planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Популярная водка «Путинка», названная в честь фаворита предстоящих президентских выборов, будет продаваться со скидкой более 25% вплоть до открытия избирательных участков 4-го марта. Такую акцию с водкой якобы никто сверху не заказывал. «Мы предполагаем, что на фоне предвыборной агитации продажи водки вырастут на 1400%», - утверждает представитель ритейлера.
-
Дипломатию используют как в позитивных, так и в негативных целях. В позитивных целях она используется, когда надо решить проблему мирным путем, а в негативном смысле государства применяют ее для достижения своекорыстных целей, не думая при этом о мире. Тайная дипломатия всегда мешает целям мирной дипломатии. Давайте проанализируем новую решимость Пакистана, Ирана и Афганистана налаживать региональное сотрудничество в рамках нарождающегося в регионе геополитического сценария.
-
Варварство, аморфность и хаос – такой видят Россию поляки по мнению Чеслава Милоша. Милош размышляет о распространенном в России культе беспощадной истории, которая идет по будто бы заранее заданному пути, а человек оказывается лишь орудием ее могучих процессов. В эссе об Осипе Мандельштаме он восхищается государственным инстинктом русских, который противоположен польской тяге к анархии.
-
Баскетболисты ЦСКА в среду, 22 февраля, встретились с греческим "Олимпиакосом" в матче пятого тура Топ-16 Евролиги. Встреча закончилась со счетом 96:64 в пользу российского клуба. Таким образом ЦСКА, который занял первое место в группе E, досрочно гарантировал себе попадание в четвертьфинал. lenta.ru
-
</p>/get_img?ImageId=6475 დღეს კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელმა ოთხმა არასამთავრობო ორგნიზაციამ საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე, მასთან შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობოებმა (“საერთაშორისო–გამჭვირვალობა, საქართველო”, “ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისათვის”) მიიღეს პირობა, რომ ვეფხვაძის ინიციატივაში გარკვეული შესწორებები შევა. “ჩვენი შეხვედრა დასრულდა ისე, რომ მივიღეთ პირობა, რომ გადაიხედება და შეიცვლება რაღაცეები კანონპროექტში, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რა შეიცვლება და როგორ სახეს მიიღებს ეს. შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენი ეჭვები და პრობლემები გაგვეზიარებინა და მგონი, დავარწმუნეთ ინიციატორი ავტორი, რომ ძალიან პრობლემატურია ეს კანონპროექტი და ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც აუარესებს მდგომარეობას, მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ გადაიხედება, მაგრამ არ ვიცით ეს იქნება თუ არა იდენტური ჩვენი ინიციატივის. ჩვენთვის ძალიან პრინციპულია კანონში შევიდეს ის ცვლილებები, რაც ჩვენ მოვამზადეთ,” – აღნიშნავს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. კანონპროექტის ავტორი, ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ საბოლოო ჯამში ერთობლივად მოხდეს პლენალურ სხდომაზე კანონპროექტის გატანა. “შესაძლოა, ერთობლივად მოხდეს პლენალურ სხდომაზე კანონპროექტის გატანა. ერთ–ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მოვუხსნათ არასამთავრობოებს ის საფრთხეები, რომლებიც მათ აქვთ, ხოლო თუ მათ ჩვენს ვარიანტში დაინახეს ეს საფრთხეები, ესენი უნდა შესწორდეს,” – აღნიშნავს ვეფხვაძე. მისივე თქმით, თუკი კომიტეტი აიღებს საფუძვლად იმ წინადადებას, რომელიც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მზად არის რომ ეს ინიციატივა საერთოდ გამოიტანოს და იყოს მხოლოდ მათი, არასამთავრობოების ინიციატივა და აქვე დასძინა: “ოღონდ გარკვეული პრინციპები, რომლებიც ჩემთან არის და არასამთავრობოებთან არა, იმედი მაქვს, რომ აღმოჩნდება საბოლოო დოკუმენტში”. კითხვაზე, რა არის ვეფხვაძისთვის ერთ–ერთი პრინციპული პოზიცია მისეულ კანონპროექტში, ის პასუხობს: მიმაჩნია, "რომ საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტი წარმოადგენს კოლოსალურად დიდ თანხას და 251 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის რეგულაციისას უნდა მოხდეს მისი განახევრება (“პარტიის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს”). ამიტომ სჯობს ეს შეზღუდვები არსებობდეს და თანაბარი იყოს მდგომარეობა პარტიებისთვის. ამას ვამბობ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე. და იმის მიხედვით ვინ შემოდის პოლიტიკურ ავანსცენაზე, არ ვიცვლი ჩემს პოზიციას, არც ახლა და არც მომავალში. ჩემთვის ეს პრინციპული საკითხია”. ამჟამად პარლამენტში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული. ერთი კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ვეფხვაძეა, ხოლო მეორეს ინიციატორი ოთხი არასამთავრობოა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მათი ინიციატივა უფრო კომპლექსურია და ბევრად უფრო მეტ პრობლემასა და საკითხს ეხება. “პარტიასთან დაკავშირებული პირების მცნება ამ შემთხვევაში ძალიან ფართოა და ჩვენ გვაქვს ეს განმარტებული. ჩვენ გვაქვს დეტალური რეგულირება, თუ რა შემთხვევაში უნდა დაჯარიმდეს შემოწირულობის წესების დარღვევისთვის პირი და რა შემთხვევაში შეიძლება ის გაუთანაბრდეს პარტიას. ასევე სისხლის სამართლის ცვლილებებზე საერთოდ არ არის ვეფხვაძის კანონპროექტში საუბარი,” – აღნიშნავს ჩუგოშვილი. საბოლოოდ რა ფორმაზე შეთანხმდებიან მხარეები და რომელ კანონპროექტზე შეჩერდება ყურადღება საკომიტეტო მოსმენებზე, თუ მოხდება ერთიან ფორმაზე ჩამოყალიბება, ეს ჯერ უცნობია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg დემიენ მაკგინესი ირანს და დასავლეთს შორის დაძაბულობა კავკასიაზეც გავრცელდა, სადაც გასულ კვირაში ისრალელი დიპლომატის ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი იპოვეს. ირანი და ისრაელი, როგორც ჩანს მუქარების, აფეთქებების და შეთქმულებების ფარული ომით არიან დაკავებულნი კავკასიაში, რეგიონში, რომელიც ცივი ომის დროს მტკიცედ რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი იყო. ირანის საიდუმლო ბირთვული პროგრამა ჯაშუშების სამიზნეა, რადგან დასავლელი ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ თეირანი, მართალია ამას უარყოფს, თუმცა ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. აფეთქებასთან დაკავშირებულ ანტიისრაელურ შეთქმულებას საქართველოს დედაქალაქ თბილისში ადგილი ჰქონდა სამი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ნავთბით მდიდარი მეზობელი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ბაქოში ისრაელის ელჩის მოკვლის მიზნით შეთქმულებაში დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების თანახმად, სამიზნეს ებრაელების სკოლა და ადგილობრივი რაბინებიც წარმოადგენდნენ. ისრაელის მთავრობამ ირანი იმაში დაადანაშაულა, რომ ამ თავდასხმების უკან ის დგას – ბრალდება, რომელსაც თეირანი უარყოფს. გასულ კვირაში ირანმა შეუღრინა აზერბაიჯანს, რომელსაც ისრაელთან კარგი კავშირები აქვს. თეირანმა განაცხადა, რომ იანვარში მოკლული ირანელი მეცნიერის როშანის მკვლელები აზერბაიჯანის გავლით გაიქცნენ. ეს დაძაბულობა იმაზე მიუთითებს, რომ ირანელი ჯაშუშები და ისრაელის საიდუმლო სამსახურის „მოსადის“ აგენტები სამხრეთ კავკასიაში, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთისგან შედგება, აქტიურად მოქმედებენ. კასპიის ზღვაში აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის მოპოვების ფაქტი, ასევე რეგიონში არსებული მთავარი მილსადენები, რომლებიც დასავლურ ბაზრებს ენერგორესურსებით ამარაგებს, კიდევ უფრო ზრდის ამ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ზესახელმწიფოთა მეტოქეობა როდესაც საქმე ჯაშუშობას ეხება, რეგიონი მეორე მსოფლიო ომის წინანდელ შვეიცარიას ემსგავსება, ამბობს ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი: „ყველა იყენებს სამხრეთ კავკასიას ამ ფარული ომისთვის. ეს ცხადია“, ამბობს ის. რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის მოქცეული სამხრეთ კავკასია სტრატეგიული გზაჯვარედინია ირანს და დასავლეთს შორის. აზერბაიჯანს, რომელიც ირანს ესაზღვრება, თეირანთან ისტორიული და კულტურული კავშირები აქვს: ირანის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 20-30 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. საქართველო, რომელმაც შარშან ირანთან თავისუფალ სავიზო რეჟიმზე შეთანხმება გააფორმა, თავისი სუსტი ეკონომიკის ზრდისთვის ენთუზიაზმით იზიდავს ირანულ ტურიზმს და ვაჭრობას. ახალი სავიზო რეჟიმის წყალობით, შარშან საქართველოს ირანელი ტურისტების უპრეცედენტო რიცხვი – 60, 000 ადამიანი სტუმრობდა. მაგრამ იმავდროულად, საქართველო და აზერბაიჯანი დასავლეთის აქტიური მოკავშირეები არიან. ორივე ნატოს ავღანეთის მისიის კონტრიბუტორია და ევროპასთან ძლიერი ბიზნესსკავშირები აქვთ. საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა. აზერბაიჯანი დასავლეთში, ასევე ისრაელში ნავთობისა და გაზის მსხვილი მიმწოდებელია. თავის მხრივ, აზერბაიჯანი ისრაელისგან იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს. ლოიალურობის შეწყვეტაში სამხრეთ კავკასიისთვის ახალი არაფერია. საუკუნეების განმავლობაში რუსეთის, სპარსეთის და ოტომანთა იმპერიები იბრძოდნენ ამ ლამაზი რეგიონისთვის, სადაც ალპებზე მაღალი მთები და ნაყოფიერი ხეობებია. ის მსოფლიოში პირველი ვაზის სამშობლოა. ჩრდილოეთით რუსეთის, ხოლო სამხრეთით ირანის არსებობა რთულ და არასტაბილურ სამეზობლოს ქმნის, რომელიც სულ უფრო არასტაბილური ხდება. „ბოლო 200 წლის განმავლობაში ეს ყველაზე რთული პერიოდია“, ამბობს აზერბაიჯანის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი და დღეს ბაქოში მცხოვრები პოლიტოლოგი არასტუნ ორულუ. რუსეთის გამოწვევა 1991 წლამდე, საქართველოც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, შესაბამისად, რუსეთი აქ ერთადერთი მოთმაშე გახლდათ. მაგრამ დღეს, თურქეთი და ირანი, ორივე ყოფილი რეგიონული იმპერია, 19-ე საუკუნემდელ თვითრწმენას იბრუნებს. რეგიონმა უცბად აღმოაჩინა, რომ ის ძველებურად სამი სულ უფრო აგრესული ზესახელმწიფოს გარემოცვაშია. „თქვენ არ შეგიძლიათ მეზობლების არჩევა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც ამ მხარეში სულ უფრო ხშირად ისმის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მოკავშირეები – და აზერბაიჯანი, მას შემდეგ რაც ცივი ომი დასრულდა, გაიხსნა თურქეთისა და შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც მისი ძველი პატრონის, რუსეთისთვის. ის გაჩერების მთავარი პუნქტია ავღანეთისკენ მიმავალ მარშრუტში ამერიკული არმიის, აღჭურვილობისა და საწვავისთვის. 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკვირვა დასავლელი ლიდერები იმით, რომ ამერიკას ევროპის დასაცავად ნებისმიერი ირანული სარაკეტო თავდასხმისგან, აზერბაიჯანში, ქაბალას რუსული სარადარო სადგურის გამოყენება შესთავაზა. მაშინ გარიგება შეჩერდა, რადგან ბუშის ადმინისტრაციას არ სურდა საკუთარი ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემის მიტოვება აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას უფრო მომრიგებლურმა მიდგომამ მოსკოვისადმი და ირანთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ, შეიძლება ეს წინადადება კვლავ დააბრუნოს დღის წესრიგში. არასტაბილურობა საქართველოში 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ რუსეთი და აშშ საქართველოში ერთად მუშაობდნენ. არსებობდა შიში, რომ ჩრდილოეთ საქართველოს მთებს, რომელიც ომგადატანილ ჩეჩნეთს ესაზღვრება, ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტები აფარებდნენ თავს. საქართველოში რუსეთის ინტერვენციის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთისთვის, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო საქართველოს არმიის წრთვნა და პოლიციის მომზადება რეგიონში წესრიგის მხარდაჭერისთვის. მაშინ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ირანზე შეერთებული შტატების ან ისრაელის დარტყმას? „საქართველო ყველაზე ახლო სამიზნე იქნება ირანის კონტრ-შეტევისთვის“, დარწმუნებულია აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი. „აზერბაიჯანი შეეცდება თავი აარიდოს ნებისმიერ თანამშრომლობას დასავლეთთან. მაგრამ საქართველო ამას უდიდესი სიამოვნებით გააკეთებს“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრო-დასავლური მთავრობა აშშ-ს აქტიური მოკავშირეა, ალექსანდრე რონდელი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. „ჩვენ აქ არ გვაქვს არანაირი ამერიკული ბაზები ან აუცილებელი სამხედრო ინფრასტრუქტურა“. და დიპლომატებიც ამბობენ, რომ ვაშინგტონი არ ჩააყენებს საქართველოს ასეთ მოწყვლად მდგომარეობაში. ბ-ნ რონდელს სჯერა, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან ემუქრება. ეს ორი ქვეყანა 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპირისპირდა, და დღემდე რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიის 20%-ზეა დისლოცირებული. ზოგიერთი ქართველი შიშობს, რომ მოსკოვი ირანთან კონფლიქტს რეგიონში რუსეთის პოზიციის აღდგენისთვის საბაბად გამოიყენებს. ტრადიციულად კრემლი ამ რეგიონს მიიჩნევს საკუთარ ზურგად და სასარგებლო ბარიერად არასტაბილური ახლო აღმოსავლეთისგან ჩრდილოეთით. ქართველების შიშებს ისიც ამძაფრებს, რომ რუსეთი წელს მოგვიანებით კავკასიაში მასშტაბურ სამხედრო წრთვნებს გეგმავს. ნებისმიერ მნიშვნელოვან კონფლიქტს ირანთან შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვეს: ასობით ათასი დევნილი მოაწყდება ირანის საზღვართან აზერბაიჯანს, ქვეყანას, რომელიც 1990-ან წლებში სომხეთთან ომის შემდეგ მთელი ძალით ცდილობს მილიონამდე დევნილის პრობლემას გაუმკლავდეს. ანალიტიკოსები ერთ რამეზე თანხმდებიან: ადგილობრივ დონეზე კიდევ რაიმე ტიპის კონფლიქტის არანაირი სურვილი არ არსებობს. როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი ტერორისტული აქტების მდელობა, ნერვების ომის ნაწილია. მაგრამ ამ რეგიონში, რომელიც მრავალწლიანი ომების შემდეგ აღდგენისთვის იბრძვის, ხალხს სტაბილურობა სწყურია. ორიგინალი ორიგინალი
-
Число жертв катастрофы, которая произошла на железнодорожной станции в Буэнос-Айресе, выросло до 49 человек. По данным полиции, в числе погибших оказался один ребенок. Пострадали по меньшей мере 550 человек, в том числе 200 - серьезно. Подошедшая к перрону электричка на большой скорости врезалась в тупик. lenta.ru
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/putin_v_08.jpgრუსეთის პრემიერ–მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შატატები „ძალიან დიდ შეცდომას“ უშვებს, როცა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ეხმარება და ამით თბილისს „აგრესიული ქმედებებისკენ“ უბიძგებს. polity.ge
-
Прокуратура Санкт-Петербурга разъяснила, почему ректор СПбГУ Николай Кропачев имеет право не декларировать свои доходы. Как заявили в прокуратуре, университет был создан Петром I, и на него не распространяются требования соответствующего указа президента. Такими же преференциями обладает ректор МГУ. lenta.ru
-
lenta.ru- Обнаружен портрет Шопена из Освенцима
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Портрет Фредерика Шопена из коллекции польского профессора Ягеллонского университета Александра Скотницки оказался портретом композитора, когда-то висевшим в Освенциме. Об этом владелец картины узнал в январе 2012 года - за несколько дней до 67-й годовщины освобождения концлагеря. lenta.ru -
В 2012 году на разведку нефтяных месторождений в Ханты-Мансийском автономном округе выделят 30 миллиардов рублей, что значительно превосходит прошлые годы. На поисковое бурение уйдет около 18 миллиардов, а на сейсморазведку - более 8 миллиардов рублей. За год в Югре планируют добыть более 260 миллионов тонн нефти. lenta.ru