planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/16-fero.jpgხვალ, 8 მარტს, გაეროს მიერ დაწესებულ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლისა და სართაშორისო მშვიდობის დღის აღსანიშნავად პროფკავშირები რამდენიმე აქციას გეგმავენ. 12 საათზე, მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე და წარმომადგენლები კარდილოგიურ კლინიკა „ჯოენში“ მივლენ (მის. დიღმის მასივი ლუბლიანას ქ.16) და მედ პერსონალის ქალ წარმოამდგენლებს სიმბოლურად ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღეს ყვავილებით მიულოცავენ. 13 საათზე კი, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის დღეს , თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების წარმოამდგენლები სიმბოლურ აქციას გამართავენ. შემხვედრ ქალბატონებს თაიგულებს აჩუქებენ. პარლელურად იქვე ტრასნპორტის სფეროში დასაქმებულთა პრფკავშირის წარმოადგენლები ყვეავილებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაარიგებენ და დასაქმებულ ქალებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/00E1BAF0-0C-300x220.jpg8 მარტს 19.00 საათზე რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ბიზნეს–ანალიტიკური ჯგუფი “M&Co Consulting” –ი წარმოგიდგენთ პროექტს „Georgia in Your Mind“ – The Shin& მაია ბარათაშვილი–ს ერთობლივკონცერტს. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტი – “The Shin& მაია ბარათაშვილი“ (კონცერტი) გაიმართება რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე. კონცერტზე წარმოგიდგენთ მუსიკოსების ახალ, ექსკლუზიურ ჯაზ–პროექტს Georgia in Your Mind გაეცნობით, ასევე რიგით მესამე FlaM&Co (ფლამენკო) ფარგლებში წარმოდგენილ თვითნასწავლ ხელოვანებს, ვინც სპეციალურად 8 მარტის საღამოსათვის მიიღებს მონაწილეობას გამოფენა–გაყიდვაში. კონცერტზე ასევე მოწვეულია სპეციალური სტუმარი, Ray A. Kaczynski (რეი კაჩინსკი), ამერიკელი ჯაზმენი. კონცერტის დაწყებამდე, გთავაზობთ ფლამენკოს გამოფენა–გაყიდვას, სადაც წარმოდგენილი იქნება ნიჭიერი და თვითნასწავლი დიზაინერების საგაზაფხულო კოლექციები. ასევე, პროექტის ფარგლებში 8 მარტს რუსთაველის თეატრში, 15:30სთ-ზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მხატვრების ეკა ფერაძის, ზურაბ მარტიაშვილისა და მანანა კიკნაველიძის ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა _ „ფლამენკო“ გაიხსნება. სამივე ხელოვანი ევროპიდან სამშობლოში ბრუნდება და ეს მათი პირველი საჯარო გამოფენა იქნება წლების შემდეგ. აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა რუსთაველის თეატრის ფოიეში 14:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ვიპ სტუმრებისათვის გავმართავთ სპეციალურ ივენთს. კონცერტი ეძღვნება 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს.. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/mmm-212x300.jpgქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა ფონდი საქართველოში, აწყობს ქართველი ქალი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენას და დისკუსიას სახელწოდებით „სხვა 8 მარტი“. (პროექტის სახელწოდება გამოხატავს პროსტესტს ამ დღესასწაულის საბჭოთა პერიოდში შეძენილი კონტექსტის მიმართ). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო, ვიდეო, ფერწრული და გრაფიკული ნამუშევრები, ინსტალაციები, მოეწყობა პერფომანსი გენდერული თანასწორობის თემაზე. ღონისძიების მიზანია, 8 მარტი არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ყვავილების ჩუქების რიტუალით. ამ დღეს ქალთა პრობლემებზე მსჯელობა და საზოგადოებისთვის მათი არსებობის შეხსენებაც უნდა ხდებოდეს. 8 მარტის დაარსება, პირველ რიგში, ქალთა შრომითი უფლებების დაცვას უკავშირდება. (1857 წლის 8 მარტსნიუ-იორკშიმუშაქალებიგაიფიცნენაუტანელისამუშაოპირობებისადაძალზემწირიხელფასისგამო. ქუჩაშიგამოსულიგაფიცულიქალებიპოლიციამდაარბია). ქალთა შრომითი დისკრიმინაცია საქართველოშიც აქტუალური საკითხია. (იხ. დანართი #1, კვლევა და სტატისტიკა), ამიტომ ქალთა ფონდმა გადაწყვიტა, სწორედ ამ თემის მიმართ გაემახვილებინა საზოგადოების ყურადღება და გამოხმაურებოდა ქალთა საერთაშორისო დღეს. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60202.jpg ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს. 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე უეფას საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი განაცხადით უნდა მიმართონ. გადაწყვეტილების შესახებ, დღეს, ბაქოში გახდა ცნობილი. ამ საკითხზე, დღის ბოლოს, თბილისში გამართულ მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს. საქართველომ და აზერბაიჯანმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. მათ შორის არის 9 საერთაშორისო სტანდარტის საფეხბურთო მოედანი. დიდმა სტადიონმა 50 ათასი გულშემატკივარი უნდა დაიტიოს, პატარა კი 30 ათას მაყურებლზე უნდა იყოს გათვლილი. საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი აპლიკაცია უეფას 2014 წლამდე უნდა წარუდგინონ. გადაწყვეტილებას, კენჭისყრის საფრუძველზე, უეფას წევრი ქვეყნები მიიღებენ. უკვე ცნობილია, რომ, ჩემპიონატის მასპინძლობის სტატუსისთვის, საქართველოს ძლიერი მერტოქეები გაუწევენ კონკურენციას. უეფას 2012 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე ბელგია დამოუკიდებლად იბრძოლებს. განაცხადით ერთობლივად მიმართვენ უეფას, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია და სერბეთი. ერთობლივ აპლიკაციას ამზადებენ ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი. ერთობლივად შესთავაზებენ საკუთარ ქვეყნებს უეფას რუმინეთი და ბულგარეთიც. ნიდერლანდები და თურქეთი დამოუკიდებლად შეეცდებიან გამარჯვებას. აპლიკაცია ირლანდიამ, შოტლანდიამ და უელსმაც ერთობლივად უნდა მოამზადონ. უეფას ჩემპიონატის საქართველოში ჩაატარებას ტურიზმის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფრომაციით, მასპინძელ ქვეყანაში, ჩემპიონატზე, 5-დან 10 მილიონამდე ტურისტი ჩადის. ევროპის ჩემპიონატი წელს უკრაინასა და პოლონეთში ჩატარდება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც უეფას ორი ქვეყანა ერთდროულად უმასპინძლებს. 2016 წელს ჩემპიონატი საფრანგეთში, პარიზში, გაიმართება. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60202.jpg ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს. 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე უეფას საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი განაცხადით უნდა მიმართონ. გადაწყვეტილების შესახებ, დღეს, ბაქოში გახდა ცნობილი. ამ საკითხზე, დღის ბოლოს, თბილისში გამართულ მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს. საქართველომ და აზერბაიჯანმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. მათ შორის არის 9 საერთაშორისო სტანდარტის საფეხბურთო მოედანი. დიდმა სტადიონმა 50 ათასი გულშემატკივარი უნდა დაიტიოს, პატარა კი 30 ათასი მაყურებლისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული. საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი აპლიკაცია უეფას 2014 წლამდე უნდა წარუდგინონ. გადაწყვეტილებას, კენჭისყრის საფუძველზე, უეფას წევრი ქვეყნები მიიღებენ. უკვე ცნობილია, რომ ჩემპიონატის მასპინძლობის სტატუსისთვის, საქართველოს ძლიერი მერტოქეები გაუწევენ კონკურენციას. უეფას 2012 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე ბელგია დამოუკიდებლად იბრძოლებს. განაცხადით ერთობლივად მიმართვენ უეფას ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია და სერბეთი. ერთობლივ აპლიკაციას ამზადებენ ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი. ერთობლივად შესთავაზებენ საკუთარ ქვეყნებს უეფას რუმინეთი და ბულგარეთიც. ნიდერლანდი და თურქეთი დამოუკიდებლად შეეცდებიან გამარჯვებას. აპლიკაცია ირლანდიამ, შოტლანდიამ და უელსმაც ერთობლივად უნდა მოამზადონ. უეფას ჩემპიონატის საქართველოში ჩაატარებას ტურიზმის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მასპინძელ ქვეყანაში ჩემპიონატზე 5-დან 10 მილიონამდე ტურისტი ჩადის. ევროპის ჩემპიონატი წელს უკრაინასა და პოლონეთში ჩატარდება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც უეფას ორი ქვეყანა ერთდროულად უმასპინძლებს. 2016 წელს ჩემპიონატი საფრანგეთში, პარიზში გაიმართება. View the full article
-
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უმასპინძლეს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის პროცედურა გააცნეს. დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსში საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე და ამავე კომიტეტის გასვლითი სხდომა შედგა. ცნობისთვის, 2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას. თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილნი იქნებიან სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში, წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში და სხვ. თანამემამულის სტატუსის მიღების მსურველი ადამიანი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. როგორც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა, პირველად შედგა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. მისი თქმით, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს აინტერესებთ, თუ რამდენად დიდია თანამემამულის დოკუმენტის მიღების მსურველი ადამიანების აქტივობა. „უმნიშვნელოვანებია სამოქალაქო რეესტრის სერვისი უცხოეთში მყოფი ადამიანებისთვის, რომელიც თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენას ონლაინ რეჟიმში ითვალისწინებს. ამ პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები სწორედ საზღვარგარეთ იმყოფებიან, ამიტომ მოუხერხებელი იქნებოდა მათთვის საქართველოში ჩამოსვლა და განაცხადის ადგილზე გაკეთება“,–განაცხადა დავითაიამ. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ნუგზარ წიკლაურის თქმით, აღნიშნული შეხვედრა პატლამენტის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია. „აღნიშნული პროექტით ჩვენ უფრო აქტუალური უნდა გავხადოთ უცხოეთში მყოფი თანამემამულეთა ურთიერთობა ისტორიულ სამშობლოსთან“,–აღნიშნა პარლამენტარმა. იხილეთ epn.ge
-
8 მარტს, 11.00 საათზე, სასტუმრო ‘Holliday Inn’–ში მომღერალ ქეთი ფარესაშვილის, პოპულარული შვედი მესაყვრის, ბიორნ ინგელსტამის და პროექტის პროდიუსერის –ანა რეხვიაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 8 მარტს, 12.00 საათზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ფოტონამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, საიდანაც შემოსული თანხა ‘ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის’ ანგარიშზე ჩაირიცხება. მის: რუსთაველის გამზ. #10 8 მარტს, 12.00 საათზე, მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე და წარმომადგენლები კარდილოგიურ კლინიკა ‘ჯოენში’ მივლენ (მის. დიღმის მასივი ლუბლიანას ქ.16) და მედპერსონალის წარმომადგენლ ქალბატონებს სიმბოლურად ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღეს ყვავილებით მიულოცავენ. 8 მარტს, 12:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. მის: ქ. ქუთაისი, მელიტონ ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 8 მარტს, 13:00 საათზე, ‘კინოს სახლში’ 8 მარტისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ხანდაზმული ქალბატონები მიიღებენ. საკონტაქტო პირი გიგა სორდია – 577 511 911 8 მარტს, 13.00 საათზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ‘ექსპო ჯორჯიას’ VI პავილიონში ცნობილი ქართველი მანდილოსნები ნარდში საქველმოქმედო თმაშს გამართავენ. 8 მარტს, 13.00 საათზე, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის დღეს, თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან, პროფკავშირებისგაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების წარმომადგენლები სიმბოლურ აქციას გამართავენ და შემხვედრ ქალბატონებს თაიგულებს აჩუქებენ. 8 მარტს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისელი მხატვარი ქალების გამოფენას დაესწრება. მის: ქ. ქუთაისი, თBჩ ბიზნესცენტრი (დავით აღმაშენებლის მოედანი) 8 მარტს, 14.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, ე.წ. ‘ატსტუპნიკები’ და ინვალიდები საპროტესტო აქციას გამართავენ. 8 მარტს, 14.00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემოქმედებითი საღამო ‘ქალი, როგორც სიცოცხლის საწყისი’ გაიმართება. 8 მარტს, 14:00 საათზე, გაეროს ახალი ერთობლივი პროგრამის ‘გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში’ პრეზენტაცია გაიმართება. მის: ლადო გუდიაშვილის ქ. #7, ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი 8 მარტს, 15:00 საათზე, ‘გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფისა’ და სხვა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი გაიმართება. თემა: ‘გიგანტური კაშხლების მასობრივ მშენებლობასთან დაკავშირებული ახალი კანონდარღვევები და პოლიტიკური პარტიებისათვის მომზადებული მემორანდუმი’. მის: რუსთაველის გამზ. №14 საკონტაქტო პირი ლაშა ჩხარტიშვილი – 593 941 942 8 მარტს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახ. თეატრში მაია ბარათაშვილისა და ჯგუფ ‘შინ’-ის კონცერტი გაიმართება იხილეთ epn.ge
-
"ნუ მოჭრი ტოტს, რომელზეც ზიხარ" – ამ და სხვა ლოზუნგებით ორგანიზაციებმა - “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” და “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები” - დღეს საკრებულოს შენობასთან საზოგადოებასთან ერთად აქცია გამართეს და სარეკრეაციო ზონების გაუქმება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს წინ აბრები მოიტანეს, რომელზეც ბოლო დროს გაჩეხილი ტერიტორიების ამსახველი ფოტოები იყო გაკრული. მათი განცხადებით, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” რეკომენდაციით, ერთ სულ მოსახლეზე 50 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი უნდა მოდიოდეს, საქართველოში კი თითო ადამიანზე სამ კვადრატულზე ნაკლები მოდის: “სიტუაცია დღითიდღე მძიმდება, განსაკუთრებით სავალალოა მდგომარეობა თბილისში, რადგან სისტემატურად უქმდება სარეკრეაციო ზონები და ამაში წვლილი დედაქალაქის საკრებულოსაც შეაქვს”, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათი თქმით, 2009 წლის სექტემბერში საკრებულომ 23 ერთეული სარეკრეაციო ზონა საცხოვრებელ ფუნქციურ ზონად აქცია და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს. ორგანიზაციებმა დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს მიღებული აქტების დაცვისკენ და “თბილისის მერიის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების” წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რეაგირება არ მოხდება, ისინი კვლავაც გააგრძელებენ აქციების გამართვას. ქალაქ თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
В первый раз с тех пор, как президент Ильхам Алиев занял пост президента в Азербайджане в 2003, народное давление, особенно недавние протесты в северном городе Губа, заставили чиновников из Баку обеспокоиться. Теперь вопрос в том, были ли усилия правительства по быстрому выполнению требований граждан исключением или новым правилом.<br /><br />
-
Премьер пообщался с журналистами из своего пула и ответил на ряд разнообразных вопросов, в первую очередь, кадровых. В ближайшее время с Медведевым будут обсуждаться перестановки во власти. Однако уже сейчас понятно, что Сергей Иванов останется возглавлять администрацию. Высказался избранный президент и на тему "оппозиции с Болотной". newsru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/81-300x2051.jpgპოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მცხეთის მოსახლეობას მოუწოდებს ნუ წამოეგებიან ხელისუფლების ხრიკებზე. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს მცხეთაში “ქართული ოცნების” ოფისის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია მოსახლეობა ობიექტურ ინფორმაციას ფლობდეს, ნუ ხელისუფლებს ხრიკებს ნუ წამოეგება და გონივრულ არჩევანი გააკეთოს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს პოლიცია ხალხის დამთრგუნველ ინსტრუმენტად აქციოს. „მე მინდა, შტაბის უფროსს და საერთოდ მცხეთის მოსახლეობას ნელ-ნელა გააქტიურებისკენ მოგიწოდოთ. შტაბის უფროსს და მის თანამშრომლებს კი ხალხის დაცულობაზე მეტი ყურადღების გამახვილებას ვთხოვ, რადგან მოგეხსენებათ, დღევანდელი ჩვენი პრობლემა, ჩვენი ხელისუფალია, რომელიც ცდილობს პოლიცია ხალხის დამთრგუნველ ინსტრუმენტად გამოიყენიოს.პოლიციის თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ მეტად დაიცვან კანონი. მე დარწმუნებული ვარ, პოლიციაში უამრავი პატიოსანი ადამიანი ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ იქ ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ცდუნებას ვერ უძლებენ და ხელისუფლების მიერ გაცემულ უკანონო ბრძანებებს ექვემდებარებიან. მე მათ მივმართავ, უკანონო ბრძანებებს ნუ დაემორჩილებით”, – აღნიშნა ივანიშვილმა. დღესვე ოფისის გახსნის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა. იხილეთ epn.ge
-
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა “ჰერკულესში”, რომლის მუშებიც გასული წლის სექტემბერში შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ, პროკურატურის თანამშრომლები პერიოდულად შედიან და მუშების დაკითხვას აწარმოებენ. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ მიაწოდა. ”კითხვები, ძირითადად, ასეთია: რა შეიცვალა გაფიცვის შემდეგ, კმაყოფილნი არიან თუ არა მუშები სამუშაო პირობებით, აგრძელებენ თუ არა პროფკავშირის წევრობას და ა.შ. მოკლედ, ერთგვარი კონტროლი აქვთ დაწესებული,” - აცხადებს დოლაბერიძე. “იანვრის თვეში პროკურატორის თანამშრომლები საწარმოში 5 დღის განმავლობაში კითხავდნენ მათ, კერძოდ კი, ეკითხებოდნენ: მონაწილეობდნენ თუ არა ისინი გაფიცვაში, თანამშრომლობენ თუ არა დღეს პროფკავშირებთან და ა.შ.” - ამბობს მალხაზ გოგიავა, რომელიც ქუთაისის მეტალურგიული ქარხნიდან სექტემბრის გაფიცვების შემდეგ დაითხოვეს. "ქარხანაში მიმდინარეობდა გამოძიება და შესაძლოა, ამის ფარგლებში მართლაც იყო შესული პროკურატურა და აწარმოებდა დაკითხვებს. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, რა უნდა პროკურატურას ქარხანაში?! პროკურატურა არ ერევა მსგავს ფაქტებში," - აცხადებს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა “ნეტგაზეთთან” საუბარში. ინფორმაციის გადამოწმებისა და ქარხნის მუშებთან გასაუბრების მიზნით “ნეტგაზეთი” შეეცადა “ჰერკულესში” შესვლას, თუმცა ქარხნის ერთ-ერთმა დირექტორმა რომან ლებანიძემ ქარხნის მფლობელის, კომპანია “ევრაზიანსთილსის” ოფისში გადაგვამისამართა. “სამთავრობო არხები - “პირველი არხი”, “იმედი”, “რუსთავი”, ან ნებისმიერი სხვაც კი, არავინ შემოდის ჩვენს ტერიტორიაზე, თუ არ თანხმდება ეს შემოსვლა და შემოსვლის მისია დამფუძნებლებთან, სათაო ოფისში”, - გვითხრა ლებანიძემ. ქარხნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვის მისაღებად “ნეტგაზეთი” შპს “ევრაზიანსთილსის” მენეჯერს, ირა გელაშვილს დაუკავშირდა, თუმცა - უშედეგოდ. “ნეტგაზეთი” ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთ მუშას ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. იგი ამბობს, რომ სექტემბრის გაფიცვების შემდეგ დირექციამ საწარმოში ყველა დააბრუნა, იმ სამი მუშის გარდა, რომლებიც პროფკავშირის წევრები და გაფიცვების დროს ყველაზე აქტიურები იყვნენ: “ჩვენ კი დაგვაწერინეს ხელწერილი, რომ პროფკავშირებთან აღარ ვითანამშრომლებდით და შიდა საქმეებში არავის ჩავრევდით”. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა ალექსანდრიას თქმით, გაფიცვის დროს გაწევრიანებული 140 კაციდან, დღემდე არც ერთს არ მიუმართავს პროფკავშირისთვის ორგანიზაციის წევრობის დატოვების მოთხოვნით: “შესაბამისად, ისინი რჩებიან ჩვენი ორგანიზაციის წევრებად. ის ხელწერილი, რაც მუშებს დააწერინეს, უბრალოდ, იურიდიული ნონსენსია,” - ამბობს გოჩა ალექსანდრია. “მუშები მალავენ პროფკავშირის წევრობას, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მათ სამუშაო ადგილს,” - აცხადებს მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე. “ჰერკულესის” ერთ-ერთი დირექტორი რომან ლებანიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მათ საწარმოში პროფკავშირების საქმიანობის აუცილებლობა არ არის: “პროფკავშირული საქმიანობა საერთოდ არ იყო საჭირო ჩვენს საწარმოში, რადგან პოლიტიკურად ანგაჟირებული საწარმო გახდა. არ ითხოვდა, არანაირი აუცილებლობით არ იყო ნაკარნახევი ის, რაც ჩვენს საწარმოში მოხდა”. /get_img?ImageId=4609 ფოტო გადაღებულია სექტმბერის გაფიცვის დროს, მარცხნივ მალხაზ გოგიავა ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლებმა შრომითი პირობების გაუმჯობესება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მოითხოვეს და ამ მიზნით ქარხანაში პროფკავშირი დააარსეს, რის შემდეგაც ქარხნიდან რამდენიმე მუშა დაითხოვეს. გათავისუფლებული მეტალურგებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გასული წლის 13 სექტემბერს “ჰერკულესის” თანამშრომლები გაიფიცნენ. 15 სექტემბერს, საღამოს საათებში, გაფიცულების აქცია პოლიციამ დაშალა და მათი ნაწილი დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც დაკავებულებს ხელწერილები დააწერინეს, პოლიციამ ისინი გაათავისუფლა. 18 სექტემბერს პოლიციამ „ჰერკულესის“ თანამშრომელთა გაფიცვის მონაწილე სამი მეტალურგი: ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე, მალხაზ გოგიავა დააკავა, სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიელბლობის ბრალდებით. დაკავებულებს 10-10– დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. მალხაზ გოგიავა, ემელიანე გუმბერიძე და ირაკლი იობიძე საწარმოში დღემდე არ აღუდგენიათ. “ჩვენ რამდენჯერმე მივედით ქარხანაში და შევხვდით საწარმოს დირექტორს. მან გვითხრა, რომ შინაგანაწესი დავარღვიეთ და ამიტომ ვართ დათხოვილები სამსახურიდან, თუმცა ჩვენ ასეთი ბრძანება ხელთ ჯერ არ გვაქვს. ასევე, გვითხრეს რომ თუ პროფკავშირის წევრობას დავთმობდით, მაშინ აღგვადგენდნენ საწარმოში”, - აცხადებს ემელიანე გუმბერიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში. “საწარმოდან გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება არც მე მიმიღია. ნოემბერსა თუ დეკემბერში ვიყავით მისულები ქარხანაში, სადაც რომან ლებანიძემ გვითხრა, დაწერეთ განცხადებები აღდგენის თაობაზეო. ჩვენც დავწერეთ, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია”, - ამბობს მალხაზ გოგიავა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მეტალურგებს გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს შეგნებულად არ აძლევენ: “ეს იმიტომ ხდება, რომ მუშებს არ ჰქონდეთ საშუალება სასამართლოში სარჩელის შეტანის,”– აცხადებს თამაზ დოლაბერიძე. შრომის კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, გაფიცვა არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მეტალურგების შრომითი პირობები გაუმჯობესებულია, თუმცა ამას პროფკავშირებისა და მუშების გაფიცვის შედეგად არ თვლიან: “ნებისმიერ საწარმოში რაღაცა არის, რაღაცა უნდა გაკეთდეს დღეს, რაღაცა - ხვალ, რაღაცა - ზეგ. თუ ის დღეს არ იყო, არ შეიძლება ეს ვიღაცას ძალით და ყიჟინით გააკეთებინო. ეს პროგრამაში ისედაც იდო, რაც პერმანენტულად განვითარდა, გაკეთდა და დღეს თქვენ უნდა კითხოთ იმათ, ვისაც პრეტენზია ჰქონდა, რომ რაღაც ჩვენ არ მოგვწონს, ან არ გვაჭმევენ, ან არ გვახურავენ... ვისაც მუშაობა უნდა, მობრუნებულია, ყველა მუშაობს ჩვენს ქარხანაში”, - ამბობს რომან ლებანიძე. “იმ პრობლემებიდან, რაც მაშინ დღის წესრიგში იდგა, ნაწილი მოგვარდა, მუშებს ტრანსპორტი ემსახურება, გაიხსნა სასადილო, რომელიც ისევ დაიხურა, რადგან საკვების მაღალი ფასის გამო იქ ქართული კონტიგენტი ვერ შედიოდა”, - ამბობს მალხაზ გოგიავა. გაფიცვების შემდეგ ქარხნის ადმინისტრაციამ საწარმოში ექიმის კაბინეტი გახსნა; დღის წესრიგიდან ასევე მოიხსნა უსაფრთხოების დაცვის მიზნით საჭირო ტანსაცმლის საკითხიც. ამის მიუხედევად, მუშების თქმით, პრობლემად კვლავ რჩება არასაკმარისი საშხაპე და კვამლის გამწოვების სიმცირე. დღეისათვის ქარხანაში 540 ქართველი და ინდოელი მუშაა დასაქმებული. “ჰერკულესი” ქართულ-ინდური კომპანია შპს “ევრაზიანსთილის” საკუთრებაა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ცოტაოდენი რამ უცხოპლანეტელებზე1937-38 წლების მიჯნაზე ჩინეთას და ტიბეტის საზღვართან მდებარე ბაიან-ყარა-ულას მთების მიუვალ რაიონში ექსპედიციამ, რომელსაც პეკინის მეცნიერებათა აკდემიის პროფესორი ჩი პუ ტეი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ კლდეში ციცქნა მღვიმეები აღმოაჩინა. ისინი უზარმაზარ სკის ფიჭას წააგავდა. მღვიმეებში ფაქიზი, 130 სანტიმეტრამდე ზომის ჩონჩხები აღმოჩნდა, არაპროპორციულად დიდი თავებითა და წვრილი კიდურებით. მათი გულმოდგინე კვლევის ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/1-298x300.jpg„გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური სუბიქტების ანგარიშებზე შემოწირულობების სახით თანხის გადარიცხვის თაობაზე კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ მედიით გავრცელებული განცხადებები არ ემთხვევა რეალობას, საჯაროს ვხდით მათ მიერ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ამონარიდებს“,-აცხადებენ კონტროლის პალატაში. „ექსპრესნიუსი“კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ცოლ-ქმარ ბესიკ მუმლაურის და თამაშა ჩიტაიას ახსნა-განმარტებები: ბესიკ არსენის-ძე მუმლაური: 1990-იანი წლებიდან ვარ უმუშევარი,ვარ დაავადებული დიაბეტით, რის გამოც ვერ ვეწევი აქტიურ სამუშაოს. ყოველთვიურად მეხმარება რეგულარულად სამი წელი ბანკი ქართუს საშუალებით ჩემი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვიურად ხელზე ვიღებთ 2 780 ლარს დაქვითვის გარეშე. თანხის ნაწილს ვხარჯავდი ოჯახის საჭიროებისათვის, დანარჩენს კი ვაგროვებდი შავი დღისთვის. ერთადერთი შემოწირულობა განვახორციელე 2012 წლის თებერვლის დასაწყისში 10 000 ლარი, რომელიც იყო ჩემი პირადი დანაზოგი. ოჯახის დანაზოგი იყო დაახლოებით 17 000 ლარი. ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახმარება დასჭირდა, რადგან ვნახე, რომ უჭირდა „ქართული ოცნებისათვის“ თანხების მოძიება, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის და შევეცადე დავხმარებოდი მას ფინანსურად 10 000 ლარის ოდენობით. ზემოთ აღნიშნული 2 780 ლარიდან მე მერიცხება ჩემ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ქართუ ბანკში. ყოველთვიურად 1390 ლარი, მეუღლეს თავის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ერიცხება 1390 ლარი. ჩემა მეუღლემ (თამაშა ჩიტაიამ) „ ქართულ ოცნებას“ 2012 წლის თებერვლის დასაწყისში შეწირა 5000 ლარი. ამ ეტაპზე ჩვენი დანაზოგია 2000 ლარი რასაც ვინახავ სახლში. თამაშა ჯაჯის-ას ჩიტაია: 90-იანი წლების შემდეგ ოფიციალურად არსად ვმუშაობ. ვარ შპს-ს დირექტორი, მაქვს მცირე შემოსავალი, თვეში მოგება მრჩება დაახლოებით 300-400ლარი. იჯარით მაქვს აღებული მცირე ფართი სადაც ვაჭრობ საყოფაცხოვრებო წვრილმანი ნივთებით. თანხას 1390 ლარს ბიძინა ივანიშვილისგან დაახლოებით ორ წელზე მეტია რაც ვიღებთ. სამწუხაროდ ქველმოქმედება არასოდეს განმიხორციელებია, რადგან ამის მატერიალური საშუალება სამწუხაროდ არ მქონდა. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ან კონკრეტული გაჭირვებული ადამიანისთვის თანხა არასოდეს შემიწირავს, გარდა ბოლო პერიოდისა როდესაც „ქართულ ოცნებას“ შევწირე 5000 ლარი. ჩემთვის ცნობილი გახდა , რომ „ქართულ ოცნებას“ ჭირდებოდა თანხები, მე გადავწყვიტე ჩემი დანაზოგი თანხა 5000 ლარი შემეწირა „ქართული ოცნებისათვის“, მოგახსენებთ 5000 ლარი შევწირე და დავიტოვე მხოლოდ საარსებო თანხა. ამ 5000 ლარს ვაგროვებდი წლების განმავლობაში. ეს იყო ჩემო ოჯახის დანაზოგი. დღეის მდგომარეობით რაიმე სახის დანაზოგი ბანკში არ მაქვს, მაქვს დანაზოგი მხოლოდ მცირე თანხა ოჯახური საჭიროებისამებრ 1000 ლარის ოდენობით. მარიამ მეტრეველის ახსნა-განმარტება: მარიამ ანდრიას-ას მეტრეველი საშუალოდ ჩემი ოჯახის თვიური შემოსავალი ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე არის 1000-1500 ლარი. თვის განმავლობაში ვახერხებ დაახლოებით 500 -800 ლარი დანაზოგის გაკეთებას, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვახერხებ . გავხსენი ანგარიში ქართუ ბანკში თუ რატომ გახდა საჭირო ანგარიშის გახსნა ჩემთვის უცნობია. ერთ-ერთმა ოპერატორმა მითხრა , რომ ჯერ უნდა გამეხსნა ანგარიში ხოლო იქიდან გადამერიცხა „ქართული ოცნებისათვის“. „ქართული ოცნების „ ანგარიში არვიცოდი თვითონ ბანკის თანამშრომელმა ჩემი თხოვნით მომიძებნა. მე არ დამიკონკრეტებია თუ რომელი „ქართული ოცნების“ ანგარიშებზე უნდა ჩარიცხულიყო თანხა. ოპერატორმა თავად გადაწყვიტა რომელ ანაგრიშზე ჩაერიცხა. წარსულში ქველმოქმედება არ განმიხორციელებია და ფული არავისთვის არ გადამირიცხავს. არა იმიტომ, რომ არ მქონდა ამის საშუალება არამედ იმიტომ რომ სურვილი არ გამჩენია. ერთადერთი შემოწირულობა რაც განვახორციელე მოხდა 9 თებერვალს ჩემი დანაზოგიდან 10 000 ლარი შევწირე ბიძინა ივანიშვილის მოძრაობას „ქართულ ოცნებას“. ერთ მშვენიერ დღეს ამოტივტივდა სურვილი დავხმარებოდი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ , რადგან ბიძინასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. ბიძინა ივანიშვილის სხვა კომპანიებისათვის ფული არასოდეს არ შემიწირავს, მათი არსებობა რათქმაუნდა ვიცოდი, რადგან ვმუშაობ „ ქართუ ჯგუფთან“ არსებულ კაფეში. ვახტანგ ედიშერაშვილის ახსნა-განმარტება: ვახტანგ გიორგის-ძე ედიშერაშვილი ვარ დროებით უმუშევარი 2000 წლიდან. მე ოთხ წელზე მეტია ვიღებ დახმარებას „ქართუ“ ფონდისგან ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით. სხვა დროის გარდა თებერვლის დასაწყისში (9 თებერვალს) განხორციელებული შემოწირულობის გარდა ქველმოქმედება არასოდეს გამიწევია. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებისათვის ან სხვა გაჭირვებულისათვის თანხა არ გადამირიცხავს, გარდა ერთი მაქსიმუმ 5 ლარისა. ქველმოქმედების სურვილი სხვა დროს გამჩენია ,თუმცა არ ვთვლიდი თავს ვალდებულად ვინმეს დავხმარებოდი მატერიალურად. იმის საშუალება კი მქონია, რომ ვინმეს დავხმარებოდით 10 -20 -100 ლარით. ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შესწიროს ნებისმიერ პარტიას მაქსიმუმ 60 000 ლარი. სწორედ ამიტომ მე უფლება მივცი ჩემ თავს და შევწირე 10 000 ლარი „ ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის კომპანია ქართული ოცნებაჩემი გემოვნებით შევარჩიე, რადგან მაქვს ინფორმაცია რომ ეს ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო ხარჯებისთვის ეს თანხა გამოადგებათ. მივედი ქართუ ბანკში ვიკითხე „ქართული ოცნების“ ანგარიშის ნომერი, გამიფორმეს საბუთები და თან ნაქონი 10 000 ლარი უშუალოდ შევიტანე „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. დამატებით რამე ანგარიში ბანკში არ გამიხსნია. ნაღდი ფული 10 000 ლარი ჯერ ჩემს პირად ანგარიშზე არ შემიტანია, არც ქართუ ბანკში და არც სხვა ბანკში ანგარიშზე, პირადი არ გამაჩნია, რადგან არ ვენდობი ბანკებს. ჩემი ოჯახის თვიური შემოსავალი არის 2300 ლარი. გიორგი კობახიძის ახსნა-განმარტება: გიორგი ტიტეს-ძე კობახიძე „დემოკრატიულ მოძრაობასთან საქართველოს“ რომლის თავმჯდომარეცაა ნინო ბურჯანაძე, აღნიშნულ პოლიტიკურ ორგანიზაციის საწევრო შენატანებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მოგახსენებთ , რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ფაქტი თითქოს მე დემოკრატიულ მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრებს, კერძოდ კი ლია შერბაკოვს გადავეცი 300 ლარი ,რათა მას ეს თანხა შეეტანა ზემოაღნიშნული პარტიის ანგარიშზე სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ქალბატონს ვიცნობ დაახლოებით ორი წელია , რა პერიოდის განმავლობაშიც რამდენჯერმე მისესხებია თანხა დაახლოებით 50-300 ლარის ოდენობით. დაახლოებით ერთი თვის წინ მე მას ვასესხე 300 ლარი. ამ ფაქტს არ მახსოვს ვინმე შეესწრო თუ არა, ბოლო ორი- სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა პირებისთვისაც მისესხებია სხვადასხვა ოდენობის თანხა. მოგახსენებთ, რომ ლია შერბაკოვთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, მისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია და რაიმე პირადი წყენა ჩემს მიმართ წესით არ უნდა ჰქონოდა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო საფუძველი მისი მხრიდან ტყუილის თქმის. შესაძლებელია მან ჩემს მიერ ნასესხები 300 ლარი მართლაც შეიტანა „ დემოკრატიული მორაობა ერთიანი საქართველოს „ ანგარიშზე, თუმცა მისთვის ეს თანხა ამ მიზნით არ გადამიცია. ლია შერბაკოვის ახსნა-განმარტება: ლია ნიკოლოზის -ას შერბაკოვი 2011 წლის ნოემბრიდან ვმუშაობ დემოკრატიულიმოძრაობაერთიანისაქართველოსთბილისისორგანიზაციისმდივნად. ჩემიუშუალოუფროსიაგიორგიკობახიძე. იგიარისთბილისისორგანიზაციისხელმძღვანელი. მითითებებსკონკრეტულდავალებებშიუშუალოდვიღებგიორგიკობახიძისაგან. მე „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრად ვითვლები დაახლოებით 2 წელია. პარტიის წევრობის ორი წლის განმავლობაში არ განმიხორციელებიაარანაირისახისსაწევროშენატანი ან სხვა ტიპის შემოწირულობა . თუ არ ჩავთვლითერთადერთშემთხვევას, რომელიცმოხდადაახლოებითორიკვირისწინ, რიცხვიზუსტადარმახსოვს, მაგრამმახსოვს, რომიყოპარასკევიდღე. საქართველოს ბანკში არსებულ ჩემს პირად ანგარიშზე ჩავრიცხე 300 ლარი და იმავედღესსაწევროშენატანის სახით გადავრიცხე პარტია „დემოკრატიულიმოძრაობაერთიანისაქართველოსანაგრიშზე“. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა , როდესაც მე პარტიას შევწირე თანხა, რადგანი იმის საშუალება რომ პარტიას შევწირო ფულადი სახსრები სამწუხაროდ არ გამაჩნია. ჩემი თვიური ანაზღაურება შეადგენს 200 ლარს. ხელფასვიღებხელზერაიმესაბანკოანაგრიშისგარეშე. ხელფასმიხდისუშუალოდგიორგიკობახიძე , რადროსაცრაიმედოკუმენტზეხელსარვაწერხოლმე. ისთანხარაცმეპარტია„დემოკრატიულ მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ანაგრიშზეშევიტანესაწევროშენატანის სახით არ იყო ჩემი პირადი თანხა. 300 ლარი გადმომცა უშუალოდ პარტიის თბილისის ორგანიზაცის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ და მთხოვა, რომ ჩემი ანგარიშის მეშვეობით შემეტანა „დემოკრატიულიმოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ანგარიშზე საწევრო შენატანი. 2012 წლის დასაწყისიდან პარტიის ხელმძღვანელებითანამშრომლებისმეშვეობით ახდენდნენ პარტიის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვას, როგორც მე მივხვდი ეს დაკავშირებული იყო საკანონმდებლო ცვლილებებთან, თუმცა ზუსტადრაკანონზეა საუბარიარვიცი. ჩემსთვალწინმომხდარაშემთხვევა როდესაც გიორგი კობახიძემ რამდენიმე პიროვნებას… როცა გიორგი კობახიძის თხოვნა შევასრულე და მის მიერ მოცემული თანხა -300 ლარი შევწირე პარტიას. ვაცნობიერებდი , რომ შესაძლოა რაღაცას არასწორედ ვაკეთებდი თუმცა მე დამოკიდებული ვარ ამ სამსახურზე ,თანაც ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი გამონაკლისი და პარტიის სხვა წევრებსაც ანალოგიურად შეჰქონდათ თანხები „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ანგარიშზე“,- აღნიშნულიაკონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge