Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. აქ მინდა შემოგთავაზოთ მიმოხილვა დღევანდელი მატჩისა, რომელიც “მილანმა” მოიგო ანგარიშით 2-3. ეს ვიდეო მოგვაწოდა საიტის მომხმარებელმა forza roni-მ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. acmilan.ge
  2. http://cache.daylife.com/imageserve/085q3wJ9Cf4zr/610x.jpg1:0 ჟეფრენი – FTP | Share.ge 2:0 ბოიანი – FTP | Share.ge 3:0 ბოიანი – FTP | Share.ge 4:0 მესი – FTP | Share.ge 4:1 სუსაეტა – Share.ge სრულად ბარსამანიაზე
  3. http://s55.radikal.ru/i147/1004/b0/914fbe099216.jpg ლუკასი თვლის რომ ეს მატჩი იქნება გადამწყვეტი მოხვდება თუ არა ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე. ამ სეზონში წითლებს დიდ კონკურენციას უწევს კიდევ ორი კლუბი ოთხზე რომ აღარაფერი ვთქვათ ტოტენჰემი და მანჩესტერ სიტი, მაგრამ ლუკასი თვლის რომ ბირმინგემთან მატჩში ისინი დაიცავენ 3 ქულას და შეძლებენ ბირმინგემის დამარცხებას. ლუკასი:”ბედნიერები ვართ ტორესის კარგი ფორმით, მას გააქვს ბევრი გოლი და ცვლის ფაქტიურად ნებისმიერი თამაშის ბედს”. ”მე ვფიქრობ ის მეტს შეძლებს და კიდევ არაერთხელ დაგვეხმარება მომდევნო მატჩებში”. ”ბირმინგემს აქვს შანსები, მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენ შევქმნით ძალიან ბევრ საგოლე მომენტს და დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ კიდეც ამის დიდი იმედი მაქვს”. ”ბირმინგემს ყავს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები და შეუძლიათ კარგი წინააღმდეგობის გაწევა”. ”ჩვენ 6 მატჩი დაგვრჩა და ჩვენ შეგვიძლია ექვსივეს მოგება ამაში მალე დარწმუნდებით”. ”მეტოქეებს აქვთ მატჩები რეზერვში ჯერ კიდევ, მაგრამ ისინი უკვე კარგავენ ქულებს რაც ჩვენ გვაწყობს ჩვენ შევეცდებით ჩვენი საუკეთესო მხარის ჩვენებას”. ”მომავალ წელს ლიგის მოგება გვსურს ამისთვის ოთხეულში შესვლა აუცილებელია, ჩვენ ამ სეზონში ჩვენ მაქსიმალურ ძალას გამოვავლენთ”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
  4. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს… გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს… აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს. ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა. ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. სტატიის ავტორი: losa acmilan.ge
  5. http://s001.radikal.ru/i193/1004/00/22d029ccabbd.jpg ჯეი სპირინგი თვლის რომ თუ მას სტივი დაარიგებს თავისი სიტყვებით იგი იქნება მთავარი ფიგურა პრემიერლიგის მატჩებში. ჯეი სპირინგს სურს იყოს გამორჩეული თავის გუნდში, იგი უდიდეს სურვილს გამოთქვავს მიჰყვეს ლივერპულის კაპიტნის სტივ ჯერარდის კვალს. სპირინგი:”მიუხედავად სტივის ტრამვისა ამას თამამად ვამბობ იგი საუკეთესო ნახევარმცველია პლანეტაზე და ბედნიერი ვარ იმით რომ შემეძლება ვუყურო კიდევ რამდენიმე წელიწადი ამ უნიკალურ ფეხბურთელს”. ”მისგან ყველაფერს არ ვსწავლობ როდესაც, დაცვით ფუნქციებში მე მასკერანოს ვბაძავ, მაგრამ შეტევაში ნამდვილად სტივენ ჯერარდს, იგი ხომ საუკეთესოა მსოფლიოში”. ”სტივი მესაუბრება მე და მამხნევებს ასევე ჯეიმი კარაგერი, მათი სიტყვა ჩემთვის ყველაფერზე მეტია ისინი ხომ ნამდვილი სკაუზერები არიან ამით მე უფრო ვრწმუნდები ჩემს თავში და მეტად თავდაჯერებული ვხდები”. ”ჩვენ ბევრად უნარიანები ვხდებით როდესაც მათ ვისმენთ, ლივერპულს მართლაც რომ ნიჭიერი თაობა ეზრდება”. ინფორამციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
  6. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/32/Russian_Resurrection_icon.jpg/200px-Russian_Resurrection_icon.jpgქრისტე აღსდგა. გილოცავთ ქრისტიანულ სამყაროში უბრწყინვალეს დღესასწაულს – ქრისტეს აღდგომას. სრულად ბარსამანიაზე
  7. სრულიად საქართველოს და მთელ მართლმადიდებულ სამყაროს გილოცავთ აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულს... იხილეთ realmadrid.ge
  8. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01532/aquilani-liverpool_1532050c.jpg იტალიელმა ნახევარმცველმა ალბერტო აკვილანიმ მორიგი ტრამვა მიიღო და სავარაუდოდ სეზონიც დაასრულა… გასულ ზაფხულს 20 მლნ. ფუნტ სტერლინგად ნაყიდმა იტალიელმა ფეხბურთელმა ქრონიკული ტრამვების გამო ვერაფრით ვერ მოახერხა ფორმაში ჩადგომა და უკანასკნელი ცნობებით სეზონის ბოლომდე ვეღარ მოახერხებს მოედანზე გამოსვლას. შესაბამისად აკვილანის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. View the full article
  9. http://s49.radikal.ru/i123/1004/db/f0c8ebaf83e0.jpg გთავაზობთ ლივერპულისა და ბირმინგემის ბოლო 5-5 მატჩს ლივერპული: ბენფიკა 2-1 ლივერპული ლივერპული 3-0 სანდერლენდი მანჩესტერი 2-1 ლივერპული ლივერპული 3-0 ლილი ლივერპული 4-1 პორთსმუთი ბირმინგემი: ბირმინგემი 1-1 არსენალი ბლექბერნი 2-1 ბირმინგემი სანდერლენდი 3-1 ბირმინგემი ბირმინგემი 2-2 ევერტონი პორთსმუთი 1-2 ბირმინგემი ლივერპული:მოგება 3,წაგება 2,ფრე 0 ბირმინგემი:მოგება 1,წაგება 2,ფრე 2 ინფორმაციის წყარო:eurosport.com View the full article
  10. ხვალ თბილისი დროით 21:00 წუთზე, სანტანდრში ადგილობრივი ”რასინგი”, დედაქალაქურ ”რეალს” დაუპირისპირდება. სრულიადში გუნდების სავარაუდო შემადგენლობანი... იხილეთ realmadrid.ge
  11. ბილბაოს ატლეტიკტან გასამართი შეხვედრის წინა გახურებისას იბრაჰიმოვიჩმა ფეხი იტკინა და ბასკებთან სათამაშოდ ვეღარ გავიდა.... View the full article
  12. დღეს, თამაშის შემდეგ მილანელებმა კომენტარები გააკეთეს. მე გთავაზობთ რამდენიმე მილანელის კომენტარს. გალიანი: “არავის არ უფიქრია ახალი მწვრთნელის მოყვანაზე. ლეო დაკისრებულ მისიას თავს კარგად ართმევს და კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენთან და საზოგადოებასთან. მე ასეთი რამ არ გამიგია, რომ მისთვის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა შეეთავაზებინათ. რაც შეეხება თამაშს, დღეს კმაყოფილი ვარ. მე ვნახე მშვენივრად მომზადებული “მილანი”. ჩვენ არ მივეცით საშუალება “რომასა” და “ინტერს” უფრო დიდი სხვაობა გამხდარიყო ჩვენს შორის სხვაობა. ეს სამი გუნდი გამოკვეთილი ლიდერია. სასიამოვნოა, რომ ჩვენ პატარა შანსები გვაქვს. თუ ჩვენ დღეს მოვიგებდით, უკვე უნდა დაგვევიწყებინა ფიქრი სერია ა-ს პირველობაზე. “კატანიას” წინააღმდეგ რთული მატჩი გველის. დარჩა ექვსი თამაში და შესაძლო 18 ქულა. 11 წლის წინ, ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონატის ბოლო შვიდი მატჩი და გავხდით ჩემპიონები. იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელი მოგება პირველია იმ შვიდი თამაშისგან და მერე ვნახოთ… მე მომწონს ტაქტიკა 4-2-ფანტაზია და დანარჩენს ლეონარდო გადაწყვეტს.” ლეო: ” ანტონინის შეეძლო გოლის გატანა? დიახ, და აბატესაც, მისი დამსახურებით გავიდა მესამე გოლი. ჩვე ყველანი თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ეს თამაში ურთულესი და უმნიშვნელოვანესი იყო. ჩვენ დავუბრუნდით ჩვენი თამაშის სტილს, პირველ ტაიმში ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით და კარგად ვითამაშეთ. ამ ორ გუნდს ერთმანეთის დამარცხება ძალიან უნდოდათ, ჩვენ ჩვენი ტაქტიკით, ბურთის კონტროლით და სისწრაფით გვინდოდა ამის გაკეთება, მათ კი კონტრ შეტევებით. კოსუ “კალიარისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მეორე ტაიმშიც ვცდილობდით მეტოქეზე ზეწოლას. ეს მოგება გვჭირდებოდა, მან მორალური მხარეც გაგვიუმჯობესა. ჩვენ ამ ბოლო დროს მოკლებული ვიყავით მოგებებს. მე მოხარული ვარ პირველი ტაიმის გამო, რომელმაც ჩვენი თამაშის შედეგზე გავლენა იქონია.” ჯანლუკა ძამბროტა: ” ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი იყო იმ სხვაობის შენარჩუნებისთვის, რაც გვაქვს “რომასა” და “ინტერთან”, ორივე გუნდმა მოიგო დღეს… ჩვენი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმში ცოტა მოვეშვით. ისინი უფრო უტევდნენ და ჩვენც უფრო უკან დავიწიეთ. “მილანი” აგრძელებს ბრძოლას, დარჩენილია ექვსი თამაში და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველა მატჩი ფინალია, ანუ დარჩა ექვსი ფინალი, ჩვენ ყველაფერს ვეცდებით და იმედი ბოლომდე გვექნება.” ლუკა ანტონინი: ” გოლის გატანის შანსი პირველ ტაიმში? იქ “კალიარის” მცველები ბურთს ოდნავ შეეხნენ და ბურთიც ცოტათი გახტა. როცა “მილანი” გადავარჩინი გოლის გაშვებისგან, მე ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო და გამართლებაც, კოსუს დარტყმის შემდეგ. თითქოს გოლი გადიოდა… მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ კარი გადარჩა. მოგება ბოლო მატჩებში გვიჭირდა, გამარჯვება ასევე მორალურადაც კარგად იმოქმედებს. “კატანიასთან” ბოლო წუთამდე ყველაფერს გავიღებთ. ბოლოს და ბოლოს, მე ვხედავ, რომ წელს ძალიან დიდი და დადებითი სამუშაო შევასრულეთ. მორალური მხარე ამაღლებული გვაქვს და უკეთეს შედეგებს ველით. სხვათა შორის, მოედანი ძალიან ცუდი იყო… შეიძლება ეს მიზეზი დავასახელოთ, “კალიარის” მეორე გოლის გატანის გამო. მოედანი კარგი რომ ყოფილიყო, ანდრეა ალბათ ბურთს არ დაკარგავდა. მაგრამ ეს დიდად აღარ გვადარდებს. მთავარია, ჩვენ მოვიპოვეთ სამი ქულა. “კალიარისთან” მოგება ადვილი არაა, ისინი კარგად თამაშობენ, ძირითადად კონტრ-შეტევებზე, შედეგი შესანიშნავია. ჩვენ კომპლიმენტები გავუკეთეთ და შევაქეთ ერთმანეთი გასახდელში.” ზეედორფი: ” ეს კარგი თამაში იყო “კალიარისთან”, რომელიც მუდამ შეტევების განხორციელებას ცდილობს და თან რაც შეიძლება სწრაფად. ჩემი აზრით, “მილანმა” პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა ორი შეცდომაც დაუშვა. ჩვენ მესამე გოლის გატანას ვცდილობდით მაგრამ შეტევაში პირლო არ იყო კარგი, არც ბორიელო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. მეორე ტაიმში ანტონინიმ ჩვენი კარი სასწაულებრივად გადაარჩინა, და ჩვენც გვქონდა რამდენიმე შანსი. მე მწვრთნელის არჩევანით მოხარული და ბედნიერი ვარ, ის მოგვიწოდებდა, ჩავრთულიყავით შეტევებში. ჰუნტელაარის გოლი? ძალიან შთამბეჭდავი იყო, მან იცის, როგორ დაარტყას კარგად. მე მოხარული ვარ მის გამო. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, და დაგვრჩა ექვსი…” ასევე კომენტარი გააკეთა “კალიარის” მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ: ” ჩვენ კარგად გამოვიყურებდით და წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩვენ გავუშვით ხელიდან ბევრი შანსი, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ. სკუდეტო? მილანის “ინტერი”ფავორიტია, “რომაც” ახლოსაა და “მილანი” ცოტა უფრო ჩამორჩება…” P.S. გილოცავთ ამ მართლაც რომ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ამ სეზონში ერთმანეთისთვის მოგება კიდევ 6-ჯერ მოგველოცოს, და იმ 6 მილოცვის შემდეგ კიდევ ბევრჯერ სკუდეტოს მოგება… თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე “მილანის” მჯერა, დღეს მართლაც კარგად ითამაშეს და იმედია უკეთესადაც ითამაშებენ შემდეგ მატჩებს. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  13. დასრულდა შეხვედრა "ვისტა-ალეგრეს" არენაზე, სადაც "რეალ მადრიდმა" "ესტუდიანტესს" უმასპინძლა... იხილეთ realmadrid.ge
  14. http://image.geotorrents.ge/images/k03d5dgbs2q3z8yrjlc3.jpg1. უდინეზე - იუვენტუსი ( პირდაპირი - მთავარი ლინკი --- დააკლიკე --- ) 2. უდინეზე - იუვენტუსი ( პირდაპირი - ლინკი 2 --- დააკლიკე --- ) 3. უდინეზე - იუვენტუსი ( პირდაპირი - ლინკი 3 --- დააკლიკე --- ) 4. უდინეზე - იუვენტუსი ( პირდაპირი - ლინკი 4 --- დააკლიკე --- ) 5.SopCast - ის ლინკები sop://broker.sopcast.com:3912/81774 sop://broker.sopcast.com:3912/47535 sop://broker.sopcast.com:3912/90366 sop://broker.sopcast.com:3912/68115 View the full article
  15. http://i014.radikal.ru/1004/e5/1232ebb79dcc.jpg დასრულდა მატჩი არსენალსა და ვულვზის შორის, რომელიც მეტად დაძაბული მატჩი გამოდგა სადაც ერთადერთი გოლი არსენალის ფეხბურთელმა ნიკლას ბენტნერმა შეაგდო და 1-0 იმარჯვა არსენალმა. გთავაზობთ არსენალის ფეხბურთელების შეფასებებს. ფეხბურთელების შეფასებები: ალმუნია – 7 სანია – 7 კემბელი – 6.5 ვერმაელენი – 7 სილვესტრი – 7 ებუე – 6 სონგი – 6 დენილსონი 5.5 უოლკოტი – 8 ედუარდო – 7 როსიცკი – 8 შეცვლაზე შესული ფეხბურთელები: ბენდტნერი – 8 ნასრი – 7 ველა – შეუფასებელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გოლის ავტორი ნიკლას ბენდტნერი დასახელდა. View the full article
  16. ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, "მადრიდის რეალის" გამთამაშებელი კაკა, "პენტაკამპეონების" ლიდერად დაასახელა.. იხილეთ realmadrid.ge
  17. http://www.arsenal.com/assets/_files/images/apr_10/gun__1270311095_bendtnervwolves.jpgლონდონის არსენალმა მორიგი 3 ქულა და ჩეპიონობისკებ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.ანგარიშის მიხედვით მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა.რა თქმა უნდა ლონდონელები უპირატესობას ფლობდნენ მაგრამ გოლის გატანა 90+3 წუთამდე ვერ მოახერხეს.მატჩში ერთადერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ნიკლას ბენდტნერმა თავური დარტყმით ბაკარი სანიას ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.არსენალმა ჩემპიონობისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა რადგანაც დღეს მანჩესტერში ადგილობრივ იუნაიტედსა და ჩელსს შორის გაიმართა სადაც ჩელსიმ 1-2 იმარჯვა.სატურნირო მდგომარეობით პირვეალ ადგილზე ჩელსია 74 ქულით მეორეზე მანჩესტერი 72 ქულით და მესამეზე არსენალი 71 ქულით.ესეთი სიმჭიდროვეა სატურნირო ცხრილში და აქ გამორიცხული არაფერია.წინ რთული მატჩებია და ქულები კიდევ დაიკარგება. ეს კი ამ მატჩში გასული ერთადერთი გოლი: View the full article
  18. http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/messss-150x150.jpg ბარსელონა: ვალდესი, პიკე, პუიოლი, აბიდალი, მაქსველი, ჩიგრინსკი, ტურე, ბუსკეტსი, ჟეფრენი, მესი, ბოიანი სათდარიგო: პინტო, მილიტო, მარკესი, დოს სანტოსი, ჩავი, პედრო, იბრაჰიმოვიჩი ატლეტიკი: ირაისოსი, კოიკილი, ამორებიეტა, სან ხოსე, ირაოლა, დავიდ ლოპესი, მარტინესი, გურპეგი, გაბილონდო, სუსაეტა, ლიორენტე სათდარიგო: არმანდო, უსტარიცი, კასტილო, იტურასპე, მოისი, იესტე, ტოკიერო ბარსამანიას მომხმარებელთა რჩეული შემადგენლობა: სრულად ბარსამანიაზე
  19. როგორც იცით, “მილანმა” მოახერხა გასვლაზე დაემარცხებინა “კალიარი”. თამაშის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო, მილანელები სწრაფები იყვნენ და მათ თამაშს კარგად შევაფასებდი, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში. შემოგთავაზებთ მატჩის ამსახველ ფოტოებს. http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/32.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/31.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/30.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/29.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/28.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/27.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/26.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/25.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/24.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/23.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/22.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/21.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/20.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/19.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/18.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/17.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/16.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/15.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/14.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/13.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/12.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/11.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/10.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/9.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/8.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/7.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/6.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/5.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/4.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/3.jpg http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/2.jpg ekumilano acmilan.ge
  20. მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ კაპიტანს, რაულ გონსალეს ბლანკოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი "ნიუ იორკ რედ ბულსში" წლის ბოლოს ელოდებიან. იხილეთ realmadrid.ge
  21. მინდა შემოგთავაზოთ დღევანდელი მატჩის ,,მილანი”-”კალიარი”_ს შეხვედრაში გასული გოლები. შეხვედრა მილანელებისთვის კარგად დაიწყო და უკვე მეშვიდე წუთზე ბორიელო-ზეედოფის გათამაშებული კომბინაცია ბორიელოს გოლით დასრულდა, შემდეგ კალიარიმ 10 წუთში ანგარიში გაათანაბრა (ჩემი აზრით ეს გოლი ჩვენი მცველების ბრალი იყო), მაგრამ ,,კალიარის” ფეხბურთელებს სიხარული დასცალდა, რადგანაც 1 წუთში ჰუნტელაარმა უძლიერესი შორეული დარტყმით ანგარიში ,,მილანის” სასარგებლოდ გახადა, 32_ე წუთზე კი, პირლომ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და ,,კალიარიმ” ამით ისარგებლა და ანგარიში 2-2 გახადა. შეხვედრაში ბოლო გოლი კი ოცდამეთვრამეტე წუთზე გავიდა, როდესაც აბატემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და მეკარე შეცდა და ბურთი ,,კალიარის” მცველს ასტორის მოხვდა ბურთი კარებში შევარდა. გადმოწერა სტატიის ავტორი: Ditvina-Kaka√ acmilan.ge
×
×
  • შექმენი...