planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saakashvili92-300x189.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში სამედიცინო კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იგი „უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს საქართველოში საქმიანობისთვის სპეციალურ პროგრამებს სთავაზობს.“ “ამ შეკრების ორგანიზება და საერთოდ, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მობილიზება ჩემი მეუღლის ინიციატივა იყო. ქართველებს სისხლში გვაქვს მედიცინის სიყვარული და ეს საქმე ძალიან კარგად გამოგვდის. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ყველაზე კარგი ქართველი ექიმები რუსეთსა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში იყვნენ. შემდეგ ბევრი მათგანი უცხოეთში წავიდა. ბევრი უკვე წამყვან პოზოციებში გადის უცხოეთში და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, თქვენი აქ ხილვა. ახლა როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას თქვენი დახმარება სჭირდება. ქართველები ეკონომიკის, მეურნეობის, კულტურის და სხვა სფეროებშიც ბრუნდებიან. საემიგრაციო ციფრებს თუ შევხედავთ, საქართველოში ბოლო რვა წლის განმავლობაში, გამონაკლისია 2008 წელი, როცა ეთნიკური წმენდის მორიგი ტალღა მოხდა, საქართველოს მუდმივად პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი აქვს. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროპაში მიმოსვლა გამარტივებულია და მომავალ წელს საერთოდ უვიზო მიმოსვლა იქნება. ასევე ვმუშაობთ იმავე საკითხზე ამერიკელებთან. ამ სიტუაციაში, როდესაც ხალხი ბრუნდება და უკან აღარ მიდის, ჩვენ იმ ცოდნის გამდიდრება გვჭირდება, რომელიც თქვენ გაქვთ. ამ ახალ საავადმყოფოებს, სასწავლო ცენტრებს, ჩვენს სამედიცინო უნივეერსიტეტს, როგორც არასდროს სჭირდება თქვენი გამოცდილება და ახალი ხედვა. მინდა, შემოგთავაზოთ გავაკეთოთ პროგრამები, რომ თვეში ერთხელ ჩამოხვიდეთ, თუნდაც ნახევრად დასასვენებლად, ნახევრად საქმის საკეთებლად. ეს ერთი გზაა, მეორე გზა კი დისტანციური მედიცინაა, რის საშუალებასაც დღევანდელი სიტუაცია იძლევა, რადგან ყველგან დგას საჭირო სერვერები და აპარატურა. ასევე გვინდა, ერთობლივმა კონფერენციებმა ხშირი ხასიათი მიიღოს და ჩვენი სამედიცინო პერსონალი უცხოურ კლინიკებში გაიწვრთნას. ჩვენ თქვენი დახმარება და პატრიოტული სულისკვეთება გვჭირდება, რომ ეს დარგი ფეხზე დავაყენოთ. ცალ ფეხზე უკვე ვდგავართ, ახლა მეორე ფეხზე უნდა დავდგეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/qucnashvili_zaqaria-300x285.jpgბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ზაქარია ქუცნაშვილისა და არჩილ კბილაშვილის აზრით ივანიშვილის დეპორტაციას მოსალოდნელი არაა. რიგი სახელმწიფოების, მათ შორის საფრანგეთის მოქალაქეს საქართველოში უწყვეტად ყოფნის 360 დღიანი ვადა აქვს. ივანიშვილის შემთხვევაში კი ადვოკატები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან მისი ოჯახის წევრები და თუ კი აღნიშნული გარემოების გათვალისწინება არ მოხდება და ხელისუფლება მის დეპორტაციას განახორციელებს, ეს შესაბამისი ევროპული კონვენციების დარღვევა იქნება. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/chaxvadze3-300x225.jpgედპ ხელისუფლებას მიმართავს, “საქართველოს ზღვისპირა კურორტების პლიაჟებისთვის ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატის “ცისფერი დროშის” მინიჭებისთვის მუშაობა დაიწყოს. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ “ცისფერი დროშის” ნომინაციას საერთაშორისო ორგანიზაცია ეკოლოგიური განათლების ფონდი (FEE) აწარმოებს, რომელიც 32 კრიტერიუმს ადგენს, რაც წყლის ხარისხს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, შესაბამის ინფრასტრუქტურასა და დამსვენებლის უსაფრთხოებას მოიცავს”. “ცისფერი დროშის” პროგრამაში მსოფლიოს 46 ქვეყანაა გაერთიანებული. სერთიფიკატი მსოფლიოში 3848 პლიაჟს აქვს მინიჭებული. საქართველოში “ცისფერი დროშის” სერთიფიკატის დამკვიდრება ტურისტების რაოდენობის გაზრდას, ჩვენი კურორტების კონკურენტუნარიანობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, როგორც წესი, დამსვენებლები და ტურისტული სააგენტოები არჩევანის გაკეთებისას ყოველთვის ინტერესდებიან, აქვს თუ არა “ცისფერი დროშის” სერთიფიკატი აღნიშნულ პლიაჟს, შესაბამისად, საქართველოში მოტივაცია და ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, რუმინეთი უკვე ჩართული არიან “ცისფერი დროშის” პროგრამაში. ამიტომ იგივე მდგომარეობა ჩვენთან ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ასევე ეკოლოგიურად გაუმჯობესდება ჩვენი სანაპიროებისა და წყლის ხარისხის მდგომარეობა, რაც უსაფრთხოს გახდის დასვენებას, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი დამსვენებლისათვის”, – განაცახადა ჩახვაძემ. opinion.ge View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61053.jpg ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხვალ დაიწყება. ამასთან დაკავშირებით კოალიცია `ქართული ოცნების` ლიდერის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი შეეცდებიან სასამართლოს დაუსაბუთონ, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და კანონს არ შეესაბამებოდა. `მაქსიმალური ვადის ბოლო ზღვარზე ხდება საქმის განხილვა. აქამდე იყო აბსოლუტური სიჩუმე, სიწყნარე და ეს იმიტომ, რომ გაჭიანურება საკითხის გადაწყვეტისა არის ერთ-ერთი ის მეთოდი, რომელსაც ამ შემთხვევაში სასამართლო იყენებს,`- განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა. View the full article
-
##image#9415#1#კოალიცია ქართული ოცნების მორიგი აქცია 17 ივნისს ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 19:00 სააათზე გაიმართება. ამის შესახებ ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ კოალიციის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფანჯიკიძის განცხადებით, ოზურგეთის მერიისთვის რამდენიმე ადგილი იყო შეთავაზებული და საბოლოოდ შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მოხდა. მორიგი აქციის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. “17 ივნისს 19.00 საათზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ოზურგეთში აქციას გამართავს. მანიფესტაციის გამართვის შესახებ ნებართვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური წერილის სახით მოგვაწოდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ აქციისთვის ადგილი ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ გამოეყო.“ – ნათქვამია კოალიცია ქართული ოცნების პრესსამდივნოს განცხადებაში. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1jarima-samarTali-2.jpgთბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის არ გადაიხდის სასამართლოს მიერ 148.68 მილიონი ლარის ოდენობით მასზე დაკისრებულ ჯარიმას.<span style="font-size: 10pt;" />„თანხის გადახდას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რამდენადაც ეს უკვე ისეთი აბსურდია, ყოველგვარი აზრი დაკარგა სასამართლომ“, – განაცხადა ივანიშვილმა „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც 13 ივნისს გავრცელდა. საქინფორმი
-
После банкротства два бывших партнера Топола стали производить домашние очистные сооружения под другим названием. И поскольку они не хотели платить за лицензию, они обратились к Роспатенту, заявив что патент на систему «Топас» чиновники выдали необоснованно. Якобы технологическое решение не было новым. И люди из Роспатента приняли эту версию. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1piari-samarTali-3.jpgთბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი ატყობინებს, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში სააკაშვილის ვიზიტი მხოლოდ პიარკამპანია იყო.<span style="font-size: 10pt;" />ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 ივნისს გურჯაანში და დედოფლისწყაროში პრეზიდენტის პიარკამპანიასთან დაკავშირებით გურჯაანისა და დედოფლისწყაროს ორგანიზაციებმა გამართეს ერთობლივი ბრიფინგი. გურჯაანში იუსტიციის სახლის გახსნაზე სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ჰქონდათ დავალება, რომ მიეყვანათ ათ-ათი ადამიანი. „რა თქმა უნდა,თავისთავად, ახალი სამშენებლო ნაგებობა რაიონის იერსახეს გაალამაზებს, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც ამჟამად გურჯაანის მოსახლეობას აწუხებს, ეს არის სტიქიით მიყენებული ზარალი.სოციალურად ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებაზე საერთოდ არ ზრუნავს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება“ – აღნიშნავს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ქოროღლიშვილი. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1partiebi-sazogadoeba-3.jpgთბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ეს შენ გეხებას“ პრესსამსახურიდან ატყობინებენ, კამპანიის მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები აცხადებენ, რომ კონტროლის პალატის, პროკურატურისა და სასამართლოს ბოლო დროინდელი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ სუბიექტურობითა და არათანაბარი მიდგომით ხასიათდება.<span style="font-size: 10pt;" />„მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნისა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა პლურალისტურ მედიაზე, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების გზები დღითიდღე იზღუდება და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული“, – განაცხადა „ეს შენ გეხებამ“ თავის განცხადებაში. საქინფორმი
-
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხვალ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. პრეს-კონფერენცი გაიმართება „სამართიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ცენტრალურ ოფისში, 2012 წლის 15 ივნისს, 13 საათზე. თბილისი, ონიაშვილს ქ. N 37. 14 ივნისი, 2012 - 14:26 15 ივნისი, 2012 - 13:00 სრული ტექსტი View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61054.jpg ნატოს კვირეულის ფარგლებში, კინოთეატრ "ამირანში" ავღანეთში მომსახურე ქართული ჯარის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო, გამოფენის სტუმრებმა ასევე ნახეს სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლიც. ღონისძიება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრო ბარნოვმა გახსნა. ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და კვირეულის ორგანიზატორი ნატოს საინფორმაციო ცენტრია. View the full article
-
ბრენდი მუზეუმში გამოფენის სპონსორია http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/Pt_nTV-we2Y View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/nona-gafrindashvili-300x273.jpgროგორც “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ნონა გაფრინდაშვილმა გაზეთ “პრაიმთაიმის” პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, კრებამ თავის აქტივისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” აქციებში მონაწილეობისთვის მწვანე შუქი აუნთო. “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოდან არავინ არსად წასვლას არ აპირებს. რაც შეეხება კოალიციასთან ურთიერთობას, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენი ქმედებები რეჟიმის წინააღმდეგაა მიმართული და ამან “სახალხო კრების” რეიტინგი აწია. ეს ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იცის. ასე, რომ, თუ შეჯერებული მოსაზრებები იქნება, მათ შორის მაჟორიტარებთან და სხვა გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამაზე ყოველთვის წავალთ. ჩვენ სერიოზული ძალები გვყავს რაიონებში, ახლა ამ აქტივების გადამოწმება მიმდინარეობს. ქუთაისში, “ქართული ოცნების” აქციაზე ჩვენი ბევრი წამომადგენელი იყო, მათ შორის აღმასრულებელი საბჭოს 2 წევრი – სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძეც საქმის კურსში იყო. ჩვენ მათ მწვანე შუქი ავუნთეთ, ისევე როგორც მანამდე ჩვენს აქტივისტებს თანხმობა მივეცით, “ქართული ოცნების” აქციებში მიეღოთ მონაწილეობა. ასეთი ტიპის აქციებში მხარდაჭერა უნდა იგრძნობოდეს. არაადამიანი უნდა ვიყო, რომ ვუღალატო რომელიმე იმ წევრს, რომელიც ჩვენს გვერდით არის”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა. opinion.ge View the full article
-
11 июня в российском Twitter царила всего лишь одна короткая фраза «Привет, 37 год!», которая стала намеком на сталинские чистки. Так пользователи сети отреагировали на беспрецедентную волну обысков у ключевых лидеров оппозиции. Официально они были связаны с текущим расследованием обстоятельств демонстрации 6 мая, которая привела к «массовым беспорядкам». View the full article
-
რაიმე საიდუმლო, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციაზე არ ვსაუბრობთ. უბრალოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მოსყიდვების აქტუალურ თემაზე ოხუნჯობს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/HAwjdGHBh_A View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/ocndebaaaa8-300x279.jpgპოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება” სამართალდამცავებს გია ხუხაშვილის სახლში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტის გამოძიებას სთხოვს. მაია ფანჯიკიძემ გია ხუხაშვილთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოუწოდებს სამართალდამცავებს, მოახდინონ ფაქტზე სათანადო რეაგირება და საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად ექსპერტის სახლში. “მივმართავთ, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს მათი გამოძიების შედეგები. ჩვენ ამ ფაქტის აუდიო და ვიდეო მასალას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადავცემთ და მათ მომხდარზე რეაგირებას ვთხოვთ”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. ხუხაშვილის განმარტებით კი, ადგილი აქვს სისხლის სამართლის ორ დანაშაულს. “მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისას ჯერ უკანონოდ შეაღწიეს ჩემი მეზობლის კერძო საკუთრებაში. დააზიანეს მისი ბინის იატაკი, რათა მოსასმენ აპარატურას ჩემს სახლში ჩამოეღწია, რაც ყველაზე დიდი სკანდალია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გვისმენენ, თუმცა ამგვარი რამ არასოდეს მომხდარა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ ფაქტს თავის დროზე პრეზიდენტი გადაყვა.კორპუსი, სადაც მე ვცხოვრობ, ძალიან საინტერესოა. ის ნახევრად არის შესახლებული. გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს ირაკლი ალასანია. ამავე კორპუსშია გიორგი ბარამიძის და დავით კეზერაშვილის ბინები. შესაძლოა, ისინი ერთმანეთსაც უსმენდნენ. ამიტომ მე დღესვე მივმართე ირაკლი ალასანიას, რომლის ბინის თავზეც ასევე გაურემონტებელი ბინა მდებარეობს, გადაამოწმოს მსგავსი აპარატურის არსებობა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა. opinion.ge View the full article
-
На совещании с высшим военным командованием президент страны показал первую венесуэльскую винтовку «Кататумбо», а также первый беспилотный самолет военного назначения. Чавес указал, что этот рабочий визит происходит после обсуждения вопрсов, связанных со строительством Вооруженных Сил. View the full article