Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ##image#10055#0#ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კით­ხებ­ში, ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი აბ­რა­ამ შმუ­ლე­ვი­ჩი ტა­ბუ­ლას ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის იმ კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ცო­ტა ხნის წინ სა­ბო­ლო­ოდ და­ამ­ტკი­ცა. რას ფიქ­რობთ კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ? რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის? სტრა­ტე­გი­ის ფუნ­ქცი­ას ქა­ღალ­დი არ ას­რუ­ლებს. ბევ­რი ქვეყ­ნის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მნა შე­იძ­ლე­ბა. მთა­ვა­რია, რო­გორ შეს­რულ­დე­ბა ის, რაც იქ წე­რია. ში­ნა­არ­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვია. თე­ო­რი­ის თვალ­საზ­რი­სით, ეს ძა­ლი­ან სწო­რი სტრა­ტე­გი­აა, 90 პრო­ცენ­ტით, მაგ­რამ ძა­ლი­ან დი­დი ეჭ­ვე­ბი მაქვს შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად ფაქ­ტი, რომ სტრა­ტე­გია მხო­ლოდ ახ­ლა გაჩ­ნდა, მის სა­სარ­გებ­ლოდ არ მეტ­ყვე­ლებს. მე­ო­რე, დღემ­დე არ გა­კეთ­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი რამ – არ არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თარ­გმა­ნი. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, პრო­ექტს გავ­ცნო­ბო­დი რო­მე­ლი­ღაც ბლო­გე­რის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი თარ­გმა­ნით. ვინც ამ სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავს, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის მი­სი მი­წო­დე­ბით არ შე­წუ­ხე­ბუ­ლა. ეს უკ­ვე ბევ­რზე მეტ­ყვე­ლებს. თუ საქ­მე ასე წა­ვი­და, სტრა­ტე­გი­ის რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. თუ ავი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლოს მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებს ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩა­ვარ­დნის გარ­და ამას ვე­რა­ფერს და­ვარ­ქმევ. თბი­ლის­ში ჩერ­ქე­ზუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი შე­იქ­მნა. ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მთელ ჩერ­ქე­ზულ დი­ას­პო­რას, აქ­ტი­ვის­ტებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და, ჩერ­ქე­ზუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფლაგ­მა­ნი გახ­დე­ბო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბამ მრა­ვა­ლი ჩერ­ქე­ზი აქ­ტი­ვის­ტის უპ­რე­ცე­დენ­ტო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. არა­და, ბევ­რმა მათ­გან­მა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, სა­კუ­თა­რი სი­ცოც­ხლე საფ­რთხე­ში ჩა­აგ­დო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­ტაქ­ტზე წა­მო­ვი­და. ჩერ­ქე­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ჩერ­ქე­ზუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ ცენ­ტრის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ზო­გი­ერ­თი ნაშ­რო­მის ხა­რის­ხი საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. სა­უ­ბა­რია „კავ­კა­სი­ის მთი­ელ ხალ­ხთა გა­სახ­ლე­ბის რუ­კა­ზე“, რო­მე­ლიც ფაქ­ტო­ლო­გი­ურ შეც­დო­მებს შე­ი­ცავს. ასე­ვე, წიგ­ნზე „ჩერ­ქე­ზე­ბი“, რო­მე­ლიც რუ­სულ, ინ­გლი­სურ და თურ­ქულ ენებ­ზე გა­მო­ი­ცა. მას­ში მრა­ვა­ლი შეც­დო­მა და უზუს­ტო­ბაა. ამა­ვე დროს, ჩერ­ქე­ზე­ბის სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ქი­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც ამ­დე­ნი ხა­ნია ლა­პა­რა­კო­ბენ, ჯერ კი­დევ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლია. ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო, სა­ქარ­თვე­ლოს აქამ­დე მის­და­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ჩერ­ქე­ზე­ბიც და­უ­პი­რის­პირ­დნენ. აქ­ტი­ვის­ტე­ბი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბამ, შე­საძ­ლოა, გა­ა­უ­ფა­სუ­როს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვა ჩერ­ქე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და დი­ას­პო­რა­ში არა­სა­სურ­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს. გარ­და ამი­სა, ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ვერ­ცერ­თი ჩერ­ქე­ზი ვერ მოხ­ვდა. და­ბო­ლოს – ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის იმა­რატ­მა თურ­ქეთ­ში მო­აწ­ყო. იმა­რა­ტი, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის და გა­ე­რო-ს ვერ­სი­ით, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ჩერ­ქე­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის ჩერ­ქე­ზულ ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, აგ­რე­სი­ულ ის­ლა­მიზ­მსა და ტე­რო­რიზმს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. 20 მა­ისს სტამ­ბოლ­ში ჩერ­ქეზ­თა გე­ნო­ცი­დის ხსოვ­ნის დღე მო­ეწ­ყო, რო­მე­ლიც ჩერ­ქე­ზულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ჩა­ა­ტა­რეს. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი მი­ტინ­გი გახ­და – 20 ათა­სამ­დე ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის აფ­ხა­ზუ­რი დრო­შე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს, პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ოსუ­რი დრო­შე­ბიც. მა­ნამ­დე, 12 მა­ისს, სტამ­ბოლ­ში­ვე გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია „კავ­კა­სი­ის მო­მა­ვა­ლი“, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში კავ­კა­სი­უ­რი დი­ას­პო­რე­ბის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია კავ­კა­სი­ის ფონ­დმა მო­აწ­ყო. კონ­ფე­რენ­ცია ძა­ლი­ან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო, მხარ­და­ჭე­რას სტამ­ბო­ლის მე­რია უწევ­და და ის სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გახ­სნა. მას­ში მკვლევ­რებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. არ მგო­ნია, ქარ­თუ­ლი მხა­რის მიღ­წე­ვად ჩა­ით­ვა­ლოს ის, რომ წი­ნა ფო­რუ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა უა­რი თქვეს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მოწ­ვე­ვა­ზე. რო­გორც მათ ახ­სნეს, „აფ­ხა­ზე­თის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის გა­მო“. გა­სა­გე­ბია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით არ ხდე­ბა – მუ­შა­ობს რუ­სუ­ლი ФСБ, სა­გა­რეო უწ­ყე­ბა, აფ­ხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­ჟი­მე­ბი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოც სა­ხელ­მწი­ფოა და უნ­და შე­ეძ­ლოს, რომ ამას სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვა და­უ­პი­რის­პი­როს. ჩერ­ქეზ­თა კულ­ტუ­რის ცენ­ტრი თბი­ლის­ში კონ­კრე­ტუ­ლად იმის­თვის შე­იქ­მნა, რომ ჩერ­ქე­ზუ­ლი დი­ას­პო­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია აეხ­სნა. მაგ­რამ მის­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ და სხვა ქარ­თუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მოქ­მე­დე­ბამ თუ უმოქ­მე­დო­ბამ, პი­რი­ქით, შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯის გა­უ­ა­რე­სე­ბა მო­ი­ტა­ნა. თუ ამას არ ჰქვია ჩა­ვარ­დნა, მა­შინ არ ვი­ცი სხვა რა ვუ­წო­დო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩეჩ­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბას – ხიზ­რი ალ­და­მო­ვის გაქ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დარ­ტყმას წარ­მო­ად­გენს. მა­ნამ­დე გა­იქ­ცნენ ოსე­ბი – ვლა­დი­მირ სა­ნა­კო­ე­ვი და ძმე­ბი ქარ­ქუ­სო­ვე­ბი. გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში კონ­ტაქ­ტებს კარ­გავ­და. მაგ­რამ ალ­და­მო­ვი ხომ არ ყო­ფი­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას­თან კონ­ტაქ­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სით? ის სიმ­ბო­ლუ­რი ფი­გუ­რა იყო. ის გახ­ლდათ დუ­და­ე­ვის­დრო­ინ­დე­ლი ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სიმ­ბო­ლო. რე­ა­ლუ­რად, მან ბევ­რი რამ იცის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რა­საც იგი დღეს სა­უბ­რობს – რომ სა­ქარ­თვე­ლო ტე­რო­რიზმს მფარ­ვე­ლობს, სი­სუ­ლე­ლეა. მაგ­რამ მი­სი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი ბევრს ნიშ­ნავ­და. არ მგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ბრა­ლი იყოს, რომ იგი კა­დი­როვ­თან გა­იქ­ცა… ეს კავ­კა­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის სა­ერ­თო ჩა­ვარ­დნის შე­დე­გია. რა შე­ეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის­თვის? რაც, სხვა­თა შო­რის, არ არის კონ­ცეფ­ცი­ა­ში, არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იმ რე­ჟი­მის­თვის, რო­მე­ლიც იქ არ­სე­ბობს. რით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ალ­და­მო­ვის ფი­გუ­რა? იგი ჩეჩ­ნე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი, არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დეს­პა­ნია, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ერ იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. ის რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­მაც ცნო. სა­ქარ­თვე­ლოს იმ ჩე­ჩე­ნი დევ­ნი­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა შე­ეძ­ლო, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის რე­ა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს სა­ქარ­თვე­ლომ კავ­კა­სი­ა­ში? პო­ლი­ტი­კუ­რი და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი კუთ­ხით გა­იყ­ვა­ნოს ევ­რო­პა­ში. ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­დაწ­ყდეს, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტში მოხ­ვდე­ბა. რე­გი­ონ­ში პრო­და­სავ­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და არა­აგ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მე­ბის შექ­მნა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი ღერ­ძი უნ­და გახ­დეს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. მაგ­რამ, რო­დე­საც არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი, და­სავ­ლე­თის მხრი­დან ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­გე­ბა უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ამან კი ხე­ლი უნ­და შე­უწ­ყოს იმ მიზ­ნებს, რა­ზეც თქვენ სა­უბ­რობთ. დო­კუ­მენ­ტის არ­სე­ბო­ბა კარ­გია, ეს ნიშ­ნავს, რომ რა­ღა­ცა­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი. საქ­მე ისაა, ვინ ისა­უბ­რებს და ისა­უბ­რებს თუ არა სა­ერ­თოდ. რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­ლი კონ­ტრა­გენ­ტე­ბის, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს სტრა­ტე­გია ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლია და შეს­რულ­დე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდე­აა სა­ზაფ­ხუ­ლო ბა­ნა­კე­ბი, ასე­ვე ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გაგ­ზავ­ნა და­სავ­ლე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი მი­ნიშ­ნე­ბა ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე პარ­ლა­მენტს არ გა­უ­კე­თე­ბია. არ მჯე­რა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო ამ პრო­ექ­ტებ­ზე ფულს გა­მო­ნა­ხავს. რა­ღა­ცე­ბი, რაც ბევ­რად ნაკ­ლებ ფულს მო­ით­ხოვს, ან სა­ერ­თოდ არ მო­ით­ხოვს – სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი, სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, მუ­შა­ო­ბა არ­ქი­ვებ­ში – გა­კე­თე­ბუ­ლი არ არის. ჩნდე­ბა კით­ხვა – რა გა­კეთ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში და გა­კეთ­დე­ბა კი სა­ერ­თოდ? არა­ფე­რი ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტის კუთ­ხით, რომ­ლის გა­რე­შე ჩერ­ქე­ზუ­ლი პრო­ექ­ტი მკვდა­რია. დღე­ის­თვის ჩერ­ქეზ და ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის საკ­მა­ოდ დი­დი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა. და­დის ხმე­ბი, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ვაჭ­რო­ბის სა­გა­ნია. ეს ხმე­ბი დღემ­დე არ გა­ბა­თი­ლე­ბუ­ლა. რა გახ­და სა­ბა­ბი ასე­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბის­თვის? რა პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯებს ელი­ან აქ­ტი­ვის­ტე­ბი? პრო­ტეს­ტის, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბას. ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ ხალ­ხებს დღეს არ გა­აჩ­ნი­ათ რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ხმა, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი უბ­რა­ლოდ მა­რი­ო­ნე­ტე­ბი არი­ან. მათ გარ­და, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბობს მხო­ლოდ კავ­კა­სი­ის იმა­რა­ტი, მაგ­რამ ის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რი­სათ­ვის. სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი და ხმა არ არ­სე­ბობს არც კავ­კა­სი­ა­ში, არც დი­ას­პო­რებ­ში. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ჩერ­ქე­ზებს ეხე­ბათ. რუ­სე­თის პი­რო­ბებ­ში ეს (პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა) რთუ­ლია, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ ხალხს აქვს დი­ას­პო­რა, ისი­ნი ისე­თი­ვე ჩერ­ქე­ზე­ბი, ჩეჩ­ნე­ბი, და­ღეს­ტნე­ლე­ბი არი­ან, რო­გორც კრემ­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ქვეშ მცხოვ­რებ­ნი. მა­თაც აქვთ უფ­ლე­ბა ისა­უბ­რონ ხალ­ხე­ბის სა­ხე­ლით. თუ და­ეხ­მა­რე­ბით ასე­თი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის შექ­მნა­ში, გაჩ­ნდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი. სა­ჭი­როა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბა, ხალ­ხის მო­პა­ტი­ჟე­ბა. გვაქვს უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი, რო­გორ მკვიდ­რდე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ტო­ტა­ლი­ტა­რულ რე­გი­ო­ნებ­ში. იგი­ვე მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. სა­ჭი­როა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სკო­ლა, სე­მი­ნა­რე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო მუ­შა­ო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კავ­კა­სი­ე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში არ ავუ­რი­ოთ. ყვე­ლა ხალ­ხის მი­მართ მიდ­გო­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი უნ­და იყოს. ჩერ­ქე­ზე­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ას­პო­რა­ში ჩერ­ქე­ზუ­ლი მოძ­რა­ო­ბის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა და კავ­კა­სი­უ­რი დი­ას­პო­რი­დან გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა. ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო მუ­შა­ო­ბის­თვის ნა­ყო­ფი­ე­რი ნი­ა­და­გია – უბ­რა­ლოდ, სი­მარ­თლე უნ­და ილა­პა­რა­კო. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი აქაც არ გვაქვს. ავი­ღოთ ტე­ლე­არ­ხი ПИК, რო­მელ­შიც მო­რი­გი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მოხ­და. იმას, რაც გა­მო­ვი­და, კავ­კა­სი­ას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. ის რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ტე­ლე­არ­ხად გა­და­იქ­ცა. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მაგ­რამ კავ­კა­სია მა­ინც არაა. რო­დე­საც ПИК-ის სა­ხე ქსე­ნია სობ­ჩა­კი ხდე­ბა, ის შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყოს პე­ტერ­ბურ­გსა და მოს­კოვ­ში, მაგ­რამ კავ­კა­სი­ა­ში ასო­ცირ­დე­ბა პროგ­რა­მა Дом 2-თან, რო­მე­ლიც, ასე ვთქვათ, კავ­კა­სი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სობ­ჩა­კი იგივ­დე­ბა კა­დი­რო­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­და­ჭე­რას­თან, რო­მელ­საც იგი ეწე­ო­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, იგი პუ­ტი­ნის ნათ­ლუ­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ არ­ხი მოს­კო­ვი­სა და პე­ტერ­ბურ­გის სა­შუ­ა­ლო კლას­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა კავ­კა­სი­ა­ზე. არ­ხის თავ­და­პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა კი და­ი­ვიწ­ყეს და ამას ყვე­ლა ხე­დავს. მთა­ვა­რი სა­ექ­სპორ­ტო სა­ქო­ნე­ლი, მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია მი­ა­წო­დოს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას და და­სავ­ლეთს, ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის, პოს­ტსაბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ევ­რო­პის­კენ სვლის პა­თო­სია. და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­აგ­რძე­ლებს, თუ ის შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს იმ­პულსს, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დეს. თუ სა­ქარ­თვე­ლო ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებს, შე­ვარ­დნა­ძის დროს და­უბ­რუნ­დე­ბა. კი­დევ ერ­თი აღ­მო­სავ­ლუ­რი დეს­პო­ტია კი – აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ან თურ­ქმე­ნე­თი ნავ­თო­ბის გა­რე­შე, არა­ვის დას­ჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს. თბი­ლის­ში არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი რუ­სე­თის კონ­ტროლ­ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ეს აზ­რი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არის მარ­თა­ლი. მო­ლა­პა­რა­კე­ბა მათ­თან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერ­ზე მო­ხერ­ხდე­ბა, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. სა­უ­ბა­რი რა­ზე, თუ კონ­კრე­ტუ­ლი სა­კით­ხე­ბი ვერ გა­დაწ­ყდე­ბა? სა­უ­ბა­რი გუ­ლის­ხმობს მო­მა­ვალ­ში შე­თან­ხმე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. შე­იძ­ლე­ბა მსჯე­ლო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­კით­ხებ­ზე. აფ­ხა­ზე­ბი მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბის რა­ღაც კონ­ცეფ­ცი­ებს წა­რად­გე­ნენ. შე­საძ­ლოა, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ მათ­ზე სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუნ­დაც იმა­ზე, რა­ტომ არის ისი­ნი მი­უ­ღე­ბე­ლი. ჩე­მი ნე­ბა რომ იყოს, მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ კონ­ფე­რენ­ცი­ას მო­ვაწ­ყობ­დი, სა­დაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს პირ­ში ეტ­ყოდ­ნენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ფიქ­რო­ბენ. აფ­ხა­ზებს მა­ღა­ლინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ელი­ტა ჰყავთ, რო­მე­ლიც მარ­თლაც აც­ნო­ბი­ე­რებს იმ საფ­რთხე­ებს, რაც აფ­ხა­ზე­თის წი­ნა­შე დგას. ეს, პირ­ველ რიგ­ში, რუ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და ის­ლა­მი­ზა­ცი­ის საფ­რთხე­ე­ბია. აფ­ხა­ზუ­რი ელი­ტა აც­ნო­ბი­ე­რებს აფ­ხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქვეყ­ნად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სა­უ­ბა­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია. ისი­ნი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს არ ენ­დო­ბი­ან, მაგ­რამ ეს­მით, რომ დრო სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვებს. მათ აქვთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის უნა­რი. თუ იმა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან უნ­და გა­მოვ­დევ­ნოთ, ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტში მო­ვაქ­ცევთ. მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჟე­ნე­ვა­ში, სა­დაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვდე­ბი­ან… ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წმინ­და ფორ­მა­ლუ­რი მო­ე­და­ნია სა­სა­უბ­როდ. პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­დაწ­ყდეს, თუ თბი­ლი­სიც და სო­ხუ­მიც ერ­თად წავ­ლენ ევ­რო­პის­კენ, სა­დაც რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს ში­და საზ­ღვრე­ბი. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ორი­ვე მხა­რე მე-19 სა­უ­კუ­ნე­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში შოტ­ლან­დი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სე­პა­რა­ტის­ტე­ბი მო­დი­ან, მაგ­რამ აზ­რად არა­ვის მო­უ­ვა, რომ სა­მე­ფო ავი­ა­ცია გლაზ­გოს და­ბომ­ბავს. ეს პრობ­ლე­მე­ბი სულ სხვაგ­ვა­რად წყდე­ბა… რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხრეთ ოსეთს, სა­უ­ბა­რი სა­ჭი­როა ჩრდი­ლო­ელ ოსებ­თან. რუ­სე­თის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან გა­ე­დი­ნე­ბა. არ­ცერ­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნა, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კავ­კა­სი­ა­ში და­ი­სა­ხა, არ არის გა­დაწ­ყვე­ტი­ლი. რუ­სუ­ლი ელი­ტა კრი­ზის­შია და ნა­თე­ლია, რომ ის უკ­ვე ვე­ღარ მო­აგ­ვა­რებს ვერ­ცერთ პრობ­ლე­მას. რუ­სე­თი­სათ­ვის უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის­თვის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, იმის ანა­ლო­გი­უ­რი, რაც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ფი­ნეთს ჰქონ­და. რუ­სე­თი სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბად შეძ­ლებს, იყოს მე­დი­ა­ტო­რი სხვა­დას­ხვა კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­დაწ­ყვე­ტა­ში. ოსე­ბი, ჩერ­ქე­ზე­ბი, ინ­გუ­შე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი ხალ­ხე­ბი სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე ფიქრს იწ­ყე­ბენ. ეს მო­მა­ვა­ლი საკ­მა­ოდ რთუ­ლია – კავ­კა­სი­ა­ში ბევ­რი კონ­ფლიქ­ტი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა. ოსე­ბი ფიქ­რო­ბენ, რა ელით მო­მა­ვალ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ინ­გუ­შებ­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­ზი­რია. მით უმე­ტეს ახ­ლა, რო­ცა სამ­ხრეთ ოსე­თი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კერ­ძო დუქ­ნად გა­და­იქ­ცა და იქი­დან ყვე­ლა გა­იქ­ცა, ვი­საც შე­ეძ­ლო. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას რა­ღაც ახა­ლი გა­რე სა­შუ­ა­მავ­ლო ძა­ლა სჭირ­დე­ბა. ასე­თი ძა­ლად, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს თურ­ქე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად. ცხინ­ვა­ლის გა­სა­ღე­ბი ვლა­დი­კავ­კაზ­შია, სო­ხუ­მის – სო­ხუმ­ში, ბრი­უ­სელ­სა და ვა­შინ­გტონ­ში. აქ რა­ი­მე ქა­ღალ­დე­ბი­თა თუ კონ­ცეფ­ცი­ე­ბით საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლი. სა­ჭი­როა ახა­ლი ხალ­ხი და სი­ტუ­ა­ცი­ის რე­ა­ლუ­რად გა­აზ­რე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა კი ერთ დღე­ში არ ხდე­ბა. დი­დი ქვეყ­ნე­ბი სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­დნენ. აღორ­ძი­ნე­ბის გზა­ზე მდგა­რი სა­ქარ­თვე­ლო სწავ­ლობს ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, რაც სხვებ­მა დი­დი ხა­ნია გა­ა­კე­თეს. ამ გზა­ზე შეც­დო­მე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. ადა­მი­ა­ნის­თვის სი­ა­რუ­ლის სწავ­ლა რთუ­ლია. ასე­ვეა სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საც, რად­გან შეც­დო­მის ფა­სი სის­ხლია. ეს კონ­ცეფ­ცია არა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, არა­მედ იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა გა­და­იდ­გას. ბავ­შვი უბ­რა­ლოდ ფეხ­ზე და­ა­ყე­ნეს, სი­ა­რუ­ლი კი თა­ვად უნ­და ის­წავ­ლოს. მაგ­რამ და­ცე­მის ფა­სი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დი­დია – ის შე­იძ­ლე­ბა ვე­ღარც წა­მოდ­გეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია არის რე­გი­ო­ნი, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბო­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. View the full article
  2. 10 ყველაზე პოპულარული “სპირტიანი” ქალაქიდღეს, ალბათ, ჩვენი პლანეტის ნებისმიერ კუთხეში შესაძლებელია ალკოჰოლის შეძენა. მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც „ალკოჰოლური ტრადიციები“ შედარებულია მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოებებთან.... View ucnauri.com
  3. ''ჩელსი'' მზადა მოსესისნაცვლად კაკუტა გაუშვას View the full article
  4. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/1229ebc65736da01ec71ee839a4f81f0.jpgქრისტიან -დემოკრატებმა საჩხერეში მოსახლეობასთან მასშტაბური შეხვედრა გამართეს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  5. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/39db8c7f773b7bf8c1b5717742fdd0ca.jpgქრისტიან-დემოკრატები ალავერდის ტაძრის მდგომარეობას გამოეხმაურნენ. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  6. კა­ხეთ­ში სამ­თავ­რო­ბო შტა­ბის სა­გან­გე­ბო სხდო­მა გა­ი­მარ­თა. სხდო­მას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი უძ­ღვე­ბო­და. ადე­იშ­ვილ­მა სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის ან­გა­რი­ში ჩა­ი­ბა­რა. სხდო­მა­ზე გა­ირ­კვა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში დაწ­ყე­ბუ­ლია სა­სურ­სა­თე პა­კე­ტე­ბის და­რი­გე­ბა. პა­კეტ­ში შე­დის შა­ქა­რი, ფქვი­ლი და ზე­თი. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის თქმით, ხვალ დი­ლამ­დე დახ­მა­რე­ბას ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მი­ი­ღებს. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მარ­თავს შეხ­ვედ­რებს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლიც. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რო­მე­ლიც სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის გა­და­ვა­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის აღე­ბუ­ლი სა­ბან­კო კრე­დიტს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გლე­ხებს მი­სი და­ფარ­ვა გა­და­უ­ვად­დე­ბათ. ამ პე­რი­ოდ­ში დაგ­რო­ვილ საპ­რო­ცენ­ტო თან­ხას კი სა­ხელ­მწი­ფო და­ფა­რავს. კა­ხეთ­ში, სპე­ცი­ა­ლურ ბრი­გა­დებ­თან ერ­თად, იმ­ყო­ფე­ბი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­ზერ­ვის­ტე­ბი და სა­ინ­ჟინ­რო ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი. თე­ლავ­ში და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც. ამ­ჟა­მად რე­გი­ონ­ში აღ­დგე­ნი­ლია გა­ზი­თა და წყლით მო­მა­რა­გე­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტი სამ­შა­ბათს, 24 ივ­ლისს გა­ნი­ხი­ლავს. View the full article
  7. "შუადღე" - ვიქტორინა - "ნატახტარის" ლუდის გათამაშება და მუსიკალური ნომერი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/ahzq1OUnBok palitratv.ge
  8. "იმრავლოს მაგისმა ჯიშმა!" - კახელები პრეზიდენტს მადლობას უხდიან. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/DMzlEqC12xQ palitratv.ge
  9. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/708a21f855bcbed2b3d26fa8025ae76b.jpgგრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატერმანის მყინვარს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უკვე მეორედ უზარმაზარი აისბერგი წყდება. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  10. მათ ადგილობრივ პოლიციას და ოფიციალურ პირებსაც კი მიმართეს (ფოტოგალერეა) http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/fUzNbllCr8I View the full article
  11. "შუადღის" ლიტერატურული რუბრიკის თანაავტორია ზაალ ჩხეიძე. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/h_FmkyPk9FE palitratv.ge
  12. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/fb6376c86c37804dc21ea6f288060842.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის ოთხ სოფელში იმყოფებოდა, მან შაშიანში, ვაჩნაძიანში, კალაურსა და ვანთაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  13. "შუადღის" მუსიკალური რუბრიკის თანაავტორია ლაშა გაბუნია. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/-Kh6lVIHFOQ palitratv.ge
  14. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg კახეთის დასახმარებლად სარეაბილიტაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთვნენ სტუდენტური პროგრამის ”სამარ ჯობის” მონაწილეებიც. ზაფხულის სამუშაოებში ჩართულმა 800-მდე სტუდენტმა სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს კახეთში აღდგენა-დასუფთავების სამუშაობეში. გუშინ სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე შეხვდა. `სტუდენტები ეხმარებიან თელავის გამგეობას ქალაქის დასუფთავებაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვა ვაკანსიებზე იყვნენ დარეგისტრირებულები, მაინც სურვილი გამოთქვეს, რომ დაეხმარონ თელავის უნივერსიტეტის ტერიტორიის დასუფთავებაში გამგეობას,` განაცხადა განათლების მინისტრმა. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61409.jpg კახეთის დასახმარებლად სარეაბილიტაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთვნენ სტუდენტური პროგრამის ”სამარ ჯობის” მონაწილეებიც. ზაფხულის სამუშაოებში ჩართულმა 800-მდე სტუდენტმა სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს კახეთში აღდგენა-დასუფთავების სამუშაობეში. გუშინ სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე შეხვდა. `სტუდენტები ეხმარებიან თელავის გამგეობას ქალაქის დასუფთავებაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვა ვაკანსიებზე იყვნენ დარეგისტრირებულები, მაინც სურვილი გამოთქვეს, რომ დაეხმარონ თელავის უნივერსიტეტის ტერიტორიის დასუფთავებაში გამგეობას,` განაცხადა განათლების მინისტრმა. View the full article
  16. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/misha-misha6.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სტუდენტებს, რომელთა ოჯახებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, სწავლის საფასურის გადახდა გადაუვადდებათ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს სტიქიით დაზარალებული სოფლები – შაშიანი, კალაუბანი, ვაჩნაძიანი და ვანთა მოინახულა. opinion.ge View the full article
  17. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61406.jpg ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრი ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა რომელმაც მოსავალიც დაკარგა და სახლიც დაუზიანდა. დაზარალებულებს ზურაბ ჭიაბერაშვილი სახელმწიფო დახმარების პროგრამის შესახებ ესაუბრა და მხარდაჭერას დაპირდა. მისი თქმით, დაზარალებული ოჯახები კომპენსაციებს ზარალის დათვლის შემდეგ მიიღებენ, გაიცემა საკვები პროდუქტები, თუმცა პირველ რიგში შენობების გადახურვა დაიწყება. View the full article
  18. <img src = "img/multimedia/a10425.jpg" > აქ ერთი ხანში შესული კაცი ცხოვრობდა, რომელიც ოლიგარქის მიერ სახლის მიწასთან გასწორებას და ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას შეეწირა. droni.ge
  19. ##image#10093#0#აშშ-ში, პრე­ზი­დენტ ობა­მას გან­კარ­გუ­ლე­ბით, დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია. შტა­ტე­ბი კო­ლო­რა­დო­ში, ბეთ­მე­ნის პრე­მი­ე­რა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პუ­ლებს გლო­ვო­ვობს. მწუ­ხა­რე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი სან­თლე­ბით, ყვა­ვი­ლე­ბი­თა და წე­რი­ლე­ბით მი­ა­გო. გუ­შინ, 20 ივ­ლისს, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა კი­ნო­დარ­ბაზ­ში ცრემ­ლსა­დე­ნი გა­ზი გა­უშ­ვა და შემ­დეგ დარ­ბაზ­ში მსხდო­მებს ცეც­ხლი გა­უხ­სნა. რო­გორც თა­ვად ყვე­ბი­ან, ფილ­მის სა­ყუ­რებ­ლად შეკ­რე­ბი­ლებს თავ­და­პირ­ვე­ლად ეს სცე­ნა პრე­მი­ე­რის ნა­წი­ლი ეგო­ნათ და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი­თაც კი შე­ე­გებ­ნენ. უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პუ­ლია 12 ადა­მი­ა­ნი, 58 კი და­შა­ვე­ბუ­ლია. 11 მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. ცნო­ბი­ლია მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა – 24 წლის ჯე­იმს ჰოლ­მსი პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე, კი­ნო­თე­ატ­რის ეზო­ში და­ა­კა­ვა. ის სა­სა­მარ­თლო­ზე ორ­შა­ბათს დი­ლით გა­მოც­ხად­დე­ბა. რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, ჯე­იმს ჰოლმსს ია­რა­ღი ლე­გა­ლუ­რად ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი, მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში არც კრი­მი­ნა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­ი­ძებ­ნე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ ეტაპ­ზე ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კავ­შირს გა­მო­რიც­ხა­ვენ. ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ა­ში აც­ხა­დე­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე ჰოლ­მსმა თა­ვი წით­ლად შე­ი­ღე­ბა, პო­ლი­ცი­ას უთ­ხრა, რომ ფილ­მის ერ­თერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, ჯო­კე­რი იყო და კი­ნო­თე­ატ­რის ბი­ლე­თე­ბი სხვებ­თან ერ­თად შე­ი­ძი­ნა. მომ­ხდა­რით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ფილ­მის რე­ჟი­სო­რი კრის­ტო­ფერ ნო­ლა­ნი: „კი­ნო­თე­ატ­რი ჩე­მი სახ­ლია. ჩემ­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია ის აზ­რი, რომ ვი­ღა­ცამ ასე აუ­ტან­ლად ვე­ლუ­რი გზე­ბით იძა­ლა­და ამ უდა­ნა­შა­უ­ლო და იმე­დი­ან ად­გილ­ზე,“. დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გა­მო ბეტ­მე­ნის და­გეგ­მი­ლი პრე­მი­ე­რა გა­და­ი­დო პა­რიზ­ში. View the full article
  20. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/84ac0f28948b0c86c1cf4587662ecb5c.jpgსაქართველოს მმართველი პარტიის მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული 50 თვიანი პროგრამის გარკვეული პუნქტების შეუსრულებლობას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს და მსოფლიო კრიზისს აბრალებს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  21. "ამ პრობლემის მოგვარებაში ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩართული" http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/cofevUWh0m8 View the full article
  22. ბათუმში შავი ზღვის ჯაზის ფესტივალი 2012 გრძელდება. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/6J36hCiDvs4 palitratv.ge
  23. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/David-Gamyrelidze91.jpegდღეს ოზურგეთში “ახალმა მემარჯვენეებმა” მონოპოლიების არსებობა გააპროტესტეს. “ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად პარტიის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ და სხვა კანდიდატებმა ოზურგეთის ქუჩებში, საკოლმეურნეო ბაზარში, ქალაქის ცენტრში კამპანია “არა მონოპოლიებს!” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. “ის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძვირია, ის, რომ დიზელზე ფასები ძალიან გაზრდილია, ის, რომ ადამიანებს მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ, ის, რომ საქართველოს ბაზარი უცხოურმა პროდუქტებმა წალეკა, ამ ყველაფერს ის ფაქტი განაპირობებს, რომ საქართველოში ყველა სფერო მონოპოლიზებულია. ხელისუფლება მონოპოლისტებს ხელს უწყობს და ამით აძვირებს რა, ყველა სახის პროდუქტზე ფასებს, ზრდის საკუთარ პარტიულ შემოსავლებს. ამ არჩევნებზე “ახალი მემარჯვენეები” მოქალაქეთა მხარდაჭერით ამას ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ”, – განაცხადა კალანდაძემ. opinion.ge View the full article
  24. "შუადღე" - საინტერესო თემები და ვიქტორინა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/WwI1tdy9dcE palitratv.ge
  25. აზრი, რომელიც ცხოვრებას ცვლის- საინტერესო თემებით რუბრიკის თანაავტორია ასტროლოგი რამაზ გიგაური. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/16Jsu-3CQDc palitratv.ge
×
×
  • შექმენი...