Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/200903301321-150x150.jpgსამხატვრო აკადემია, თეატრალური უნივერსიტეტი და კონსერვატორია შესაძლოა, გაერთიანდეს, ერთ სასწავლო ცენტრად გადაიქცეს და ქალაქგარეთ, დიდ, ფეშენებელურ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში განთავსდეს. ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსებიც გამოიძებნება და პირველად საქართველოში შეიქმნება საერთაშორისო დონის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, სადაც ახალგაზრდა ნიჭიერი თაობა თავის შემოქმედებით უნარს ფართოდ გაშლის და მსოფლიოს გააოცებს. ყველაფერი ეს `ვარდების რევოლუციის~ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და მონაპოვარი იქნება. საქართველოში, გამოცდილების გასაზიარებლად, ცივილური მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან ჩამოვლენ და, ნანახით გაოცებულნი, დითირამბებს მიუძღვნიან `ვარდოსნებს~, მაგრამ ესეც `ვარდოსნების~ იგავმიუწვდომელი რეფორმაა. ყოველ შემთხვევაში, საქმეში ჩახედულთა უმეტესობა დარწმუნებია, რომ ზემოხსენებული სასწავლებლების გაერთიანება `დიად~ კი არა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ცალკეული სუბიექტების ბიზნეს-ინეტერესებს ემსახურება. სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორის რექტორები კომენტარისაგან ჯერ თავს იკავებენ, უფრო სწორად, გასაგები მიზეზების(?!) გამო, პრესას თავს არიდებენ და მოკლე პასუხით იფარგლებიან, კულტურის სამინისტროდან ოფიციალურ წერილს ველითო, თუმცა არ იციან, კონკრეტულად, რა შინაარსის წერილს მიიღებენ კულტურის სამინისტროდან. სამაგიეროდ, ზუსტად იციან, რომ სახელოვნებო სასწავლებლების რეორგანიზაცია აუცილებლად მოხდება, რათა აკადემიის, კონსერვატორიისა და თეატრალური უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, არსებობა კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს… მოკლედ, კულტურის სამინისტროდან ოფიციალური წერილი იგვიანებს. თუ კულტურის მინისტრისთვის ჩვეული `სიურპრიზებით~ ვიხელმძღვანელბთ _ ღობერტ სტრურუას სკანდალური განთავისუფლება, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა _ მაშინ გასაკვირი არ იქნება, ნიკოლოზ რურუამ რექტორებს რომ შეუთვალოს, შენობები დაცალეთო. აკადემიის, კონსერვატორიისა და თეატრალურის გაერთიანებაზე ხმა პირველად ორი წლის წინ გავრცელდა და მალევე მიჩუმდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მაშინ ნიადაგი მოსინჯა და გადწყვიტა, შესაფერის დროს დალოდებოდა. შესაფერისი დრო კი, გია ბუღაძის რექტორობის ვადის გასვლა აღმოჩნდა _ სამხატვრო აკადემიამ ახალი რექტორი აირჩია, მაგრამ ნინო ღაღანიძე კულტურის სამინისტრომ რექტორად არ სცნო და ამერიკიდან ვინმე ქალბატონი პოპიაშვილი ჩამოიყვანა. როგორც ამბობენ, ამ ქალბატონს თბილისის აკადემია არ აქვს დამთავრებული, მაგრამ სამხატვრო გალერეების მენეჯმენტში ერკვევა. მოკლედ, ასეთია ქართული დემოკრატია… სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე და კულტუროლოგი ლიანა ანთელავა ამბობს, რომ აკადემიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას _ შესაძლოა, შენობა დაატოვებინონ და რიგი პროფესორ-მასწავლებლები დაითხოვონ… _ ქალბატონო ლიანა, ამბობენ, აკადემიაში სასწავლო პროცესი ძალიან ცუდად მიდის, ლექციები ცდება, აღარ არიან კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებიო. იმასაც ამბობენ, მხატვრობა საერთოდ აღარაა საჭირო და აღარც მხატვრები არიანო, თუმცა ეს საკითხი მსოფლიო ხელოვნების პრობლემაა. მოკლედ, სინამდვილეში რა ხდება სამხატვრო აკადემიაში? _ დიდი მადლობა, რომ მწვავე შეკითხვით დაიწყეთ. სწორედ ამ თემაზე მინდა ვილაპარაკო. მართალია, პრესაში წერენ, აკადემიში სასწავლო პროცესი ჩაშლილია _ ლექციები ცდება, მასაწავლებელები არასათანადო დონეზე ასწავლიანო, მაგრამ ყველაფერი აკადემიის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარია, რომელიც ვიღაცის ინტერესშია. _ თქვენი აზრით, ამ შავი პიარის დამკვეთი ვინა? _ დამკვეთი ხელისუფლება გახლავთ, რომელიც ამა თუ იმ მედია-საშუალებას ფლობს, თორემ ამ აზრს ის სტუდენტები ვერ გაავრცელებენ, რომლებიც აკადემიაში სწავლობენ და წარმატებასაც აღწევენ. იმაზე, რაც აკადემიის თავს ხდება, სტუდენტები ძალიან ღელავენ, კულტურის სამინისტროსთან შეკითხვები აქვთ და სიმართლის გაგება უნდათ. მინისტრის მოადგილეებმა _ დათო ცხადაძემ და მაკო ჭოღოშვილმა მიიღეს აკადემიისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები… ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემამდე ხმამ მოაღწია, რომ თეატრალურ უნივერსიტეტშიც დიდი არეულობაა. ამბობენ, რომ `თეატრალურის~ სასტუმროდ გადაკეთებას აპირებენ. ეს შავი პიარი იმას ემსახურება, რო მერე ხელისუფლებამ თქვას, ასეთი ინსტიტუტები არ გვჭირდებაო. მარიკა, წეღან თქვით, მხატვრები აღარ არიანო და ეს ძალიან სწორად დასმული საკითხია, მაგრამ რას ნიშნავს, მხატვრები აღარ არიან და თეატრი აღარ ვარგა? დღეს მსოფლიო ხელოვნებაში, განსაკუთრებით, მხატვრობაში, შეიძლება, ასეც ვთქვა, პლანეტარული კრიზისია _ ხელოვნების დონე დაცემულია. გგონიათ, დასავლეთში ყვავის მხატვრობა? _ არა, იქაც კრიზისია. თბილისის სამხატვრო აკადემია დღეს მხოლოდ ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას აღარ ასწავლის და არის ახალი ფაკუკლტეტები _ დიზაინის, არქიტექტურის, რომლებიც მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში. აკადემიაში უზარმაზარი კონკურსია დიზაინსა და არქიტექტურაზე. დაზგური ფერწერა, რითიც თანამედროვე დასავლური კულტურა დაიწყო, კრიზისს განიცდის. დიზაინი ფერწერაზე ამოსული დარგია. ფერწერა კი, ფუნდამენტურია, რომელიც დღეს, მართალია, ცუდად იყიდება, მაგრამ მაინც მოთხოვნადია _ უამრავი შეძლებული ადამიანი დებს თანხას ფერწერაში. ქართულ ფერწერას მსოფლიო ბაზარზე ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს, რადგან ნაკლებად იცბნობენ. დავხურავთ აკადემიას და საქართველოს ისტორიას ტურიზმითა და ხინკლის კეთებით დავიწყებთ?! რატომ არ წერენ მედია-საშუალებებში, რომ ფლორენციაში, სხვადასხვა კონკურსზე ჩვენი აკადემიის სტუდენტები ზედიზედ პრიზებს იღებენ?! დიზაინის ფაკულტეტიდან 15 სტუდენტის სია შემიძლია მოგცეთ, რომლებიც ახლა უცხოეთში მაგისტრატურაში სწავლობენ. ჩემმა ერთმა სტუდენტმა, რომელიც ხელოვნებათმცოდნეობაზე სწავლობდა, ბრიტანეთში მაგისტრატურა წარმატებით დაამთავრა და ახლა ამერიკაში ძალიან პრესტიჟული ნიუ იორკის უნივერსიტეტის დაფინანასებული გრანტი მოიგო. მეორე სტუდენტმა კი, ბაკალავრიატი დაამთავრა და ახლა ესმპანეთის უნივერსიტეტში სადოქტოროს იცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ რომ ჩვენ სივრცეს ვარღვევთ _ მათ ცოდნა ქართულმა აკადემიამ მისცა. _ ქალბატონო ლიანა, გასაგებია, რომ სტუდენტები კარგ საბაზისო ცოდნას იღებენ და უცხოეთში კიდევ უფრო აღრმავებენ ამ ცოდნას, მაგრამ პოფესურა თუ ვითარდება, დასავლეთთან კონტაქტი თუ აქვთ და, საერთოდ, თუ მონაწილეობენ სხვა და სხვა ღონიძიებაში, რომელიც დასავლეთში ხშირად ტარდება? _ კარგი შეკითხვაა… ლექტორი მუდმივად უნდა ავსებდე ცოდნას, სხვაგვარად ვერ შეძლებ ლექციის ჩატარებას. ჩემს ლექციებზე, ტრაბახად არ ჩამითვალოთ და, ერთი გაცდენაც არაა და სამარისებური სიჩუმეა. რაც შეეხება დასავლეთთან კონტაქტს, ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტი მაქვს და ყველა სიახლის საქმის კურსში ვარ. 18 აპრილს იტალიაში მივდივარ კონფერენციაზე, რომელსაც `მსოფლიო გუმბათები~ ჰქვია და სადაც უნდა წავიკითხო მოხსენება ქართული გუმბათის თავისებურებაზე. ეს კონფერენცია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ხელოვნებათმცოდნისა და კულტუროლოგიის პროფესორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ევროპულ გამოცემებში, მით უმეტეს, უკანასკნელ წლებში, მცხეთის ჯვარი შესულია როგორც სომხური ძეგლი. სომხებს ფული აქვთ და გამოცემენ წიგნებს, ნარკვევებს, ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციაში და ამტიცებენ, რო მცხეთის ჯვარი სომხურია. მათ ოპონენტები არ ჰყავთ, რადგან ქართველები, უსახსრობის გამო, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ იღებენ. ძალიან მაღელვებს აკადემიის ბედი _ აკადემიაში სრული გაუგებრობა და საშინელების მოლოდინია. ჩვენ არ ვიცნობთ აკადემიის ახალდანიშნულ რექტორს და არ ვიცით, რა პროგრამა, დაკვეთაა აქვს და რას გააკეთებს. საქმე ისაა, რომ აკადემიის მასწავლებლებს არც კი გვკითხეს, ვინ და რატომ დაგვინიშნეს ახალ რექტორად. ჩვენი აზრი ხელისუფლებას არ აინტერესებს და აი, ეს არის საშიში აკადემიისთვის, სადაც ქართული კულტურის სული ტრიალებს. ესაუბრა მარიკა კახაძე ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
  2. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/674F3E48-8786-4-150x150.jpgსაქართველო, მართლაც, პარადოქსების ქვეყანაა. პარადოქსია, აბა, რა ჯანდაბაა, როცა პოლიციელყოფილი მოსამართლე ზუგდიდის სასამართლოს დარბაზიდან ევროსასამართლოს ყოფილ იურისტს და უმაღლესი კლასის იურისტს აძევებს, თან _ ხულიგნობის ბრალდებით?! ეს კი არადა, თეა წულუკიანთან `საბრძოლველად~ მოსამართლე კეკენაძემ, თურმე, დამხმარე ძალაც გამოიძახა… მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თქვენს წინაშეა პოლიტიკური რანდევუ `თავისუფალი დემოკრატების~ თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანთან. _ თეა, როგორ ხარ? რას მეტყვი ახალსა და კარგს? _ კარგად ვარ, ვმუშაობ… ახალი და კარგი კი ისაა, რომ პოლიტიკური კოალიცია `ქართული ოცნება~ რეგიონებში ოფისებს ხსნის და ვაპირებთ, თვის ბოლომდე მთელი საქართველო მოვიცვათ. _ ესე იგი, `ნაციონალებთან~ კანონიერი ბრძოლა ოფისების გახსნას გულისხმობს? _ რეგიონალური ოფისები, როგორც საყრდენი წერტილები, აუცილებელია, რადგან ხალხს მისასვლელი უნდა ჰქონდეს. _ ვთქვათ, თიანეთში ვცხოვრობ, უმუშევარი ვარ და `ქართული ოცნების~ ოფისში მივედი. დამასაქმებენ? _ დასაქმება ხელისუფლების პრეროგატივაა, `ქართული ოცნება~ კი, ჯერ ხელისუფლებაში არაა. `ნაციონალური~ მოძრაობა სამუშაო ადგილების შექმნას ვერ ახერხებს და ერთ-ერთი მიზეზი, ოპოზიციაში რატომაც ვართ, ესეცაა… _ რა ამის პასუხია და, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ეს სტრასბურგში ნასწავლ-ნამუშევარი, ერთობ დახვეწილ-კულტურული და განთლებული თეა წულუკიანი ისეთ რადიკალურ განცხადებებს გააკეთებდა, როგორიცაა, მაგალითად, იატაკის ტილო… _ იატაკის კი არა, ფეხის საწმენდი ტილო… _ მერე, `ფეისბუქზე~ ისიც დაწერე, სააკაშვილს მძიმე ბავშვობა ჰქონდაო… რადიკალიზმისკენ რამ გიბიძგა? _ ზუგდიდში აბსოლუტურად აბსურდულ სასამართლო პროცესს დავესწარი, რომელიც ჩვენი თანაპარტიელის, სენაკის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილის, ზვიად ხულორდავას საქმეს განიხილავდა. ზვიად ხულორდავა მებრძოლი ადამიანია. ამიტომ, `ნაცმოძრაობამ~ და სამეგრელოს, პრაქტიკულად, ხელმძღვანელმა როლანდ ახალაიამ მისი განეიტრალება გადაწყვტეს და საქმე შეუთითხნეს, რომლის მიხედვითაც, ედავებიან, რომ იმ ადგილას, სადაც არ იმყოფებოდა, ადამიანი დაჭრა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა. ხულორდავას დიდხანს სდევნიდნენ. დაკავებამდე ორი დღით ადრე კი, თბილისში ჩამოვიდა, მითხრა, ვიდრე დამიჭერენ, მინდა, ფაქტები, რომელიც მაქვს, ჩაგაწერინოთო. ვთხოვე, რომ სხვა მასალებიც მოეტანა. ამ შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ, დააკავეს. მოკლედ, ხულორდავა უდანაშაულოა და ყველანაირი კანონიერი მეთოდით ვცდილობთ, რომ მართლმსაჯულების უკანონო კლანჭებიდან გამოვიხსნათ. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, სხდომას ვინმე დავით კეკენაძე თავმჯდომარეობდა, რომელიც ასლან ბაშიძის პოლიციის უფროსი იყო და, პრაქტიკულად, იმ ძველი რეჟიმის გადმონაშთია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი `მუმიფიცირებულს~ უწოდებს. _ თეა, კიდევ კარგი, `ნაციონალთა~ ფანი არ ვარ, თორემ გეტყოდი, ძველი რეჟიმის გადმონაშთები `ქართულ ოცნებაშიც~ არიან-მეთქი… _ ვინ არის? _ მაგალითად, თედო ჯაფარიძე… _ არ ვთვლი, რომ თედო ჯაფარიძე ძველი რეჟიმის გადმონაშთია. საერთოდ, გააჩნია, ამ ტერმინში რას ვიგულისხმებთ. ძველი რეჟიმის გადმონაშთი არის ადამიანი, რომელიც უსამართლობას თესავდა და ამას დღესაც აგრძელებს. მიშა სააკაშვილი ძველი რეჟიმის გადმონაშთია იმიტომ, რომ როგორც იუსტიციის მინისტრი აბსოლუტურად ზედაპირული იყო და ახლაც ასეა. _ ხომ იცი, პირფერობა არ მიყვარს და, ალალად გეუბნები: მგონი, ერთადერთი ხარ ქართულ პოლიტიკაში, ვისაც ძველი რეჟიმის გადმონაშთობას, ძალიანაც რომ ეცადონ, ვერ დაგაბრალებენ! მოკლედ, სუფთა პოლიტიკური ბეგრაუნდი გაქვს! ისე, კოალიცია `ქართული ოცნების~ პრეზენტაციაზე როზა ლორთქიფანიძე გამოჩნდა… _ არ ვიცი, როზა ლორთქიფანიძე ვინაა… რაც შეეხება ჩემს გამონათქვამს, ფეხის საწმენდი ტილო. დავით კეკენაძემ ადვოკატის ყველა შუამდგომლობა უარყო და დარბაზში მყოფ საზოგადოებას რისხვიან მზერას `ესროდა~. პროკურორისთვის კი, რომელის მობილური ტელეფონიც ხშირად რეკავდა, შენიშვნაც არ მიუცია. ბოლოს, ადვოკატმა პროკურორის აცილება მოითხოვა, მაგრამ კეკენაძემ ეს შუამდგომლობაც უარყო. საერთოდ, კეკენაძე აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებებს უშფოთველად ღებულობს. მოკლედ, პროკურორის აცილების შუამდგომლობა რომ არ დააკმაყოფილა, ასევე, მშვიდად ვუთხარი, გეშინიათ-მეთქი. მან ქაღალდებიდან თავი მძიმედ ასწია, მზერა მომაპყრო და მიბრძანა, აბრძანდითო. _ დაემორჩილე? _ დიახ, ავდექი და გამომკითხა, რა გვარი ვიყავი, რა მერქვა… _ თეა, როგორ ფიქრობ, მოსამართლე კეკენაძეს წარმოდგენა მაინც ჰქონდა, რომ ევროსასამართლოს ყოფილ იურისტს ელაპარაკებოდა? _ არ ვიცი… მოკლედ, მოსამართლემ დარბაზიდან გამაძევა და სწორედ მაშინ ვუთხარი, განსასჯელის სკამზე ზის კაცი, პროკურორის სკამზე კი _ როლანდ ახალიას ფეხის საწმენდი ტილო-მეთქი. ფეხის საწმენდი ტილო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთია, რომელზე, როცა არ გვეზარება, ფეხს ვიწმენდთ და სწორედ ასეთ მდგომარეობაში ჰყავს ახალიას პროკურორები. _ დარბაზიდან მანდატურებმა გაგიყვანეს? _ მანდატურები ნაზი ჟესტებით მომიახლოვდნენ, თუმცა იმის საჭიროება არ იყო, რომ დარბაზიდან ძალით გავეყვანე… წესრიგი დავარღვიე… _ მოკლედ, იხულიგნე, არა? _ ჰო, ასე გამოდის… დარბაზიდან რომ გამოვედი, დავინახე, კიბეზე ოთხი მანდატური ამორბოდა, რომელთაც რაციით გადასცეს, მოსამართლემ სხდომიდან ადამიანი გააძევაო, მაგრამ კიბეზე მორბენალმა მანდატურებმა ვერც წარმოიდგინეს, რომ ეს გაძევებული მე ვიყავი და გვერდით ისე `ჩამიქროლეს~, რომ ყურადღებაც არ მოუქცევიათ… _ თეა, ასეთი `ხულიგნობის~ გაგრძელებას კიდევ აპირებ? _ ვერ გეტყვი, რადგან ის, რაც ზუგდიდის სასამართლოში მოხდა, წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა. _ თუნდაც ამ ინციდენტიდან გამომდინარე, ქართულ პოლიტიკაში ჩართვას ხომ არ ნანობ? _ არა! რაც დრო გადის, უფრო ბევრ რამეს ვსწავლობ. პოლიტიკა ის საქმეა, რომელიც ბევრმა პასუხისმგებლიანმა ადამიანმა უნდა აკეთოს, ოღონდ არა _ მუდმივად. იმის, რასაც დღეს ვაკეთებ, მჯერა, მაგრამ ამ საქმეს გარკვეული პერიოდი მოვემსახურები, შემდეგ კი, ხელს სხვა ტიპის საქმეს მოვკიდებ. საერთოდ, როცა პოლიტიკაში შედიან და იქ მუდმივად რჩებიან, ეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა. _ სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა `მარადმწვანე პოლიტკოსების~ ნაკლებობას არ განიცდის… _ ხალხი პოლიტკაში მხოლოდ მისვლას კი არა, პოლიტიკიდან წასვლასაც უნდა სწავლობდეს! _ ახლა, ისიც განმიმარტე, `ფეისბუქზე~ სააკაშვილის ბავშვობა რატომ გააქილიკე? _ `ფეისბუქის~ პირად გვერდზე თავს უფრო ბევრის უფლებას ვაძლევ, ვიდრე, ვთქვათ, _ სასამართლო დარბაზში. ეს კომენტარი კი, მიშა სააკაშვილის იმ აბსურულ გამოსვლაზე გავაკეთე, როცა განაცხადა, მართალია, დღისით კარგად ვსწავლობდი, მაგრამ საღამოობით ვჩხუბობდიო. უბნის ბიჭებმა ყველაზე კარგად იციან, ვინ ვინ არის. _ თეა, მოდი, ქუჩის ბიჭებზე ლაპარაკს მოვეშვათ, თორემ იტყვიან, წულუკიანი ქურდული მენტალიტეტის მატარებელიაო… _ მეც და მიხეილ სააკაშვილმაც ბავშვობა ისეთ დროს გავიარეთ, როცა უბნის ბიჭები იყვნენ. კარგია, რომ სააკაშვილმა ქურდული სამყარო დაამარცხა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, სააკაშვილს ტყუილი ტრაბახი რაში სჭირდება, ან ჩხუბში სატრაბახო რა არის, მაგრამ იმაზე ლაპარაკობს, რაც აწუხებს. _ რა აწუხებს? _ ის, რომ თითქოს ძლიერი ბიჭი იყო. უბნის ბიჭობა შეძლება, ცუდია, მაგრამ იმაში ცუდს, რომ ძლიერი და სამართლიანი იყო, ვერაფერს ვხედავ. ეს მიშამაც იცის და სიბერეში თავისი ბავშვობის ახალ-ახალ ილუზიებს ქმნის. _ თეა, მოდი, ახლა კოალიციაზე გადავიდეთ, თუმცა ახლავე მითხარი: უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის უფლება გაქვს? _ ვანო, ჟურნალისტური თავისუფლება იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი უხერხული და აღმაშფოთებელი შეკითხვა დამისვა, ჩემი ვალი კი ისაა, რომ პასუხი გაგცე. _ ზუსტად ვიცი, რომ მე, როგორც ჟურნალისტს პოლიტიკოსთა სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვა არ მევალება… მოკლედ, თეა, ე.წ. ნაციონალური მედია ირწმუნება, თუკი კოალიციის წევრებმა საჯარო კომენტარები სპეციალურ ჯგუფთან უნდა შეათანხმონო. მართლა ასეა? _ არა… კოალიციაში ე.წ. მესიჯის სისტემაა, ანუ პიარ-სამსახური სხვადასხვა საკითხზე პოზიციას ამუშავებს, რომელიც კოალიციის ყველა სუბიექტთან შეთანხმებულია… _ ეს მესმის, მაგრამ პიარ-სამსახურმა რა იცის, გადარეული ვანო პავლიაშვილი რა შეკითხვას დასვამს, ან ამ პიარ-სამსახურში ვინ არიან? _ მაგალითად, ნონა ყანდიაშვილი, რომელიც, პრინციპში, პრესსამსახურსაც ხელმძღვანელობს. სხვებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ელექტრონულ ფოსტაზე მათი მესიჯები მომდის. _ კონკრეტულად, ვისგან? _ ყველაზე ხშირად `იმეილს~ პრესის სამსახურისგან ვღებულობ, იქ ანა გოჩაშვლი და მანანა თოკმაჯიშვილი, არიან რომელიც ჟურნალისტია, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცნობ… _ მოკლედ, არ ვიცი, ამ თემაზე პრესსამსახურმა პოზიცია შეაჯერა თუ არა, მაგრამ თეა, მაინტერსებს, როგორია კოალიციის სახელმწიფო მოწყობის სტრატეგია? სხვათა შორის, ამასწინათ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, კოალიციაში ყველაფერზე ვთანხმდებით, სახელწმიფო მოწყობის გარდაო… _ ირაკლი ალასანია, ალბათ, იმას გულისხმობდა, რომ `თავისუფალი დემოკრატები~ საპრეზიდენტო მმართველობის ისეთ მოდელს ვემხრობით, როცა პარლამენტი ძლიერი და წარმომადგენლობითია. `რესპუბლიკური პარტია~ კი, როგორც ვიცი, უფრო საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა. _ თეა, პროფესიონალი იურისტი ხარ და ყოველგვარი კონიუქტურის გარეშე მითხარი, პროფესიონალი ადვოკატის მხრიდან, არჩილ კბილაშვილს ვგულისხმობ, იმის თქმა, პოლიტიკაში არასმქონეთა ადგილი არააო, არის თუ არა მოსახლეობის დისკრიმინაცია და კონსტიტუციის დარღვევა, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ღატაკია? _ ჩემი აზრით, ეს ლაფსუსია, ანუ არჩილ კბილაშვილი სხვა რამეს გულისხმობდა და სხვა რამე გამოვიდა. _ შეიძლება, მაგრამ პოლიტიკა თეატრი ხომ არაა, რომ მიზანსცენებით გველაპარაკონ? _ არ მესმის, მედია ამას რატომ `გამოეკიდა~. _ ჟურნალისტი რომ იყო, ამას ხელიდან არც შენ გაუშვებდი… _ შეიძლება, მაგრამ კბილაშვილს, მგონი, იმის თქმა უნდოდა, რომ `ნაცმოძრაობის~ ბევრი ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხალხის ხარჯზე გამდიდრდა. ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერსებს, პოლიტიკაში მოსასვლელად ნებისმიერ ადამიანს თანასწორი პირობები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში პოლიტიკა გამდიდრების საშუალებადაა ქცეული და ეს უნდა აღმოიფხვრას. _ რა ამის პასუხია და, ხაჭაპურის გამოცხობა იცი? _ რაში გაინტერსებს? _ რა ვიცი, იქნებ, შინ უნდა გეწვიო და ხომ უნდა ვიცოდე, რითი გამიმასპინძლდები… _ როცა მესტუმრები, მაშინ გაიგებ, როგორი დიასახლისი ვარ… _ თეა, `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ, საქართველოში ანტიმიშისტურმა მუხტმა კულმინაციას რამდენჯერმე მიაღწია, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო. როგორ ფიქრობ, ის მუხტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მოჰყვა, შენარჩუნებულია? _ მუხტი არსებობს, ოღონდ სხვა ფორმა მიიღო. _ რას გულისხმობ? _ შემიძლია, სიამაყით ვთქვა: ირაკლი ალასანია იყო პირველი, ვინც იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ ცვლილებების გზა არჩევნებზე გადის. ამ ქვეყანაში ნგრევის დრო უნდა დამთავრდეს. დღეს უიმედობა დაძლეულია _ ხალხი უფრო მობილიზებულია და დაიჯერა, რომ გაჩნდა გამარჯვების რეალური შანსი, ანუ ეს უფრო პრაქტიკული მუხტია! _ არსებობს თუ არა შეცდომა, რომელიც კოალიციამ დაუშვა, ან რა შეცდომა არ უნდა დაუშვას? _ ერთადერთი შეცდომა, რაც შემიძლია, თამამად ვთქვა, ისაა, რომ პოლიტიკური პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა ამას მხოლოდ სუბიექტური კი არა, ობიექტური მიზეზებიც აქვს, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მის ბიზნესზე თავდასხმა და ასე შემდეგ. _ თეა, შენი აზრით, ხელისუფლება ივანიშვილის ე.წ. პრორუსულობის თემას ინტენსიურად რატომ აღარ აპიარებს? _ მაქვს სერიოზული ეჭვი: მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში ყოფნა რომ გაიხანგრძლივოს, პუტინთან დაახლოებას შეეცდება. _ და ამ ეჭვის საფუძველს რა გაძლევს? _ სხვადასხვა გარემოება. მაგალითად, პუტინის არჩევის შემდეგ, სააკაშვილის ქცევა, ან პუტინის მხრიდან სააკაშვილის მსუბუქი გაკრიტიკება. მოკლედ, არის გარკვეული ნიშნები, რომლებიც მაფიქრებინებს, რომ სააკაშვილმა რუსეთთან დაახლოება დაიწყო. _ კოალიციის ყველა წევრი ცალსახად თვლის, რომ რუსეთი ოკუპანტია? _ დიახ, რუსეთი ოკუპანტია! ესაუბრა ვანო პავლიაშვილი გაზეთი “ქართული სიტყვა” argumenti.ge
  3. Эксперт по Европе из Совета по международным отношениям Чарльз Купчан говорит о двухдневном государственном визите британского премьер-министра Дэвида Кэмерона в Вашингтон.
  4. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/arno-analitic-300x2211-150x150.jpgტელვიზორთან მოვყუჩდი ჩემთვის და ტელეფონმაც დარეკა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, გთხოვ, “საქინფორმის” განცხადება ნახე ინტერნეტში, ვინმე არნო ხიდირბეგიშვილის წერილია პუტინისადმი, თუ არ გაგიჟდე, ნახეო. ვიფიქრე, ნეტავ, კიდევ რამ უნდა გამაკვირვოს ჩვენი ხელისუფლის სისულელეების მოსმენის შემდეგ. რომელი ერთი გავიხსენო: მუმიები, ჩარეცხილები, ჯონდი ბაღათურიასათვის პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი, მანდატურებს ვეტყვი, კარგად დაგზილონ და გაგორაონ ტალახშიო, თან ეს ისე გადავყლაპეთ საზოგადოებამ, ვითომც არაფერი. არადა, რომ ჩაუღრმავდე, რა საშინელებაა: პარლამენტის ტრიბუნიდან, ოპოზიციური აზრის გამოთქმისთვის, 21-ე საუკუნეში, პრეზიდენტი საჯაროდ თავისუფალ სიტყვას და აზროვნებას ტალახით, დაზელვით და ჩაქოლვით დაემუქრა როგორც ერთი ჩვეულებრივი, თავხედი ფეოდალი. და ახლა გინდათ, რომ ამ თავხედმა ფეოდალმა, რომელიც ამას ქვეყანას უბედავს, დამაჯეროს და დამარწმუნოს, რომ საპატიმროებში ხალხს არ ზილავენ წიხლებით და ცემით არ კლავენ?! ვერ დავიჯერებ – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! ეს ისე, ბოლოდროინდელი გამოსვლა გამახსენდა, თორემ მე დიდი ხანია, რაღაცები მიკვირს. მიკვირს, ეს რა მოთმინების ფიალა გვქონია-მეთქი, მაგრამ ობიექტური მინდა ვიყო და ვთქვა, მიშას გამოხდომაზე მეტად, არნო ხიდირბეგიშვილის წერილმა გამაოცა. ჯერ ვიფიქრე, პროვოკაცია ხომ არ არის, აბა, ასე როგორ აზროვნებს და მერე, როგორ წერს-მეთქი, მაგრამ რას იზამ, როგორც რუსები იტყვიან, “ნე პერესტაიუ უდევლიატსია”. წერილიც არის და წერილიც… მე მეგონა, ლენინს ხომ არ წერს წერილს ეს კაცი-მეთქი, მაგრამ არა, აღმოჩნდა, რომ პუტინს წერდა, პუტინს მიმართავდა, შე კეთილო რაინდოო. ასე ეუბნება, დიდო პოლიტიკოსო და კეთილო რაინდოო. გეფიცებით, რაინდოო. არა, მართლა აირია მონასტერი, თორემ არნო, გენაცვალე, კეთილო რაინდოო, რამ გათქმევინა?! ჯერ ერთი, რაინდი ან ხარ, ან – არა, კეთილი რაღად უნდა, არ ვიცი, მაგრამ ალბათ, ძალიან გინდოდათ, რომ მოფერებოდით პუტინს! კი, მაგრამ როცა წერთ ამას, მართლა მაინტერსებს, მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებისადმი ზიზღი გაწერინებთ, თუ მართლა, სეროზულად ასე ფიქრობთ? მოგვიანებით, შალვა რამიშვილის გადაცემაში გისმინეთ, სადაც რუსეთთან სტრატეგიაზე საუბრობდით. – რომელ სტრატეგიაზე? მინდა გკითხოთ: 1989 წლიდან რომ აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ თუ 1921 წელს რომ ჰქონდა? მინდა, გაგახსენოთ, რომ აღმოსავლეთის არც ერთ მბრძანებელს არ გაუკეთებია საქართველოსთვის ის, რაც რუსეთმა გაუკეთა (ჩვენ პარტნიორობაზე ვიყავით შეთანხმებულნი, მაგრამ რა მივიღეთ?) ხომ არ გავიწყდებათ, რომ აღმოსავლეთის სასტიკმა დამპყრობლებმაც კი მეფის ინსტიტუტი შეგვინარჩუნეს, ხოლო რუსეთმა ერთ მშვენიერ დღეს გუბერნიად გვაქცია! თქვენ და თქვენს პატრონს თუ გულმავიწყობა გაქვთ, ისტორიასა და მემატიანეს არ აქვს! ხან 89-ში, 9 აპრილს აგვჩეხეს შუა რუსთაველზე, ხან აფხაზეთში დაგვხვრიტეს, გაგვაბითურეს და გამოგვყარეს შეურაცხყოფილები. თქვენ, რა, მართლა, აფხაზი ხომ არ გგონიათ, რომ გვებრძოდა?! ხანაც სამაჩაბლო წაგვართვეს, შუაგული ქართლი და აგერ იდგნენ, გორში, ტანკებით. ახლა მეტყვით, მიშას სისულელეების გამოო. კი ბატონო, მიშას ბოროტება და სისულელეები არ აკლია, მაგრამ ზემოთ მოხსენიებული მოვლენების დროს არ გყვავდა ეს ბოროტი ხელისუფლება, მაგრამ დაგვაწიაწიეს, ხელფეხი ჩამოგვათალეს, გააუპატიურეს ქვეყანა, წაგვართვეს, ჩამოგვათალეს ტერიტორიები, საქართველო გაგვინახევრეს და გადაიხედა ამ პაწია, შეურაცხყოფილმა, შეფურთხებულმა ოქროს ქვეყანამ ოკეანის გადაღმა. დიახ, რუსეთის ავტორიტარულმა ხელისუფლებამ გადაახედა ოკეანის გადაღმა. მეც მომინდებოდა, რომ მყოლოდა კეთილგონიერი პრეზიდენტი; რუსეთსაც, მინდა, რომ კეთილგონიერი ხელისუფალი ჰყავდ­ეს, მაგრამ სად არის? არ იცვლება იქ, ბატონო, არაფერი. საქართველოს თავი დავანებოთ და, აგერ, ყურის ძირში ჩეჩნეთს მიადგა და წყვეტს, ამოჟლიტა, ორი მთა არ შეარჩინა ამ `კეთილმა რაინდმა~. შე კაიადამიანო, `კეთილ რაინდს~ რომ ეძახი, ან საკუთარი ხალხის, ამოწყვეტილი ქართველების და მათი ჭირისუფლების მოგერიდოს (აფხაზეთში, სტადიონზე მათი მოჭრილი თავებით ფეხბურთს რომ თამაშობდნენ რუსი და კაზაკი ჯარისკაცები ერთად). მეზობელი ჩეჩნების მაინც შეგრცხვეს, რაღაც ხომ არსებობს, არა?! მიშასადმი ზიზღმა კი არ უნდა დაგაბნიოს და დაგიბინდოს გონება, მაგრამ ვაი, რომ მგონი, ზიზღი არაფერ შუაშია. მე მგონი, სხვაგანაა შენი სამშობლოც, ჩემი არნო. მე უფრო თავხედობამ, თქვენმა თავხედობამ და უტიფრობამ გამაღიზიანა. პუტინისადმი თქვენს მილოცვას, ჩემი ქვეყნისადმი ცინიკური გაბედვა ჰქვია. დიახ, ბედავთ და არ უნდა ბედავდეთ! მე ამასაც _ თქვენს გათავხედებასაც ხელისუფლებას ვაბრალებ. ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან, ჩვენ რა შუაში ვართო. გეტყვით: თუ ვინმე მოაზროვნე იყო ამ ქვეყანაში, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩარეცხილებოო, მუმიებოო, ნაძირლებოო, ბნელო ძალებოო. თუ ვინმე ნორმალური იყო, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა და საპირწონე ოპონენტად, უკვე, მგონი, არნო ხიდირბეგიშვილი შერჩა. აბა, რა ეგონა, დანარჩენები ჩარეცხა და აფურთხა, გააღატაკა და გაოგნებულები დატოვა ტელევიზორებთან. ახლა არნოს მოსმენა მოუწევს, არა უშავს – მე მიშა არ მენანება, ჩვენ რა დავაშავეთ, თორემ… წერილში ამოვიკითხე: `ჩემო ვლადიმერ, ნახევარი საქართველო შენ გელოდებაო~. წერს `დიდი არნო~, მთელი `საქინფორმი~ შენ გილოცავს არჩევასო. აი, აქ გავგიჟდი იმიტომ, რომ `საქინფორმში~ ჩემთვის ნაცნობი ადამიანები არიან და ძნელად წარმოსადგენია ჩემთვის, ნუთუ, ისინი ამ წერილს ხელს აწერენ? რა ვიცი, ხომ ვთქვი, მეც იმ გაკვირვებულთაგანი ვარ ეტყობა, გაოგნებულები რომ არიან-მეთქი, თორემ დავიჯერო, ნახევარი საქართველო პუტინს ელოდება. სად და როდის გითხრათ ეს სისულელე ნახევარმა საქართველომ, არნო? ერთი ნახევარი თუ პუტინს ელოდება, მეორე ნახევარი – მიშას? მე და ჩემი სამეგობრო, მე რომ საქართველოს ვიცნობ, სად ჯანდაბაში ვართ, ნეტა? – ეს ხუმრობით, არნო ბატონო. ისე, სერიოზულად კი, გეტყვით: მეტი აღარ გაბედოთ, არც თავს აკადროთ და არც ჩემს ქვეყანას, ნახევარი საქართველოს სახელით საუბარი. არ გაქვთ ამის უფლება. იმ ნახევარში დიდად მოაზროვნე ქართველები შედიან, რომლებიც დაიღალნენ ჩვენი ტუტუცი ხელისუფლების ფეოდალური წყობით და ახლა თქვენი ლენინიზაციაღა გვაკლია. გასაგებია, რომ მიშა არ მოგწონთ, არც არის მოსაწონი – არ ვიცი, ქვეყანას საით მიაქანებს. თქვენი სტრატეგიით და ნააზრევით კი, ზუსტად ვიცი, უკან მიგყავთ ქვეყანა, ხევში ჩასაჩეხად. ამიტომაც, გეტყვით, რომ ამ თქვენს წერილს მირჩევნია, ხელს აწერდეს არნოლდ ხიდირბეგოვი! გნებავთ, ეს ქსენოფობიად ჩამითავლეთ, გნებავთ, – არა! თქვენი აზრიც კი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია და ისიც გამიხარდებოდა, რომ ამ დღეებში `საქინფორმის~ თანამშრომლების პროტესტი მენახა თქვენს წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, მე რომ ვიცნობ, იმათი მაინც. და ბოლოს, ჩემი საქართველოს სახელით, მე რომ ვიცნობ, იმათი სახელით გეტყვით, ბატონო არნოლდ: ეს ქვეყანა არც მიშაა და არც – რომელიმე პრეზიდენტი. ვერც თქვენ დააძინებთ, არნო ხიდირბეგიშვილი და ვერც – არნოლდ ხიდირბეგოვი. ვინ ხართ, რამდენი ხართ, რა ჯიში და ჯილაგის ხართ, – მე არ ვიცი, ამას საზოგადოება განსჯის. ერთი ვიცი, ერთი კარგი საქმე გააკეთეთ თქვენი ამ ბოროტების გამომზეურებით – ტელევიზორებთან მსხდომი ადამიანები გამოაფხიზლეთ, რომლებიც მიხვდნენ, რომ თუ ამ ხელისუფლებას არ მოვიშორებთ დროზე და ნორმალურს არ ავირჩევთ, არნო ხიდირბეგიშვილები შემოაბოტებენ საქართველოში და აი, მერე ვნახოთ, როგორც თქვენი საყვარელი ლენინი იტყოდა, `ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან~ სვლა როგორია საქართველოსთვის. ჩვენი მოაზროვნე საზოგადოება უკვე ბუტერბროდივით არის: უკან არნოლდ ხიდირბეგოვი, წინ – მიშა, იფ, რა კარგია! წინ წყალი, უკან – მეწყერი! რა გინდაო, ვიღაც მეტყვის, გეტყვით: დიახ, დასავლეთი მინდა, ოღონდ არა – დიქტატორი პრეზიდენტით. მეტი არაფერი, ბატონო! განა, ასე ბევრია? განა, არ იმსახურებს ჩემი მშვენიერი ქვეყანა თავისი კულტუროლოგიით პოლიტიკურ სრულფასოვნებას და ამ პაწია ფორმულას – და­სავლეთი პლუს გონიერი, გაწონასწორებული პრეზიდენტი. ბევრია, ბევრი? – ვეკითხები უკვე ევროპას, რომელიც ვეღარ გავიგე, რას შვება, ხელგაწვდილს გვამყოფებს მოხურულ კართან. გადადეთ ყველაფერი, ბატონებო, და გააღეთ ეგ ოხერი კარი, გაუღეთ ამ დიდებულ ქვეყანას, საიდანაც, თურმე, ყველა ევროპელის საწყისი მოდის ისტორიულად. ასე არ არის?! მიეცით საშუალება, ამოისუნთქოს ქვეყანამ, თორემ არნო ხიდირბეგიშვილი კი არა, პირდაპირ გენადი ზიუგანოვი გვეტყვის გამარჯობას ცოტა ხანში აგერ, გლდანში! P.S. ეჰ, მოვრჩი მე წერილს აქ, დავასრულე, თორემ ხომ ვიცი, ისე მომივა, როგორც ზღაპარშია: მარჯვნივ წახვალ, თავს მოგჭრიან, მარცხნივ წახვალ, მაინც მოგჭრიანო. მე მაინც ოქროს კვეთის იმედი მაქვს, ბეწვის ხიდის, ჩვენ, საწ####ბი, ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ამ ხიდზე დავდივართ. გაზეთში გამოქვეყნებამდე ეს წერილი ჩემს მეგობარს წავუკითხე. მან კი, მამაჩემის ლექსით მიპასუხა: `დამღუპველი, ღალატია, არა – მხოლოდ მახვილი, მტერი უნდა გადავდენოთ, ისე, როგორც ნახირი, მუხლზე მიზის საქართველო, საქართველო დაღლილი!” თაკო ჩარკვიანი გაზეთი “ქართული სიტყვა” ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
  5. Первая десятка списка крупнейших экономик мира существенно изменилась. В прошлом году Китай потеснил Японию и стал второй по размеру экономической державой. Всего несколько недель назад министр финансов Бразилии Гвидо Мантега заявил, что его страна опередила Великобританию и занимает теперь 5 место в мировом списке.В следующем году Россия, скорее всего, обойдет Италию, а еще через год то же самое сделает Индия.
  6. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/stereotypes2-150x150.jpg21-ე საუკუნეში სტერეოტიპზე ლაპარაკი შეიძლება, ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ სტერეოტიპი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც მე-20 საუკუნეში იყო. ეგაა ოღონდ: ადრე `სირცხვილად~ ქალის საჭესთან დაჯდომა, ან ის ითვლებოდა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სიგარეტს მოწევდა. ახლა კი, მანქანიან-სიგარეტიანი დიაცის დანახვა აღარავის უკვირს. ერთი სიტყვით, სტერეოტიპმა გარკვეული მოდელირება განიცადა და დღეს მოდური, მაგალითად, ასეთი სტერეოტიპია: როკს უსმენ? _ ე.ი. სატანისტი ხარ! სოციალურ ქსელ `ოდნოკლასნიკებში~ ხარ გაწევრიანებული? _ მაშასადამე, გოიმი ხარ! ,ტუსოვკებზე~ არ დადიხარ და ტრადიციული ქართული სუფრა გიყვარს? _ გამოდის, რომ ძველმოდური ხარ… ერთი სიტყვით, 21-ე საუკუნის საქართველო სტერეოტიპის ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი შეხედულებები რეალობის აღქმას ამახინჯებენ. მეტიც, სტერეოტიპი, ანუ საზოგადოებრივი აზრი შესაძლოა, რასიზმისა და სექსიზმის საფუძველიც გახდეს. მაინც, როგორ ჩნდება სტერეოტიპი? `ქართული სიტყვა~ ფსიქოლოგ ნაილი ცხოვრებაძეს ესაუბრა: _ სტერეოტიპი ისაა, როცა საკუთარ ,,მე~-ზე უარს ამბობ და მენტალურ თვისებებს იცავ. ქართველის სტერეოტიპი ყოველთვის სამაგალითო იყო, თუმცა ვთვლი, რომ ქართული სტერეოტიპი აღარ არსებობს. _ რატომ იყო სამაგალითო, ან რატომ აღარ არსებობს ქართული სტერეოტიპი? _ ქართველთან ურთიერთობა ადვილია. მაგალითად, ადრე, უჭირდათ თუ ულხინდათ, მეზობლები ერთმანეთს გვერდში დაძახების გარეშე ედგნენ. დღეს კი, ხალხი სოფლშიც შეყუჟულია, ანუ ე.წ. სამეზობლოს სტერეოტიპი ინგრევა. დღეს საზოგადოება დაბნეულია, რადგან მთავარ ღირებულებად საზღვარგარეთ გაქცევა და იქ კარგი სამუშაოს პოვნა ითვლება. უფროსმა თაობამ აღარ იცის, როგორ გაზარდოს შვილები _ თუ შვილს ისე გაზარდი, როგორც დღევანდელი პირობები გთავაზობს, ისეთი ფსიქოტიპი ჩამოაყალიბდება, რომელსაც არ ინდივიდუალური ინტერესების გარდა, არაფერი აინტერსებს. ეს, პრინციპში, თაობების ბრძოლაა, მაგრამ უფროს თაობას ბრძოლის თავი აღარ აქვს. ამიტომ, საზოგადოება ამორფულია. _ ქალბატონო ნაილი, საზოგადოებას სტერეპტიპი სჭირდება? _ როგორ არ სჭირდება. სტერეოტიპი ქართველისთვის იდეალია, თუმცა არსებობს ცუდი სტერეოტიპიც, რომელსაც გამოსწორება, შელამაზება უნდა და ეს ცუდი სტერეოტყპიც კარგი გახდება. უცხოეთში წასული ქართველები იმას კი არ ცდილობენ, რომ ქართველობა გაიტანონ და შეინარჩუნონ, პირიქით, კარგავენ, ანუ ქართველებს ის იმიჯი აღარ გვაქვს, რაც ადრე გვქონდა და ევროპაში ჩვენზე, ალბათ, ამბობენ, ქურდები, `გადმგდებები~ არიანო; თურქეთში კი, მაპატიეთ და, _ ბოზებიო. ეს კი იმის ბრალია, რომ ახალგაზრდებს უნერგავენ, ინდივიდი ხარ და, მთავარია, შენ იყო კომფორტულადო. ახალ თაობას ისეთ რაღაცებს ასწავლიან, რაც ამერიკაშია აპრობირებული, მაგრამ რას უყურებ ამერიკელებს? _ მათი ფსიქოლოგია სხვანაირია. ჩვენ აქამდე ერთობამ და იმან მოგვიყვანა, რომ სადღაც ინდივიდუალურად შეყუჟულები არ ვისხედით _ როცა ქვეყანას უჭირდა, ყველა გარეთ გამოდიოდა. ახლა კი, ახალი კულტურა შემოაქვთ და იმ ტრადიციულსა და გენეტიკურს ებრძვიან, რაც ქვეყანას მოსდგამს. ამის გამო ხალხი დაბნეულია და თუ ასე გაგრძელდა, ერი დაიკარგება! _ ქალბატონო ნაილი, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი ნაციონალური სტერეოტიპი ადამიანს ცხოვრებას უნგრევს… _ სტერეოტიპს ხშირად პროვინციალიზმს მიაწერენ, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, თუ რა არის პროვინციალიზმი. პროვინციალიზმი სოფელში ცხოვრება კი არ, ისაა, როცა ადამიანი სხვას ჩაგრავს.Qქალაქელი სოფლელზე მეტი არაფრითაა, მაგრამ ზოგი ასე არ ფიქრობს. მაგალითად, ახალი ფულიანები თვლიან, ბინა აუცილებლად ვაკეში უნდა იყიდონ. კი ბატონო, იყიდე, მაგრამ ბინას ვაკეში რომ ყიდულობ, შენც ისეთი უნდა გახდე, როგორიც ძირძველი ვაკელია. ამიტომ კარგავ `მე~-ს და ვიღაცას ემსგავსები. აი, სწორედ ეს ვიღაცასთან მიმსგავსებაა პროვინციალიზმი!.. სხვებს ის პრინციპები მოახვიო, რომლებიც შენი კომპლექსებიდან მომდინარეობს, ესეც პროვინციალიზმი და უკულტურობაა! პროვინციაში კი, ძალიან კულტურული ხალხი ცხოვრობს. ქალაქში ასეთი ხალხი აღარაა! როცა ცდილობ, რომ კარგი გახდე, ეს სხვა რამეა, მაგრამ როცა ცდილობ, რომ ისეთი გახდე, როგორიც სხვაა, ეს სასაცილოა! პროვინციალური სტერეოტიპები მათ ახასიათებთ, ვისაც საკუთარი `მე~ არ აქვთ!.. სხვათა შორის, იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ერს თავისი ეთნოფსიქოლოგია და ეთნოსოციოლოგია აქვს, ანუ ერის იმას იღებს, რაც მისთვის ახლობელია. გვიკიჟინებენ, რომ ძველი ცუდია, მაგრამ არ გვეუბნებიან, თუ რა არის კარგი. მედიით მოსახლეობის უმრავლესობა ზომბირებულია. იცით, რა არის ზომბირება? რა და, _ ცნობიერებით მანიპულაცია. ტელევიზიაFაქტიურად უწყობს ხელს საზოგადოების ,,გაყრას~, ანუ გვაწოდებს არარეალურ სამყაროს, რომელში ცხოვრებაც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია. ვთვლი, რომ ეს მიზანმიმართული პროპაგანდააშედეგია. _ რაში ხედავთ გამოსავალს? _ საზოგადოების სწორი კუთხით წაყვანაა საჭირო, ამის ძალა კი, მას-მედიას შესწევს, მაგრამ საამისოდ, ნაციონალური ტელევიზიები, სამწუხაროდ, არაფერს გააკეთებენ იმიტომ, რომ სახელმწიფომ მათ სხვა მიმართულება მისცა. საერთოდ, ტრადიციას რომ აღმოფხვრი, მერე, ერი შენი საკუთრებაა და რასაც გინდა, იმას უზამ. იაპონია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცივილიზებული ქვეყანაა. საერთოდ, ცივილიზაცია ტრადიციებს კლავს, მაგრამ იაპონელებმა თავიანთი ტრადიციები არ დაკარგეს, რადგან სათავეში ყოველთვის თავისი ერის მოყვარული ადამიანი ჰყავთ, თან მთელი ერი იბრძვის, რომ ტრადიციები არ დაკარგოს. ჩვენთან კი, რა ხდება? _ საზოგადოება არასრულფასოვანია, ანუ სხვას ვბაძავთ და ეს მომბაძველობა იმდენად გაურკვეველია, რომ სადღაც მივრბივართ, სხვების წინაშე თავს არარაობად ვთვლით. სხვისი კარგი უნდა დაამუშაო და ისე მოირგო. _ ქალბატონო ნაილი, ქართველი ერი, იქნებ, ფსიქოლოგიურად დაიღალა? _ ერი ვერ დაიღლება, მაგრამ ერი შეშინებულია! ვამბობთ, თავისუფლები ვართო, თავისუფლები არ ვართ, რადგან დღეს ხალხი შიშით ცხოვრობს. შიში ძალადობის საშუალებაა და როცა ადამიანს ეშინია, თავისუფალი ვერ იქნება! თავისუფლება სხვა რამეა… თავისუფლებისა და უზრდელობის აღრევა მოხდა… კარგისა და ცუდის გარჩევაც აღარ ვიცით. მაგალითად, დღეს წარმატებულად ის ითვლება, ვისაც ფული აქვს. სწორედ ასეა ამერიკაშიც, მაგრამ როგორ შეიძლება, ადამიანი ავტომობილის მარკით განვსაზღვროთ? ადამიანობა სხვა რამეა და ფულით არ იზომება, მაგრამ დღეს დომინანტი ფულია და ამიტომ, ისინი, ვისაც ფული აქვთ, ახალი სტერეოტიპის დამკვიდრებას ცდილობენ. დავუშვათ, ეს ფულიანები გაკოტრდნენ. რას იზამენ? _ ადგებიან და თავს მოიკლავენ იმიტომ, რომ მათ, ფულის გარდა, მეტი ღირებულება არ აქვთ, მაგრამ ეს სტერეოტიპი ვერ დამკვიდრდება, რადგან ფული წარმავალია! ესაუბრა ცაბო გუგუნაშვილი გაზეთი “ქართული სიტყვა” ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
  7. Что может не нравится в идее превращать мусор в низкоуглеродное топливо, которое бы заместило нефть и эмиссии, которые способствуют глобальному потеплению?
  8. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისა და ბლოგერის, თორნიკე უსტარაშვილის მეგობრები აცხადებენ, რომ ისინი ”სტუდენტურ ბლოგზე” გამოქვეყნებული თვითვმმართველობის მამხილებელი ინფორმაციის გამო სცემეს. სტუდენტური ბლოგის დამფუძნებელმა თორნიკე უსტარიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ორი მეგობარი - ზვიად მამფორია და გიორგი კოპალეიშვილი – თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დღეს, 14 მარტს სცემეს. "დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მოვდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად. უცბად დაახლოებით რვა კაცი გარს შემოგვეხვია და გვერდზე გავიდეთო. ძალის გამოყენებით ჩემი ორი მეგობარი გაყვანეს მესამე კორპუსისკენ, მე მანამდე პატრულის გამოძახება მოვასწარი. სანამ მოვიდა ეკიპაჟი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი მეგობარი სცემს, ერთ-ერთს თავი აქვს გატეხილი. თავბრუსხვევები აქვს, როგორც ჩანს, ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მათგან ორის ამოცნობა შეგვიძლია, ერთ-ერთი იყო ბექა ახლოური, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, და მეორე იყი დათო ხეჩიკაშვილი, ასევე თვითმმართველობიდან. მათი მხრიდან იყო მუქარები - თუ კიდევ გააგრძელებთ წერას ბლოგზე და ა.შ. ამ წუთებში პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანაა უნივერსიტეტთან და ოქმებს ადგენენ. -ამბობს უსტარაშვილი. უსტარაშვილის ნაცემმა მეგობარმა, ზვიად მამფორიამ კი ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თვითმმართველობის წევრებმა ის და გიორგი კოპალეიშვილი თსუ-ს მესამე კორპუსის ნულოვან სართულზე სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. უნივერსიტეტის დაცვა კი მხოლოდ საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. თსუ-ს დაცვის სამსახურის წევრებმა, კითხვაზე, რატომ ვერ შენიშნეს სტუდენტების ცემის ფაქტი უნივერსიტეტში, ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ”დაცვის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იყო” და თუ რა მოხდა, სამართალდამცავები გაარკვევენ. თორნიკე უსტარაშვილი და მისი მეგობრები უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა. ზვიად მამფორია კი სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა გასინჯეს. სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დაუკითხავთ თვითმმართველობის ის წარმომადგენლები, ვისაც სტუდენტები ცემაში სდებენ ბრალს. ”სტუდენტურმა ბლოგმა” არაერთხელ გამოაქვეყნა თსუ-ს თვითმმართველობის წევრების ”ფეისბუქზე” მიმოწერის ამსახველი ე.წ. სქრინშოთები, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სტუდენტები ერთმანეთს არიგებდნენ, თუ როგორ მიეღოთ პრივილეგირებული სამუშაო ადგილები სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში და როგორ ეწარმოებინათ ანტიოპოზიციური ინტერნეტკამპანია. უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი: ”დაცვის უფროსმა უკვე გამოიძახა პატრული. ყველა ვიდეომასალას პატრულს გადავცემთ და სრულად დავეხმარებით გამოძიებას. იმედია, დაზარალებულები, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მისცემენ ჩვენებას პატრულს.” სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. ლიტვა ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ ცნობს. ამის შესახებ ლიტვის მთავრობის მიერ გავრელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია.“ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს. ამ კონტექსტში ლიტვა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს”, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60266.jpg რუსეთი საქართველოს პირობებს უყენებს. დუმაში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შემოიღოს, მაგრამ ამის სანაცვლოდ თბილისისგან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვს. ლავროვის თქმით, რუსეთის საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. `როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე ამიერიდან საქართველოში შესვლას ვიზების გარეშე შეძლებს, მას დაავიწყდა, რომ საქართველოში მოქმედებს ე.წ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს სწვევია, სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება,`- განაცხადა ლავროვმა. სერგეი ლავროვმა დღევანდელი გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველოზე საუბარს დაუთმო და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. რუსეთის მთავარი დიპლომატი აცხადებს, რომ მოსკოვი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არავის სთხოვს. `ამ საკითხზე მოლაპარაკებას არავისთან ვაწარმოებთ. ამ საქმეს ჩვენი დამოუკიდებელი მოკავშირეები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აკეთებენ. მათ ჩვენს კონტაქტებში ვუჭერთ მხარს. ჩვენი მიმართულება ასეთია - მხარს ვუჭერთ ამ პროცესებს, მაგრამ სუვერენული ქვეყნების ნაცვლად გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ,`- განაცხადა ლავროვმა. View the full article
  11. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თორნიკე უსტარაშვილი, რომელიც სტუდენტური ბლოგის დამფუძნებელია, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მისი ორი მეგობარი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სცემეს. "დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მოვდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად. უცბად,დაახლოებით რვა კაცი გარს შემოგვეხვია და გვერდზე გავიდეთო. ძალის გამოყენებით ჩემი ორი მეგობარი გაყვანეს მესამე კორპუსისკენ, მე მანამდე პატრულის გამოძახება მოვასწარი. სანამ მოვიდა ეკიპაჟი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი მეგობარი სცემს, ერთ-ერთს თავი აქვს გატეხილი. თავბრუსხვევები აქვს, როგორც ჩანს, ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მათგან ორის ამოცნობა შეგვიძლია, ერთ-ერთი იყო ბექა ახლოური, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, და მეორე იყი დათო ხეჩიკაშვილი, ასევე თვითმმართველობიდან. მათი მხრიდან იყო მუქარები - თუ კიდევ გააგრძელებთ წერას ბლოგზე და ა.შ. ამ წუთებში პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანაა უნივერსიტეტთან და ოქმებს ადგენენ. -ამბობს უსტარაშვილი. ”ნეტგაზეთი” ვიდეომასალას შემთხვევის ადგილიდან მალე შემოგთავაზებთ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. ~თელასის~ ცნობით, სარემონტო სამუშაოების გამო, 17 მარტს 01 საათიდან 06 საათამდე მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.… ლინკი მედიანიუსზე
  13. იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა… ლინკი მედიანიუსზე
  14. ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს… ლინკი მედიანიუსზე
  15. საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი, სამართალდამცავ ორგანოებს, კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვისას ჟურნალისტებისათვის… ლინკი მედიანიუსზე
  16. Журнал Forbes составил рейтинг самых молодых миллиардеров мира, который возглавил 27-летний Марк Цукерберг, основавший социальную сеть Facebook. Его состояние оценивается в 17,5 млрд долларов. В список также попали принц, бывший инженер Apple, основатель розничной сети «Связной» и другие.
  17. http://saqinform.ge/images/stories/analitics/karzaii.jpgთბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მიერ მოკლულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მისი ქმედებისთვის ბოდიში მოუხადა. ობამამ პირობა დადო, რომ ამ საქმის გარემოებები გულდასმით იქნება გამოძიებული და დამნაშავე დაისჯება. აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით მიუსამძიმრა აგრეთვე ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის. ობამას გარდა, ყარზაისთვის ბოდიშის მოხდამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტასაც მოუწია.<span style="font-size: 10pt;" />ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ყანდაღარის ინციდენტით შეძრულია. მან დაზარალებულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მეთაურის, გენერალ ჯონ ალენის განზრახვას – გამოიძიოს საქმის ყველა გარემოება და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს. ავღანეთის პრეზიდენტი მომხდარს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციას აძლევს. საქინფორმი
  18. „ახალი მემარჯვენეები“ სამედიცინო მედიაციის განხორციელებისთვის საფასურის დაწესებას მთავრობის მხრიდან ყოვლად გაუმართლებლ ნაბიჯად აფასებენ. როგორც „ახალი მემარჯვენეების ეკონომიკური… ლინკი მედიანიუსზე
  19. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “სამოქალაქო განვითარებისთვის” იურისტების მობილური ჯგუფების შექმნას აპირებს. მისი მიზანი იმ პირთა იურიდიული კონსულტაცია და… ლინკი მედიანიუსზე
  20. რესპუბლიკური პარტია ავრცელებს ინფორმაციას კასპში მათი წარმომადგენლების დაკითხვის შესახებ. პარტიის ცნობით, ქალაქ კასპში პოლიციის თანამშრომელი გიორგი დალაქიშვილი მივიდა რესპუბლიკური პარტიის კასპის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრის ანზორ მანძულაშვილის ოჯახში და მას და მის მეუღლეს დეტალურად გამოკითხა მათი ოჯახის წევრების საქმიანობის, მათი შემოსავლების და სხვა პირადი ინფორმაციების შესახებ. რესპუბლიკური პარტიის კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხათუნა თათარაშვილის ცნობით, დღეს ქალაქ კასპში პოლიციამ დაიწყო იმ მოქალაქეებთან სახლში მისვლა და მათი დაკითხვა, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატისგან უწყებები მიიღეს. ხათუნა თათანაშვილის განცხადებით, ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც არ გამოცხადნენ გამგეობის შენობაში დაკითხვაზე და პოლიციამ მათ თავად მიაკითხა სახლში. ხათუნა თათანაშვილის ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის მეპატრონე გამგეობის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. Каждый день они рискуют собственной жизнью и никогда не знают, какой репортаж, фотография или цитата станет последней. Вместе с опытными военными корреспондентами в опасных регионах работают и женщины. И пол - совсем не преимущество. Прочитайте 15 советов трех репортеров Би-би-си. Женщины рассказывают, что носить и как себя вести в гуще событий.
  22. “მე თავისუფალი მოქალაქე ვარ” - ამ ლოზუნგით კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები დღეს ბათუმის იუსტიციის სახლის წინ შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოქალაქებზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტი უსიტყვოდ, ხმამაღალი სტვენით გამოხატეს. “ესენი არიან მოქალაქეები, რომლებმაც გამოხატეს თავისუფალი ნება, რომ მიეღოთ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა. ხელისუფლება ქვეყანაში ამკვიდრებს კლასიკური ტიპის ავტორიტარიზმს, ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დაბარებულია დასაკითხად ოპოზიციის მხარდამჭერები და ჩვენ, ბუნებრივია, ვართ ჩვენი მომხრეების გვერდით. აქცია “მე ვარ თავისუფალი მოქალაქე” ყოველთვის იქნება იქ, სადაც იქნება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვა”-”თავისუფალი დემოკრატების” წევრი სულხან ღლონტი. დღეს იუსტიციის სახლში “თავისუფალი დემოკრატების” წევრების დაკითხვა დილის ათი საათიდან მიმდინარეობდა. ამ დროისთვის დაკითხულნი არიან:მერი ცენტერაძე, ოლეგ არველაძე, შოთა თოდაძე, იოსებ ბოლქვაძე, ირაკლი ბერიძე და ნუგზარ სელიმბა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. ნატოში რუსეთის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ვიცე–პრემიერი დიმიტრი როგოზინი, შესაძლოა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გახდეს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულ… ლინკი მედიანიუსზე
  24. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60265.jpg აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტი ქართველი ბიზნესმენებისთვის სპეციალური კონფერენციას მართავს. ბიზნესის განვითარება და ფრენჩაიზინგი არის მთავარი საკითხები, რომლებშიც ამერიკელი ექსპერტები კონსულტაციას გაუწევენ ქართული კომპანიების წარმომადგენლებს. ამ კონფერენციის გამართვა ვაშინგტონში საქართველოს და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გახდა აქტუალური. კონეფერენციის მიზანია ქართველ ბიზნესმენებს მიაწოდოს ის ინფორმაცია და ცოდნა, რომელიც მათ აშშ-ში ბიზნესის წარმართვაში დაეხმარება. `ვიმედოვნებთ, ეს კონფერენცია დაეხმარება ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, რათა მიუახლოვდნენ ამერიკულ ბაზარს, გაიგონ, რა სპეციფიკის ცოდნაა აუცილებელი ამისათვის და რა რესურსები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ბიზნესის საწარმოებლად. ამ შეხვედრაზე ფრენჩაიზინგის საკითხებს განვიხილავთ და ვიმედოვნებთ ეს დაეხმარება ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეავსონ ის ნიშა, რომელიც არსებობს ქართულ და ამერიკულ კომპანიებს შორის,`- განაცხადა შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრჩეველმა საგარეო ვაჭრობისა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრების საკითხებში დენიკა სტარკსიმ. View the full article
  25. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...