Jump to content
Planeta.Ge

ioio

პლანეტელი
  • პოსტები

    107
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი ioio -ს მიერ

  1. Siknadmo

    არ ვიცი, სად ამოიკითხე მარქსისი ეს სიტყვები

    სამწუხაროდ მეც აღარ მახსოვს. უბრალოდ იმდენად გამაოცა მისმა პასუხმა რომ ლამის ზეპირად დავიმახსოვრე ჩემდაუნებურად. დიდი ეჭვი მაქვს, რომ უკვე ასაკში შესულმა გასცა ეს პასუხი.

  2. Siknadmo

    ვისაც რევალუცია არ უნდა ყველა მიშისტია

    ვისაც უნდა კიდევ - იდიოტი.

     

    მარქსს ჰკითხეს, რატომ არ ცდილობთ რევოლუციის მოხდენას გერმანიაშიო. ვინც რევოლუციას აწყობს, საკუთარ ხალხს ექსპერიმენტისათვის იყენებსო, მე კიდევ ძალიან მიყვარს გერმანელი ხალხი იმისათვის, რომ მათზე ექსპერიმენტები არ ვატაროო.

  3. ცუდადა ეს დედაკაცი ატეხილი, დიდი ხანია მისი ოჯახი ვირის აბანოს იმსახურებს.

    მე უფრო ის მწყინს, ნონა გაფრინდაშვილი რომ დადის მაგ წუნკალის ჭკუაზე.

  4. analgin

    არ მინდა ძალიან გეწყინოს, მაგრამ შენი დადებული ფოტოებიდან შერატონის და ფანტანების გარდა ყველა შენობა მანამდეც იდგა ბათუმში. :) ეგ გვირაბი საერთოდ სამარცხვინო მოვლენაა. დამთავრებული ქონდა ასლანას 100%-ით და მიშამ გახსნა, ვითომ თვითონ გააკეთა (როგორც თბილისში - მთაწმინდის პარკი).

    ეტყობა ასაკით პატარა ხარ და არ გახსოვს.

     

    რა ჰქონდა 100%-ით დამთავრებული? საერთოდ არ ხარ აზრზე. გვირაბი მარტო ნახვრეტი კი არაა. თურქებს გააკეთებინა და ისე ჰქონდა დედამო.....ი ირგვლივ ყველაფერს, თავიდან გახდა ბევრი რამე გასაკეთებელი. რუსებს რომ აქვთ გამოთქმა - პოსლე მენია ხოტ პატოპ-ო აი მაგ პრინციპით იყო გაკეთებული. თან მარტო ერთი მხარე. არ მითხრა რომ მეც პატარა ვარ და არ მახსოვს. ჩემმა საპროექტომ გადააკეთა ასლანას მერე ეგ გვირაბი. კიდევ უფრო საინტერესოს გეტყვი, ჩვენ შევთავაზეთ მაშინ ასლანას მაგ გვირაბის იდეა და ფული მოგვთხოვა (!!!!) მაგის დაპროექტებაში - თითქოს მაგ გვირაბით ჩვენ მოვიგებდით.

     

    analgin

    - ყველაფერს თავისი დრო, ადგილი, ნორმა, ვადა, ღირებულება და პრიორიტეტი აქვს და არაა ეგ საკითხი ასე მარტივი. :) ეგ შენ გკიდია, რადგან მანდ წელიწადში ერთხელ 1 კვირით ან ჩადიხარ და ან არა და აბა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჰკითხე ორი წელი ყოველდღიურად კისრამდე ტლაპოში რომ უწევთ ცურვა, ფეხსაცმლისა და მანქანის გაფუჭება, საშინელი დისკომფორტი, ანტისანიტარია და ა.შ.

     

    ნამდვილად ყველაფერს აქვს დრო და ადგილი. თბილისში რამდენ ხანს იყო გადათხრილი გურამიშვილის გამზირი, ან პეკინი თუ გახსოვს? მგონი 2 წელი აკეთებდნენ გურამიშვილს.

  5. მე რაღაც გრე მახსოვს, რომ ჩოჩელს ჯერ ბიზნესი ჰქონდა და კაი ფული იშოვნა და მხოლოდ მერე გახდა დეპუტატი და გუბერნატორი. იმას არ ვამბობ ეხლა აკლებს მეთქი მაგრამ ჩემი ავატარის ნათესავივით ცალ-ცალი კალოშიტ არ მოსულა ხელისუფლებაში ხომ?
  6. T_A_T

    დამასწარი :D

     

    ავტომატურად ეგ ფრაზა ამოტივტივდება ხოლმე მომენტალურად "ჟენშჩინა დრუგ ჩელოვეკა"

     

     

     

     

     

     

     

     

     

    P.S. მა ვისი დრუგია რო?

  7. ფეხები არავის მოსჭამოთ-თქო

     

    რამდენი რაღაცა სირობა ორგანიზაცია გაიფაჩუნებს თავის გამოსაჩენად და რეკლამის გასაკეთებლად, ყველაფერს ხომ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება ხალხნო :D

  8. newstudio

    Saturn

     

    გამოხმაურების ნახვაSaturn, on გუშინ, 11:51 PM, said:

    ტყუილია ეგ. შანსი არ არსებობს უბრალოდ ნულიდან მასეთი სისტემა 4 თვეში ააწყო.

     

    კომპიუტერს რო ყიდულობ, სამონტაჟოდ მაგალითად, შენ გგონია ნოლიდან იწყობა? გეუბნები არის პრაქტიკაში გამოყენებული თქო

    არსებობს ესეთი სისტემა SAP. სრულიად დამთავრებული სისტემაა, პრაქტიკულად ყველანაირ ბიზნესს შეიძლება მოარგო. "მხოლოდ" კონფიგურირებაა საჭირო. როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს გრძელდება SAP-ის პროექტები?

  9. Saturn

    თუმცა გაუკეთებელი არაფერი არ არის დაფინანსების არსებობის შემთხვევაში.

    კარგი რა. ეგ ის ლაპარაკია, თუ ქალი ბავშვს 9 თვეში აჩენს, 9 ქალმა ერთ თვეში უნდა გააჩინოსო.

  10. http://www.sapikhvno.org/viewtopic.php?t=6772

    დილით ვკითხულობდი "ლიბერალის" სტატიას უნდა გამოვიყენოთ თუ არა ბიომეტრული მონაცემები არჩევნებზე ხმის მიცემისას?

     

    ოპოზიცია თავგამოდებით ითხოვს ამ სისტემის დანერგვას, ხოლო ეს რაც შეიძლება მალე, ხელისუფლება კი თავგამოდებით ეწინააღმდეგება. სანამ სისტემის აგებისი შესაძლებლობას შევაფასებდე, ვიტყვი რომ შინაგანად მე სრულიად ვემხრობი იმას რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობები გაიცეს რაც შეიძლება მალე. წელს დავესწარი კონფერენციას სადაც სამოქალაქო რეესტრმა წარმოადგინა თავისი პროექტი და დამერწმუნეთ, ერთ-ერთი პირველთაგანი ვიქნები ვინც ამ მოწმობას აიღებს (მიუხედავად იმისა რომ დიზაინის ამბები მაეჭვებს). ამ მოწმობით უამრავი კარგი რამის გაკეთება იქნება შესაძლებელი. იდენტიფიკაცია, ციფრული ხელმოწერა და ა.შ.

     

    მაგრამ მოდი ეს გვერდზე გადავდოთ და ყველაფერი ავწონ-დავწონოთ.

     

    ხელისუფლების არგუმენტებში არის ლოგიკის მარცვალი. ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაცემა ძვირიცაა და დროში გაწელილიც. ძვირი იმიტომ რომ ჩიპები უფასო არაა. დროში გაწელილი იმიტომ რომ ელემენტარულად ბიომეტრიული ფოტოს გადაღებას და თითის ანაბეჭდების აღებას დრო უნდა. არადა საქმე 3 მილიონზე მეტი ბარათის გაცემას ეხება. "ბალვანკებს" (ანუ ცარიელ პირადობის მოწმობებს, რომლებიც ჯერ არაა პერსონალიზებული, ანუ მორგებული კონკრეტულ ადამიანზე) იყიდიან, ვთქვათ, ამერიკაში. შესაბამისად აღჭურვილ სტამბაში სახელის და გვარის დაბეჭდვას, ჩიპზე ინფორმაციის დატანას, საიდუმლო კოდების დალუქულ კონვერტში დაბეჭდვას და მერე ამ მოწმობების რეესტრის შესაბამის განყოფილებებში დარიგებას ხომ დრო უნდა?

     

    მეორე მხრივ, 3 ათას IT სპეციალისტზე გვაბოლებს ბატონი მინაშვილი. სააღრიცხვო მოწყობილობა უნდა იყოს ისეთივე ყუთი, როგორც სწრაფი გადახდის აპარატებია. არანაირი კლავიატურა, CD Rom გარედან და ზედ ჩაწერილი სუპერ მარიო, რომელსაც საარჩევნო კომისიის წევრები ითამაშებენ დაბალი აქტივობისას. შესაბამისად, გაფუჭების ალბათობა იქნება დაბალი და თუ სადმე რამე მაინც გაფუჭდება, მობილური ჯგუფები მიხედავენ.

     

    მაგრამ იმისათვის რომ ასეთი სისტემის გაფუჭების ალბათობა იყოს დაბალი, აუცილებელია რომ მასზე იმუშაოს სერიოზულმა კომპანიამ, რომელსაც არამარტო კარგი პროგრამისტები ჰყავს არამედ სერიოზულად უდგება ხარისხის კონტროლის საკითხს. სისტემამ უნდა გაიაროს ხანგრძლივი ტესტირება რომ არჩევნების დღეს დეფექტების გამოვლენის ალბათობა ნულის ფარგლებში იყოს.

     

    ეს ყველაფერი ფული ღირს. თან დიდი ფული.

     

    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმისათვის რომ პრობლემების დროულად აღმოფხვრა მოხდეს, აუცილებელია რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე მინიმუმ 2 ასეთი "სააღრიცხვო ყუთი" იდგეს. თუკი ერთი ყუთი 500 ლარი მაინც ეღირება (მარტო აპარატურა), ეს უკვე 3 მილიონ ლარს ურტყამს.

     

    სისტემას პრაქტიკულად ერთდროულად მოაწყდება 3.5 მილიონი მოთხოვნა. დაახლოებით 12 საათის განმავლობაში. ეს დაახლოებით 81 მოთხოვნაა წამში. ესეც იმ შემთხვევაში თუ აქტივობა თანაბრადაა განაწილებული. არადა რეალურად ძირითადი აქტივობა გაცილებით მცირე პერიოდშია. დატვირთვა შეიძლება წამში 200 მოთხოვნამდეც ავიდეს. შესაბამისად, სერვერული ინფრასტრუქტურაც სერიოზული უნდა იყოს.

     

    პლუს, როგორ წარმოგვიდგენია კომუნიკაცია 3 ათას უბანთან? უკაბელო ქსელები საქართველოში მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს და ჯერჯერობით არცთუ სტაბილურად მუშაობს. ბევრს გვახსოვს საახალწლოდ "გუდვილში" რომ TBC-ს ტერმინალები გაითიშა. ძალიან მარტივი რაღაც მოხდა: უბრალოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ყველა მობილურზე ლაპარაკობდა, ქსელი დაიტვირთა და მორჩა. ჰოდა ყველა სოფელში ოპტიკური ქსელის მიყვანას უზარმაზარი ინვესტიციები სჭირდება და 2 წელიწადში ამის მოსწრაბა არარეალურია. აგერ გადაჩიჩქნა "კავკასუსმა" მთელი ქალაქი და "გადასაჩიჩქნი კიდევ ბევრია".

     

    ანუ სინამდვილეში მასშტაბები მართლა ძალიან სერიოზულია. ხელისუფლებამ გულითაც რომ მოინდომოს ეს საქმე, 2013 წლის არჩევნებისათვის ამ სისტემის სრულყოფილად გამართვა მე პირადად ფანტასტიკის სფეროში მგონია.

     

    დავუშვათ რომ ეს ყველაფერი მოესწრო. სერვერებიც იყიდეს, ინფრასტრუქტურაც მუშაობს საათივით, ყველა სოფელში ოპტიკა მიიყვანეს, პლუს სამარქაფოდ მობილური ქსელიც გვაქვს და მოკლედ საქართველო გახდა მსოფლიოში ყველაზე უფრო მაგარი ქვეყანა კომუნიკაციების (და ამ კომუნიკაციების დანარგვის სიჩქარის) დარგში.

     

    არ დაგვავიწყდეს, რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ პროექტის მხარდამჭერთა აზრით ხელისუფლება არის ცუდი, მას არ უნდა რომ დააზუსტოს საარჩევნო სიები, ის აწყობს კარუსელებს ყვითელი ავტობუსებით, ის მოისყიდის ამომრჩევლებს და საერთოდაც, ცუდი ტიპები არიან რა. უფრო მეტიც, ეს გაეროს და ევროსაბჭოს ხალხი უკვე დიდი ხანია მოისყიდეს და ისინიც ყველაფერს "უპრავებენ".

     

    ჰოდა ვინ შეამოწმებს, რამდენად სწორად მუშაობს ეს კომპიუტერული სიტემა? ოპოზიცია დაიქირავებს გარე IT-აუდიტს და ყველაფერს ზედმიწევნით გადაამოწმებენ რათა თითის ანაბეჭდების ერთიდაიგივე კომპლექტის ანზორ ღობეგლეჯიაშვილსა და ჯამბულ ჯირკიგლეჯიაშვილს არ ჰქონდეს მიბმული? რომ იმ ზემოთხსენებული "ყუთის" პროგრამა სწორადაა დაწერილი და მასში ტროას ცხენები არ არის ჩადებული? რომ ყველანაირი ადმინისტრატორული წვდომა მონაცემთა ბაზის ცენტრალურ სერვერზე კონტროლირებადი იქნება მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში?

     

    ვიღაც იტყვის - არა, ამდენი არაა საჭირო. მარტო აღვრიცხოთ ხალხი ბიომეტრიული მონაცემებით. და, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ვინ გააკონტროლებს რომ ერთიდაიგივე თითის ანაბეჭდები ანზორ ღობეგლეჯიაშვილსა და ჯამბულ ჯირკიგლეჯიაშვილს არ ექნება მიბმული? ცენტრალიზებული სისტემის გარეშე როგორ გავაკონტროლებთ რომ "ზედმეტი" პირადობის მოწმობები არ იქნება გამოყენებული არჩევნების დღეს?

     

    ასეთი რამის ორგანიზებას ოპოზიცია ვერ მოახერხებს. უფრო მეტიც, ის ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, ატრიალოს "კარუსელები", ბეროს ამომრჩეველთა სიები და წყლიდან საერთოდ მშრალად ამოვიდეს.

     

    დამერწმუნეთ, თუ ადამიანი მოტივირებულია რომ საშუალო დონის IT აუდიტი მოატყუოს, ის მას მოატყუებს. ხოლო მაღალი დონის აუდიტი ძალიან-ძალიან ძვირია.

     

    P.S. პირადად ვიცნობ ავტორს. ძალინ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანია. თან IT-სპეციალისტია ძალიან მაღალი კვალიფიკციის.

  11. newstudio

    შენ რა დასკვნა გამოიტანე

    რა დასკვნაც გამოვიტანე, პირველივე ფრაზაში მიწერია, აი თქვენ კი სუფთა ებრაულ პასუხს მცემთ - კითხვაზე კითხვით. რამდენადაც ვხვდები ჟურნალისტის დასკვნას ეთანხმებით. ჰოდა, პატივი დამდეთ და ჩამოწერეთ, როგორ გამოდის ერთიდან მეორე, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც მათემატიკის ამოცანას ხსნიდით სკოლაში - თითოეული ბიჯის ჩვენებით - იქნებ გეთანხმებით.

  12. Siknadmo

    მაგრამ ორ ებრაელ ბიზნესმენზე ხელი რომ აწიეთ თქვე საცოდავებო აზროვნებთ საერთოდ რა ძალას უპირისპირდებით? ერთი შეფურთხება და აღარ ხართ, მაგრამ ვერ გაძღა თქვენი კუჭი

    გინდათ თქვათ, რომ ამ "ბიზნესმენებმა" პატიოსანი კონტრაქტი დადეს და საქართველოს მთავრობამ უკანონოდ გაუწყვიტა ის კონტრაქტი? ძალიანაც კარგად იცოდნენ მაგ "ბიზნესმენებმა", და მაგაზეც გათვალეს ეგ კონტრაქტი, რომ ადრე თუ გვიან უკან გაურჭობდნენ მაგათ მაგ კონტრაქტს, და მერე გაიქცეოდნენ საჩივლელად - ზარალი მოგვაყენესო. თქვენც კარგად იცით ეგ, და ისრაელის მთავრობამაც. სცდიან, რომ როგორმე ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე, მაგრამ ეგეთი აფერისტები ბოლომდე უნდა "გაიტისკნონ", რომ სხვებს სურვილი აღარ გაუჩნდეთ მსგავსი ქმედების.

     

     

    P.S. იქნებ ისიც გახსოვდეთ, იაპონური "იტოჩუს" წარმომადგენელი რომ ეწვია ედიკას და ფეხქვეშ გაეფინენ და ყველაფერზე თანახმანი იყვნენ. მერე რომ აღმოჩნდა რომ კლიენტი უბრლოდ აფერისტი იყო...

  13. ცოტა მწყრალადაა ეგ ჟურნალისტი აზრზე - კარგად წაიკითხეთ რაც მანდ წერია და მაინტერესებს ის ლოგიკური აზრების ბმული, რითაც იმ დასკვნამდე მიხვალთ, რაც სათურად აქვს მაგ სტატიას.

    არ დაგეზროთ, "პა პუნკტამ" მაინტერესებს როგორ გამოიყვანთ ერთიდან - მეორეს.

  14. kisa

    რად უნდათ ამ იდიოტიზმი ვაუჩერის დარიგება - აბონენტი ყველა აღრიცხულია და დასვან ეგ 20 ლარი ანგარიშზე

     

    არა! პიარი უნდა მოაწყონ და მერე გვამადლონ - 20 ლარი გაჩუქეთო!

     

    რაში მჭირდება ეს 20 ლარი როდესაც მეტს მახევენ ყოველ თვეში

     

    ioio

    + მაგას ცირკი. ახლობელი მუშაობს ერთერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში რა, და გუშინ მითხრა, განცხადებები დაგვაწერინეს ყველას, არ გვინდა ეგ ვაუჩერიო.....

     

    ნეტავ ყველგან აწერინებენ თუ ამათი "შეფის" ინიციატივაა?

     

    P.S. ის ჩემი ახლობელიც ჩემს ჭკუაზეა - დაახვიონ და გაიკეთონო

  15. T_A_T

    ხოხ:) გინდა გესაუბრო ჭეშმარიტ ოპოზიციაზე?

    უფ. არ ვარ მე ოპოზიცია. მარა რასაც სირობებს აკეთებენ იმას ვხედავ.

  16. პოპულიზმი ბლიად.

    რა ვაუჩერები აუტყდათ?

    რაში მჭირდება მაგათი ვაუჩერი, "თელასის" ტარიფიდან რომ უზარმაზარი წილი მიაქვს სახელმწიფოს, ის წილი შეამცირონ ის სჯობია და "ენერგოპროს" რომ დენი თვითღირებულების ფასად, ანუ პრაქტიკულად რამდენიმე თეთრის ფასად აქვს (სულ საკუთარი გენერაციის ობიექტები აქვს და იქიდან იღებს, ანუ შესყიდვა არ სჭირდება და პირიქით, იქით ჰყიდის ამ დენს) იმათ ტარიფს მოუარონ. დაახვიონ ის ვაუჩერი და გაიკეთონ ერთ ადგილას...

     

     

     

     

    P.S.

    არჩევნები მაინც არ იქნება წელს რაც არ უნდა გასკდეს გულზე ზოგ-ზოგიერთი.

  17. http://www.googleartproject.com/

     

    ამ ლინკზე თქვენ შეგიზლიათ იმოგზაუროთ მსოფლიოს მუზეუმებში. :)

     

    სერვისი დახვეწის სტადიაშია!

     

     

    P.S. კარგი იქნება თუ ჩვენი მუიზეუმებიც გამოიფინება მანდ

  18. ანანურის, ბულაჩაურის და ბორჯომის ქუჩებთან რა ჯანდაბა უნდათ? უაზრო სახელებიანი ქუჩები ვერ იპოვეს ვითომ?
  19. Lo Janko

     

    კუ და ძაღლი

    კუს თავზე ძაღლა უკბინა. კუს თავი გაუსივდა

    - ეჰ, დღეს გარეთ დავრჩები :(

     

    აუუუუ

    მაგარია!

     

    დიდი რესპექტები ჩემგან თქვენს შვილს :)

  20. საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა 77 პროცენტი ძალოვან უწყებებში მუშაობს

    ხანდახან ყურადღებით უნდა წაიკითხოთ და აზრი ისე გამოიტანოთ. ლაპარაკია სახელმწიფო ბიუჯეტი ვისაც უხდის ხელფასს - იმათზე! ძალიანაც კარგი თუ 77% მაინც იმათზე მოდის, ვისაც ნამდვილად სახელმწიფო უნდა უხდიდეს ფულს.

×
×
  • შექმენი...