-
პოსტები
9 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Wisdom
-
საკუთარ ძალიან დიდ ძალას ვგრძნობ რომელიც ფიზიკურ ენერგიაშიც კი გადამდის მორჩილება ორგანიზებულობას უწყობს ხელს. ყველა ვერ იქნება ორგანიზატორი, მიმთითებელი, მმართველი თუ სამყაროს მმართველი, თუ სამყაროს უზენაესი მმართველი. თუ მუშაობ სამსახურში, გინდა არ გინდა თავმდაბლობის გამოვლენა და მორჩილება გიწევს შენი უფროსის მიმართ და არა მარტო შენ არამედ მთელ კოლეკტივს. რატომ? იმიტომ რომ ჯგუფს ორგანიზებას ერთი ან ორი თუ გაუწევს. ყველა ერთმანეთის უფროსი ვერ იქნება. ასევე არსებობს სამყაროს უზენაესი მომწესრიგებელი, ორგანიზატორი და კანონმდებელი რომლისადმი მორჩილება არ არის საკუთარი ეგოს ამპუტირება. პირიქით ხელის შეწყობაა რომ ყველაფერი ორგანიზებული იყოს. გააჩნია ვისზე გაქვს საუბარი. კი, ეს მორწმუნე ადამიანს შეიძლება დაემართოს. მაგრამ თუ პროგრესული აზროვნება უყვარს ცოტა ხანში გამოფხიზლდება, მიხვდება და გააგრძელებს პროგრესირებას.
-
კარგი ბატონო თუ გინდა არ იყოს "სულ რაღაც". 2 %-იც საკმარისია. ისე წინა გვერდზე სხვა მეცნიერის სიტყვებიც მოვიყვანე, შენის ნებართვით გადმოვაკოპირებ: "სამყარო რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით სწრაფად გაფართოებულიყო, აქამდე სამყაროს მთელი მატერია გაიფანტებოდა. ხოლო გაფართოება ერთი მეტრილიონედი ნაწილით ნელა რომ მომხდარიყო, სამყაროს მისი არსებობის პირველი მილიარდი წლის ფარგლებში გრავიტაციული ძალების გამო კოლაპსირება დაემარტებოდა. ამასთანავე არც ხნიერი ვარსკვლავები იარსებებდა და არც სიცოცხლე". და დავსვი შემდეგი კითხვა: "საიდან ასეთი უმაღლესი მათემათიკური სიზუსტე? ბრმა აფეთქებამ იზრუნა იმისთვის რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით დაერეგულირებინა სამყაროს გაფარტოების სიჩქარე რომ ადამიანებს ეარსება და საერთოდ სიცოცხლე ყოფილიყო დედამიცაზე?"
-
ucxo-planeteli მივხვდი რისი თქმაც გინდა. რათქმა უნდა სამყარო ასეთი თუ არა, ისეთი შეიძლება ყოფილიყო და ისეთი თუ არა ასეთი იქნებოდა. მაგრამ საკითხავი ისაა სიცოცხლე იარსებებდა? და მეც სწორედ ამ კუთხით გავამახვილე ყურადღება ჩემს პოსტში. მე იმის თქმა მინდოდა, რომ იმდენად დიდია დამთხვევა ამ კანონების ურთიერთქმედებების, რომ მათი მცირედი განსხვავებაც კი გაგვაქრობდა. მაგალითად როგორც ვთქვი, ძლიერ ურთიერთქმედებაზე რომ „სულ რაღაც 2 % –ით სუსტი რომ იყოს მისი მიზიდულობის ძალა, მხოლოდ წყალბადი იარსებებდათქო სამყაროში. და, პირიქით, ოდნავ ძლიერი რომ იყოს, მხოლოდ მძიმე ელემენტები იარსებებდა — წყალბადი კი არ იქნებოდა.“ წარმოიდგინე სამყარო სადაც აირები და გაზებია მხოლოდ. არანაირი მყარი მატერია. ან პირიქით სადაც არანირი აირები, მხოლოდ მატერია. ასეთ მათემატიკურ სიზუსტემდე დარეგულირებულ სამყაროს, რომელმაც შეუწყო ხელი უშუალოდ ჩვენს არსებობას, ნამდვილად ვერ მივაწერ, ლატარიისეულ დამთხვევას. ეს იმდენად დიდი ზღაპარია რომ ვერც შეედრება იმ იდეას რომ გჯეროდეს რომ უხილავმა გონმა და ინტელექტმა შექმნა ეს ყველაფერი. სამყარო ღმერთმა რომ შექმნა ეს უფრო მარტივი დასაჯერებელია ვიდრე რომ ბრმა და ყრუ პროცესების შედეგად გაჩნდა. აუცილებელია რწმენა და რელიგია ერთმანეთისგან განასხვაო. რელიგიის ისტორიით არ უნდა საზღვრავდე ღმერთის არსებობას, იმიტომ რომ რელიგიები ეს ყველა მოაზროვნემ იცის, რომ ყალბი ინსტიტუტებია. ისინი მოსაჩვენებლად სწავლობენ ვითომ ღმერთს, თვალებში ნაცრის შესაყრელად, და ხალხს ატყუებენ და ამ დროს ბევრ ცუდ საქმეებში მიუძღვით წვლილი და ბინძურ პოლიტიკაშიც ერევიან. როგორც ჩანს სწორედ ამიტომ ეკარგებათ ადამიანებს რწმენა რომ ღმერთი არსებობს. ხაზგასმით არის აღსანიშნავი რომ ბიბლია და რელიგიები ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რა თამამი და კარგი კითხვები გაწუხებს. პასუხები არსებობს. თან დამაკმაყოფილებელი. შენ დაგებადა კითხვა: „რაც შეეხება ინელიგენტ დიზაინერს, ე.ი. რა გამოდის კატა თაგვობანას გვეთამაშება ეგ შენი ინტელექტი???“. ნათლად და გასაგებად ჩამოაყალიბე რას გულისხმობ და შევეცდები პასუხი გაგცე ოღონდ არა პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე არამედ ბიბლიიდან. და მერე თავად განსაზღვრე არის თუ არა დამაკმაყოფილებელი. ველოდები შენს კითხვას და როგორც კი მოვიცლი გაგცემ პასუხს.
-
მოგვინაებით გაგცემ პასუხს
-
Nukriko ლატარიასთან შედარება მსუბუქად თუ ვიტყვით გაუბრალოებაა იმ სირთულეების რაც სამყაროს შეიძლება დასჭირვებოდა რომ ის გაჩენილიყო. ლატარეაში ვიღაცა ყოველთვის იგებს იმიტომ რომ, პრიზი ყოველთვის ვიღაცას უნდა ერგოს რადგან ციფრები განსაზღვრულია და მას ვიღაცას ძალით შეახვედრებენ, რამდენი ადამიანიც არ უნდა მონაწილეობდეს მასში. ნებისმიერ სხვა სახის აზარტულ თამაშსაც რომ შეადარო სადაც ბრმა მოგებები ხდება მაინც ვერ გააბათილებს წარმოშობის სირთულეებს. სამყარო იმდენად რთულია თავისი აგებულებით რომ შეუძლებელია ის თავისით გაჩენილიყო თუ უბრალოთ ძალიან არ გინდა იმის დაჯერება რომ ის აბოსლიუტურად შემთხვევით გაჩნდა. ფიზიკიდან რამდენიმე მაგალითს მოგიყვან, რასაც ბევრი ფიზიკოსი რომელიც ღმერთის არსებობას აღიარებს ეთანხმება ამ ფაკტებს. ქვემოთ მოვიყვან მათ წიტატებსაც. 1. იმედი მაქვს გეცოდინება რომ სამყარო ფართოვდება. თუ როგორ დაადგინეს ამისი ახსნაც არსებობს. ჰოდა სამყაროს გაფართოვება ჩვენი სამყაროს სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს. ზოგან გაფართოება მიმდინარეობს სინათლის სიჩქარეზე უფრო ნელა, ზოგან კიდე გალაკტიკების ხროვა სინათლის სიჩქარით გვშორდება. (და არსებობს მოსაზრება რომ ზოგან სინათლის სიჩქარეზე სწრაფადაც გვცილდება, თუმცა ეს დამტკიცებული არ არის). ჰოდა მეცნიერები ამბობენ რომ გაფართოების სიჩქარე სამყაროში საკმაოდ დარეგულირებულია. მაგალითად ერთი მეცნიერი, რომლის გვარია ლოველი ამბობს: "სამყარო რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით სწრაფად გაფართოებულიყო, აქამდე სამყაროს მთელი მატერია გაიფანტებოდა. ხოლო გაფართოება ერთი მეტრილიონედი ნაწილით ნელა რომ მომხდარიყო, სამყაროს მისი არსებობის პირველი მილიარდი წლის ფარგლებში გრავიტაციული ძალების გამო კოლაპსირება დაემარტებოდა. ამასთანავე არც ხნიერი ვარსკვლავები იარსებებდა და არც სიცოცხლე". ეს არის მისი სიტყვები. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: საიდან ასეთი უმაღლესი მათემათიკური სიზუსტე? ბრმა აფეთქებამ იზრუნა იმისთვის რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით დაერეგულირებინა სამყაროს გაფარტოების სიჩქარე რომ ადამიანებს ეარსება და საერთოდ სიცოცხლე ყოფილიყო დედამიცაზე? 2. ზუსტი დარეგულირების მეორე ფაქტი: სამყაროში არის ოთხი ურთიერთქმედება შეიძლება გახსოვს ფიზიკიდან. ესენია: 1. გრავიტაცია - ატომურ დონეზე სუსტი გავლენა აქვს, მაგრამ მოქმედებს პლანეტებზე, ვარსკვლავებზე და გალაკტიკებზე. 2. ელექტრომაგნეტიზმი - პროტონებსა და ელექტრონებს შორის არსებული მიზიდულობის უმთავრესი ძალა, რომლის წყალობითაც იქმნება მოლეკულები. 3. ძლიერი ურთიერთქმედება - ძალა, როემლიც აკავშირებს პროტონებსა და ნეიტრონებს ატომგულში. 4. სუსტი ურთიერთქმედება - ძალა, რომელიც მართავს რადიოაქტიური ელემენტების დაშლასა და მზეში მიმდინარე სასარგებლო მუშაობის მქონე თერმობირთვულ რეაქციას. შენ წარმოიდგინე თურმე ამ გრავიტაციულ ძალებს უჭირავს მთელი მატერია. (გრავიტაციაზე უკვე ვისაუბრე ზემოთ სამყაროს გაფართოებასთან დაკავშირებით რომ მოვიყვანე მაგალითი) ახლა მეორე მაგალითი: ელექტრომაგნეტიზმის ძალა რომ ოდნავ სუსტი ყოფილიყო, ელექტრონები ვერ გაჩერდებოდნენ ატომბირთვის გარშემო. რა მოხდებოდა??? დაგვიშავდებოდა რამე??? ამაზე ასეთი პასუხია: ატომები ვერ გაერთიანდებოდნენ მოლეკულებად. - ამის საპირისპიროდ, ეს ურთიერთქმედება ოდნავ ძლიერი რომ ყოფილიკო, ელეკტრონები ატომბირთვს მიეკვრებოდნენ. ატომებს შორის არ მოხდებოდა ქიმიური რეაქციები. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ ისეთი აირები როგორიცაა H(წყალბადი) და O(ჯანგბადი) ერთმანეთს ვერ იპოვიდნენ და არ გვექნებოდა წყალი სამყაროში - ესე იგი სიცოცხლე არ იქნებოდა. ასე რომ ჩვენი არსებობა დამოკიდებულია ელეკტრომაგნიტური ურთიერთქმედების ზუსტ დარეგულირებაზე. 3. რაც შეეხება ძლიერ ურთიერთქმედებას რომელიც პროტონებსა და ნეიტრონებს აკავშირებს ატომგულში. ამ კავშირის წყალობით შესაძლებელია სხვადასხვა ელემენტების ფორმირება — როგორც მსუბუქი ელემენტების (მაგალითად, ჰელიუმისა და ჟანგბადის), ისე მძიმეების (მაგალითად, ოქროსა და ტყვიის). ეს მაკავშირებელი ურთიერთქმედება სულ რაღაც ორი პროცენტით სუსტი რომ იყოს, მხოლოდ წყალბადი იარსებებდა. და, პირიქით, ოდნავ ძლიერი რომ იყოს, მხოლოდ მძიმე ელემენტები იარსებებდა — წყალბადი კი არ იქნებოდა. დაშავდებოდა ამით რამე? პასუხი არის – დიახ, უწყალბადო სამყაროში ჩვენს მზეს არ ექნებოდა სასიცოცხლო ენერგიის გამოსასხივებელი საწვავი. და, რა თქმა უნდა, არც წყალი და საკვები იარსებებდა, ვინაიდან წყალბადი მათ უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. 4. მეოთხე ურთიერთქმედებას ეწოდება სუსტი ურთიერთქმედება — ის რადიოაქტიურ დაშლას აკონტროლებს. ის ჩვენს მზეში მიმდინარე თერმობირთვულ პროცესებზეც ახდენს გავლენას. „ეს ურთიერთქმედებაც ზუსტადაა დარეგულირებული?“ – შეიძლება დაგებადოს კითხვა. მათემატიკოსი და ფიზიკოსი ფრიმენ დაისონი ამბობს: „სუსტი [ურთიერთქმედება] რამდენიმე მილიონჯერ სუსტია ბირთვულ ძალაზე. ის ზუსტად იმდენად სუსტია, რომ წყალბადი მზეში იწვის ნელი და მუდმივი ტემპით. ეს სუსტი [ურთიერთქმედება] ოდნავ ძლიერი ან ოდნავ სუსტი რომ ყოფილიყო, სიცოცხლის ნებისმიერ ფორმას, რომელიც მზისმაგვარ ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, საფრთხე დაემუქრებოდა“. წვის ეს ზუსტი ტემპი, ნაცვლად იმისა, რომ ფერფლად აქციოს, სითბოს უნარჩუნებს დედამიწას, ჩვენ კი — სიცოცხლეს. გარდა ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სუსტი ურთიერთქმედება გარკვეულ როლს ასრულებს ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებებში, რაც, მათი აზრით, ელემენტთა უმრავლესობის წარმოქმნისა და გავრცელების მექანიზმს წარმოადგენს. „ეს ურთიერთქმედებები ოდნავ განსხვავებული რომ ყოფილიყო იმისგან, რაც სინამდვილეშია, ვარსკვლავები ვეღარ წარმოქმნიდნენ ელემენტებს, რომლებისგანაც მე და თქვენ ვართ აგებული“, — ამბობს ფიზიკოსი ჯონ პოლკინგჰორნი. ასე რომ ჩემი აზრით შენი ლატარიის მაგალითი ამ სამყაროდან ღმერთის გაძევების დიდ ჟინს და სურვილს უფრო ატარებს. გამონაკლისი არ ხარ, ამით უმრავლესობა მეცნიერი არის შეპყრობილი, შეიძლება სხვადასხვა ქვეცნობიერი მიზეზების გამო. მაგალითად რელიგიური ფარისევლებისადმი სიძულვილის გამო, ქრისტეს სახელით ჩადენილი დიდი სისასტიკეების გამო, რელიგიურ ნიადაგზე გაჩაღებული ომების გამო ან კიდევ თუნდაც ღმერთისგან პასუხისმგებლობის მოშორების გამო. და უმრავლესობა მათგანი ამიტომაც ებღაუჭება დაუმტკიცებელ დარვინისა და დიდი აფეთქების თეორიას. არ დაგავიწყდეს ისინი მხოლოდ ერთერთი დაუმტკიცებელი თეორიებია.
-
Nukriko არ იმრუშო სექსის უწმინდურად მონთვლაა? ჩემი აზრით კარგად არ გიფიქრია ამ საკითხზე. აბა კარგად ჩაუკვირდი ამ ზნეობრივ კანონს თუ არის სასარგებლო? შენ თვლი რომ გარკვეული მოწესრიგება საქციელის მაინცდამიანც ადამიანის დათრგუნვას ნიშნავს? მაშინ მოვაშოროთ კონსტიტუცია, შუქნიშნები, გზის ნიშნები და მერე კარგად გვექნება საქმე. ბიბლია საერთოდ ხომ არ კრძალავს სექსს. ისიამოვნე ქალთან, შენს ქალთან რაშიც ცოლი იგულისხმება. როგორც ჩანს ცუდად არის საქმე შენს შემთხვევაში. მესმის შენი რელიგიებმა ზეადამიანი ცუდად წარმოგვიდგინეს, გეთანხემბი მაგაში. თუმცა ბიბლია არ საუბრობს ასეთ არაადამიანურ ეგო-ამპუტირებულ ჰიბრიდზე. ახლა უნდა წავიდე სამწუხაროდ, მოგვიანებით გაგცემ პასუხს ამ თემაზე
-
ჩემი აზრით ლატარია არ არის კარგი მაგალითი ამის დასამტკიცებლად, მაგრამ კარგი ამ თემაზე მოგვიანებით გაგცემ პასუხს. ბოდიში, მართალი ხარ თუმცა ეგ უბრალოთ ავღნიშნე, პირიქით მეგონა სექსის უწმინდურად მონთვლა ეს ცრუ რელიგიური დოგმატია რაც ბიბლიისგან ძაან შორს არის. ბიბლიაში დაუფარავად არის მოწოდება ღმერთისგან "შენი ცოლის მკერდი გათრობდეს მუდამ და გაიხარე შენი ცოლითო" რაშიც სექსი უგულისხმება. სეგიძლია ნახო იგავების მეხუთე თავი თუ გაინტერესებს. ასე რომ ბევრი რელიგია საერთოდ ვერ წვდება ბიბლიის ნამდვილ შინაარსს. თუმცა არის ადამიანური მანკიერებაც რასაც უნდა ებრძოლო შენში რომ დაძლიო და ბევრი მანკიერება დაძლევადია. ისინი ცუდ ჩვევებს გვანან მაგალითად როგორიც ლოთობა და სიგარეტის მოწევაა. სხვანაირად რატომ ვისწრაფვით ადამიანები თვითსრულყოფისაკენ? მაშინ დავრჩეთ განუვითარებლები და პატივი ვცეთ "ადამიანურ გამოვლინებებს".
-
Nukriko ანუ შენ გინდა თქვა რომ სამყაროს ჰქონდა შანსი რომ ასეთი მცირე ალბათობით როგორიცაა 0.0000000001 გაერტყა და შექმნილიყო სიზუსტეებში? ეს დაახლოებით იმის ტოლფასია რომ კამათელით დაახლოებით 1000 დუშაში გააგორო ზედიზედ. და შენ თვლი რომ გაგვიმართლა და ეს 1000 დუშაში გაგორდა და მოგვეცა შანსი რომ გავჩენილიყავით? ეს იმდენად ბრმა, ყრუ და შეუძლებელი ალბათობაა რომ პირადად მირჩევნია მჯეროდეს უმაღლესი მომწესრიგებლის და გონის. და ჩემი აზრით ეს უფრო არის რაციონალურობასთან და რეალობასთან კავშირში, ვიდრე ის რომ სამყაროს ჰქონდა ასეთი ბრმა ალბათობა რომ გაჩენილიყო თანაც ასეთი ესთეტიკური და ლამაზი როგორიც ის არის. Zeitgeist-იდან მოპარული ტეკსტი... არც კი შერცვა და შოუებს მართავს :TAT: ყველაფერი ეს სწორია რაც Zeitgeist-შია, რელიგიებმა მართლა ცუდი როლი ითამაშეს კაცობრიობის ისტორიაში მაგრამ ღმერთი და ასევე მისი შთაგონებული წიგნი ბიბლია აქ არაფერშუაშია. რელიგიებმა ცრუ მეგობრობა გაუწიეს ბიბლიას იმით რომ ამტკიცებდნენ რომ იცავდნენ მის მაღალ ზნეობას და სინამდვილეში საშინელებებს ჩადიოდნენ. ამაში მართლა არ შეგედავები
-
Pariz წმინდა მიდგომაა ჩემი აზრით ქებას იმსახურებ