Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/dexus.jpegკომპანია “დექსუსმა” “ცენტრ პოინტ ჯგუფის” ყველა საბანკო ვალდებულება დაფარა. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “თიბისი ბანკის” მიმართ 7,7 მილიონი ლარის ოდენობის საკრედიტო დავალიანება კომპანია „დექსუსმა” რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად გადაიხადა. შედეგად, იპოთეკა მოეხსნა 5 ობიექტს: საცხოვრებელ კომპლექსს “მაგნოლიას”, “დიდი დიღმის ოაზისს”, “დაკიდებულ ბაღებს”, ასევე კრწანისის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ობიექტებს. უძრავი ქონების ბაზარზე, “დექსუსი”, პრაქტიკულად ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ბანკების მიმართ არანაირი საკრედიტო დავალიანება აღარ გააჩნია. შესაბამისად, “ცენტ პოინტის” არც ერთი ობიექტი/აქტივი იპოთეკით დატვირთული არ არის. “ცენტრ პოინტ ჯგუფის” კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა ბიზნეს ჯგუფმა “დექსუსმა” 2010 წლიდან დაიწყო. “დექსუსის” მართვაში შესვლამდე “ცენტრ პოინტის”, პრაქტიკულად, ყველა საბანკო ვალდებულება შეუსრულებული იყო, პროექტების მშენებლობა – შეჩერებული, ხოლო მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულება – დარღვეული. “დექსუსმა” “ცენტრ პოინტის” კრიზისიდან გამოყვანისა და რეაბილიტაციის სამწლიანი გეგმა 2010 წლის 17 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბანკების მიმართ აღებული ვალდებულება კომპანიას 2012 წლის დასაწყისისთვის უნდა შეესრულებინა. რეაბილიტაციის გეგმას კომპანია თანმიმდევრულად და წარმატებით ახორციელებს. “ცენტრ-პოინტის” ვალდებულებების გადმობარების შემდეგ, მენეჯმენტ კომპანია “დექსუსმა” 12 ობიექტის მშენებლობა განაახლა, 7 პროექტი უკვე დაასრულა, რის შედეგად “ცენტრ-პოინტის” 1700 მობინადრე დაკმაყოფილდა. სამშენებლო სამუშაოებსა და პროექტების რეაბილიტაციაში კომპანიამ მთლიანობაში 23 მილიონი ლარი დახარჯა. კომპანია პროექტ “ცენტრ პოინტზე” მთლიანობაში 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. იხილეთ epn.ge
  2. В январе потребности белорусских НПЗ были полностью обеспечены за счет российского сырья. Представители нефтяной отрасли сообщили, что сегодня у белорусских переработчиков нет необходимости закупать нефть где-то еще. Интересно понять, что теперь будет делать Белоруссия со своими планами по диверсификации поставок углеводородного сырья.
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/MUZEUMI-300x199.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით,მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განახლებული მუზეუმი მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს. ზოოლოგიის მუზეუმში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუზეუმის ექსპოზიციაში ხუთი ათასზე მეტი განახლებული ექსპონატია წარმოდგენილი, რომელიც ახალ ვიტრინებშია განთავსებული. გამოფენილ ნიმუშებს რესტავრაცია 1945 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. სამინისტროს ცნობითვე, ამიერიდან, სხვა დამთვალიერებლებთან ერთად, განახლებულ მუზეუმში დაცულ ექსპონატებს სკოლის მოსწავლეებიც გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ აქ საბუნებისმეტყველო საგნებში გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ. მუზეუმის თანამშრომლები, საგანგებოდ მოზარდებზე გათვლილი პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს შემეცნებით ექსკურსიებს შესთავაზებენ და ამით ხელს შეუწყობენ მათი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოოლოგიის ფონდი 1921 წელს შეიქმნა. 1945 წელს კი, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის თაოსნობით, ფონდის ბაზაზე ზოოლოგიის მუზეუმი დაარსდა. მუზეუმი ერთ-ერთი უმდიდრესია სამხრეთ კავკასიაში. გამოფენილი უნიკალური მასალა საინტერესოა არა მხოლოდ დამთვალიერებლებისთვის, არამედ მნიშვნელოვანია სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისთვისაც. იხილეთ epn.ge
  4. Оперная певица Анна Нетребко, кинорежиссер Никита Михалков и футболист Андрей Аршавин – вот лишь некоторые из почти полутысячи доверенных лиц российского премьер-министра Владимира Путина, который будет участвовать в президентских выборах 4 марта.
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Manjgaladze-1-300x200113.jpgსაქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა. მანჯგალაძის განცხადებით, ქართული მხარის მიზანია რუსეთის მორიგი აგრესიული რიტორიკის შესახებ, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება მოახდინონ. ბოლო წლებში მოსკოვიდან მუქარის ტონის შემცველი განცხადებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია და და სამწუხაროდ ახლაც ახალი არაფერი არ არის. ჩვენ მიზანი კი არის მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ ჩვენი მეგობრებისა და საერთაშირისო თანამეგობრობის იმ მორიგი აგრესიული რიტორიკისა, რომელიც მუდმივად იმის რუსეთიდან“,– განაცხადა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა, აღნიშნული ორგანიზაცია მოსკოვს შესაბამის ვალდებულებებს აკისრებს. „რუსეთს გარკვეულ ეტაპზე მოუწევს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რომელსაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ითვალისწინებს“,– განაცხადა მანჯგალაძემ. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tugu-300x199.jpgსახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას ახალი წლის ღამეს საჩხერეში, კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე, მომხდარი ინციდენტის გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართავს. როგორც სახალხო დამცველის პრესსამსახური იუწყება, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება საჩხერეში 2012 წლის 13 იანვარს მომხდარ ინციდენტზე. „საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 იანვარს, ქ.საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე, მოქალაქე დავით კიკნაძეს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა თავისუფლება აღუკვეთეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 2012 წლის 26 იანვარს, სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და ახსნა–განმარტება ჩამოართვეს დ. კიკნაძეს. დ. კიკნაძის ახსნა–განმარტების თანახმად, 13 იანვარს, ქ.საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე, მან ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი შეძახილი გააკეთა. რამდენიმე წუთში, უცნობმა პირებმა იგი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. მანქანაში მყოფი პირებიდან დავით კიკნაძემ ერთ–ერთი პირი ამოიცნო, რომელიც მისი განცხადებით შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია. ახსნა–განმარტების თანახმად, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, წაართვეს მობილური ტელეფონი წაართვეს, რომელიც მოგვიანებით SIM ბარათის გარეშე დაუბრუნეს. დავით კიკნაძის განმარტებით, მას თავისუფლება საათნახევრის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული, რის შემდეგაც, უცნობებმა მისი მონაცემები ჩაიწერეს და წასვლის უფლება მისცეს. ამასთან, იგი აცხადებს, რომ მისი დაკავების ფაქტი დაინახეს სამართალდამცავებმა, თუმცა მათ აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ,“- აცხადებენ პრესსამსახურში. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/administracisa1.jpgსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მომავალში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, თავად მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ ისაუბრა. მანჯგალაძემ ასევე უკუმენტაროდ დატოვა შეკითხვა, იყო თუ არა პრეზიდენტის გაპრემიერება ბარაკ ობამასთან შეხვედრისას განსახილველი საკითხი. „პრეზიდენტმა ამ თემაზე არაერთხელ ისაუბრა ვრცლად და ვფიქრობ კიდევ დამატებითი კომენტარის გაკეთება საჭიროება არ არის“,– განაცხადა მანჯგალაძემ. იხილეთ epn.ge
  8. გალის აფხაზურმა კომისარიატმა ქართველი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან 5000 რუსული რუბლისა და პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა.როგორც იტყობინება სააგენტო "ივერონი" თავის წყაროებზე დაყრდნობით, მას შემდეგ, რაც იმ ახალგაზრდების საქმეები, რომლებმაც აფხაზურ "ჯარში" წასვლას თავი აარიდეს, კომისარიატმა მარიონეტული რეჟიმის პროკურატურას გადასცა, ახალგაზრდები იძულებულნი გახდნენ, შესაბამის უწყებაში გამოცხადებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე ძებნა ოფიციალურად ცხადდებოდა."თითოეულ ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ingur-dam-300x199.jpgსაქართველოში თებერვლის თვეში სულ, 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, თებერვალი ენერგეტიკული საქმიანობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „საქართველოს პრეზიდენტი აქტიურ კომუნიკაციასა და ხალხთან შეხვედრებს კვლავაც გააგრძელებს. ეს კი, არის გაგრძელება იმ პოლიტიკის რომელსაც ქვეყანა 2008 წლიდან ეწევა. ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას 13 ათასი ადამიანი დასაქმდება და ამდენივე სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჩვენი მიზანი კი კვლავ რჩება არასდროს დავუბრუნდეთ წარსულს და იმას რაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო, ეს არის უშუქობა, უგაზობა და შესაბამისად სიცივე და სიბნელე“,– განაცხადა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, თებერვლის თვეში ქვეყნის მასშტაბით ახალი კლინიკების გახსნა იგეგმება. იხილეთ epn.ge
  10. http://saqinform.ge/images/stories/society/patarkacishvilebi11.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ყოფილი მაღალჩინოსნის, ბიზნესმენ ივანე (ვანო) ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ: „უკანასკნელი დროის განმავლობაში მასმედიაში დაფიქსირდა კითხვები და სპეკულაციები ბატონი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო სარჩელების შესახებ. <span style="font-size: 10pt;" />შემდგომი ვარაუდებისა და ჭორების აღსაკვეთად ვადასტურებთ, რომ ნამდვილად გვაქვს მნიშვნელოვანი პრეტენზიები ბატონი ჩხარტიშვილის მიმართ, რომლებიც წარმოადგენს საქართველოსა და დასავლური სასამართლოების აქტიური განხილვის საგანს. საქინფორმი
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/01/eurasia-review-150x80.png ამ კვირაში რუბრიკა ”კავკასიური კონტექსტი” ელჩს, კენეტ იალოვიცს წარმოგიდგენთ. ის 1998-2001 წ.წ. საქართველოში აშშ-ს დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა. იალოვიცი ობამა-სააკაშვილის გასული კვირის შეხვედრას აანალიზებს. გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. კენეტ იალოვიცი დარტმუტის კოლეჯის პროფესორია და საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი (1998-2001 წ.წ.). ის ”კავკასიურ კონტექსტს” შეხვედრის შესახებ თავის შეხედულებებს უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ შეხვედრას საქართველოს მომავლისათვის. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ობამა-სააკაშვილის შეხვედრა, რომელიც ოვალურ კაბინეტში ჩატარდა? შეხვდრა, რომელიც სააკაშვილს ამას წინათ ჰქონდა, პირველი შეხვედრაა პრეზიდენტებისათვის. ეს შეხვედრა დაემთხვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს. თუ გავითვალისწინებთ დაძაბულ ვითარებას აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილო კავკასიაში, იმას, რომ რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან დროული იყო და მნიშვნელოვანი იყო – მათ იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობებზე, უსაფრთხოების პრობლემებზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე. რა თქმა უნდა, იყო განხილული საქართველოს ნატოში გაწევრიანების, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხი და გამოთქმული იყო მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს წვილილი შეაქვს სამოკავშირეო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში. პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა სახელმწიფო მდივანს კლინტონს, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში შეხვდა თავდაცვის მდივანს პენეტას. ასე რომ ეს იყო ურთიერთობათა ერთიანად გადახედვის შესაძლებლობა. შეხვედრა დაემთხვა ასევე საქართველოში დემოკრატიული განვითარების გარდამტეხ მომენტს. ამ წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ხოლო სიცოცხლისუნარიან და კონსტრუქციულ ოპოზიციას მიეცეს პარლამენტში ადგილების მოპოვების შესაძლებლობა. მე დარწმუნებული ვარ ეს საკითხიც, ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლაში მიღეწეული პროგრესი და უცხოური ინვესტიციებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, ყოველმხრივ იყო განხილული შეხვედრის დროს. საქართველოს ოფიციალური პირები ხმამაღლა აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა, კონკრეტულად კი თავდაცვის საკითხებში ახალ დონეზე ავიდა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს? მე არ ვიცი ზუსტად, რას უნდა ნიშნავდეს ეს, რადგან მე აღარ ვარ მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი. ასე რომ, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გამოვხატავ. დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა ურთიერთსასარგებლო და პროდუქტიული იყო. ცხადია, ქართველები მათი საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის, ცდილობენ შეხვედრა შეძლებისდაგვარად საუკეთესო რაკურსით აღწერონ, რაც სავსებით გასაგებია. შეხვედრის წინ ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებებით ჩანდა, რომ საქართველოსთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. აშშ-ს ყურადღება კვლავ კონცენტრირებული იქნება წვრთნაზე, განათლებასა და ტექნიკურ თანამშრომლობაზე. შესაძლოა შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებაზე ლაპარაკი იყო, რუსეთთან ურთიერთობათა გაუარესების შემთხვევაში, მაგრამ ეს ჯერ ცნობილი არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო პრეზიდენტ სააკაშვილისთვის; როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხვდები, გინდა, რომ შეძლებისდაგვარად ამას საუკეთესო ელფერი მისცე. მან აშშ-ში მთელი კვირა გაატარა და უნდა, რომ ეს ყველაფერი, რამდენადაც შესაძლებელია, წარმატებად აღწეროს. მან საქართველო ისეთი გარდამავალი ქვეყნებისთვის, როგორიცაა არაბული სამყაროს სახელმწიფოები, მოდელად დაასახელა. რა პრაქტიკული შედეგი ექნება ობამასა და სააკაშვილის შეხვედრას? კეთილი, მათ ილაპარაკეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ორ ქვეყანას შორის, რაც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ეს მოჰყვა საქართველოს თანხმობას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რაც აშშ-ს სურდა. უსაფრთხოებისა და თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობაზე ყოვლისმომცველი დისკუსია წარიმართა. იმ დროს, როდესაც ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ კონკრეტული შედეგების შესახებ, ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ურთიერთობა მთლიანობაში ძალიან მყარია, მაგრამ არსებობს პრობლემური მომენტებიც. ჯერ კიდევ არ არის გაცემული პასუხი ისეთ კითხვაზე, თუ როგორ გაიგო 2008 წლის აგვისტოს ქართულ-რუსული ომის წინ ვაშინგტონიდან წამოსული გზავნილები თბილისმა. ჩემთვის, შეხვედრის საუკეთესო შედეგი ისაა, რომ პრეზიდენტებს მიეცათ ურთიერთობებზე უშუალოდ ემსჯელათ, ისე რომ ორივე მხარისთვის ყველაფერი ცხადი გახდეს. ყველა იმ რთული პრობლემის ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს, ეს ძალიან მისასალმებელია. საქართველოსთვის დღეს უდიდესი გამოწვევა დემოკრატიის განმტკიცებაა. თუ შეხვედრის შემდეგ აშშ-ს მიერ გაკეთებულ განცხადებებს დავეყრდნობით, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული საპრალამენტო არჩევნების საჭიროებას. იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ახლა შეცვლილია და მეტი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცა, მან, ალბათ, ხაზი გაუსვა ცვლილების მნიშვნელოვნებას, მომავალ წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ოფისს დატოვებს. პუტინთან დაკავშირებული სიტუაციის ფონზე, როდესაც ელიან მის დაბრუნებას რუსეთის პრეზიდენტად, შესაძლოა ობამამ გააფრთხილა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის იმავე ვარიანტის განმეორებასთან დაკავშირებით. ორიგინალი ორიგინალი
  12. http://saqinform.ge/images/stories/politics/12misha-obamaa.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „The Washinton Post“ წერს, „იმედი გვაქვს, საქართველოს პრეზიდენტმა გაიგონა ბატონ ობამას სიტყვები იმის თაობაზე, რომ ამერიკის პრეზიდენტი ელოდება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და იმას, რომ საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა“. <span style="font-size: 10pt;" />საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს ნებისმიერ მის შედარებას მოსისხლე მტერთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან. „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო კოლეგიასთან გასული კვირის შეხვედრაზე მან გაღიზიანებულმა ჩამოთვალა განსხვავებები: პუტინის რეჟიმი კორუფციას ეფუძნება, მაშინ, როდესაც მისი იმითაა ცნობილი, რომ გაწმინდა ერთ დროს გასვრილი პოლიცია და ბიუროკრატია; პუტინი ეომება უმცირესობებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ რელიგიური პლურალიზმის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღო; პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, მაშინ, როდესაც საქართველო ამერიკის მტკიცე მოკავშირეა და აორმაგებს თავის კონტინგენტს ავღანეთში. საქინფორმი
  13. http://saqinform.ge/images/stories/society/paichadzeeee.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. სამართალდამცველების ინფორმაციით, გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძის საცხოვრებელ ბინას ცეცხლსასროლი იარაღიდან, კერძოდ კი, სანადირო თოფიდან ესროლეს. ჩიტაიას ქ. №21-ში მდებარე პაიჭაძის ბინის ერთ-ერთი ფანჯარა სროლის შედეგად ჩამსხვრეულია, დაზიანდა ფანჯრის ჩარჩოც. საცხოვრებელი სახლის წინ, გზაზე კი, ტყვიის ერთი მასრაა ნაპოვნი. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. <span style="font-size: 10pt;" />„მეუღლემ დამირეკა და მომხდარის შესახებ მითხრა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით, 14:00 საათზე, მოხდა. სახლში ამ დროს მეუღლე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა პაიჭაძემ. მისივე თქმით, პირადი მტრები არ ჰყავს და მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც თავად ამბობს, „კვირის პალიტრაში“ ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით მწვავე სტატიებს – ჟურნალისტურ გამოძიებებს აქვეყნებდა. საქინფორმი
  14. http://saqinform.ge/images/stories/society/nina-oponion.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა“ ინტერნეტგამოცემა „opinion.ge“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „სააკაშვილი არ წავა ხელისუფლებიდან. ამ გარემოში სააკაშვილი დარჩება ხელისუფლებაში. ნებისმიერ სცენარს გამოიყენებს, რომელიც მოეხასიათება, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება მისთვის. ხელი უნდა გავანძრიოთ და ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად. ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა უახლოესი მომავლის პერსპექტივას დაუკარგავს საქართველოს“, – აცხადებს ბურჯანაძე. საქინფორმი
  15. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/society/4-vladimer-xomeriki.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხომერიკმა, რომლის ინფორმაციით, „ობამა-სააკაშვილის შეხვედრა გაგრძელდა მხოლოდ 20 წუთს და არა რამდენიმე საათს, როგორც საქართველოს ხელისუფლება ავრცელებდა“. მისივე თქმით, „ამერიკულ მედიას არც კი გაუშუქებია ეს შეხვედრა – „სი-ენ-ენ“-ისა და „ბი-ბი-სი“-ს არცერთ გამოშვებაში არაფერი თქმულა შეხვედრის შესახებ“. საქინფორმი
  16. http://saqinform.ge/images/stories/society/burjika-oponion.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ინტერნეტგამოცემა „opinion.ge“-თვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რით იყო განპირობებული ის გარემოება, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის ბურჯანაძის ფიგურა მიუღებელი იყო და აღნიშნა, რომ „ზოგი ამას – მის რუსულ ვოიაჟებს, ზოგიც ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირებს. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ის „რუსეთში დადიოდა და ივლის კიდეც, აუცილებლად შეხვდება რუსეთის მომავალ პრეზიდენტ პუტინს“. <span style="font-size: 10pt;" />„მე ძალიან ვაფასებ ამ ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემს სამშობლოს გამოადგება ჩემი პირადი ურთიერთობა პუტინთან. მე შემიძლია ამ ადამიანს შევხვდე, ვესაუბრო, ჩემი პოზიცია დავუსაბუთო. სასაცილოდ არ მყოფნის მაგ ადამიანების ვითომდა ბრალდებები. ეს ხელისუფლების კლიშე იყო და, რა თქმა უნდა, აიტაცა ოპოზიციამ, მაგრამ დამანახეთ ერთი პრორუსული განცხადება ბურჯანაძის მიერ გაკეთებული. პროქართული – რამდენიც გნებავთ. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, მე არ ვაპირებ, არც რუსებს, არც ამერიკელებს, არც ევროპელებს და არც ავსტრალიელებს ჩემი ერთგულების მტკიცება დავუწყო. ყველას ვუმტკიცებ, რომ ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ, ჩემი ქვეყნის ინტერესში დღეს ნამდვილად შედის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. არასოდეს არ შემეშინდება იმის თქმის, რაც ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანად მიმაჩნია“, – აცხადებს ბურჯანაძე. საქინფორმი
  17. /get_img?ImageId=5543 გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება საჩხერეში 2012 წლის 13 იანვარს მომხდარ ინციდენტზე. ომბუდსმენის ოფისის შვიდი თებერვლის განცხადებაში ნათქვამია: "საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 იანვარს ქ.საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე მოქალაქე დავით კიკნაძეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა თავისუფლება აღუკვეთეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 2012 წლის 26 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ დ. კიკნაძეს და ახსნა–განმარტება ჩამოართვეს. დ. კიკნაძის ახსნა–განმარტების თანახმად, 13 იანვარს ქ.საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე მან ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი შეძახილი გააკეთა. რამდენიმე წუთში უცნობმა პირებმა იგი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. მანქანაში მყოფი პირებიდან დავით კიკნაძემ ერთ–ერთი პირი ამოიცნო, რომელიც, მისი განცხადებით, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია. ახსნა–განმარტების თანახმად, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით SIM ბარათის გარეშე დაუბრუნეს. დავით კიკნაძის განმარტებით, მას თავისუფლება საათნახევრის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული, რის შემდეგაც უცნობებმა მისი მონაცემები ჩაიწერეს და წასვლის უფლება მისცეს. ამასთან, იგი აცხადებს, რომ მისი დაკავების ფაქტი დაინახეს სამართალდამცავებმა, თუმცა მათ აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ". სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. Министр иностранных дел РФ и глава Службы внешней разведки Фрадков во вторник прибыли в Дамаск на переговоры с президентом Асадом. США надеются, что того убедят передать власть и уйти, хотя Россия на днях защитила его режим в СБ ООН. Запад подверг ее резкой критике, а Лавров дал короткую отповедь: "Неприличная истерика". newsru
  19. </p>/get_img?ImageId=6221 "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყნამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო ბაზები იმდენად გააძლიერა, რომ მათ ”არაპროპორციული ზიანის” გამოწვევა შეუძლიათ ნებისმიერი აგრესორის მიმართ. მედმედევის თქმით, ეს საკითხი საქართველოშიც კარგად ესმით:”ისინი (სამხედრო ბაზები) ახლა ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ მძლავრად შეუძლიათ ამ ორი პატარა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა და რუსეთის ინტერესების დაცვაც. აქ არის სხვადასხვა ტიპის იარაღები, რომელთაც არათანაზომიერი ზიანის მიყენება შეუძლია დამპყრობელისთვის და მათ ეს ესმით, თვით უჭკუო სააკაშვილსაც კი ესმის ეს”- განაცხადა მედვედევმა. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ მედვედევს საქართველოს რემილიტარიზაციის შესახებ ჰკითხა და სთხოვა, პრეზიდენტს არ დავიწყებოდა იქიდან მომავალი საფრთხის შესახებ ”გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მილიტარიზაცია არ შემწყდარა, ხუთდღიანი ომის შემდეგაც კი. ამას გარდა, ჩვენ გვქონდა მტკიცებულება, რომ ომიდან მალევე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და რამდენიმე სხვა ქვეყნის ხაზით, ზოგიერთი მათგანი ჩვენი ახლო მეზობელია, ქვეყნები სხვადასხვა იარაღის მიწოდებას განაგრძობდნენ”-განაცხადა პრეზიდენტმა. და დაამატა, რომ სწორედ ამიტომ გააძლიერეს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნებს აუკრძალოს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა: ”რამდენიმე სახელმწიფო მეთაურთან მე ამ საკითხზე ღიად მისაუბრია, ”რას აკეთებთ?, ეს სახიფათოა” , მაგრამ ბოლომდე ამის აკრძალვა ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა ეს საკითხი სამომავლო პოლიტიკაში უნდა გავითვალისწინოთ. არავითარი სისუტე არ არსებობს, არც იეჭვოთ”. მედვედევმა დაადასტურა საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთებების აღდგენის სურვილი: ” თქვენ იცით, რომ ჩვენ ავკრძალეთ სხვადასხვა პროდუქტის გამოჩენა ჩვენს ბაზარზე, იყო სხვადასხვა პრობლემები. მიგვაჩნია, რომ ცივილიზებული დიალოგის რეჟიმში ჩვენ მეზობელთან ეს ურთიერთობა მშვიდად უნდა გამოვაცოცხლოთ და სადაც შესაძლებელია, აღვადგინოთ სავაჭრო ურთიერთობა” - აღნიშნა მედვედევმა და მაგალითად საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ახსენა: ”ეს ნორმალურია, ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან უნდა ურთიერთობდნენ” სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. http://saqinform.ge/images/stories/society/aqcia-rustaveltan-presa.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, დღეს, 2012 წლის 7 თებერვალს, 12:00 საათზე, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე პირი მონაწილეობას მიიღებს პრესის პოპულარიზაციის აქციაში. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები აქციის ფარგლებში ჟურნალ-გაზეთებს პრესის რეალიზაციის სრულიად ახალი მეთოდით – სტენდი-ველოსიპედის საშუალებით, გაყიდიან. საქინფორმი
  21. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59914.jpgუძლიერესი ყინვის გამო გაიყინა შავი ზღვა. სევასტოპოლი, ქერჩი, ევპატორია, ოდესა და კიდევ რამდენიმე პორტის ნაპირთან წყალი მთლიანად გაყინულია. ევპატორიაში ყინულმა წყლის 2 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაფარა. ოდესაში კი ნაპირიდან 100 მეტრში მცირე ზომის აისბერგები ჩანს. მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ანომალია ისტორიას უკვე 30 წელია არ ახსოვს. ბოლოს შავი ზღვა ოდესის სანაპიროსთან 1977 წელს გაიყინა. ძლიერი ყინვის გამო, რომელსაც მარტო უკრაინაში 135 ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინის ყველა პორტი 15 თებერვლამდე დაიხურა. მსგავსი ვითარებაა ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებთანაც. დახურულია რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტი - კონსტანცა, სადაც ზღვა ნაპირიდან ასი მეტრის მანძილზეა გაყინული. ყინულის სისქე თითქმის 40 სმ-ს აღწევს. View the full article
  22. /get_img?ImageId=6220 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის დედაქალაქ დამასკოში თავისი საელჩო დახურა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან თავისი ელჩი გაიწვია. საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, სირიასა და ტუნისში კი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. საქართველოს ელჩმა ეგვიპტესში, სირიასა და ტუნისში არჩილ ძულიაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე სირიის ციხეში მოხვდა. საელჩო ინფორმაციის გადამოწმებას სირიის ხელისუფლებასთან ცდილობს. ელჩისვე თქმით, ამ დრომდე საელჩოსთვის არ მოუმართავს სირიაში მყოფ ქართველებს. საქართველოს საელჩო კი დამოუკიდებელი რესურსებით ცდილობს მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. არჩილ ძულიაშვილის თქმით, საქართველოს საელჩო კაიროში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია სირიის შესახებ, რომელიც ქვეყნის ლიდერს, ბაშარ ალ ასადს, სირიაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას აკისრებდა და გადადგომისკენ მოუწოდებდა. რეზოლუციის მიზანი სირიაში 11-თვიანი სისხლისღვრის შეჩერება იყო, მაგრამ მას ვეტო რუსეთმა და ჩინეთმა დაადეს. ტელეკომპანია NBC-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ბაშარ ალ ასადი უნდა წავიდეს. მისი თქმით, ეს დროის საკითხია და აუცილებლად მოხდება. დიდ ბრიტანეთში დემონსტრანტების მიერ სირიის საელჩოს დარბევის შემდეგ, ბრიტანეტის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ”ასადის მკვლელი რეჟიმი განწურულია და გამორიცხულია, საერთაშორისო არენაზე მის მიმართ ნდობა აღდგეს.” გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთისა და რუსეთის ვეტოს შემდეგ, ”ფოქს ნიუსის” ინფორმაციით, გაეროს ელჩმა სუზან რაისმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი აღნიშნული ვეტოთი თავს აყენებენ რისკის ქვეშ, რომ სამომავლოდ თავადაც აღმოჩნდნენ ასადის მსგავს იზოლაციაში. რაისის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს მოუწევეთ, ინანონ სირიასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ვეტოს უფლების გამოყენება. საერთაშორისო საზოგადოების მსგავს შეფასებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ”ისტერიული” უწოდა. მისი თქმით, რუსეთმა ვეტოს უფლება იმიტომ გამოიყენა, რომ მიაჩნია, სირიაში ძალადობა მხოლოდ ხელისუფლებისგან არ მოდის. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს სირიაში ვითარების დასარეგულირებლად საკუთარი დიპლომატიური რესურსი გააჩნია. სწორედ ამის გამო უახლოეს დღეებში სერეგი ლავროვი სირიის ამჟამინდელ მმართველს, ბაშარ ალ ასადს, დამასკოში შეხვდება. სირიაში არეულობა 2011 წლის მარტში დაიწყო. ხელისუფლების ბრძანებით, პოლიციამ და ჯარისკაცებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი არაერთხელ გაუხსნეს. ე.წ. არაბული გაზაფხულით შთაგონებულმა მოსახლეობამ გასული წლის გაზაფხულზე ასადის გადადგომა მოითხოვა. სირიაში სამშვიდობო მანიფესტაციების დარბევისა და სამხედროებთან შეტაკების შედეგად, გაეროს მონაცემებით, 2011 წლის მარტიდან 5 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული. მიუხედავად ამისა, არსებული არეულობის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სირიის ხელისუფლებამ საერთაშორისო მედიას ქვეყანაში მუშაობა აუკრძალა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. </p>/get_img?ImageId=6199 “ჩვენ ამ საკითხს ვუყურებთ, როგორც კერძო ბიზნესის თემას, არც პროდუქციის შეტანის შეწყვეტასთან ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას რაიმე კავშირი და არც მისი შეტანის განახლებასთან. პირიქით, პირველი და მეორე საკითხიც, როგორც ჩვენ ვხედავთ, რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ იქნა ინიცირებული. თუ ქართული პროდუქცია შევიდა რუსულ ბაზარზე და ქართულმა ბიზნესმა იქ განაახლა მისი საქმიანობა, ჩვენ ერთადერთი რამის თქმა შეგვიძლია, წარმატებას ვუსურვებთ,” – განაცხადა დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ. მისი განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრეგორი კარასინის, განცხადება კიდევ ადასტურებს იმას, რომ თავიდანვე მხოლოდ პოლიტიკური წინააღმდეგობა არსებობდა ქართული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით. “ნიშანდობლივი განცხადებაა, რაც ირიბად იმის აღიარებს ნიშნავს, რომ ადრე ზუსტადაც რომ პოლიტიკური წინააღმდეგობა არსებობდა ამ პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ეს პროდუქცია ფართოდ იყიდებოდა და იყიდება მსოფლიო ბაზარზე, უამრავ სხვა სახელმწიფოში, მათ შორის ისეთ სახელმწიფოებში, სადაც სანიტარული მოთხოვნები უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში. რა თქმა უნდა, არავისთვის საიდუმლო არ იყო ის, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანა აიკრძალა პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე. რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,” – აღნიშნა ვაშაკიძემ. ცნობისთვის, გრეგორი კარასინმა განაცხადა, რომ არ არსებობს პოლიტიკური წინააღმდეგობა იმისთვის, რომ ქართული ღვინო და ბორჯომი დაბრუნდეს რუსეთში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. იაპონიის პრეფექტურა ოკაიამიში წყალქვეშა გვირაბი, რომელიც საზღვაო პორტს იაპონიის ერთ- ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს აკავშირებდა, ჩამოინგრა. დაკარგულია ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ხუთი თანამშრომელი, რომლებიც ენერგეტიკულ კომპანია JX Nippon Oil & Energy Corporation-აში მუშაობდნენ. ეს კომპანია მსოფლიოში ENEOS–ის ბრენდის სახელწოდებით არის ცნობილი. როგორც იაპონური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, 30 მეტრის სიღრმეში აშენებული გვირაბის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  25. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59913.jpgამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ შექმნიათ. გავრცელებული ცნობით, არც ერთ მათგანს ადგილობრივი საელჩოსთვის არ მიუმართავს. თუმცა ცნობილია, რომ დაკავებულია ერთი პირი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის შესაძლოა საქართველოს მოქალაქე იყოს. მისი ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. დამასკოში აფეთქებებისა და სროლის ხმა თითქმის გაუჩერებლად ისმის. ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. დედაქალაქთან ერთად შეტაკებების კიდევ ერთ ეპიცენტრადაა ქცეული ქალაქი ჰომსი. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ამგვარი ქმედებები საბოლოოდ უთხრის ძირს ასადის რეჟიმის ლეგიტიმურობას. დღეს ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლავროვთან ერთად დამასკოში ჩადის რუსული დაზვერვის შეფიც. ბაშარ ასადზე ზეწოლას შეერთებული შტატები გაეროში არაბული ლიგის სამოქმედო გეგმის დაბლოკვის შემდეგ საკუთარი ძალისხმევით და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით აპირებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. სირიიდან ამერიკამ დიპლომატები სრული შემადგენლობით უკვე გამოიწვია. View the full article
×
×
  • შექმენი...