Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images1.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ყირგიზეთის პარლამენტის ხუთი ფრაქციის წარმომადგენლები ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების სფეროებში, ასევე, პოლიციის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ეცნობიან. დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველ მოადგილესა და საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების წარმომადგენლებთან. საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ყირგიზი ჟურნალისტებიც იმყოფებიან. იხილეთ epn.ge
  2. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კვლევითმა ცენრტმა, “ვებომეტრიკსმა” 2012 წლის იანვრის მონაცემებით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში… ლინკი მედიანიუსზე
  3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ ქუთაისს ეწვევა. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, ბაქრაძე წმინდა… ლინკი მედიანიუსზე
  4. თბილისში, მოსკოვის გამზირზე, 4 თებერვალს 1967 წელს დარგული ათეულობით გაჩეხილი ფიჭვის ადგილზე პოლიციის შენობა შენდება. ახალი პოლიციის შენობა მოსკოვის გამზირზე 2011 წლის აგვისტოშიც გაიხსნა. კიდევ ერთი ახალი პოლიციის მშენებლობა იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ფიჭვები გაიჩეხა, დღეს, 7 თებერვალს დაიწყო. თუმცა დღემდე დედაქალაქის მერია მშენებლობის შესახებ ინფორმაციას არ გასცემს. /get_img?ImageId=6225 /get_img?ImageId=6228 იმის მიუხედავად, რომ სამშენებლო ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ", კანონის შესაბამისად, კანონდარღვევად მიიჩნევა, საინფორმაციო დაფა ამ ადგილზე ჯერ არ არსებობს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობას თვალს ადევნებს, ამბობს, რომ დაფას ხვალ ან ზეგ მიიტანენ. "დაფაზე იქნება ყველაფერი, მშენებელი კომპანიაც და პოლიციის შენობის ზუსტი სურათიც, ახლა ვერ აგიხსნით ვერაფერს, ვერც იმას, როგორი შენობა იქნება ზუსტად,"-ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. ტრაქტორმა, რომელიც ობიექტზე მუშაობს, მრგვალი ფორმის საძირკველი უკვე ამოთხარა. ობიექტზე მომუშავე მუშები ამბობენ, რომ პოლიციის შენობა მრგვალი ფორმის იქნება. /get_img?ImageId=6226 გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცის"იურისტი მერაბ ჩიქოვანი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ პოლიციის შენობის მშენებლობა აღნიშნულ ადგილზე უკანონოდ მიმდინარეობს, ვინაიდან, 2009 წლის 27 მარტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამწვანებულ ტერიტორიებს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა და ასეთ ზონებში მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია. იურისტის თქმით, იმისთვის, რომ აღნიშნულ ადგილზე მშენებლობა დაწყებულიყო, მას სარეკრეაციო ზონის სტატუსი უნდა შეცვლოდა. "სტატუსი არ არის შეცვლილი. ასეთ შემთხვევაში ოფიციალურ საიტებზე ავტომატურად ხდება ცვლილების ასახვა. ასეთი ცვლილება კი არ განხორციელებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად კანონდარღვევით მიმდინარეობს მშენებლობა,"-ამბობს იურისტი, მერაბ ჩიქოვანი. მშენებლობისთვის თბილისში ტერიტორია "კიკვიძის ბაღშიც" შემოისაზღვრა. როგორც მოსახლეობას მუშებმა განუცხადეს, შემოღობილ ადგილზე პოლიციის ახალი შენობა უნდა აშენდეს, თუმცა ოფიციალური პასუხი დედაქალაქის მერიისგან არც აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით არსებობს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დახმარების თხოვნით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ. მეორე აქციას მოსახლეობა ხვალ, 8 თებერვალს, გეგმავს. 2008 წლიდან თბილისში, დაახლოებით, 20 ახალი პოლიციის შენობა აშენდა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უჯდება სახელმწიფოს ერთი შენობის მშენებლობა, არ არსებობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების ახალი წესები დგინდება. ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში ახალი წესების ამოქმედებას ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ… ლინკი მედიანიუსზე
  6. ხვალ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული თბილისის სუპერმარკეტების კვლევის ანალიზის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ,,მედიანიუსს“… ლინკი მედიანიუსზე
  7. ყირგიზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია ქართველ კანონმდებლებტან შეხვედრებს განაგრძობენ. ყირგიზ კოლეგებს საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდგომ გატარებული რეფორმების… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59922.jpgკიდევ ერთი ახალი საავადმყოფო – დუშეთში ახალი კლინიკა სადაზღვევო კომპანია ჯიპიაიმ გახსნა. ის 15-საწოლიანია. აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და აქ ყველა სამედიცინო განყოფილება ფუნქციონირებს. საავადმყოფოში 80 მედიკოსია დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილმა დღეს დუშეთის საავადმყოფო პირადად დაათვალიერა. მოინახულა ახალშობილები მშობლებთან ერთად და საჩუქრები გადასცა. პრეზიდენტმა დუშეთის ახლად გახსნილ საავადმყოფოში პედიატრ ირაკლი ციციშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. `მე მინდა ყველა ჩვენგანის სახელით დიდ ქართველ მოღვაწეს, მედიკოსს, ბავშვების გადამრჩენელს და მთელი თაობების აღმზრდელს, საქართველოს გენოფონდის ძალიან ღვაწლმოსილ დამცველს, დიდ ქართველ პედიატრს, ბატონ ირაკლი ციციშვილს გადავცე ბრწყინვალების ორდენი, როგორც ჩვენი დიდი მადლიერების და მისი დიდი ღვაწლის ხაზგასმა ქართული სახელმწიფოს მხრიდან,`- აღნიშნა პრეზიდენტმა. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეხვდა. View the full article
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili22-300x199.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ექიმი, პედიატრი ირაკლი ციციშვილი, გაწეული საქმიანობისთვის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას ყველა ეპოქაში ჰყავდა წარმატებული ექიმები, და დღესდღეობით ასეთი სწორედ პედიატრი ირაკლი ციციშვილია. „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მას პირადად იცნობს და მათ რიცხვში მეც შევდივარ, ბავშობაში ხშირად აღმოვჩენილვარ მის ხელში. ირაკლი ციციშვილი დიდი ქართველი მოღვაწე და მედიკოსია“,– განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა ასევე ჯანდაცვის ახალ სისტემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კლინიკების გახსნა ახალი ჯანდაცვის სისტემის შექმნის ნიშანია. „ახლა ვმუშაობთ იმაზე რომ, ჯანდაცვის სისტემა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს არის ის რასაც ვგეგმავდით, რომ საქართველოს ევროპაში საუკეთესო დონის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ჰქონდეს. ჩემი ამბიციაა 2014–2015 წლებში ევროპაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთ–ერთი საუკეთესო იყოს“,– განაცხადა სააკაშვილმა. ასევე, დუშეთის საავადმყოფოში პრეზიდენტის სტუმრობის დროს კიდევ ერთი ბავშვი ნინო ბანცური დღეს საკეისრო კვეთით გაჩნდა. მეხუთე შვილიშვილის დაბადება ელისო აფციაურს პრეზიდენტმა პირადად ახარა. იხილეთ epn.ge
  10. საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოს პარლამნეტმა გასულ წელს კანონთა გარკვეული ნაწილი რეგლამნეტის დარღვევით მიიღო, ხოლო ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესი სრულიად დახურულია. საია-ს დაკვირვებით, გასულ წელს საქართველოს პარლამენტის მუშაობა ”უაღრესად სწრაფ ტემპებში წარიმართა და ჯამში 483 კანონი იქნა მიღებული.” იურისტების თქმით, განსაკუთრებით დატვირთული წლის ბოლო დღეები იყო, რა დროსაც სამართლის სხვადასხვა სფეროში ნაჩქარევი ტემპებით მნიშვნელვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, 15 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, 2-კვირიან პერიოდში, პარლამენტარებმა სულ 90 კანონი მიიღეს, რაც ჯამში მიღებული კანონების დაახლოებით 19 %-ს შეადგენს. საია-ს შეფასებით, აღნიშნული სწრაფი განხილვები ხშირად პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა. ძირითად დარღვევებს შორისაა: კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა/ვადის დარღვევით გამოქვეყნება, საკომიტეტო განხილვებისას ქვორუმის არარსებობა, პარლამენტის სხდომაზე არმყოფი დეპუტატის ნაცვლად ხმის მიცემა, კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების მესამე მოსმენისას შეტანა. ”ჩვენ თვალწინ, ძალიან ხშირად ირღვეოდა რეგლამენტის ის ნორმები, რომლებიც გამჭვირვალობის სტანდარტებს ამკვიდრებენ პარლამენტში. კვლავ პრობლემაა პარლამენტის ვებ-გვერდზე კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის სხდომამდე 2 დღით ადრე გამოქვეყნება. აღნიშნული ნორმა დაინტერესებული მხარეებისათვის არის იმის გარანტი, რომ შეიტყონ მათთვის საინტერესო კანონპროექტების განხილვის განრიგი და დაესწრონ მათ. მითითებული წესის ხშირი დარღვევა, რაც ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში 2011 წელს, აბრკოლებს საიასა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობას კანონშემოქმედებით საქმიანობაში და თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან,” -წერია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იურისტების თქმით, მაგალითად, 2011 წლის ბოლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ისე მიიღეს მეორე და მესამე მოსმენით, რომ ინფორმაცია მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის შესახებ საერთოდ არ გამოქვეყნებულა. ასევე, არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია არასრულწლოვანთა რეფერალთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვის შესახებ. საია-ს ცნობით, ასეთი მაგალითები უამრავია. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ყურადღებას ასევე ამახვილებს ქართველ პარლამენტართა მიერ დარბაზში არმყოფი კოლეგების ნაცვლად ხმის მიცემის ფატქებზე, რასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. საია-ს ინფრომაციით, ასევე, იშვიათი მოვლენა არაა, როდესაც კანონპროექტი მნიშვნელოვან გადამუშავებას მესამე მოსმენისას განიცდის, სწორედ მაშინ, როდესაც პარლამენტის რეგლამენტი მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანას უშვებს. ასე მოხდა, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვისას, რაც კანონის უხეში დარღევაა. ”გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს პარლამენტში მუშავდება პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი. აღნიშული პროცესი სრულიად დახურულია. გუშინ ცნობილი გახდა ახალი რეგლამენტის ფარგლებში მომზადებული ერთ-ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების კამერებით მუშაობის შეზღუდვას გულისხმობს. უმჯობესია, საქართველოს პარლამენტმა საკუთარი ძალისხმევა მიმართოს ზემოთ აღნიშნული მრავალგვარი დარღვევების აღკვეთისაკენ, და არა ჟურნალისტებისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებისაკენ. გამოვთქვამთ იმედს, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტი მიმართული იქნება არა დღეს არსებული გამჭვირვალობის სტანდარტების გაუარესების, არამედ მათი კიდევ უფრო ამაღლებისაკენ, რაც პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ასევე, ახალმა რეგლამენტმა აქცენტი უნდა გააკეთოს დღეს არსებული სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრაზე, მათ შორის: რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, საკანონმდებლო პროცესისათვის უფრო ხანგრძლივი ვადების დადგენასა და მათ ზუსტად გაწერაზე,”- წერია საია-ს მიერ დღეს, 7 თებერვალს, გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ თავიანთ საქმიანობას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და წარმართონ კანონის სრული დაცვით. ასევე, მოუწოდებენ საქართელოს პარლამენტს, საჯარო გახადოს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავების პროცესი და მისცეს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძისა და საქართველოში აშშ-ს ელჩ ჯონ ბასის შეხვედრა… ლინკი მედიანიუსზე
  12. იაპონიის სანაპიროსთან სატვირთო ხომალდი ,,ტანია კარპინსკაია” სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეეჯახა. ამის შესახებ ,,ლაიფ.ნიუსი” იუწყება. შეჯახების… ლინკი მედიანიუსზე
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vitaly-churkin.n-300x224.jpgგაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრს, მისი ქვეყნის სრული განადგურებით დაემუქრა. ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო სირიის რეზოლუციას იხილავდა, ხოლო რუსეთმა და ჩინეთმა არაბული ქვეყნებისა და დასავლეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია დაბლოკეს. კენჭისყრის წინ ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩურკინს მიმართა:“გაფრთხილებთ, იმ შემთხვევაში თუ ვეტოს უფლებას გამოიყენებთ და გაეროს გადაწყვეტილებას დაბლოკავთ, რუსეთი ყველა არაბულ ქვეყანას დაკარგავს“. ჩურკინმა უპასუხა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ასეთი ტონით დამელაპარაკებით დღესვე მცნება, როგორც ყატარი, აღარ იარსებებს“. ჩურკინმა ასევე დასძინა, რომ ის დიდი რუსეთის წარმომადგენელია და მისი სახელით, მხოლოდ გავლენიან ხალხს დაელაპარაკება. ოფიციალური კომენტარები ამ თემაზე ჯერ-ჯერობით არ გაჟღერებულა. აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და ყატარს შორის ურთიერთობები იანვრის ბოლოს მნიშვნელოვნად დაიძაბა, როდესაც ყატარელმა მებაჟეება რუსეთის ელჩი სცემეს, მოსკოვმა კი ყატარის ელჩი გააძევა. იხილეთ epn.ge
  14. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ აკაკი მინაშვილის მოსაზრებით, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებები ცხადყოფს, რომ რუსეთს თანამედროვე საზოგადოების… ლინკი მედიანიუსზე
  15. Глава МИД РФ и директор СВР провели в Дамаске переговоры с президентом Сирии. По их окончании Лавров объявил, что Асад готов к диалогу со всеми политическими силами в стране, а Россия будет работать с сирийской оппозицией. Ее представители тем временем запросили денег у арабских бизнесменов на войну с режимом Асада. newsru
  16. გამოცემა `ევრაზია რევიუმ~ რუბრიკით ”კავკასიური კონტექსტი” გამოაქვეყნა ინტერვიუ ელჩ კენეტ იალოვიცთან. გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ… ლინკი მედიანიუსზე
  17. На фоне волны международного возмущения, поднявшейся после провала голосования в Совете безопасности ООН о смене режима в Сирии, Бразилия продолжает сохранять молчание. США закрыли свое посольство в Дамаске, Пан Ги Мун назвал итоги голосования «большим разочарованием», однако ведущая экономическая и политическая сила Латинской Америки не собирается ничего делать.
×
×
  • შექმენი...