planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Глава Палестинской автономии Махмуд Аббас одновременно будет занимать должность ее премьер-министра. Единое переходное правительство будет составлено не по партийному принципу, а из "независимых технократов". Оно, в числе прочего, будет ответственно за восстановление экономики и хозяйства сектора Газа. lenta.ru
-
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ სანდრო კვიტაშვილთან ერთად ქსნის №15 დაწესებულების ტერიტორიაზე ”საგანმანათლებლო -სარეაბილიტაციო სახლი” გახსნა. პენიტენციურ სისტემაში პროფესიული განათლების დანერგვის შედეგად ქსნის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ. უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად, მსჯავრდებულებს სხვადასხვა პროფესიას უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეასწავლიან . სწავლების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები, რომელსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ. ”საგანმანათლებლო – სარეაბილიტაციო სახლები”, ეტაპობრივად, ყველა დაწესებულებაში ამოქმედდება. შესაბამისად, პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/IMG_2312-300x203.jpgმეტროსადგურ „რუსთაველთან“, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი რამოდენიმე პირი მონაწილეობას მიიღებს პრესის პოპულარიზაციის აქციაში. ჟურნალ–გაზეთებს ცნობილი სახეები, აქციის ფარგლებში, პრესის რეალიზაციის სრულიად ახალი მეთოდით, სტენდი–ველოსიპედის საშუალებით გაყიდიან. აქცია მეტროსადგურ „რუსთაველთან“ ხვალ, 7 თებერვალს, 12 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
liberali.ge
-
დღეს, ნაძალადევის რაიონში მდებარე “კიკვიძის ბაღში” მშენებლობისთვის საკმაოდ დიდი ტერიტორია შემოისაზღვრა. როგორც მოსახლეობას მუშებმა განუცხადეს, შემოღობილ ადგილზე პოლიციის ახალი შენობა უნდა აშენდეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დახმარების თხოვნით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ. როგორც ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, სკვერის ტერიტორიაზე ნებისმიერი ნაგებობის მშენებლობა კანონდარღვევაა: “მე დღეს პირადად ვიყავი კიკვიძის ბაღში, პირველ რიგში, ის, რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერი არ არის განთავსებული, უკვე მშენებლობის ნებართვის შესახებ კანონის დარღვევაა. ასევე, ირღვევა მერიის დადგენილება, კონსტიტუციის 37–ე მუხლი და საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ მაშინ მიიღეს, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო და რომლის მიხედვითაც გარკვეულ ადგილებში მშენებლობა იკრძალება”. ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, მათ ოფიციალური წერილი გაგზავნეს მერიაში, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში და ითხოვენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე მოხდა მშენებლობის ნებართვის გაცემა: “ეს პარკი ერთადერთია ნაძალადევის რაიონში, სადაც მოსახლეობას დასვენება შეუძლია, ჩვენ კონკრეტულად პოლიციის შენობას არაფერს ვერჩით, მაგრამ ასეთ ადგილზე ნებისმიერი მშენებლობის დაწყება უკანონობაა, არ მესმის, რატომ არის აუცილებელი ააშენო პოლიცია მაინცდამაინც ბაღში. ბოლო დროს პოლიციისა და გამგეობის შენობებიდან კი უმეტესობა პარკსა და სკვერშია აშენებული”. მჟავანაძე აბსურდს უწოდებს მერიის განცხადებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაციას შეუძლია ერთ ტერიტორიაზე ხეების მოჭრა, სხვა ტერიტორიის გამწვანების ხარჯზე: “ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, ვერც ისე მოხერხდება, რომ მშენებლობა ხეების მოჭრის გარეშე განხორციელდეს, რადგან ტერიტორია მთლიანად დაფარულია მრავალწლიანი ნაძვებით და არც მოსახლეობას ექნება არანაირი შეღავათი იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაძვების სანაცვლოდ სადმე ტყეში დარგავენ ნაძვს. თბილისი ისედაც ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა და მსგავსი ქმედებები სრულიად დაუშვებელია”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ. დღევანდელ აქციაზე “კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” ერთ–ერთი წევრია: “ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პოლიციის მშენებლობის გამო ტერიტორია გაიჩეხა, ამას ბარბაროსობის გარდა, არაფერი შეიძლება ეწოდოს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება საკუთარ პიარს ახორციელებს სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ ვაპირებთ აქტიურობას მანამ, სანამ გაჩეხვა მოხდება, თუ მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, პარკს გადარჩენის შანსი აქვს”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. კიკვიძის ბაღის გადასარჩენად მომდევნო აქცია ოთხშაბათს, 3 საათზეა დაგეგმილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg სემუელ რაბენფელდი მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში ხოტბას ასხამს საქართველოს წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ ევრაზიულმა ქვეყანამ, რომელიც შარშან The Wall Street Journal-ის სარეკლამო გვერდზე თავის ანტიკორუფციულ ანგარიშს აქებდა, შეიძლება სამაგალითო ქვეყნად იქცეს იმ სახელმწიოფებისთვის, რომლებიც თავიანთ საჯარო სექტორებში გავრცელებულ კორუფციას ებრძვიან. მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებების ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ ლე უორუმ განმარტა, რომ კორუფცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ადგილობრივი კულტურის პროდუქტი, და შესაბამისად გარდაუვალი მოვლენა. „საქართველოს გამოცდილებამ აჩვენა, რომ მტკიცე და გადამწყვეტი რეფორმებით კორუფციის მანკიერი წრის დაძლევა და მისი ქმედით ციკლად გარდაქმნა შესაძლებელია“, ხაზგასმით აღნიშნა მან. წიგნში ჩამოთვლილია ის 10 ფაქტორი, რომელმაც, მსოლფიო ბანკის თქმით, საქართველოს წინსვლა განაპირობა, მათ შორისაა ძლიერი პოლიტიკური ნება, ნდობის ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბება, სახელმწიფოს როლის შეზღუდვა, არატრადიციული მეთოდების ათვისება და ტექნოლოგიის გამოყენება. წიგნში ნათქვამია, რომ ქვეყნის წარმატების შეფასება 2003 წლიდან იწყება. იმ დროს, კორუფცია, საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში იყო გაბატონებული. ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003 წლის ბოლოს, საქართველომ „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოუცხადა მექრთამეობას საჯარო სექტორში და მაჩვენებლებით ბევრ გაცილებით განვითარებულ ევროპულ ქვეყანას შორის აღმოჩნდა. მაგალითად, Transparency International-ის 2010 წლის რეიტინგში, საქართველო კორუფციის დონის შეზღუდვის მხრივ პირველ ადგილზეა. მეორე მაგალითი, თავად მსოფლიო ბანკის მონაცემებს უკავშირდება: ამ ორგანიზაციის 2012 წლის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველოს მე-16 ადგილი უკავია, რაც მნიშვნელოვანი პროგრესია 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ის 112-ე ადგილზე იყო. საქართველოს „განსაკუთრებით კარგი მაჩვენებლები აქვს ისეთ რეიტინგებში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ანტიკორუფციულ რეფორმებთან, ესენია ქონების რეგისტრაცია, სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა და ბიზნესის დაწყება“, ნათქვამია წიგნში. Transparency International-მა ასევე გამოაქვეყნა პერცეპციის ყოველწლიური ინდექსი და საქართველოს მაჩვენებელი წლების განმავლობაში ასევე მკვეთრად იწვეს მაღლა. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინური ჯგუფი არ უჭერს მხარს სხვადასხვა წლიური მაჩვენებლების შედარებას, წინსვლა აშკარად თვალში საცემია. 2003 წელს ქვეყნის მაჩვენებელი 10 შესაძლებელი ქულიდან სულ 1.8 იყო და კენიისა და ტაჯიკეთის დაბალ მაჩვენებლებს უახლოვდებოდა. ეს ქვეყნები წლების მანძილზე თითქმის არ დაძრულან ადგილიდან, მაშინ, როდესაც საქართველოს მაჩვენებელი 4.1-ს გაუტოლდა და ახლა ის 64-ე ადგილზეა სამხრეთ აფრიკასთან ერთად. თუმცა პრობლემები რჩება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, დაუსრულებელი ინსტიტუციური რეფორმებია, ნათქვამია წიგნში. რეფორმების უმრავლესობა აღმასრულებელი შტოს ინიციატივით განხორციელდა, და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მდგრადობისთვის, საჭიროა კონტროლისა და ბალანსის სისტემის განმტკიცება, მოდერნიზებული სასამართლო ხელისუფლება, უფლებამოსილი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა, ნათქვამია წიგნში. „მართალია, ყველა ქვეყანას აქვს სპეციფიკური საწყისი პირობები, კორუფციის განსხვავებული ბუნება და განსხვავებული ტიპის პოლიტიკური ეკონომიკა, თუმცა საქართველოს გამოცდილების ბევრი ელემენტის გამოყენება სხვა ქვეყნებშიც შეიძლება“. იხილეთ წიგნი ორიგინალი ორიგინალი
-
Агентство ПРО США заключило с компанией Lockheed Martin контракт на модернизацию мобильных противоракетных комплексов THAAD, стоящих на вооружении страны, на сумму 515,4 миллиона долларов. Соглашение, среди прочего, касается модернизации средств связи комплекса и замены морально устаревших элементов. lenta.ru
-
Авианосец "Энтерпрайз" провел восточнее Флориды учения, в ходе которых отрабатывались действия в Ормузском проливе. По плану учений, корабль находился возле вымышленного Берега сокровищ. Рядом были расположены страны Гарнет и Северный Гарнет. Они являлись фундаменталистскими государствами и поддерживали терроризм. lenta.ru
-
Федеральная антимонопольная служба оштрафовала "Мариинский ликеро-водочный завод", входящий в холдинг "Синергия", на 110 тысяч рублей за недостоверную рекламу водки "Белуга". В рекламе "Белуги", которая была запрещена еще в декабре 2011 года, утверждалось, что водка производится в "экологически чистом уголке Сибири". lenta.ru
-
Генеральная прокуратура Киргизии намерена запретить деятельность церкви Муна на территории республики. Как рассказал, выступая в парламенте, заместитель генпрокурора Рыскул Бактыбаев, его ведомство проанализировало данные о деятельности церкви Муна и пришло к выводу, что она угрожает безопасности республики. lenta.ru
-
На фоне митингов оппозиции в Москве будет снят фильм о любви. О проекте рассказал его продюсер, управляющий директор компании "Базелевс" Никита Трынкин. Идея фильма зародилась 5 декабря 2011 года, во время митинга на Чистых Прудах. Речь в картине пойдет о романе между омоновцем и девушкой-оппозиционеркой. lenta.ru
-
Жертвами землетрясения на Филиппинах, произошедшего 6 февраля, стали как минимум 43 человека. Эпицентр землетрясения пришелся на узкий пролив между островами Себу и Негрос. От подземных толчков на островах разрушилась часть зданий, пострадали дороги и мосты, была нарушена система энергоснабжения. lenta.ru
-
/get_img?ImageId=6213 შვეიცარიის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თურქეთის სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში, ეგემენ ბაგისის წინააღმდეგ. მან სომეხთა გენოციდი უარყო. მინისტრის წინააღმდეგ საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან დაბრუნებულმა, ციურიხში გამოსვლისას განაცხდა, რომ სომეხთა გენოციდი არ მომხდარა. “დღეს მე ვაცხადებ, რომ 1915 წლის მოვლენები არ იყო გენოციდი. მოდით და დამაკავეთ. ეს კანონები არაფერია, თუ არა უბრალოდ ქაღალდების ნაჭერი,” – განაცხადა თურქმა მინისტრმა. თურქულ სააგენტო “ანატოლი ნიუს”–თან ინტერვიუში ციურიხის პროკურორმა კრისტინა ბრაუშვაიგმა დაადასტურა, რომ მინისტრის წინააღმდეგ დაიწყო საქმის წარმოება და ის მიმდინარეობს შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. შეგახსენებთ, იანვარში საფრანგეთის სენატმა მიიღო სომეხთა გენოციდის არაღიარების კრიმინალიზაციის შესახებ ქვედა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული კანონი. კანონში ჩაწერილი ტექსტის მიხედვით, პირი, ვინც I მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს არ აღიარებს, დაჯარიმდება 45 ათასი ევროთი, ან მიესჯება ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Таджикские школьники отправились на вынужденные каникулы из-за сильнейших за последние четыре года холодов, которые установились в республике. Распоряжение министерства образования коснулось всех средних общеобразовательных учреждений страны, в большинстве районов которой здания школ приходится топить углем. lenta.ru
-
/get_img?ImageId=6215 დიმიტრი მედოევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ უკვე მიიღო შეტყობინება საინიციატივო ჯგუფისგან, რომელიც ხვალ, 7 თებერვალს, პრეზიდენტობის კანდიდატად დიმიტრი მედოევს დაასახელებს. დიმიტრი მედოევი დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობს, 2008 წლიდან იგი თვითაღიარებული რესპუბლიკის ელჩია რუსეთის ფედერაციაში. ამ ქვეყნის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარებამდე, იგი სამხრეთ ოსეთის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა რუსეთში, მანამდე კი დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო. სამხრეთ ოსეთში მომუშავე ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა "ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ მედოევის დარეგისტრირებამ ცხინვალში შესაძლოა ახალი ვნებათაღელვა გამოიწვიოს, რადგან მას რესპუბლიკაში ზედიზედ ცხოვრების 10-წლიანი ცენზი არ გააჩნია. დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პირი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, 10 წლის განმავლობაში რესპუბლიკაში უნდა იყოს ნაცხოვრები. ამ მოტივით გასული წლის ნოემბერში რეგისტრაციაზე უარი ოპოზიციის ლიდერს ჯამბოლათ თედეევს უთხრეს. ცხინვალში საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ მედოევი კრემლის ახალი ფავორიტია. არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ნოემბერშიც ვრცელდებოდა, მაგრამ კრემლმა მაშინ არჩევანი ანატოლი ბიბილოვზე გააკეთა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ანატოლი ბიბილოვი 25 მარტის განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბიბილოვმა სხვა კანდიდატებსაც, რომლებიც პირველ ტურში მონაწილეობდნენ, თავშეკავებისკენ მოუწოდა. ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 10 კანდიდატია რეგსტრირებული, ზოგიერთი მათგანი წინა არჩევნებშიც მონაწილეობდა და ხმების 5 პროცენტამდე დააგროვა. ალა ჯიოევა, რომელმაც წინა არჩევნებში კრემლის ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა, მაგრამ არჩევნების შედეგები დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, 25 მარტის განმეორებით არჩევნებს არ ცნობს და 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის გამართვას გეგმავს. გუშინ, 5 თებერვალს, ჯიოევამ კიდევ ერთი ღია წერილი გაუგზავნა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს, რომელსაც მოუწოდებს, ვითარების ესკალაცია შეაჩეროს და მას ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცეს. დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ „ედინსტვომ“, სახალხო პარტიამ და დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებაში პასუხისმგებლობა ალა ჯიოევას დააკისრა. ჟურნალისტი მარია პლიევა "ნეტგაზეთთან" საუბარში აცხადებს, რომ ცხინვალში სისხლისღვრის საფრთხე რეალურია. მისი აზრით, ალა ჯიოევა კანონიერად არჩეული პრეზიდენტია და მას ძალაუფლება აუცილებლად უნდა გადაეცეს. პლიევას აზრით, თუ ბროვცევის ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ინაუგურაციის ჩაშლას შეეცდება, ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება. პლიევას თქმით, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკაში მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება. მისთვის რთული სათქმელია, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკაშია, როგორ გადაიჭრება. ანალიტიკოსების აზრით, ჯიოევა შესაძლოა ან ინაუგურაციამდე დაიჭირონ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, ან 10 თებერვალს მის მიერ მოწყობილი ღონისძიება ძალის გამოყენებით დაშალონ. ოსური ოპოზიციური ინტერნეტგამოცემების ცნობით, ჯიოევას უახლოესი თანამებრძოლები– ძამბოლათ თედეევი და ანატოლი ბარანკევიჩი– რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურების მხრიდან ზეწოლას განიცდიან. რუსული სააგენტოები იუწყებიან, რომ ვლადიკავკაზში ჯიოევას შტაბის წევრის, ელინა მარზოევას სახლში სამართალდამცავებმა ჯერ ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღეს, მეორე დღეს კი მოწმის სტატუსით დაკითხეს სისხლის სამართლის საქმეზე– სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სამხრეთ ოსეთში. ვლადიკავკაზელმა სამართალდამცავებმა ანალოგიური პროცედურები უფლებადამცველის, რუსლან მაყაევის ბინაშიც ჩაატარეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
netgazeti - რა შენდება გაჩეხილი ფიჭვების ადგილზე
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
რა შენდება გაჩეხილი ფიჭვების ადგილზე მოსკოვის პროსპექტზე? -ამ კითხვაზე თბილისის მერიას პასუხი არ აქვს. სრული ინფო(netgazeti.ge) -
რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ - ამერიკული თანამშრომლობის განვითარებაზე რეაგირება გააკეთა და განაცხადა, რომ ოკუპანტებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი სამხედრო ბაზები გააძლიერს იმ დონემდე, როდესაც მათ შეუძლიათ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ”არათანაზომიერი ზიანი” მიაყენონ.”ახლა ისინი ისეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ მათ შეუძლიათ ამ ორი არც თუ ისე დიდი სახელმწიფოების ინტერესები ძალიან მაღალ დონეზე დაიცვან, და, შესაბამისად, რუსეთის ინტერესებიც”, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა თავისი მომხრეებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ - ამერიკული თანამშრომლობის განვითარებაზე რეაგირება გააკეთა და განაცხადა, რომ ოკუპანტებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი სამხედრო ბაზები გააძლიერეს იმ დონემდე, როდესაც მათ შეუძლიათ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს "არათანაზომიერი ზიანი" მიაყენონ."ახლა ისინი ისეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ მათ შეუძლიათ ამ ორი არც თუ ისე დიდი სახელმწიფოების ინტერესები ძალიან მაღალ დონეზე დაიცვან, და, შესაბამისად, რუსეთის ინტერესებიც", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა თავისი მომხრეე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
США закрыли свое посольство в Сирии в связи с тревожной ситуацией в охваченной беспорядками стране. К вечеру понедельника все сотрудники американского диппредставительства отбыли на родину. Ранее Госдепартамент предупредил, что посольство будет закрыто, если сирийские власти не смогут обеспечить его безопасность. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/16.jpegპარტია “თავისუფალი დემოკრატების”ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ახალი ტექნოლოგიები ახალი ამბების გაშუქებაში დასანერგი იყო, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება თავად ჟურნალისტებმა უნდა მიიღონ და არა „ნაც.მოძრაობამ“. როგორც ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა განუცხადა, მისთვის იუმორის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ახალ რეგლამენტზე და მომავალ პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესებზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საუბრობენ. მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა პარლამენტის რეგლამენტის პრობლემა ის, რომ ჟურნალისტები დეპუტატებს ტელეკამერებით აწუხებენ. მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე “ნაციონალურ მოძრობას” მომავალ პარლამენტში სადეპუტატო მანდატებიც განაწილებული ჰქონდა. „ის ადამიანები, რომლებიც ანაწილებენ როლებსა და ფუნქციებს მომავალ პარლამენტში, რამდენიმე თვეში კაცმა არ იცის სად იქნებიან”, – დასძინა ცაგარეიშვილმა. იხილეთ epn.ge
-
Нужна ли Белоруссии война Запада с Ираном? Исходя из традиций белорусской внешней политики, которая формально придерживается жесткого антизападного курса, не нужно быть пророком, чтобы предугадать, что в случае начала конфликта Минск официально выступит против агрессии США и Израиля в отношении иранского народа. В принципе, в случае начала схватки на северном берегу Персидского залива, с тем же заявлением выступит и Россия.
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:06 06.02.2012 ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჩემი თხოვნის საფუძველზე კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გამოხატა თავისი პოზიცია - ამჯერად “სახალხო პარტიის“ მიერ გამოგზავნილ პასუხებს გთავაზობთ კითხვებზე: http://3.bp.blogspot.com/-qxKfHIFn9Jk/Ty_lpQmIDhI/AAAAAAAAGJc/FOPCYXlyzF0/s200/mamuka%2Bgiorgadze.jpg“გთხოვთ, მაცნობოთ თქვენი პოლიტიკური ძალის/საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით - უჭერთ თუ არა მხარს თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, ისტორიულ საქართველოში ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებას? თუ მეჩეთის აშენებას მხარს უჭერთ, მაშინ გთხოვთ, დაასაბუთოთ რატომ და თუ მხარს არ უჭერთ, გთხოვთ, მაცნობოთ რა მიზეზით, რის გამო ეწინააღმდეგებით “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას“. “აზიზიეს მეჩეთთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებზე “სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, მამუკა გიორგაძის წერილობითი პასუხი ასეთია: “სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მკვეთრად გამოირჩევა არა მხოლოდ უპასუხისმგებლობით და ულოგიკობით, არამედ თავისი ანტიქართული ბუნებით. მისთვის უცხოა ეროვნული ფასეულობები და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. საქართველოს ხელისუფლება, შეგნებულად მტრობს რა ქართულ სახელმწიფოებრიობას, მიეჩვია საზოგადოებრივი აზრის არად ჩაგდებას, ისეთი მსხვილმანი საკითხების გადაწყვეტისას, სადაც საქმე ეროვნულ ინტერესებს და ქართული სახელმწიფოებრიობის სიმტკიცეს ეხება. ამ ტიპის ქმედებას წარმოადგენს თურქეთ–საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ქართველი ხალხის ზურგს უკან მომზადდა და რომლის გარკვეული პუნქტების გამოაშკარავებამ ჩვენს ხალხში უკვე გამოიწვია ბუნებრივი ვნებათაღელვა და სამართლიანი აღშფოთება. ხელისუფლება ხელშეკრულების შინაარსს საგულდაგულოდ იმიტომაც მალავდა, რომ თავადაც იცოდა - ის უსაფრთხოების ელემენტების შემცველი იყო. ქართული საქმის დამალვა მას არ დასჭირდებოდა. ხელისუფლებას შეეძლო ამ პრობლემის გადასაწყვეტად მოეძებნა გონივრული სხვა საშუალებებიც, რომელიც მას არც უცდია;თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ძეგლების გადარჩენის გზა, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის. მან ყველაზე პრიმიტიული და ქართული ინტერესებისთვის საზიანო გზას მიაკვლია. როგორც სჩვევია, მან ახლაც საკუთარი ხალხი არასახელმწიფოებრივი არჩევანის წინაშე დააყენა, რაც სინამდვილეში ასე ფორმულირდება - ან ჩვენი ისტორიულ-კულტურული ღირებულების არქიტექტურული ძეგლების გადარჩენა ნგრევისგან, ან ისლამის(რომელიც ჩვენს ხელისუფლებას,როგორც სარწმუნოება კი არ აინტერესებს, არამედ როგორც საქართველოს მულტიკულტურული მრავალფეროვნების დამტკიცების საშუალება), უცხო ქვეყნის(თუნდაც მეგობრად აღიარებულის) იდეოლოგიური კერების ხელოვნური სტიმულირება და შიდა ქართული დაპირისპირების (რელიგიურ ნიადაგზე) პროვოცირება. დღეს, მხოლოდ ტანკებითა და თოფ-იარაღით აღარ ხდება ქვეყნებისა თუ ქვეყნის გარკვეული ნაწილის მიტაცება-მითვისება (რუსეთი, როგორც ჩანს, ერთადერთი გამონაკლისია დღევანდელ მსოფლიოში). თანამედროვე სამყაროში ავანსცენაზე იდეოლოგია და ფინანსები გამოვიდნენ. თურქეთს რომ ყოველთვის ჰქონდა აჭარის ინტერესი, ეს ცხადზე უცხადესია(ამას არც თვითონ უარყოფს). ასევე ჩვენც უნდა გამოვხატოთ და რეალიზება გავუკეთოთ ჩვენს ინტერესებს(საკუთარი უსუსურობის კომპლექსი უნდა მოვიხსნათ). ამიტომ,ამ საკითხს ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ,მაგრამ, როდესაც შენი ხელისუფლება ხელახლა აშენებს საქართველოს ამ ნაწილში, უცხოელ დამპყრობთა ბატონობის მძიმე პერიოდის გამომხატველ ნაგებობას(არაფერს ვამბობთ მის საკულტო მნიშვნელობაზე), ეს ნათლად გამოხატავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მზადყოფნას სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაზე. მით უმეტეს, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ თემის გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ წამოწევა(სომალიში დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლების პერიპეტიები, მასში თურქული მხარის როლის და საქართველოს ხელისუფლების თავმოწონების გათვალისწინებით) პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის სურვილს მოიპოვოს თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში,საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე,რამაც, შეიძლება, ორ ქვეყანას შორის მომავალში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. რაც შეეხება ქართველ მუსლიმთა ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას, ქართველ მუსულმანთა ინტერესების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს საქმეა და არა თურქეთის სახელმწიფოსი. როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ქართველ მუსულმანთა თემა იყოს სხვა სახელმწიფოსთან ხელშეკრულების საგანი? ასეთი ხელშეკრულების არსებობა აღიარებაა იმისა, რომ ქართველი მუსულმანების ინტერესთა დამცველი იყოს სხვა სახელმწიფო. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლის პროცესს შევუწყოთ ხელი. თუ ქართველი მუსულმანები თავიანთი რელიგიური მოთხოვნილების დაკმყოფილებისთვის საჭიროებენ კიდევ დამატებით შენობებს, ეს თურქეთის სახელმწიფოსთან მოლაპარაკების საგანი ვერ უნდა გახდეს, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი საკითხია. სამწუხაროდ, საზოგადოების და რაც მთავარია, მრევლის ერთიანი აქტიური ქმედება ვერ ხორციელდება. სწორედ ჩვენმა ამგვარმა დამოკიდებულებამ გაუხსნა ხელ-ფეხი ამჟამიდნელ ხელისუფლებას, რომელიც უკვე თითქმის დარწმუნებულია მრევლის უუნარობაში და ყოველგვარი მორიდების გარეშე აკეთებს იმას, რაც უნდა, და ისე, როგორც უნდა, ხოლო, ეროვნული ინტერესებით,რომ არ ხელმძღვანელობს, ეს ცხადზე უცხადესია. ამიტომ დროა გამოვფხიზლდეთ და ჩვენი დასაცავი ჩვენ დავიცვათ! მრევლის აქტიურობასა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაცნობიერებაზეა დამოკიდებული, წინ აღვუდგებით თუ არა საქართველოში ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებს“. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
”რუსული სისტემის დაშლის უმოკლესი გზა რეფორმების მიუღებლობასა და უარყოფაზე გადის. ესაა გზავნილი, რომელიც მე ვაშინგტონიდან ჩამოვიტანე”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენში უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაზე გამოსვლისას. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ტექსტი განთავსებულია მის ოფიციალურ საიტზე.კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში თავისუფლებისათვის მოძრაობის გამოა აღშფოთებული და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აჯანყებულმა ხალხებმა საერთაშორისო მხარდაჭერა არ მიიღონ.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე