Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/7496robot.jpgოთხმა რობოტმა, წყალქვეშ, ახლი დისტანცია დაიპყრო და ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 5 926 კმ. წყნარი ოკეანის სიღრმეში. რობოტები არა მხოლოდ სიღრმეების დასაპყრობად, არამედ წყალქვეშ წყლის ხარისხის დასადგენადაც იყვნენ გაგზავნილი. სრულად ორიგინალი
  2. Автомобиль помощника президента РФ Аркадия Дворковича попал в дорожно-транспортное происшествие на северо-западе Москвы утром 14 марта. Служебный БМВ Дворковича, двигавшийся по полосе общественного транспорта, задел автомобиль "Мерседес". Сам Дворкович в ДТП не пострадал. lenta.ru
  3. ალბათ ყველამ იცის, რომ თავმოჭრილი მამალი ცოცხლობს რამოდენიმე წუთი, მაქსიმუმ ერთი საათი. მაგრამ კოლორადოს შტატში იყო მამალი, რომელსაც ერქვა მაიკი. ის იმით გამოირჩეოდა , რომ თავმოჭრილმა იცოცხლა 1,5 წელიწადი. დიახ , დიახ ! ზუსტად 1,5 წელიწადი! თუ რატომ მოხდა ეს წაიკითხეთ სრულიადში.ერთხელაც , 10 სექტემბერს 1945 წელს ლოიდ ოლსენმა (ფერმერმა) ... View ucnauri.com
  4. ამერიკული მხატვარი ენდრიუ მაიერსი ქმნის 3D პორტრეტებს შურუფებისგან.ენდრიუ მაიერს განათლება მიღებული აქვს სამხრეთ კალიფორნიის სამხატვრო ინსტიტუტში , ცხოვრობს და მუშაობს კალიფორნიის შტატში. 3 წლის წინათ მას იდეა მოუვიდა, გაეკეთებინა 3D პორტრეტები შურუფებით!ერთი პორტრეტის გაკეთებას ავტორი უნდება 2-3 დღე და იყენებს 10 000 -მდე შურუფს. View ucnauri.com
  5. გაინტერესებთ , რომელია ყველაზე უფრო ძვირადღირებული ნივთები? მაშინ გადახედეთ ჩამონათვალს და თუ პოსტი საინტერესო იქნება თქვენთვის, მაშინ გავაგრძელებ1. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლიპი. Michael Jackson მაიკალ ჯექსონისა და ჯანეტ ჯექსონის — «Scream». 7 000 000 $.კლიპი პირველად ეთერში გავიდა 1995 წლის ივნისში. კლიპის რეჟისორია მარკ რომანეკიეს ... View ucnauri.com
  6. გაგრძელება..1. ფანჯარა, რომლიდანაც შევყურებთ სამყაროს….ახალ სახლში გადავიდა ერთი წყვილი, ყოველ დღე , ცოლი იღვიძებდა გადახედავდა ფანჯრიდან მეზობლის აივანზე გაფენილ სარეცხს და თავის ქნევით ქმარს ეუბნებოდა,- რა ჭუჭყიანი თეთრეულია, ან რეცხვა არ იციან ან საპონი არ უვარგათო,ქმარი გაიღიმებდა და არაფერს ამბობდა,ასე გავიდა რამდენიმე დღე, მეზობლის დარეცხილ სარეცხზე წუწუნში და ერთხელაც იღვიძებს ... View ucnauri.com
  7. ხვალ, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში - გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოგიდგენთ - დიალოგების… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ჭიდაობის საერთაშორისო ევროპული ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. სელას კონგრესი ბელგრადში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც ესწრებოდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ევროპირველობის მასპინძლის დროშა სერბებმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას გადააბარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის მარტში თბილისის სპორტის სასახლე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 6-11 მარტს სერბეთის დედაქალაქმა ბელგრადმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველი მოჭიდავეები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდნენ და საერთო ჯამში ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ევროპის ჩემპიონი 84კგ წონით კატეგორიაში დავით მარსაგიშვილი გახდა. მომავალი ჩემპიონატის მასპინძლის დროშის ქართული დელეგაციისთვის გადმოცემა, სავარაუდოდ, სწორედ ქართველი სპორტსმენების წარმატებულ ასპარეზობას უკავშირდება. View the full article
  9. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, პოზიტიურია თვითონ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის ახლებურად ფორმულირების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ხატისკაცმა კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პალიკო კუბლაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “პროცესი დღევანდელი შეხვედრის საკმაოდ იმედისმომცემია, გარკვეულ ნაწილში უკვე პრინციპებისა და ფორმულირების დონეზე არის გარკვეული შეთანხმებები მიღწეული. ეს შეეხება, მაგალითად, 261–ე მუხლს, დაკავშირებულობის პრინციპის განსაზღვრას, იგივე შემოწირულობების ზუსტად განსაზღვრას, თუ რა ჩაითვლება შემოწირულობად და ა.შ. ამ ტიპის საკითხებზე არის მიღწეული შეთანხმება. მიზანი უნდა იყოს ის, რომ დაისაჯოს პირი არა გამოხატვის ან სხვა ტიპის შემთხვევაში, არამედ იმ შემთხვევაში, თუ მისი ქმედებები ხარჯებში იქნება გამოხატული და ამასთანავე, ექნება გაცხადებული მიზნები,” – აღნიშნა ხატისკაცმა. მისივე შეფასებით, არის ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც მათ უარი არ მიუღიათ და ჯერ კიდევ არის მოფიქრების და გადამუშავების რეჟიმში. “ასეთი საკითხებია, მაგალითად, სანქციების ნაწილი და ამომრჩევლის დასჯა. აქაც ერთი პოზიტიური შედეგი ის არის, რომ ამომრჩეველი რაღაც დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში არ უნდა დაისაჯოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დახმარების მიღების შემთხვევაშიც არ უნდა ისჯებოდეს ამომრჩეველი,” – განაცხადა ხატისკაცმა. კუბლაშვილის განცხადებით კი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის ცალკეული მუხლების ფორმულირებები იცვლება, თუმცა კანონის მთავარი არსი უცვლელია. “კანონის მიზანია, პოლიტიკურ პარტიათა ხარჯები და ფინანსები გამჭირვალე გახადოს. იმის მიუხედავად, რომ ფორმულირებები შეიცვლება, ნებისმიერ პარტიასა და ნებისმიერ იმ სუბიექტს, ვინც შემოწირულობას ახორციელებს, ექნება ვალდებულება, საკუთარი ფინანსები საჯარო გახადოს. უკანონო შემოწირულობაზე ამოქმედდება სანქციები და იქნება აკრძალული კანონისთვის გვერდის ავლა” - აღნიშნა ჟურნალისტებთან კუბლაშვილმა. ნინა ხატისკაცის თქმით, მათ (არასამთავრობოებმა) პარლამენტს მიაწოდეს ინფორმაცია კონტროლის პალატის მხრიდან რეგიონებში “ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვისას უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ. “რა თქმა უნდა, პოზიცია განსხვავებული იყო. აქ გამოითქვა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო უბრალოდ კონტროლის პალატის მხრიდან უფლებამოსილების განხორციელება. თუმცა შევთანხმდით, რომ ფორმები არ იყო საუკეთესოდ გამოყენებული. ასევე ვილაპარაკეთ შინაარსობრივად იმ კითხვებზე, რომლებსაც უსვამდნენ რეგიონებში ადამიანებს, აქაც იყო გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, გაზიარებული იყო ის მომენტი, რომ მიდგომები და ფორმები არ არის ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხატისკაცმა. ნეტგაზეთის შეკითხვაზე, არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა თუ არა კუბლაშვილმა პოზიცია კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში “ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვისას მოვალეობების გადამეტების შესახებ, მან აღნიშნა, “მე დარწმუნებული ვარ ახლაც, რომ რაიმე ფორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია კონტროლის პალატის მხრიდან.” შეგახსენებთ, არასამთავრობოებთან შეხვედრის დაწყებამდე პავლე კუბლაშვილმა კატეგორიულად უარყო კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში “ქართული ოცნების” წევრებისა და აქტივისტების ახსნა–განმარტებით დაკითხვაზე დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები. “მე რამდენადაც ვიცი, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ჩემთვის ასეთი ფაქტები უცნობია. ყველა ის პროცედურა, რომელიც არის გამოყენებული, დარწმუნებული ვარ, რომ არის კანონის ფარგლებში,” – აღნიშნა კუბლაშვილმა. არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთი შეხვედრა პარასკევს, 16 მარტს გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60269.jpg დავით ბაქრაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს; ისაუბრეს პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის საკითხებზე. დავით ბაქრაძე ისრაელში კნესეთის თავმჯდომარის პირადი მიწვევით იმყოფება. ბაქრაძეს თელ-ავივში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და სხდომაზე მიიწვიეს. ისრაელის ქნესეთში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. სწორედ აქ გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი პოლიტიკური განცხადებები. დავით ბაქრაძემ ისრაელი - საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობებზე ისაუბრა. მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა სხდომაზე ქნესეთის თავმჯდომარემაც. საკუთარ გამოსვლაში, მან ახსენა ჯვრის მონასტერი, საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ურთიერთობა. "არც ისე შორს აქედან, ხეობაში, რომელიც ჯვრის ხეობის სახელწოდებითაა ცნობილი, ცხოვრობდა ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და შესაძლოა, სწორედ აქ წერდა თავის ეპიკურ პოემა "ვეფხისტყაოსანს". ძვირფასო სტუმრებო, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-ისრაელის ურთიერთობები შეიცვალა, განსაკუთრებით კი ეს პოზიტიური ცვლილება გაიზარდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, "ვარდების რევოლუციის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას. საქართველოს დღეს ჰყავს დემოკრატიული მთავრობა, აქტიური პარლამენტი და აქვს ღრმა ურთიერთობები ეკონომიკისა და სხვა სფეროებში," - განაცხადა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ რუვენ რივლინმა. View the full article
  11. 15 მარტს, 09:00 საათზე, ‘ევროპელი დემოკრატების’ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია, პარტიის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 15 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (№648) 15 მარტს, 11:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან ‘ქრისტიან-დემოკრატებისა’ და ყოფილი ლოგოპედიური სკოლის მოსწავლეების მშობლებისა და პედაგოგების ბრიფინგი გაიმართება. თემა: ‘მიმართვა განათლების მინისტრს’. 15 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ კომპანია ‘ნატახტარის’ და ასოციაცია ‘ჩვენი სახლი – საქართველოს’ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ‘ნატახტარის ლიმონათის’ საქველმოქმედო პროექტი ‘იზრუნე მომავალზე’. 15 მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსებს, რომლებმაც საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს, სერტიფიკატები გადაცემათ. მის: გორგასლის ქ. #24 ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა) 15 მარტს, 11:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია გარდაბნის რაიონში სამხრეთ აფრიკელი ფერმერების (ბურების) მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთებს მოინახულებს. 15 მარტს, 12:00 საათზე, ‘დემოკრატიული მოძრაობის’ სათაო ოფისში, პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ‘დემოკრატიულ მოძრაობაში’ ახლად მიღებულ წევრებს პარტიულ მანდატებს გადასცემს. მის: აბულაძის ქ. #8 15 მარტს, 12:00 საათზე, იუსტიციის სამინიტროსსაჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი ქუთაისის მოსახლეობას საჯარო რეესტრისა და გაზეთ ’24 საათის’ ერთობლივ სერვისს გააცნობს. მის: ქუთაისის იუსტიციის სახლი საკონტაქტო პირი ეკა ერგემლიძე – 577 62 03 01 15 მარტს, 12:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ოჯახში ძალადობის თემაზე სცენარისტებისათვის გამოცხადებულ საუკეთესო დრამატურგიული ნამუშევრის კონკურთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. 15 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის უკანონო ბრძანება’. პარლამენტი, ბრიფინგების ოთახი 15 მარტს, 13.00 საათზე, რუსთავის იუსტიციის სახლში, ID ბარათების სერვისებსა და სტატისტიკასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი ბრიფინგს გამართავს. 15 მარტს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლი’, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘მთავრობის დადგენილება, რომლითაც ’112′-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი დამტკიცდა’. მის: შევჩენკოს ქ. #12, V სართული 15 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ კამპანიის ‘ეს შენ გეხება’ წევრი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ‘კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში დაწყებულიახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასება’. 15 მარტს, 13:00 საათზე, ‘ლეიბორისტული პარტია’ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილი სასწრაფო დახმარება ’03′-ის შენობასთან აქცია-ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘ვინ არის წამლის მაფია’. 15 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 15 მარტს, 13:00 საათზე, ‘პრაიმ ტაიმის’ პრესკლუბში სტუმრად იქნება ‘კონსერვატიული პარტიის’ ლიდერი ზვიად ძიძიგური. 15 მარტს, 14:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო ‘ივერონის’ პრესკლუბის სტუმარი პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე იქნება. მის: მელიქიშვილის #18, II სართული ტელ: 555 35 03 01 15 მარტს, 14:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან ე.წ. ‘ატსტუპნიკების’ აქცია გაიმართება, სადაც შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება. 15 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ‘ერთობა სამართლიანობისთვის’ წევრები ‘ცენტრპოინტის’ ბინათმშენებლობით დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდებიან. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 15 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 15 მარტს, 17:00 საათზე, პოლიციის აკადემიაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებული სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება. 15 მარტს, 18.00 საათზე, რადიო ‘თავისუფლების დღიურების’ მორიგი, მეექვსე წიგნისა და მისი ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება. მის: ერეკლე მეორის ქ. #8/10 15 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ცნობილი ქართველი მოცეკვავის, ლატავრა ფოჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/alasania31-300x199.jpgკოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერისა და “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებით, კონტროლის პალატის ქმედებები საქართველოს პრეზიდენტის შიშზე მეტყველებს. “ეს პრაქტიკულად ის არის, რომ კონტროლის პალატა პოლიტიკურ პოლიციად გადააკეთეს და ის მოვლენები, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში განვითარდა იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი დამფრთხალია. სააკაშვილს “ქართული ოცნების” ეშინია. რაც შეეხება სამართლებრივ საქმეს, თავად კონტროლის პალატის ნაბიჯები არაკონსტიტუციურია. კონსტიტუციით, კონტროლის პალატას უფლება აქვს მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯები შეამოწმოს. ჩვენ კონტროლის და გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თავისი ბუნებით ის კანონი, რომელიც მიიღეს, სწორედ არაკონსტიტუციურია და კიდევ ერთხელ არა მხოლოდ მორალურად, არამედ სამართლებრივადაც საფუძველს მოკლებულია. მე ჩემს თანამოქალაქეებს ერთ რამეს ვეტყვი, ეს ამ ხელისუფლების კიდევ ერთი ისტერია და ავტორიტარული რეჟიმის რღვევის ბოლო პერიოდია, ასე, რომ, ამას უნდა გავუძლოთ და ძალიან მალე ამ უსამართლო ხელისუფლებისგან საქართველო გათავისუფლდება”, – განაცხადა ალასანიამ. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vashadze322.jpgოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გაუქმების მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში არ შედის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია ქართულ მხარეს რუსეთის საგარეო უწყების პირით სთავაზობს, რომ საქართველო დათანხმდეს ირიბ აღიარებაზე იმისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახალ რეალობას უწოდებს. ვაშაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სრულიად დაუშვებელი ტონით საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, ისაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე. “ეს სისუსტის და იმის ნიშანია, რომ თემატურად, საგანზე, ჩვენს პრობლემებზე რუსეთის ფედერაცია ვერ გვედავება. როდესაც კამათში მონაწილე რომელიმე მხარე სუსტი ოპონენტია, როგორც წესი, ის გადადის პიროვნებებზე. საქართველოს არც ერთ თანამდებობის პირს არასოდეს საკუთარი თავისთვის არ მიუცია იმის უფლება, რომ ასეთი ტონალობით ელაპარაკა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებზე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ მათ პოლიტიკას და არასოდეს გადავდივართ პიროვნებებზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს რუსეთის სათათბიროში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, უნდა განიხილებოდეს იმ ყველაფრის კონტექსტში, რასაც საქართველო რუსეთის მისამართით აკეთებს. იხილეთ epn.ge
  14. ზურაბ ვარდიაშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
  15. დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტიუმებისა და აქსესუარების გამოფენა გაიხსნა. სამ ათეულ… ლინკი მედიანიუსზე
  16. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60268.jpg ლავროვის განხადებას საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. რუს დიპლომატს გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ქართულ მხარეს რუსეთის საგარეო უწყების პირით სთავაზობს, რომ საქართველო დათანხმდეს ირიბ აღიარებაზე იმისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახალ რეალობას უწოდებს. ვაშაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სრულიად დაუშვებელი ტონით საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, ისაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე. „ეს სისუსტის და იმის ნიშანია, რომ თემატურად, საგანზე, ჩვენს პრობლემებზე რუსეთის ფედერაცია ვერ გვედავება. როდესაც კამათში მონაწილე რომელიმე მხარე სუსტი ოპონენტია, როგორც წესი, ის გადადის პიროვნებებზე. საქართველოს არც ერთ თანამდებობის პირს არასოდეს საკუთარი თავისთვის არ მიუცია იმის უფლება, რომ ასეთი ტონალობით ელაპარაკა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებზე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ მათ პოლიტიკას და არასოდეს გადავდივართ პიროვნებებზე," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. აღნიშნულ საკითხზე კომენტარები გააკეთეს პარლამენტის წევრებმაც. "მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ, - ეს არის ევროსაბჭოში, ვენეციის კომისიაში, ყველა ევროპელ ექსპერტთან გავლილი კანონი; ეს არის ყველა იმ გამოცდილებაზე დაფუძნებული კანონი, რაც ევროპაში არსებობდა ასეთი პროცესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველო ღიაა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, რომელმაც არ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. როგორც საფრანგეთში ვერ შევა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც დარღვეული აქვს საფრანგეთის კანონმდებლობა, ან ამერიკაში ვერ შევა სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ დარღვეული აქვს ამერიკის კანონმდებლობა, ასევე ვერ შემოვა, მაგრამ აქ ლაპარაკაი რამდენიმე ასეულ, ან შეიძლება რამდენიმე ადამიანზე," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა. "კიდევ უფრო დიდი ცინიზმია, როდესაც ორ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს შორის სამხედრო თანამშრომლობა აღიზიანებს მესამე ქვეყანას. ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა აშშ-სთან არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის მიმართული საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და სუვერენტიტეტის განმტკიცებისაკენ. მეორეც, - რუსეთია სწრედ ის მხარე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო წვრთნებს ატარებს; რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აიარაღებს სეპარატისტულ რეჟიმებს და, სეპარატისტულ რეჟიმებთან ერთად, ახორციელებს ეთნიკურ წმენდას. შესაბამისად, მილიტარიზაციისა და სამხედრო საფრთხეების სხვაგან ძებნა, არის მართლაც ძალიან ცინიკური გამოვლინება რუსული იმპერიული პოლიტიკის," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს რუსეთის სათათბიროში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, უნდა განიხილებოდეს იმ ყველაფრის კონტექსტში, რასაც საქართველო რუსეთის მისამართით აკეთებს. View the full article
  17. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60268.jpg ლავროვის განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. რუს დიპლომატს გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ქართულ მხარეს რუსეთის საგარეო უწყების პირით სთავაზობს, რომ საქართველო დათანხმდეს ირიბ აღიარებაზე იმისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახალ რეალობას უწოდებს. ვაშაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სრულიად დაუშვებელი ტონით თავს უფლებას აძლევენ, ისაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე. „ეს სისუსტის და იმის ნიშანია, რომ თემატურად საგანზე, ჩვენს პრობლემებზე რუსეთის ფედერაცია ვერ გვედავება. როდესაც კამათში მონაწილე რომელიმე მხარე სუსტი ოპონენტია, როგორც წესი, ის გადადის პიროვნებებზე. საქართველოს არც ერთ თანამდებობის პირს არასოდეს თავისი თავისთვის არ მიუცია იმის უფლება, რომ ასეთი ტონალობით ელაპარაკა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებზე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ მათ პოლიტიკას და არასოდეს გადავდივართ პიროვნებებზე," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. აღნიშნულ საკითხზე კომენტარები გააკეთეს პარლამენტის წევრებმაც. "მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ, - ეს არის ევროსაბჭოში, ვენეციის კომისიაში, ყველა ევროპელ ექსპერტთან გავლილი კანონი; ეს არის ყველა იმ გამოცდილებაზე დაფუძნებული კანონი, რაც ევროპაში არსებობდა ასეთი პროცესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველო ღიაა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, რომელმაც არ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. როგორც საფრანგეთში ვერ შევა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც დარღვეული აქვს საფრანგეთის კანონმდებლობა, ან ამერიკაში ვერ შევა სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ დარღვეული აქვს ამერიკის კანონმდებლობა, ასევე ვერ შემოვა, მაგრამ აქ ლაპარაკია რამდენიმე ასეულ, ან შეიძლება რამდენიმე ადამიანზე," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა. "კიდევ უფრო დიდი ცინიზმია, როდესაც ორ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს შორის სამხედრო თანამშრომლობა აღიზიანებს მესამე ქვეყანას. ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა აშშ-სთან არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის მიმართული საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და სუვერენტიტეტის განმტკიცებისაკენ. მეორეც, - რუსეთია სწორედ ის მხარე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო წვრთნას ატარებს; რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აიარაღებს სეპარატისტულ რეჟიმებს და სეპარატისტულ რეჟიმებთან ერთად, ატარებს ეთნიკურ წმენდას. შესაბამისად, მილიტარიზაციისა და სამხედრო საფრთხის სხვაგან ძებნა არის მართლაც ძალიან ცინიკური გამოვლინება რუსული იმპერიული პოლიტიკისა," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს რუსეთის სათათბიროში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, უნდა განიხილებოდეს იმ ყველაფრის კონტექსტში, რასაც საქართველო რუსეთის მისამართით აკეთებს. View the full article
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/gay-flagc32e-300x298.jpgსისხლის სამართლის კოდექსის 53–ე მუხლში დამამძიმებელი გარემოებების მოტივთა ჩამონათვალში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობიაც მოხვდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენდერული თანასწორობისა და ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია “იდენტობობიდან” აცნობეს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვიამი 2012 წლის 12 მარტს გენდერული თანასწორობისა და ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია “იდენტობამ” საგანგებო განცხადებით მიმართა სისხლის სამართლის 53–ე მუხლის შესახებ ახალი კანონპროექტის ავტორებს, პარლამენტის წევრებს, ბატონ ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძეს, სისხლის სამართლის კოდექსის დამამძიმებელ გარემოებებში რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივთან ერთად გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივის შეტანის შესახებ. „დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის მეორე მოსმენა გაიმართა, სადაც პარლამენტარებს აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებისკენ “იდენტობას” იურისტმა – ლევან კოკაიამ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანმა, თათული თოდუამ, სიტყვით გამოსვლისას მოუწოდეს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და კანონპროექტის ტექსტში ჩაამატა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.“–აღნიშნულია განცხადებაში. უფლებადაცვითი ორგანიზაცია „იდენტობა“ იმედოვნებს, რომ „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ დარჩება კანონპროექტის საბოლოო ტექსტში, რომელსაც მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ კოდექსის 53-ე მუხლს 31 ნაწილი ემატება, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენისას რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ახალი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას. იხილეთ epn.ge
  19. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif შონ ვოლკერი მეტოქეები 2008 წლის მოვლენების ძალზე განსხვავებულ კინოვერსიებს გვთავაზობენ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ ეს ორი ქვეყანა ომს კინოეკრანებზე განაგრძობს და ორივე მხარე საკუთარი პოზიციის გამომხატველ ფილმებს იღებს, ფილმებს, რომელიც აღსავსეა პატრიოტიზმით, მაგრამ ნიუანსების ნაკლებობას განიცდის. ბოლო გასროლა რუსებს ეკუთვნით – კრემლმა დააფინანსა ფილმი, რომელსაც 2008 წლის ომის დაწყების თარიღის მიხედვით ”8 აგვისტო” უწოდეს. დიდბიუჯეტიანი ფილმი გადატვირთულია სპეცეფექტებით და იმ მამაც რუს ჯარისკაცებს გვაჩვენებს, ვინც მოხერხებულად უსხლტება შავნიღბიანი ქართველი აგრესორების ტყვიებს. მოკლედ, ფილმი ომის ამბავს ისე ყვება, როგორც ეს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას შეესაბამება. პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელსაც ფილმში მსახიობი თამაშობს, აქებს ფაბულას და აცხადებს, რომ ”სიმართლის თქმა ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა”. ალბათ, შეუძლებელია უფრო მეტად განსხვავდებოდეს ეს ფილმი, შარშან გამოსული სხვა ფილმისგან, რომელიც ჰოლივუდში გადაიღო რენი ჰარლინმა, ”კერკეტი კაკალი”-ს რეჟისორმა და რომლის სათაურიც ასე ჟღერდა – ”აგვისტოს ხუთი დღე”. ამ ფილმში ქართველი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს ენდი გარსია ასრულებდა და ისიც, ომის შესახებ ასეთსავე ცალმხრივ მონათხრობს წარმოადგენდა – სისხლს მოწყურებული რუსი ჯარისკაცები გაუფრთხილებლად ხსნიდნენ ცეცხლს და ერთ ეპიზოდში თავს ესხმოდნენ კიდეც საქორწინო წვეულებას. გაზეთმა ”იზვესტიამ” ფილმ “8 აგვისტოს” ჰოლივუდისთვის გაცემული სიმეტრიული პასუხი უწოდა”. იმ ხუთდღიანი ომის შემდეგ ურთიერთობანი რუსეთსა და საქართველოს შორის არ გამოსწორებულა. ომი მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველო თავს დაესხა თავის უმართავ სეპარატისტულ რესპუბლიკას, სამხრეთ ოსეთს, ხოლო რუსეთმა ქართველთა შეტევა მოიგერია და საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. ომის შემდეგ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი და კიდევ ერთი სეპარატისტული ქართული რეგიონი, აფხაზეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო. თითქმის არც ერთმა სხვა ქვეყანამ არ აღიარა მათი დამოუკიდებლობა, ხოლო საქართველო ამ ორ რეგიონს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულად მოიხსენიებს. ევროკავშირის ანგარიშში ომის მიზეზების შესახებ, ორივე მხარეა დადანაშაულებული. ამ ანგარიშის თანახმად, პირველ თავდასხმაზე საქართველოა პასუხისმგებელი, მაგრამ ეს იყო რეაქცია რუსეთის მიერ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებულ პროვოკაციასა და დევნაზე. რუსეთმა და საქართველომ, ორივემ უგულებელყო ანგარიშის ის ნაწილები, სადაც მათ აკრიტიკებენ და ორივე აცხადებს, რომ ანგარიშმა დაადასტურა ომის დაწყების მათეული ვერსიები. როგორც ჩანს, ორივემ გადაწყვიტა, რომ კინოეკრანი საუკეთესო ადგილია მათი ვერსიების დემონსტრირებისთვის. ეს ბოლო, რუსული ვერსია უფრო გაკრიალებულია, ვიდრე კრემლის პირველი მცდელობა, სატელევიზიო დრამა, რომელიც 2009 წელს რუსულმა სახელმწიფო ტელევიზიამ გადაიღო. ამ ფილმში, რომელსაც ”ოლიმპუს ინფერნო” ერქვა, ქართველი ჯარისკაცები უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ზურგში ესროდნენ, ხოლო მათ საბრძოლო ველზე ამერიკელი გენერლები ხელმძღვანელობდნენ. ფილმში კრემლმა მიკერძოებული მედიაგაშუქების გამოც გამოთქვა თავისი აღშფოთება – როდესაც მთავარმა პერსონაჟმა შემთხვევით აღბეჭდა ვიდეოზე იმის დადასტურებელი ფაქტები, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, დასავლური მედია საქართველოს მთავრობას ამ ჩანაწერის განადგურებაში ეხმარებოდა. ახალი ფილმი ასე უხეშად არ არის გაკეთებული, მაგრამ მაინც ცალმხრივად აღწერს ომს. მას რუსეთის 1,500 კინოთეატრში აჩვენებენ და მისი გამოსვლა იმ მომენტს დაემთხვა, როდესაც ორივე ქვეყანა ახალ დიპლომატიურ აურზაურში ჩაერთო. გასულ კვირას სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ აუქმებს სავიზო რეჟიმს იმ რუსებისთვის, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა და რუსებს ასეთივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”თვითერში ” ამ განცხადებას მშვიდობიანი განწყობების სიმულაცია უწოდა. სამინისტრომ აგრეთვე სააკაშვილის ”პარანოიდალური მტრობა და მეგალომანია” ახსენა. ორიგინალი ორიგინალი
  20. კომპანია ,,ჯეოსელი“ 15 წელია საქართველოში მსოფლიოს უახლესი მობილური ტექნოლოგიების მედიატორია. კომპანიაში მობილური კომუნიკაციის 15 წელს წარმატებულად აფასებენ… ლინკი მედიანიუსზე
  21. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გაუქმების მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის… ლინკი მედიანიუსზე
  22. ცხინვალში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების წარმოებას გეგმავენ. ამის შესახებ სააგენტო “რესი” იუწყება. ამასთან დაკავშირებით მარიონეტული რეჟიმის ეკონომიკური განვითარების "მინისტრმა" ალექსეი ხაბალოვმა და რუსული კომპანიის “ტვოი ავიაცენტრი”-ს დირექტორმა ვიქტორ ბოიჩენკომ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ოკუპირებულ რეგიონში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების ასაშენებლად საწარმო უნდა შეიქმნას.შეთანხმების ცერემონიას რეჟიმის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ბორვცევიც ესწრებოდა. იგი იმედოვნე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ე.წ. “ყინწვისის საქმის” დროს დაკავებული 24 მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრში… ლინკი მედიანიუსზე
  24. საქართველოს პრემიერ–მინისტრთან საზღვარგარეთ ქართულ საკულტო ნაგებობებზე ზრუნვის, წარმომავლობისა და ტაძრების კუთვნილების დადგენისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.… ლინკი მედიანიუსზე
  25. პოლიტიკურმა პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის“ დუშეთსა და ყაზბეგში ორი ახალი რაიონული ორგანიზაცია გახსნა. მცხეთისა და წილკნის შემდეგ მცხეთა_მთიანეთის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...