Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კონტროლის პალატის წარმომადგენლები დაკითხვებზე უკვე “ქართული ოცნების”აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ მხარდამჭერებსაც იბარებენ.… ლინკი მედიანიუსზე
  2. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთიდან დახმარების სახით გადმორიცხული თანხიდან 800 მილიონის დატაცება აღიარა. ამის შესახებ, ოსური მასობრივი საშუალებების ცნობებით, დღეს ამავე რეჟიმის ე.წ. "უშიშროების საბჭოზე" იქნა გაცხადებული.გამოცხადდა, რომ დატაცება გამოვლენილი იქნა ადგილობრივი "საკონტროლო-სააღრიცხვო" პალატის მიერ - მაგრამ რომელ პერიოდში და როგორ ვითარებაში იქნა მოპარული ფული, არ ზუსტდება. პალატამ ინფორმაცია მიაწოდა "გენპროკურატურას", მაგრამ რეაქცია არ მოჰყოლია - რაც ა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. </p> /get_img?ImageId=6329<p>პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი კატეგორიულად უარყოფს კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში “ქართული ოცნების” წევრებისა და აქტივისტების ახსნა–განმარტებით დაკითხვაზე დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს. “მე რამდენადაც ვიცი, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ჩემთვის ასეთი ფაქტები უცნობია. ყველა ის პროცედურა, რომელიც არის გამოყენებული, დარწმუნებული ვარ, რომ არის კანონის ფარგლებში,” – აღნიშნავს კუბლაშვილი. მისივე განცხადებით, ის ინფორმაცია, რაც მას კონტროლის პალატისგან აქვს, “ქართული ოცნების” მიერ ჩადენილ დარღვევებს ეხება. “როგორც კონტროლის პალატა აღნიშნავს, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, არის გარკვეული შემთხვევა, მათ შორის “ქართული ოცნების”, როდესაც მათი ხარჯები, რომელიც უკავშირდება ამა თუ იმ აქტივობას, ან ოფისის ქირაობას და ა.შ. არ არის დეკლარირებული შესაბამისად პარტიის მიერ. ეს შეეხება ოფისის ქირაობას “ქართული ოცნებისთვის” და ამის შესახებ ხელშეკრულება ფორმდება არა “ქართულ ოცნებასთან”, არამედ სხვა იურიდიულ პირთან. ასეთ შემთხვევაში ეს არის ამ იურიდიული პირის მიერ შემოწირულობის გაკეთება “ქართული ოცნებისთვის”. იურიდიული პირის მიერ შემოწირულობის გაკეთება აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით. შესაბამისად, ეს დარღვევაა და ამას მოჰყვება რეაგირება,” – აღნიშნა კუბლაშვილმა. კუბლაშვილმა კანონის მოშველიებით აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში კონტროლის პალატას აქვს ვალდებულება, გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და აქვე დასძინა, რომ არავის გამოუვა ამ საკითხის ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნა. “რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას უნდა ამ საკითხის უტრირება და, მე არა მგონია, რომ ეს გამოვიდეს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ საკითხებზე საჭიროა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ყველა პარტიის ინტერესში თავადვე უნდა იყოს ის, რომ მსგავსი ინფორმაციები საჯარო გახადოს. სხვა ფორმის მოფიქრება, როგორ ავუაროთ გვერდი, როგორ დავარღვიოთ კანონი ისე, რომ არ შეგვამჩნიონ, ასეთი რამ აღარ გაუვათ,” – აღნიშნა კუბლაშვილმა. კონტროლის პალტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, "პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები - სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში. მხედველობაში გვაქვს, მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში და აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს, რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები. ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ, მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ კერძო ფირმების-ძირითადად კი კომპანია შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას. ასეთივე დადასტურებული ინფორმაციებია სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. აღნიშნული განხორციელებულია ე.წ. „შავი ფულის“ სქემებით, კანონის გვერდის ავლის მიზნით და პოლიტიკური გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნების უგულვებელყოფით. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება მონიტორინგის პროცესის დასრულებისთანავე,” – ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში. ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, გარანტირებულია პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის თავისუფლებით, პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის შემოწირულობის განხორციელების თავისუფლებით. მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეაგროვონ ხელმოწერები ცალკეული სუბიექტების მხარდასაჭერად, გაავრცელონ სააგიტაციო მასალა და ა.შ., მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში როგორც მოხალისედ, ასევე შესაბამისი კანონიერი ანაზღაურების ფარგლებში. ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, – აღნიშნავს კონტროლის პალატა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. თუკი საქართველოს მოქალაქე რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ის სამომავლოდ გაცილებით მძიმედ დაისჯება, ვიდრე - დღეს. ამის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად გათავლისწინებული არ იყო, თუმცა ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ”lgbt საქართველოს” ინიციატივა კანონპროექტის მეორე მოსმენისას, დღეს, 14 მარტს, პარლამენტარებმა გაითვალისწინეს და კანონში შესატანი ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: “დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ინდეტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.” კანონპროექტის ავტორების, დეპუტატების - კახა ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას თქმით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას. ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) 2010 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით რასიზმის მოტივაციით ჩადენილი დანაშაული დადგინდებოდა ზოგად დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ტიპის დანაშაულისთვის. იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ თუ მანამდე ჩადენილი ქმედებისათვის პირი შეიძლება დასჯილიყო ზოგადად დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელით, ცვლილებების შემდეგ ის დაისჯება იმავე ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისათვის, რაც, ბუნებრივია, გაზრდის სასჯელს. ”საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტმა თათული თოდუამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დღესაც არის 156-ე მუხლი (დევნა), რომლითაც ერთ-ერთ დამაძიმებელ გარემოებად მიჩნეულია დევნა რელიგიური მოტივით. იურისტის თქმით, დღესდღეობით მთავარი პრობლემაა დანაშაულის სწორად კვალიფიკაცია. ”სახალხო დამცველის მოხსენებებშიც აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო დანაშაულის კვალიფიკაცია 156-ე მუხლით, ხდებოდა სხვა მუხლების მითითება, როგორიცაა ჩვეულებრივი ხულიგნობა, ქონებრივი ზიანის მიყენება და ა.შ. ეს იყო პრობლემა, რომელიც აქამდე უკავშირდებოდა რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციას,” - ამბობს საია-ს იურისტი თათული თოდუა. მისივე თქმით, თითოეულ საქმეზე დანაშაულის მოტივის დასადგენად და დასადასტურებლად კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებები უნდა იყოს მოძიებული. იურისტის მოსაზრებით, ეს შეიძლება იყოს მოწმეთა ჩვენებები, სადაც ნათლად იკვეთება, რომ ამ ადამიანის მამოძრავებელი მოტივაცია ამ დანაშაულის ჩადენისას იყო რომელიმე მადისკრიმინირებელი საფუძველი. ეს შეიძლება ასევე იყოს ვიდეო ან აუდიოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს დამნაშავის საუბარი, განმარტება, თუ რატომ სჩადის ამ დანაშაულს. თათული თოდუამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუ რომელიმე რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს ცემისას, ან სხვა დანაშაულის ჩადენისას მიმართავენ ფრაზით - ”თქვე, თათრებო”, შეიძლება, ჩაითვალოს, რომ დანაშაული ხდება სწორედ რელიგიური და ეთნიკური მოტივით. გამოძიების მიერ ამის დადასტურების შემთხვევაში კი პირი გაცილებით მკაცრად დაისჯება, ვიდრე ეს მოხდებოდა რელიგიური და ეთნიკური მოტივის არარსებობის შემთხვევაში. იურისტ გიორგი მშვენიერაძეს მიაჩნია, რომ ამ ტიპის ცვლილების განხორციელება ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც დადებითი ნაბიჯი. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას უპირველესად გააჩნია პრევენციის ფუნქცია. შესაბამისად, ასეთი ცვლილება, როგორც წესი, ამცირებს დანაშაულის რაოდენობას. ”რადგან აქამდე არსებული კანონმდებლობით რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი მოტივებით ჩადენილი დანაშაულის ცალკე აღრიცხვა არ წარმოებდა, შეუძლებელია სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზი. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ცვლილებას რეალურად შეუძლია, პრევენციის როლი იქონიოს მსგავსი მოტივით დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად,” - განუცხადა გიორგი მშვენიერაძემ ”ბათუმელებს”. იურისტების– თათული თოდუასა და გიორგი მშვენიერაძის– მოსაზრებით, რელიგიური და ეთნიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის გაზრდა შეიძლება საკმარისი არ იყოს და დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდეს საჭირო. თათული თოდუას თქმით, ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს აქტიური საინფორმაციო კამპანია და ხალხს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ნებისმიერი განსხვავებული რელიგიური მრწამსის ან ეროვნების ადამიანის მიმართ დანაშაულის ჩადენა იმიტომ, რომ ის განსხვავებულია, გაცილებით მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. იურისტს მიაჩნია, რომ მთავარია, პირველ რიგში, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ სხვა რელიგიის, რასისა და ეთნიკურობის ადამიანის დევნა, ცემა და ა.შ. ამავე ნიშნით დაუშვებელია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qsani-300x199.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეს გია თორთლაძეს ქსნის №15 დაწესებულებაში არსებული პირობები და პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, გია თორთლაძემ მსჯავრდებულთა დაწესებულების სამზარეულო, სამედიცინო პუნქტი, ვიდეოპაემნის ინფრასტრუქტურა და მცირე საწარმო დაათვალიერა. ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, მოქმედ სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამებს გაეცნო. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, პენიტენციურ სისტემაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ჯანდაცვის სერვისის სამოქალაქო სექტორთან გათანაბრებისა და მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების მიზნით, რეფორმების განხორციელებას განაგრძობს. იხილეთ epn.ge
  6. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე დღეს წამოყენებული პირობა უფრო კარგად… ლინკი მედიანიუსზე
  7. კონტროლის პალატამ “ქართულ ოცნებაში” შემავალი ოპოზიციური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/platforma-300x97.gifაღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ ევროკავშირის კომისარს გაფართოების საკითხებში, შტეფან ფულეს, დანიის პრემიერ-მინისტრს ჰელე თორნინგ-შმიდტს და დანიის ევროპის საკითხთა მინისტრს ნიკოლაი ვამენს მიმართვა გაუგზავნა. მიმართვას ხელს აწერს პლატფორმაში შემავალი 51 არასამთავრობო ორგანიზაცია. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ 2011 წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში, განსაკუთრებით კი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებსა და სამოქალაქო კამპანიაზე – „ეს შენ გეხება“, რომელიც აღნიშნული კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს. „გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ 2011 წლის დეკემბერში მიღებული ცვილებების თაობაზე. 2012 წლის თებერვალში, ფართო კონსესუსის საფუძველზე, 200-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენელმა, და ასევე 1500-მა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი ცვლილებების განხორციელებას ითხოვს, ვინაიდან ბოლოდროინდელი რეგულაციები აუარესებს საარჩევნო გარემოს, ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური აქტივობის თავისუფლებას, და ამომრჩეველთა წინააღმდეგ მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ე.წ. “მსუსხავ ეფექტს” სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით. აღნიშნულ მოსაზრებას ეხმიანება მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელის განცხადება (2012 წლის 13 თებერვალი) და, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობა „არათანაბარ პოლიტიკურ სამოქმედო ველს“ ქმნის. სამოქალაქო აქტორებისა და მედიის წარმომადგენელთა ინიციატივით დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ეს შენ გეხება“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. კამპანია მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებამდე ხმის მიწვდენასა და მათი მხარდაჭერის მობილიზებას ისეთი თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმისა (ENP AP) და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში,“ – თანქვამია პლატფორმის განცხადებაში. „ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მონდომებასა და განხორციელებულ ძალისხმევას საქართველოში მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად და ვითვალისწინებთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 2012 წლის 27 თებერვლის დასკვნას, რომელიც ხაზს უსვამს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებთან თანხვედრის უდიდეს მნიშვნელობას და „საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დაკვირვების“ პირობას დებს“. პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ ევროკომისარს, დანიის პრემიერ-მინისტრსა და დანიის ევროპის საკითხთა მინისტრს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხი ევროკავშირის პრიორიტეტად დარჩეს და ყურადღება მიაქციოს ქვეყანაში ამ მხრივ განვითარებულ პროცესებს. „კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნვესაყოფად თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგში პრიორიტეტულ თემად დარჩება,“ – ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/es-shen-gexeba4-300x1992.jpgხვალ, 15 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ. კამპანიის მონაწილეები გამოეხმაურებიან კონტროლის პალატის მიერ 12 მარტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაწყებულ ახსნა-განმარტებების მასობრივი ჩამორთმევის შემთხვევებს და ამ პროცესის პირველად სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ. იხილეთ epn.ge
  10. ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:06 14.03.2012 საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ ერეკლე კოდუას ცოლიძმა მიხეილ ჟორჟოლიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გასულ სამშაბათს, 6 მარტს გაათავისუფლა. დაუზუსტებელი მონაცემებით ჟორჟოლიანმა 10 000-ლარიანი გირაო გადაიხადა. http://1.bp.blogspot.com/-NniY9CzHwyE/T2Cxs4t7zdI/AAAAAAAAGR8/JlE9FtRHr7Q/s200/nanuka%2Bjorjoliani.jpgჟორჟოლიანი მეორედ გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ, მაშინ, როცა პირველი პროცესი ჯერ არ გამართულა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის აპრილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა მიხეილ ჟორჟოლიანი პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით (353-ე მუხლის მეორე ნაწილი) დააკავეს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და შემდეგ, გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ასევე, დაზუსტებით ვიცით ისიც, რომ სანამ მეორედ დააკავებდნენ, მიხეილ ჟორჟოლიანმა საქართველოს საზღვარი სასამართლოს ნებართვის გარეშე ორჯერ გადაკვეთა, რასაც სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა იმ მოსამართლის ბიოგრაფიულ დეტალებს შემოგთავაზებთ, ვინც ზემოხსენებულ კანონდარღვევებზე თვალი დახუჭა და კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე ნატო ხუჯაძის მოკლე ბიოგრაფია იუსტიციის საბჭოს ვებგვერდიდან გადმოვწერეთ: “ნატო ხუჯაძე დაიბადა 1971 წელს, თერჯოლის რაიონში.1988 წელს დაამთავრა თერჯოლის N2 საშუალო სკოლა. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 1995-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში, ადვოკატად. 2006 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე“. ერეკლე კოდუას ცოლიძმის ნომერ პირველი დაკავების დეტალები: 2010 წლის აპრილში მიხეილ ჟორჟოლიანთან ერთად პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს: დავით ბენიძე (შევარდნაძის დროს გენპროკურორის მოადგილის, ვენედი ბენიძის შვილი და ამავდროულად თავდაცვის ყოფილი მინისტის, დავით კეზერაშვილის მეგობარი), ირაკლი ღლონტი (შევარდნაძის დროს საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსნის, ავთანდილ ღლონტის შვილი), კონსტანტინე ჩაჩავა (შევარდნაძის დროს თბილისის ვიცე-მერის, მალხაზ ჩაჩავას შვილი) და ვლადიმერ დოლიძე. ჩამოთვლილ პირთაგან ვლადიმერ დოლიძე დღედმე პატიმრობაშია. ეს მისთვის მეორე პატიმრობაა. პირველად მამასთან ერთად ბახმაროში გამართული დოღის დროს, ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს. მამამ საპატიმრო ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ევროსასამართლოს ჩარევის შედეგად დატოვა. მამა-შვილი დოლიძეები დღე-დღეზე ელოდებიან მათ საქმეზე ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ერეკლე კოდუას ცოლიძმის რიგით მეორე დაკავების დეტალები: მიხეილ ჟორჟოლიანი მეორედ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში დაიჭირეს. ჟორჟოლიანთან ერთად „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორის, დავით ზუბიტაშვილის შვილი, ნიკა ზუბიტაშვილიც დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჟორჟოლიანის მსგავსად ზუბიტაშვილმაც გიროს სანაცვლოდ დატოვა საპატიმრო. presage.tv http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_810-300x300.jpgკონტროლის პალატამ პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე“,-ასეთი სათაურით ავრცელებს განცხადებას კონტროლის პალატა. განცხადების თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები -სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში. „მხედველობაში გვაქვს მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში და აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები“,-ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად “ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებული არა პოლიტიკური გაერთიანების, ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს არამედ კერძო ფირმების-ძირითადად კი კომპანია შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას. ასეთივე დადასტურებული ინფორმაციებია სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. აღნიშნული განხორციელებულია ე.წ. „შავი ფულის“ სქემებით, კანონის გვერდის ავლის მიზნით და პოლიტიკური გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნების უგულვებელყოფით. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება მონიტორინგის პროცესის დასრულებისთანავე“. ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, გარანტირებულია პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის თავისუფლებით, პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის შემოწირულობის განხორციელების თავისუფლებით. მოქალაქეებს უფლება აქვთ შეაგროვონ ხელმოწერები ცალკეული სუბიექტების მხარდასაჭერად, გაავრცელონ სააგიტაციო მასალა და ა.შ., მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში როგორც მოხალისედ, ასევე შესაბამისი კანონიერი ანაზღაურების ფარგლებში. „ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა“,-აცხადებს კონტროლის პალატა. იხილეთ epn.ge
  12. გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გადაადგილება შეინიშნება.რუსი ოკუპანტები ჯავშანტექნიკასა და ცოცხალ ძალას ოკუპირებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით გზავნიან.ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ რუსი სამხედროები მათ ღამის საათებში გარეთ გასვლას და მოძრაობასაც უკრძალავენ. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60267.jpg ვარკეთილში, გაზის ინტოქსიკაციით, 18 წლის ბიჭი და 20 წლის გოგონა დაიღუპნენ. მძიმე მდგომარეობაშია 38 წლის ქალბატონი. ის მე-5 კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოწამვლის მიზეზად ბუნებრივი აირის გამაცხელებლის არასწორი მონტაჟი სახელდება. მეზობლების განცხადებით, ნაქირავებ ბინაში დედა და ვაჟი ცხოვრობდა. გარდაცვლილი ორი პირი კი მათთან სტუმრად იმყოფებოდა. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60267.jpg ვარკეთილში გაზის ინტოქსიკაციით 18 წლის ბიჭი და 20 წლის გოგონა დაიღუპნენ. მძიმე მდგომარეობაშია 38 წლის ქალბატონი. ის მე-5 კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოწამვლის მიზეზად ბუნებრივი აირის გამაცხელებლის არასწორი მონტაჟი სახელდება. მეზობლების განცხადებით, ნაქირავებ ბინაში დედა და ვაჟი ცხოვრობდნენ. გარდაცვლილი ორი პირი კი მათთან სტუმრად იმყოფებოდა. View the full article
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images8.jpegსამგორის რაიონის ნაწილს,ხვალ, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. 10:00-დან 17:00 საათამდე დროებითი შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის 1, 3, 6, 7, 8, 9, 10 კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, შუამთის, კალოუბნის, თრიალეთის, კალოუბნის, საცხენისის, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. იხილეთ epn.ge
  16. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 25 მარტისათვის დანიშნული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" თარიღის მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევო ბატალიები სულ უფრო მეტად მძაფრდება. კანდიდატებს შორის პოლემიკის გამწვავებაზე ადგილობრივი პრესის მასალები მეტყველებენ.კერძოდ, ცხინვალელი კომუნისტების ლიდერმა სტანისლავ კოჩიევმა განაცხადა, რომ კოკოითთან განსაკუთრებულად დაახლოებული "გენპროკურორი" ხუგაევი "კვლავ აქტიურად ლობირებს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის მართველობის საპრეზიდენტო ფორმის, საპარლამენტოზე ცვლილებას... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/akaki_minashvili-300x225.jpgპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის თქმით, ქართული მხარე ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციამდე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის გაუქმებას არ აპირებს. როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული კანონი მას შემდეგ გაუქმდება,როცა რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს დატოვებს და დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. მისი თქმით, კარგად ჩანს, რომ საქართველოს ყოველ მშვიდობიან ისტერიკაზე რუსეთს მხოლოდ ისტერიული დამოკიდებულება აქვს. “ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ყოველ ჩვენს მშვიდობიან ინიციატივაზე რუსეთს მხოლოდ ისტერიული დამოკიდებულება აქვს. ამის მაგალითია, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც მათი პროვოკაციულ ნაბიჯად შეფასდა. ეს ისტერია ადასტურებს, რამდენად სუსტები არიან საკუთარ პოზიციებში” – აცხადებს მინაშვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დუმაში სამთავრობო საათზე აღნიშნა, რომ რუსეთი მაშინ შემოიღებს უვიზო რეჟიმს, როცა საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კანონს გააუქმებს. იხილეთ epn.ge
  18. Повстанческая группировка «Революционные вооруженные силы Колумбии» заявила, что отказывается от практики похищения людей в стране и одновременно освободит десятерых военных и полицейских, которых она удерживает в качестве заложников.
  19. Фильм Girl Model срывает покровы с прекрасного на поверхности мира моделей и раскрывает запутанную, зачастую шокирующую цепочку поставки свежих юных талантов из Сибири в Японию и далее на восток в США.
  20. “რესპუბლიკური პარტიის'' ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ტიფო მიქატაძის განცხადებით, ოზურგეთში კონტროლის პალატამ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების დაკითხვა დღეს, 14 მარტს, თორმეტ საათზე დაიწყო. მისი თქმით, დაკითხვაზე 10 ადამიანია დაბარებული. დაკითხვა კი ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს. “ჯერჯერობით ერთი ადამიანი გამოვიდა. დაკითხვაზე დაბარებულები არიან ძირითადად აქტივისტები, ანუ მხარდამჭერები,” – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” მიქატაძე. მისი თქმით, მათი დაბარების მოტივი რესპუბლიკური პარტიის მიერ დეკემბრის თვეში კარდაკარის პრინციპით ჩატარებული გამოკითხვაა. “ჩვენმა პარტიამ “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად დეკემბრის თვეში კარდაკარის პრინციპით ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა აღრიცხვის კამპანია აწარმოა. დღეს, ვინც იყვნენ ჩართულები ამ საქმეში, კონტროლის პალატამ ახსნა–განმარტებისთვის დაიბარა. მათ აინტერესებთ ფინანსური ურთიერთობა პარტიასა და მის მხარდამჭერებს, აქტივისტებს შორის,” – აღნიშნავს მიქატაძე. შეგახსენებთ, უკვე მეოთხე დღეა, რაც კონტროლის პალატის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” აქტივისტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში კითხავენ. დაკითხვა გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის შენობებში მიმდინარეობს. პარალელურად გამგეობის შენობებთან მობილიზებულია პოლიცია, რომლებიც დასაკითხავ ოთახში არავის უშვებენ. უწყება, რომელიც “ქართული ოცნების” აქტივისტებს დაურიგდათ და ურიგდებათ დაკითხვაზე დაბარების შესატყობინებლად, ერთი შინარსისაა და მასში შემდეგია აღნიშნული: “საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინასური მონიტორინგის სამსახურში პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა–განმარტების მისაცემად.” სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. /get_img?ImageId=6731 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დღეს, 14 მარტს, უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ეზოში სტუდენტთა ცემის ფაქტთან დაკავშირებით ნეტგაზეთთან კომენტარს აკეთებს. "უნივერსიტეტის მესამე კორპუსის ეზოში მოხდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი, რის შედეგადაც ორი სტუდენტი დაზარალდა. მათგან ერთი ძალიან ნაცემია, საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება. უნივერსიტეტის დაცვის მიერ გამოძახებული იყო ასევე პატრული. ამჟამად, პატრულის გარდა, უნივერსიტეტში მოსულია გამომძიებელიც. იღებენ ჩვენებებს. ჩვენ, უნივერსიტეტი, როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად დავეხმარებით გამოძიებას. მსგავსი ძალადობის ფაქტი უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს. ეს უნდა აღიკვეთოს მაქსიმალური სიმკაცრით. პირადად მე ვთხოვ სამართალდამცველებს, რომ ბოლომდე გამოიძიონ ეს ფაქტი," - აცხადებს კვიტაშვილი. კითხვაზე, გატარდება თუ არა უნივერსიტეტშივე რაიმე სანქციები იმ სტუდენტთა მიმართ, ვისი ბრალეულობაც დადგინდება, უნივერსიტეტის რექტორი პასუხობს, "სამწუხაროდ, უნივერსიტეტს რაიმე საგამოძიებო ფუნქციის შეთავსება არ შეუძლია, მაგრამ თუ დადასტურდება ვინმეს ბრალეულობა და თუ ეს იქნება უნივერსიტეტის სტუდენტი, თავისთავად იქნება ამაზე ლაპარაკი. გააჩნია, რა კვალიფიკაციას მიანიჭებენ ამ დანაშაულს. ბუნებრივია, ამ ფაქტს ადექვატური ზომები მოყვება უნივერსიტეტის მხრიდანაც." ამავე თემაზე: სტუდენტები თავიანთი ცემის შესახებ სრული ინფო(netgazeti.ge)
  22. Виталий Петров вытеснил итальянских автогонщиков на старте чемпионата Формулы-1. Учтем тот факт, что он - сын Александра Петрова, очень влиятельного предпринимателя в путинской России. Участию в Формуле-1 он обязан не только своему таланту, но и деньгам отца и помощи его друзей.
  23. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/vera-kobalia695-150x150.jpgამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი თბილისში ინვესტიციებს ბათუმის პროექტის დასრულების შემდეგ განახორციელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ განუცხადა. “ბათუმის პროექტის განხორციელება საკმაოდ სწრაფი რეჟიმით მიმდინარეობს. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს არქიტექტორებთან, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ლამაზი გამოდის. ბათუმის პროექტის მშენებლობის შემდგომ გაგრძელდება საუბარი თბილისის პროექტზე. პირველ ეტაპზე განხორციელდება ბათუმის პროექტი, ხოლო შემდგომ თბილისის”, – აღნიშნა ქობალიამ. მისივე თქმით, ამერიკელი მილიარდელი საქართველოში აპრილის მეორე ნახევარში ჩამოვა. ტრამპის ორგანიზაციასა და “სილქროუდ ჯგუფს” შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასული წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ბათუმსა და თბილისში Trump tower-ები უნდა აშენდეს. argumenti.ge
  24. /get_img?ImageId=6730 ქუთაისში კონტროლის პალატამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების დაკითხვა დღეს დილიდან განაახლა. გუშინ მათ მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ 13 წევრი და იმ სახლის მეპატრონე დაიკითხა, ვისგანაც „ქართულმა ოცნებამ“ საოფისე ფართი იქირავა. "რესპუბლიკური პარტიიდან" დღეს შვიდი კაცია დასაკითხად დაბარებული. კონტროლის პალატის წარმომადგენლები ყველა იმ დეტალით ინტერესდებიან, რაც "ქართულ ოცნებას" ეხება. „ჩვენი კოალიციის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ბრალი ედებათ ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობისთვის. იქ მისულებს ამ ბრალდებას საერთოდ არ უხსენებენ და კითხვებს პარტიასთან დაკავშირებით უსვამენ. ვინ მიგიყვანათ პარტიაში, რატომ გაწევრიანდით, ხელფსს თუ გაძლევენ და სხვა.“ - აცხადებს „ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი კახა დვალიშვილი. დაკითხვიდან გამოსული ეკა კაშია ამბობს, რომ ოჯახის წევრებით დაწყებული - მისი საქმიანობით დამთავრებული, ყველაფერზე დაუსვეს კითხვები: "ბოლოს მითხრეს, არ გვჯერა რომ ხელმოწერებს არ აგროვებდი და ფულს არ იღებდიო. მე კიდევ ერთხელ უარვყავი ეს საკითხი. მაშინ მკითხეს, თუ ამ ყველაფერს არ აკეთებდი, აქ რა გინდაო?! ვუთხარი, მეც ეგ მაინტერესებს და იქნებ გამარკვიოთ-მეთქი. ამ დროს ერთმა მაგიდაზე ხელი დაარტყა და მითხრა, პროკურატურაში პრობლემები რომ შეგექმნება, იქ ილაპარაკე ეგრე ყოჩაღადო". კონტროლის პალატამ უკვე დაასრულა "რესპუბლიკური პარტიის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, თამთა სვანიძის დაკითხვა. „მეკითხებოდნენ, პარტრიის წევრი რამდენი წელია, რაც ვარ, რა ურთიერთობა მაქვს ხელმძღვანელ ნატო ქათამაძესთან, რა თემებზე ვლაპარაკობთ პარტიაში, დედაჩემი და მამაჩემი რას საქმიანობენ, ბიძინას მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხელმოწერებს თუ ვაგროვებდი. რახან საიას ადვოკატი ესწრებოდა ჩემს დაკითხვას, უხეშობით არ გამოირჩოდნენ,“- ამბობს თამთა სვანიძე. მომხდართან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში სპეციალური განცხადება გაავრცელეს. იურისტ ნინო თვალთვაძის თქმით, საია-ს კონტროლის პალატაში დაბარებული 21 ადამიანიდან ექვსმა მიმართა და მათი ადვოკატები დაკითხვის პროცესს ესწრებიან. ეს პროცესები კანონდარღვევით მიმდინარეობს - აღნიშნავს ის. კონტროლის პალატა „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკითხვას უკვე მეორე დღეა, რაც აგრძელებს. დღეს ქუთაისში დასაკითხად 7 ადამიანი დაიბარეს, თუმცა ერთი მათგანი თბილისში ცხოვრობს და ცენტრალურ ოფისში მოუწევს მისვლა. დანარჩნი ექვსიდან 3 მათგანი უკვე დაიკითხა, 3 კი ახლაც კონტროლის პალატაში იმყოფება. ეს პროცესი, ქუთაისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  25. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/20120213045917dav-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრისას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი განიხილა. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. “ბუნებრივია, ვისაუბრეთ ჯვრის მონასტერზე, იმ თემაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია ამ პროცესში იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა ბუნებრივია ის, რომ ძირითად მოლაპარაკებას ჩვენ ვაწარმოებთ იერუსალიმის საპატრიარქოსთან”, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობას ისრაელის ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განხორციელდეს. ბაქრაძის თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოში ქნესეთის დეპუტატთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ შეხვდა რელიგიის საკითხებში ქვეყნის მინისტრ იაკობ მარგს. ბაქრაძის განცხადებით, ჯვრის მონასტერი არის იერუსალიმის საპატრიარქოს მფლობელობაშია და ძირითადი მოლაპარაკებები სწორედ მასთან მიმდინარეობს, მაგრამ “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისრაელის სახელმწიფოც ადეკვატურად იყოს ინფორმირებული და ჩართული”. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისრაელის მთავრობაც იყოს ჩართული, ვინაიდან სწორედ ისრაელის სახლემწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს მონასტერი და ამ სახელმწიფოს მთავრობის პოზიციას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მთავრობა იყოს ინფორმირებული და მხარს უჭერდეს ამ პროცესს. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ რელიგიის საკითხებში მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ. ამასთან, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რელიგიის საკითხებში ისრაელის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება მზად არის, ქართულ მხარეს მოლაპარაკებების წარმართვაში და ამ საკითხის ყველა მხარისთვის სასიკეთოდ მოგვარებაში დაეხმაროს. argumenti.ge
×
×
  • შექმენი...