია დანერგილია და წარმატებით ფუნქციონირებს ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემა ISO 9001:2000-ს სტანდარტით, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილია აკადემიაში საქმეთა წარმოების და სასწავლო პროცესის თანადობა IMO-ს ძირითად მოთხოვნებთან საზღვაო სპეციალისტების მომზადების საკითხში. ამის დასტურს წარმოადგენს საზღვაო აკადემიაზე, საერთაშორისო აუდიტის საფუძველზე, ხარისხის მართვის შეასაბამისობის სერტიფიკატის IQNet-ს გადაცემა. ამით ქართველ მეზღვაურთა დიპლომი აღიარებულია IMO-ს მიერ ე.ი. საერთაშორისო სარბიელზე. საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი აკადემიაში ფუნქციონირებს 2006 წლიდან. ის შეიქმნა ადრე არსებული გემთწამყვანი და გემთმექანიკური ფაკულტეტების გაერთიანების შედეგად. ამ ფაკულტეტზე მზადდებიან კადრები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში მართვისა და ექსპლუატაციის პასუხისმგებლობის დონის სამეთაურო თანამდებობების დასაკავებლად. ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება დიპლომირებული სპეციალისტის ორი და ბაკალავრიატის სამი საგანმანათლებლო პროგრამით. საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის მთავარი მიზანია კადრების მომზადება საოკეანო სავაჭრო გემებზე დასასაქმებლად, მაგრამ მათი ამაცანა ამით არ შემოიფარგლება, საგანმანათლებლო პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასწავლო დისციპლინებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტის კარგ მომზადებას საზღვაო ტრანსპორტირების ინდუსტრიის დარგში. ამიტომ კურსდამთავრებული ასევე შეიძლება დასაქმდეს საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირების, რეგულირებისა და კონტროლთან დაკავშირებულ კერძო ან სახელმწიფო დაწესებულებებში. ძირითად საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად ფაკულტეტი ახორციელებს კვლევით სამუშაოებს, აყალიბებს და წყვეტს სპეციალურ ამოცანებს ეროვნულ საერთაშორისო საზღვაოსნო საქმიანობაში. გარდა ამისა სამტავრობო სამსახურებისათვის, სამმართველოებისათვის და საზღვაოსნო კომპანიებისათვის ფაკულტეტი ასრულებს სამეცნიერო კონსულტაციებსა (ademic counseling) და საკონსულტაციო მომსახურებას (consulting services) რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებით: 2-B.3.01-გემების და მათი ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია-გემთწამყვანი 2-B.3.02-გემების და მათი ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია-გემთმექანიკოსი 2-B.3.03-გემების და მათი ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია-ელექტრომექანიკოსი პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით: 2-V.3.01-საზღვაო ნავიგაცია 2-V.3.02-გემის მექანიკოსი სწავლება საზღვაო აკადემიაში ხორციელდება ქართულ ენაზე. სტუდენტთა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სწავლების ორგანიზება რუსულ და ინგლისურ ენებზე სწავლების საფასური ფაკულტეტზე, საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს 2250 ლარს. სტუდენტთა რაოდენობა საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე 2009/2010 სასწავლო წელს, შეადგენს – 1180 სტუდენტს, რომელთაგანაც – 162 სტუდენტი ირიცხება დიპლომირებული სპეციალისტის საფეხურზე, ხოლო – 1018 სტუდენტი ბაკალავრიატში. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი „ბიზნესისა და მართვის„ ფაკულტეტი ჩამოყალიბდა 2006 წელს „ტრანსპორტის მენეჯმენტის“ ფაკულტეტის ბაზაზე, რომელიც ფუნქციონირებდა 1996 წლიდან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. “ტრანსპორტის მენეჯმენტის“ ფაკულტეტის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა კადრების მომზადება ფლოტის, საზღვაო ნავსადგურებისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურისათვის. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მისია მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტს შეთავაზოს ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული კომპეტენციისა და ინტელექტუალური ცნობიერების ზრდას. ამავე დროს ახალგაზრდას გამოუმუშავებს თვითდისციპლინისა ედა ლიდერობის უნარ-ჩვევებს. ფაკულტეტი სტიუდენტებს მოუწოდებს „სწავ;ლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში“ და ლიდერობისათვის არა მარტო ქვეყნის, არამედ გლობალურ ეკონომიკაში. ფაკულტეტი ცდილობს ყოველი სტუდენტი უზრუნველყოს პროფესიული სამსახურით. ამჯამად ფაკულტეტზე მოქმედებს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც შედგენილია საქართველოს კანონის – „უმაღლესი განათლების შესახებ“ მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებია: 2-B.4.01 მენეჯმენტი და ადმინისტრირება - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოგისტიკა; 2-B.4.02 მენეჯმენტი და ადმინისტრირება- ნავსადგურის მენეჯმენტი მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ბიზნესის მართვის ბაკალავრი ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობაა 4 წელი (240 ECTS) ფაკულტეტი ყოველ წელიწადს უშვებს 40-მდე კურსდამთავრებულს სპეციალობით „საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოგისტიკა“ (ფუნქციონირებს რუსული სექტორიც) და 20-მდე კურსდამთავრებულს სპეციალობით „ნავსადგურის მენეჯმენტი“. აღნიშნული სპეციალობების სასწავლო პროგრამები შედგენილია საერთაშორისო სატრანსპორტო მოთხოვნების შესაბამისად და ამავე დროს ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე. სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან საქართველოში არსებულ სატრანსპორტო კომპანიებში და ნავსადგურებში. კურსდამთავრებულები ძირითადად საქმდებიან საზღვაო პორტებში, სტივიდორულ, კრუინგულ და სხვა სატრანსპორტო კომპანიებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მაგისტრატურა ფაკულტეტზე გაიხსნა 2007 წელს. ამოქმედებულია 4 სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უკვე სარგებლობს მაღალი მოთხოვნით საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში დასაქმებულ კადრებს შორის. მაგისტრატურის პროგრამებია: 2-M.4.01-მენეჯმენტი – ლოგისტიკისმენეჯმენტი; 2-M.4.02-ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა; 2 -M.4.03-ფინანსები და საბანკო საქმე; 2-M.4.04-ბიზნესის ადმინისტრირება–საერთაშორის� � ბიზნესის ადმინისტრირება. მისანიჭებელი ხარისხია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. სწავლის ხანგრძლივობა მაგისტრატურაში 2 წელია (120 ECTS). სწავლების საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს 2000 ლარს ბაკალავრიატში და 2000 ლარს მაგისტრატურაში. სტუდენტთა რაოდენობა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 2009/2010 სასწავლო წელს, – 434 სტუდენტს, რომელთაგანაც – 295 სტუდენტი ირიცხება ბაკალავრიატში, ხოლო – 139 სტუდენტი მაგისტრატურაში. წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი გარდა ორი ფაკულტეტისა, საგანმანათლებლო საქმიანობას აკადემიაში ახორციელებს წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც ატარებს პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსებს საზღვაო ფლოტში მომუშავე ყველა წოდების მეზღვაურისათვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს, „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის“ შესახებ საერთაშორისო საზღვაო კონვენციის - STCW-ს შესაბამისად. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტრენაჟერული ტექნიკით, რომელსაც აწარმოებს მსოფლიოში ცნობილი ფირმა - “TRANSAS Set the Standard”. მეზღვაურთა კონვენციური მომზადებისათვის და სერტიფიცირებისათვის გამოიყენება “TRANSAS Set the Standard”-ის შემდეგი ტრენაჟერები: Integrated navigational simulator – Navi-Trainer Professional 4000; GMDSS simulator TGS 4100; Engine Room Simulator ERS 4000 გარდა ამისა ცენტრი ახორციელებს გემის რიგითი შემადგენლობის მეზღვაურების მომზადებას სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებით: მატროსი (სანავიგაციო ვახტის რიგითი შემადგენლობა); მოტორისტი (გემის სამანქანო ვახტის რიგითი შემადგენლობა); ელექტროშემდუღებელი. მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საზღვაო სავაჭრო გემის ეკიპაჟის ნავიგაციური/სამანქანო ვახტის რიგითი შემადგენლობის წევრი. კურსდამთავრებულები მატროსის და მოტორისტის კვალიფიკაციით საქმდებიან საზღვაო გემებზე ხოლო ელექტროშემდუღებლის დასაქმების ძირითადი სფეროა გემთშემკეთებელი საამქროები და სამშენებლო ფირმები. სწავლების ხანგრძლივობა სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე შეადგენს 10 თვეს, რომელშიც შედის პრაქტიკა და სასერტიფიკაციო მომზადება. მატროსის მომზადება 3 თვე სტაციონარული (თეორიული) მომზადება აკადემიაში; 6 თვე პრაქტიკა პორტში და 1 თვე სასერტიფიკაციო მომზადება ტრენაჟერებზე. მოტორისტის მომზადება 3 თვე სტაციონარული (თეორიული) მომზადება აკადემიაში; 4 თვე პრაქტიკა აკადემიის სახელოსნოებში და სამანქანო განყოფილებაში; 2 თვე პრაქტიკა პორტში და 1 თვე სასერტიფიკაციო მომზადება ტრენაჟერებზე. სწავლების საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს: მატროსის პროგრამაზე - 900 ლარს; მოტორისტის პროგრამაზე - 840 ლარს; ელექტროშემდუღებლის პროგრამაზე - 840 ლარს; სახელობო პროგრამებით წელიწადში მზადდება - 300 სპეციალისტი, 120 - მატროსი, 120 - მოტორისტი და - 60 ელექტროშემდუღებელი. სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობს აკადემიის ყველა აკადემიურ დეპარტამენტში (მიმართულება, ციკლი), მაგრამ ამ საქმიანობაში პრიორიტეტი რათქმაუნდა მინიჭებული აქვს საზღვაო თემატიკას. საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობაМесто для формулы.ში აკადემიაში ჩაბმულია 17 პროფესორი, 26 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი და 66 მასწავლებელი, რომელთა უმრავლესობას აქვს გემზე მუშაობის სოლიდური გამოცდილება. ყოველ წელიწადს მაისის დასაწყისში აკადემიაში ტარდება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. 2005 წლიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. ბსა-ში დაიწყო სასწავლო პროცესის შესაბამისობაში მოყვანა კანონის მოთხოვნებთან. აკადემიაში დაწყებული სტრუქტურული და პროგრამული რეფორმები ხელს შეუწყობს სტუდენტთა მობილობას და სასწავლო პროცესის ინტეგრირებას ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან. ჩარიცხვა საზღვაო აკადემიაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დიპლომირებული სპეციალისტის, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე ჩარიცხვა ხორციელდება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების და “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. დიპლომირებული სპეციალისტისა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება სრული საშუალო განათლების საფუძველზე. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის საკმარისია საბაზო საშუალო განათლება. შპს ”ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი” დაარსდა 2007 წლის 22 ივნისს შპს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლის” ბაზაზე. შპს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლა” დაარსდა 1999 წელს, რეგისტრირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1999 წლის 19 აგვისტოდან. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიები საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო ლიცენზია №00052539, 23.03.2000წ. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო ლიცენზია №00342637, 23.05.2000 წ.). 2003 წელს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯმა” მიიღო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სეტიფიკატი ISO 9001:1994; 2008 წელს - ISO 9001:2000; ამჟამად ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ISO 9001:2008-ის მოსაპოვებლად. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს 2008 წლის 9 ივნისის N11/ს გადაწყვეტილებისა და N6 სხდომის ოქმის საფუძველზე, ინსტიტუტმა გაიარა აკრედიტაცია. 2002 წლის 28 მარტი - შპს ”საერთაშორისო საზღვაო საწვრთნელი ცენტრი - მერკური” (ამჟამად - ”საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი"), რომელიც 2007 წლიდან არის შპს ”ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის” დაქვემდებარებაში. 2006 წელი - შეიქმნა საზღვაო კოლეჯის განვითარებისა და დახმარების ფონდი. 2008 წლის სექტემბერი - მოხდა ინსტიტუტის კონტინგენტის პირველი ნაკადის ჩარიცხვა უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამაზე. ჩარიცხულთა რაოდენობაა 16 სტუდენტი. დაკომპლექტდა სპეციალობები: 1.საზღვაო ნაოსნობა, 2.გემის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია. 2008 წლის სექტემბერი - ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში შეიქმნა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრი. 2008 წლის ივნისი - გაფორმდა მემორანდუმი ლატვიის ტრანსპორტის ინსტიტუტთან. მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშროლობასა და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. 2008 წლის ოქტომბერი - ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში ამოქმედდა რეგისტრაციის, შეფასებისა და მონიტორინგის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა როგორც შუალედურ, ისე სემესტრულ შეფასებას კომპიუტერული ტესტირების გზით; აგრეთვე, ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს თვითშეფასების და რეიტინგული კითხვარების დარიგებისა და მათი ანალიზის გზით. 2008 წლის ოქტომბერი - გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მიმდინარეობს მუშაობა ერთობრივ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,გემის ელექტრომექანიკოსი". დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივა. ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 13 საერთაშორისო საზღვაო კონფერენციასა და სემინარში მსოფლიოს 10 ქვეყანაში.ინსტიტუტმა უმასპინძლა და ორგანიზება გაუკეთა 5 საერთაშორისო კონფერენციას. მიმდინარე სასწავლო წელს ინსტიტუტი აქტიურად ემზადება ბაკალავრიატსა და მაგიტრატურაში სტუდენტთა მიღებისათვის. მიმდინარეობს აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამების დახვეწა და ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავება. სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2009 წლის 4 სექტემბრის N 89/ს გადაწყვეტილებით ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტის სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა 546 სტუდენტით. საქართველოს კანონში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ 2009 წლის 10 აგვისტოს შესული ცვლილებების შესაბამისად (№1611), ,,ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტმა - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრმა’’ შეიცვალა სახელწოდება და 2009 წლის 16 ნოემბრიდან იწოდება ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტად’’ (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), ბრძანება №10757, 16.11.2009). შპს "საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი" დაარსდა 2000 წლის ივნისში. 2005 წლის აგვისტოში მას შეეცვალა სახელი და ჩამოყალიბდა როგორც შპს "საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი". შპს "საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი" (შპს "სსც ანრი") მოიცავს: საზღვაო საწვრთნელ ცენტრს, საზღვაო კოლეჯსა და კრუინგულ სააგენტოს. შპს "სსც ანრი"-ს საქმიანობა მიმართულია საზღვაო სპეციალისტებისა და დამწყები მეზღვაურების მომსახურებაზე. ცენტრში ხორციელდება მეზღვაურების მომზადება/გადამზადება, მათი სერტიფიცირება, სწავლება და დასაქმება. ცენტრის საქმიანობა შეესაბამება როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ მოთხოვნებს, საზღვაო სტანდარტებსა და კონვენციებს. შპს "სსც ანრი" სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემის ISO 9001:1994 და ISO 9001:2000 შესაბამისად და ფლობს სათანადო სერტიფიკატებს, მათ შორის IQNet-ის სერტიფიკატსაც. ცენტრმა წარმატებით გაიარა EMSA შემოწმება. ყველა სასწავლო პროგრამა შედგენილია IMO Model Courses-ის შესაბამისად და შეთანხმებული და დამტკიცებულია საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ. სწავლება მიმდინარეობს ქართულ, საჭიროების შემთხვევაში კი რუსულსა და ინგლისურ ენებზე. შპს "სსც ანრი" მჭიდროდ თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო კრუინგულ კომპანიასთან. ესენია: Columbia Ships management, Baltic Group Int., Queensway Services, WELL Co., Troy shipping, Catha Shipping და სხვა. კრუინგულ კომპანიათა უმრავლესობის მეზღვაურები სერტიფიცირებას გადიან ჩვენს ცენტრში, რომელიც, ასევე მონაწილეობს TRACECA-ს პროექტში. შპს "სსც ანრი" IFSMA-ს და Global MET-ის ნამდვილი წევრია.