planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-arSemdg-politika-3.jpgთბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. „არშემდგარი ქვეყნების 2012 წლის რეიტინგში“, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „The Fund For Peace“-მა შეადგინა, საქართველო 84,8 ქულით 177 ქვეყანას შორის 51-ე ადგილს იკავებს.<span style="font-size: 10pt;" />ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ უზბეკეთზე (39-ე ადგილი), ყირგიზეთსა (41-ე) და ტაჯიკეთზე (46-ე) უკეთესი მაჩვენებელი აქვს. რეიტინგში თურქეთი – 85-ე, სომხეთი – 102-ე, აზერბაიჯანი – 68-ე, ხოლო რუსეთი 83-ე ადგილს იკავებენ და ამ მაჩვენებლებით საქართველოს უსწრებენ. რეიტინგში დაკავებული პირველი ადგილი ყველაზე უარესი მაჩვენებელია, ხოლო ბოლო ადგილი – უკეთესი. ირკვევა, რომ ყველაზე არშემდგარი ქვეყანა სომალია (პირველი ადგილი), ხოლო ყველაზე წარმატებული – ფინეთი (177-ე ადგილი). საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-rekvizitebi-politika-2.jpgთბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეციალურ საბანკო ანგარიშსა და რეკვიზიტებს აქვეყნებს იმ მხარდამჭერებისთვის, ვისაც სურვილი აქვს, დააფინანსოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს პოლიტიკაში ივანიშვილის მონაწილეობა. საქინფორმი
-
სოხუმის რეჟიმს სურს მონაწილეობა მიიღოს გაეროს პროექტების რეალიზაციაში. ამის შესახებ აფხაზმა ”პრეზიდენტმა” ალექსანდრე ანქვაბმა განუცხადა საქართველოში გაეროს პროექტების რეალიზაციის მუდმივ წარმომადგენელს. ამის მიზეზად მან ჯეიმი მაგკოლდრიკს მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების არადამაკმაყოფილებელი ხარისხი დაუსახელა.”ჩვენ ისეთი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომლებიც თქვენს მიერ არის ჩატარებული ცალკეულ სოფლის სკოლებში, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, - ციტირებას უკეთებს ანქვაბს მისი საინფორმაციო სამმა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მინდა ანეგდოტით დავიწყო. საბჭოთა კავშირში გავრცელებული ანეგტოტი იყო, რომ, თუ გერმანელი დაინახავდა, რომ მისმა კარის მოზობელმა იყიდა მანქანა, ააშენა სახლი, მოაწყო ლამაზი ეზო. იგი შეეცდებოდა, რომ უფრო მეტი ეშოვნა, უფრო ახალი მანქანა ეყიდა, უფრო დიდი სახლი აეშენებინა და უფრო ლამაზი ეზო მოეწყო. მაგრამ, თუ რუსი დაინახავდა იგივეს, ანუ მისი მეზობელი იყიდიდა ახალ მანქანას, ააშენებდა სახლს და მოაწყობდა ეზოს, უბრალოდ იყიდიდა ერთ „ბაჩონკა“ ბენზინს და დამთავრდებოდა ყველაფერი. საუბედუროდ, საქართველოშიც თანასწორების ასეთი აღქმა არსებობს. თუ ვინმემ რაღაცას მიაღწია, ყველა გადაიქცევა ამ ადამიანის მტრად, რათა ისიც ჩაძირონ, რომ არავინ არ იყოს უთანასწორო. გავიხსენოთ მსახიობი ან საზოგადო მოღვაწე, რომელმაც სიბერეში ყველაფერი დაკარგა, ყველა ტაშს უკრავს, ყველას უყვარს, აი ასეთი უნდა იყოსო ხელოვანიო, მაგრამ თუ ამ ხელოვანმა ფული იშოვა, ბიზნესი ააწყო, შვილებს ქონება დაუტოვა, ეგრევე მიაწერე იარლიყს, რომ ხალხის ფულის მჭამელი, ხალხის ზურგიდან ნაშოვნი ფულები და ა.შ. განვითარებისთვის და პროგრესისთვის საჭიროა იყო განსხვავებული და ასევე ის, რომ უნდა დაგიფასდეს ეს განსხვავებულობა. მართალია განსხვავება და უთანასწორობა ერთი და გივე არ არის, მაგრამ განსხვავებულობის განსხვავებულად დაფასება ქმნის უთანასწორობას. თუ ვიღაცა არის ყველაზე კრეატიული კარიკატურისტი, მაშინ მას აქვს სურვილი, რომ ეს ყველასგან განსხვავებულად დაუფასდეს. ასევეა ფეხბურტშიც, ჰაი-ტექშიც და ყველგან. თუ ვიტყვით, რომ განსხვავებულობა კარგია, მაგრამ განსხვავებულობის განსხვავებულად დაფასება ცუდია, მაშინ საერთოდ არ გეყოლება განსხვავებული. მივიღებთ ზომბირებულ საზოგადოებას, რომლის წევრებიც შეიძლება იყვნენ ერთმანეთისგან განსხვავებულნი, მაგრამ ისინი არასდროს არ გამოხატავენ საკუთარ განსხვავებულობას. შედეგად მივიღებთ სოციალისტების უტოპიურ ოცნებას, თანასწორობას. დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი რეალობაა. ანუ ყველა თანასწორია, განსხვავებულობა არ ფასდება გასხვავებულად. რა მოხდებოდა მაშინ? Facebook-ი, დღეს, რომ ძალიან გიყვარს iphone4-ი, ბოლო მოდელის BMW an Mersedes-ი, რომლის ყიდვაზეც ოცნებობს ყველა და რომლისთვისაც ყოველ დილით რვაზე დგებიან და სამსახურში მიდიან, (ეს არის მცირე ჩამონათვალი) უბრალოდ არ იარსებდა, იმიტომ რომ მის შემქმნელელებს უბრალოდ სურვილი არ ექნებოდათ, რომ შეექმნათ ეს ყველაფერი. არავის კიდევ სურვილი არ ექნებოდათ, დილით ადრე ადგომის და სამუშაოზე წასვლის. ჩემს ბავშვობაში, სკოლაში მასწავლებლები უთანასწორობას მასწავლიდნენ, როგორც უარყოფით მოვლენას და აცხადებდნენ, რომ თუ ყველა თანასწორი იქნებოდა, მაშინ ყველა კარგად იცხოვრებდა და მაგალითად მოჰყავდა საბჭთა კავშირს, სადაც ყველა ერთნაირად და თანასწორად ცხოვრობდა. ირიბად გამოხატავდა თავის სინანულს საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით. ეხლა ვხვდები, რომ ჩვენს საზოგადოებას საბჭოთა კავშირში ახარებდა არა საკუთარი მდგომარეობა, არამედ სხვისი მდგომარეობა. ანუ, ბედნიერი ოყო არა იმით, რაც მას ჰქონდა, არამედ იმით, რომ სხვასაც არ ჰქონდა. ტიპიური საბჭთა კავშირის მოქალაქის მთავარი ღირებულება იყო ის, რომ სხვებიც მასავით გაუბედურებული და უქონელნი იყვნენ, ამიტომაც თვლიდნენ საკუთარ თავს ბედნიერად. ჩემი აზრით, ბედნირების ასეთი საფუძველი მოკლებულია ყველანაირ მორალს. თანასწორობის მსურველებიც, სწორედ საკუთარ იდეოლოგიის მთავარ ღირებულებად და მიზნად თვლიან იმ ფაქტს, რომ ყველას ერთნაირი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ საინტერესოა, რა მიზეზს მისცემენ ისინი იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებისთვის კაცობრიობას ასაზრდოებენ აღმოჩენებით და სიახლეებით. დედამიწაზე არ არსებობს იმდენი რესურსი (მაგ: ბუნებრივი აირი ან ნავთობი), რომ ყველას თანაბრად მივაწოდოთ, ამ სიმდიდრეს იღებს ის ვინც უფრო ჭკვიანი და ამავე დროს ძლიერია. თანასწორობის ორი ვარიანტი არსებობს, პირველი ყველას ერთნარი სიმდიდრე ჰქონდეს, რის შესაძლებლობასაც დედამიწა უბრალოდ არ "გვაძლევს". მეორე, ყველას, საბჭოთა კავშირის მსგავსად, წავართვათ ეს სიმდიდრეები და არავის ჰქონდეს ის, რისი თანაბრად გაყოფაც შეუძლებელია. ჩემი აზრით, მეორე ვარიანტს, თვითონ თანასწორობის მსურველებიც კი დაუპირისპირდებიან. ასე, რომ უთანასწორობა არის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ვერადროს ვერ შეიცვლება. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/images_16.jpg კატეგორიები: განათლება საზოგადოება View the full article
-
“გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ანტენების დაყადაღებას არაფერი აქვს საერთო მედიის ხალმისაწვდომობასთან და სიტყვის თავისუფლებასთან - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ დღეს, 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, გუშინ, პოლიციამ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში, დასაწყობებული სატელიტური ანტენები დროებით დააყადაღა. 22 ივნისი, 2012 - 14:02 22 ივნისი, 2012 - 14:02 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/d1123e980a123021101b969981baaf98.jpg სრული ტექსტი View the full article
-
Российскую общественность всколыхнуло назначение на пост министра культуры Владимира Мединского – писателя, тратящего всю свою энергию на создание мифа о великой, прекрасной и доброй России, которую пытается обидеть весь мир. В своей книге «Война. Мифы СССР» он развенчивает, например, «миф» о заградотрядах и о том, что Польша стала невинной жертвой войны. View the full article
-
წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი იყოს-ამის შესახებ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა “ინტერპრესნიუსს” “გლობალ ტვ”-ს ანტენების დაყადაღების კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, “როდესაც საკითხი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მედიასაშუალებასა და ინფორმაციის გავრცელებას ეხება, ხელისუფლებამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს “. 22 ივნისი, 2012 - 13:31 22 ივნისი, 2012 - 13:31 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/giorgi_tugushi12.jpg სრული ტექსტი View the full article
-
ბევრჯერ დაიწერა და ფაქტია, რომ კრემლი კავკასიის ხალხებზე გავლენის შესანარჩუნებლად, ცარიზმიდან მოყოლებული, მწყობრად ჩამოყალიბებული ნაცადი გეგმით მოქმედებს, რომლის მთავარ შემადგენელს - „დაყავი და იბატონე“, მიუხედავად დროსა და სივრცეში გარკვეული კორექტირებისა, უცვლელს ტოვებს. თითქმის უცვლელი რჩება ის ხერხები და მეთოდებიც, რომლებიც ასე უხვად მოეპოვებათ რუსეთის სპეცსამსახურებს თავიანთ არსენალში და რომლებითაც ოსტატურად მანიპულირებენ.ეხლახან სეპარატისტულ მედია საშუალებებში გამოჩნდა ბესლან კ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Бой Федора Емельяненко на турнире по смешанным единоборствам M-1 Global в российском Санкт-Петербурге проходил в атмосфере торжественных проводов. Тысячи людей заполнили трибуны Ледового дворца. Они аплодировали стоя, оглушительно, они кричали и болели за бойца, для которого этот бой может стать последним. View the full article
-
Выступая на Международном экономическом форуме в Санкт-Петербурге, первом мероприятии подобного рода в этом году в России, Президент РФ Владимир Путин предупредил о том, что «в Европе нарастают риски», а мировая экономическая ситуация вызывает беспокойство ввиду накопивших долгов и перекосов. Говоря о евро, глава государства подчеркнул, что Москва не предпринимает односторонних шагов, которые могли бы осложнить положение европейской валюты. View the full article
-
ავტორი ლიკა ზაკაშვილი 12:19 22.06.2012 "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს, http://3.bp.blogspot.com/-3Wi0O6GmYNw/T-QqIk-GOFI/AAAAAAAAHeE/PM5SkBVQUHI/s200/zckwc.jpgამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა განცხადება: 2012 წლის მაისიდან დღემდე ანაკლიაში თსუ-დან რამდენიმე ნაკადად გაემგზავრნენ სტუდენტები. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება სტუდენტების შერჩევა, გაურკვეველია. ასევე ჩვენთვის მიუწვდომელია პროგრამის აღწერა და შინაარსი. გთხოვთ, უზრუნველყოთ პროგრამის შინაარსისა და მონაწილეობის მისაღები კრიტერიუმების გასაჯაროვება, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეეძლოს მასში მონაწილეობის მიღება." რექტორის სახელზე შედგენილ განცხადებას ხელს შვიდასამდე სტუდენტი აწერს, სტუდენტები რექტორისაგან "ანაკლიის პროექტის" დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ. თსუ-ს სტუდენტების თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თსუ-ს 400-მდე სტუდენტი სპორტის სამინისტროს სპეციალური პროგრამით ანაკლიას ეწვია. ამბობენ, რომ მათ იქ უცხოელ ტრენერთა ხელმძღვანელობით საგანგებო სასწავლო კურსი გაიარეს. „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის"აქტივისთა გარდა ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობდა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, ვერც ჩვენ, თვითმმართველობის არჩეულმა დელეგატებმა ვერ შევძელით ვერანაირი ინფორმაციის მოპოვება."- გვითხრა ლევან ლორთქიფანიძემ, ის თსუ-ს თვითმმართველობის დამოუკიდებელი დელეგატია „ნარინჯისფერთა" ალტერნატიული ჯგუფიდან. თვითმმართველობის პრეზიდენტის დაჩი გუბაძის განაცხადებით, თვითმმართველობამ ანაკლიაში გასამგზავრებლად სტუდენტები რექტორის დავალებით მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით შეარჩია. "ჩვენი ფაკულტეტის 49 წარჩინებული სტუდენტიდან არც ერთი არ წაუყვანიათ.თვითმმართველობასთან დაახლოებული პირები წაიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით ყველა თვითმმართველობის წევრს შეეძლო 4 კაცის დასახლება. ასე შეარჩიეს ანაკლიაში წასაყვანი სტუდენტები."- გვითხრა ლევან ლორთქიფანიძემ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, სპორტისა და ახალზრდობის სამინისტროს ანაკლიაში სტუდენტები სხვა უმაღლესი უნივერსიტეტებიდანაც მიჰყავს. რომელი პროგრამის ფარგლებში ხდება სტუდენტების ანაკლიაში ჩაყვანა და რა სახის ტრენინგები უტარდებათ მათ იქ, ამ კითხვით სპორტისა და ახალგაზრობის სამინისტროში ახალგაზრდობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალიტს შორენა შიუკაშვილს მივმართეთ. მისი თქმით, სამინისტრო ანაკლიაში პატრიოტისა და ლიდერთა სკოლის პროგრამებს ახორციელებს. "ლიდერთა სკოლის პროგრამა გვაქვს და პატრიოტების პროგრამა. რომელ პროგრამას გულისხმობთ ზუსტად ვერ ვხვდები"- გვითხრა შიუკაშვილმა და ანაკლიის პროექტების კორდინატორებთან დაკავშირება გვირჩია. პატრიოტის პროგრამის კორდინატორის უჩა ვარამშვილის თქმით, ანაკლიაში სტუდენტების ჩაყვანა პატრიოტის პროგრამის ფარგლებში არ ხდება, ამიტომ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა. ლიდერთა სკოლის კორდინატორ ამირან ქართველიშვილთა დაკავშირება კი ვერ შევძელით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, ანკლიაში ტრენინგზე ის ახალგაზრდული ნაციონალური ფრთის სიით მიდის, წელს ანაკლიაში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის" წევრებთან ერთად ტრენინგებს "ჩვეულებრივი" სტუდნეტებიც ესწრებიან. "წინა წლებში ამ სახის ტრენინგებს მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის" წევრები და აქტივისტები ესწრებოდნენ."- გვითხრა სტუდენტმა. "გამჭირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, ეკა გიგაურის თქმით, ანაკლიაში სტუდენტების დასასვენებლად ჩაყვანის ფაქტი იმ შემთხვევაში ჩაითვლება წინასარჩევნო მოსყიდვად, თუ იქ სტუდენტებს პრეზიდენტი, ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ხვდებიან და მოახლოვებული არჩევნების შესახებ ესაუბრებიან. "გააჩნია რა ფორმატში მიმდინარეობს შეხვედრები. რაზეა საუბარი იქ,კიდე მნიშვნელოვანია რით იყო გამოწვეული ეს და ტარდებოდა თუ არა ეს პროგრამა გასულ წლებშიც" - გვითხრა ეკა გიგაურმა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
Кандидатами на вхождение в совет по правам человека при президенте РФ называют Парфенова и Лазареву, а вот Шевчука и Улицкой нет в списке, который "тайно" составил глава совета, чем, по слухам, разозлил Кремль. А Путин тем временем раздосадовал некоторых своих давних соратников уступками "либеральной группировке". View the full article
-
ექსპერტთა კლუბი- მაჰაჩკალაში ФСБ–ს მაიორი მოკლეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
გუშინ გვიან ღამით დაღესტანის დედაქალაქში მოკლულია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი, – იტყობინება დღეს რუსეთის მასმედია.როგორც ცნობილი გახდა, დაღესტანის დედაქალაქ მაჰაჩკალაში, იმამ შამილის გამზირზე 43А სახლის ეზოში, ავტომანქანა Opel–ში ნანახი იქნა მამაკაცის გვამი, რომელსაც ჯიბეში ედო დაღესტანში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მაიორის პირადობის მოწმობა. სპეცსამსახურის თანამშრომლის გვარი ჯერჯერობით არ სახელდება. თავდამსხმელებმა მამაკაცს ესროლეს მაშინ,... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე -
Несмотря на официальное заявление, что в момент крушения самолет был полностью исправен, пресса продолжает настаивать на технических причинах трагедии. Как сообщили источники, близкие к расследованию катастрофы, следствие остановилось на приоритетной версии: лайнер мог рухнуть из-за проблем с системой кондиционирования. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg ლორა მანდევილი მილიარდერმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა შეერთებულ შტატებში რამდენიმე ლობისტური კომპანია დაიქირავა იმისთვის, რომ თავის მეტოქეს, მიხეილ სააკაშვილს პოზიციები შეურყიოს. საქართველოს წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ თბილისში არ მიმდინარეობს, არამედ პოტომაკის ნაპირებზეც, ვაშინგტონში. პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის დედაქალაქში ლობისტების არმია დაიქირავა და საკუთარი მეტოქის პოზიციების შესარყევად იანვრის შემდეგ K Street-ის ყველაზე სოლიდური კომპანიებისთვის უკვე დაახლოებით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი. მრავალრიცხოვან შუამავლებს შორის, ავტორიტეტულმა ფირმა Patton Boggs-მა უკვე დახარჯა 510.000 დოლარი 2012 წელს, მაშინ როდესაც კომპანიების National Strategies და BGR Group ბიუჯეტი ქართველი კლიენტისთვის – ერთის 160.000, მეორის კი 180.000 დოლარს შეადგენს – უჩვეულოდ დიდი ციფრი უცხოური ოპოზიციური პარტიისთვის. კამპანია პრესაში, ვიზიტები კაპიტოლიუმის ბორცვზე კონგრესმენებზე გავლენის მოსახდენად, შეხვედრები კვლევით ორგანიზაციებთან, რომლებიც საგარეოპოლიტიკურ კლიმატს ქმნიან, იმ მასშტაბურ ძალისხმევაზე მიუთითებს, რომელიც მიმართულია ამერიკის იმაში დარწმუნებისკენ, რომ მისი მოკავშირე დემოკრატიის კუნძული არ არის, როგორადაც თავს წარმოადგენს. „წლების განმავლობაში სააკაშვილი ძლიერ ლობისტებს იყენებდა… რომ დემოკრატიის ფასადი ეჩვენებინა. შემიძლია თავს უფლება მივცე და დავიქირაო ზოგიერთი ლობისტური კომპანია იმისთვის, რომ რეალური სურათი ვაჩვენო“, განაცხადა ივანიშვილმა New York Times-თან საუბრისას. მისი გუნდის გზავნილის თანახმად, საქართველოს ნატოსკენ სვლა არჩევნების პროცესის გამჭვირვალობამ უნდა განსაზღვროს. მთავრობის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Podesta-ს და Orion Strategies ყოველთვიური ჰონორარი – ერთის 50.000, მეორის კი 45.000 დოლარია. საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი ამტკიცებს, რომ „ამ ძალისხმევის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაცვაა. ჩვენი მოწინააღმდეგე კი ცდილობს საქართველოს იმიჯის შელახვას კონსტრუქცული წინადადების გარეშე“, ამბობს იგი. მაშინ როდესაც ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნაში დემოკრატიის დეფიციტია, მთავრობის გუნდი ოპოზიციონერის რუსულ კავშირებზე საუბრობს, რომელმაც თავისი $6.4 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა. „მე ვერ ვხედავ შეთქმულებას“, ამბობს იაკობაშვილი, „მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის ლობისტები და რუსული ლობი ჩვენს წინააღმდეგ ერთნაირ არგუმენტებს იყენებენ“. კარნეგის ფონდის თანამშრომელი და კავკასიის საკითხების ექსპერტი თომას დე ვაალი „ლეგიტიმაციისთვის ბრძოლაზე“ საუბრობს. „ვაშინგტონი ქართული პოლიტიკის არბიტრად იქცა“. უფროსი რუსი ძმის მუდმივი ყურადღების ფონზე სააკაშვილის მთავრობისთვის ამერიკასთან ურთიერთობა გადარჩენის საშუალებად იქცა. მართალია, უმცროსი ჯორჯ ბუშის დროს ეს ურთიერთობა გაცილებით მჭიდრო იყო, თუმცა თბილისის მხარდაჭერას, რომელიც რეგიონში „საუკეთესო მოწაფედ“ მიიჩნევა, პრეზიდენტი ობამაც განაგრძობს. თუმცა თეთრ სახლს სურს, რომ რეჟიმი დემოკრატიიზაციის გზით წავიდეს, განსაკუთრებით რეგიონებში. საქართველოს ხელისუფლება კი თავის მხრივ აცხადებს, რომ სრული გამჭვირვალეობის ადვოკატირება, ნაივური მიდგომაა, რითაც შეიძლება გზა გაეხსნას მოსკოვის „მხარდაჭერას“, რამაც მათი დასავლური პროექტი შეიძლება ჩაშალოს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg იზაბელ რასელი „გაზპრომის“ მძლავრი აქციონერი მილიონებს ხარჯავს და ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ 2013 წლის არჩევნებში პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს. ბიძინა ივანიშვილმა მისი ფუტურისტული სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციის პირდაპირ ააგო, თუმცა უფრო მაღლა. ბორცვზე უზარმაზარი თეფშის მსგავსი ასაფრენი მოედანია. ის მავთულხლართებით და კამერებითაა აღჭურვილი. ქვევით, დედაქალაქ თბილისის ცენტრში, რუს-ქართველ ორიგარქს, რომელსაც ფრანგული პასპორტიც აქვს, ყველგან თანამედროვე შენობები აქვს აგებული. მან დააფინანსა ასევე კოლოსალური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში განათებულია. ის აფინანსებს მის მშობლიური სოფელ ჭორვილას, უნივერსიტეტებს და მუზეუმებს; აღადგინა საავადმყოფოები და სკოლები. სოფლის ცენტრში მისი თანამედროვე სასახლეა, ზოოპარკით, საადაც კენგურუები, პინგვინები და ლემურები არიან. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ქარიშხალივით შემოიჭრა. ივანიშვილმა, რომელიც 2005 წელს დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც სსრკ-ს დანგრევის შემდეგ ქონება მალევე დააგროვა, განაცხადა, რომ არჩევნებში „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს, ქარიზმატულ და პროდასავლელ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდება, და წინასაარჩევნო კამპანიის სამსახურში საკუთარი უზარმაზარი ქონება ჩართო: 6.4 მილიარდი დოლარი Forbes-ის თანახმად, რაც საქართველოს ბიუჯეტზე (5,7 მილიარდი დოლარი) მეტია. 27 მაისს მისი მოწოდებით თბილისის ქუჩებში ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა. ეკლესიის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქმა ოპოზიციის ნაწილი გააერთიანა. მან პირობა დადო, რომ შეცვლის დღევანდელ პრეზიდენტს, რომელმაც მისი ქვეყანა დაანგრია და რომელსაც კონსტიტუცია უკრძალავს მესამე ვადით კენჭისყრას 2013 წელს. რამდენიმე თვეში, 56 წლის მილიარდერმა შეძლო ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია თავისი შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობებით და თავი გაითავისუფლა პროფესიონალური ეთიკის წესებისგან. ის არ იშურებს საჩუქრებს, ტელევიზორებს, ჭურჭლის სარეცხ და სარეცხ მანქანებს მისი მშობლიური რაიონის მცხოვრებთათვის. ქუთაისის მცხოვრებლებს „ოცნების ბარათებზე“ ისეთი სურვილების მითითება შესთავაზეს, რომლის ახდენაც 600 ევროზე მეტი არ ეღირება… კრემლიდან მართული? ხელისუფლების წარმომადგენლები ოლიგარქს საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობებში ადანაშაულებენ, რადგან ივანიშვილი მათ ხელფასების გაზრდას სთავაზობს. ახლახანს ის 90 მილიონი დოლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ საკუთარი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებისთვის „უკანონო შემოწირულობებს“ ახორციელებდა. როდესაც მან ქართული კამპანიის დაფინანსებისთვის საკუთარი აქტივების ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა, ეს პროცესი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებს შორის ხორციელდებოდა, „საბაზროზე 50% ით მაღალ ფასად“, აცხადებს ამ საქმში კარგად გარკვეული ერთ-ერთი პირი. „რუსი ოლიგარქები, რომლებსაც ხელისუფლება არ სწყალობს ცუდად ამთავრებენ. ისინი ან ნადგურდებიან ან იძულებით ემიგრაციაში მიდიან. შეუძლებელია ამხელა ფულის შენარჩუნება და ეკონომიკური იმპერიის გაფართოვება ხელისუფლებისადმი ერთგულების გარეშე“, მიაჩნია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მისი წინასაარჩევნო პროგრამაც, რომელსაც პრეტენზია აქვს „შელახული თავისუფლებების“ აღდგენასა და საქართველოს მთავრობის „ავტორიტარიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე მოსკოვისკენაა მიმართული. ივანიშვილს საქართველოს ნატოსგან ჩამოშორება და რუსეთთან დაახლოება სურს და ამას ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს. „2008 წელს საქართველომ დამარცხებისთვის განწირული ომი დაიწყო რუსეთთან, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. რუსეთის ულტიმატუმი მკაფიოა: ნატო ან დაკარგული ტერიტორიები“, ამბობს ის. ამ მომენტისთვის, საზოგადოებრივი კვლევების თანახმად ივანიშვილი აგებს, თუმცა მან ახლახანს დაიწყო საკუთარი რესურსების ხარჯვა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-analitNEW-mindvrebi.jpgთბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქინფორმს ატყობინებს, აფბა პროექტ „ქართული სოფლის“ პრეზენტაციას აწყობს.<span style="font-size: 10pt;" />აფბამ გადაწყვიტა, რომ დროა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცარიელ განცხადებებს ამ თემაზე ბოლო მოეღოს და კონკრეტული კონცეფცია დაიდოს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის – სოფლის გადასარჩენად. „ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით პროვოცირებული სოფლის დაცლა მოსახლეობისგან სავალალო შედეგით დასრულდება. მექანიკურად შესაძლებელია სოფლად მცხოვრებთა რიცხვი 15-20%-მდე შემცირდეს, მაგრამ ქალაქებში ჩამოსულ მოსახლეობას არ დახვდება სამუშაო ადგილები ქალაქებში, აღმავლობის გზაზე დამდგარი ეკონომიკა და იგი იძულებული გახდება, საზღვარგარეთ წავიდეს. შედეგად მივიღებთ უმართავ და გაუაზრებელ მიგრაციულ პროცესებს“, – მიაჩნიათ ორგანიზაციაში. საქინფორმი
-
22:25 20.06.2012 2012 წლის 21 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან 2012 წლის 20 ივნისს კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, რაც თითქოსდა ვლინდება „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ მომხმარებლისათვის სატელევიზიო ანტენების დაყენებაში. http://2.bp.blogspot.com/-xCZrTH79Zu4/T-Nm-CTwelI/AAAAAAAAHdo/WBB-4ps7eng/s200/mediagaertianeba.jpg ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურის აღნიშნული ქმედება არის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული. პროკურატურა, ისევე როგორც იუსტიციის მთელი სისტემა, ხელისუფლების ხელში იქცა პოლიტიკური ოპონენტების დევნის, საკუთარი ხალხის დაშინებისა და თავისუფალი პრესის მიმართ რეპრესიების გატარების იარაღად. სრულიად ცინიკური და უზნეოა პროკურატურის განცხადება, რომ თითქოსდა აღნიშნული ყადაღის მიზანია „მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა“. სწორედ რომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მცდელობა და მოწოდება, რაც შეიძლება გააფართოვოს აბონენტთა რიცხოვნული და გეოგრაფიული არეალი, უწყობს ხელს თითოეულ მოქალაქემდე ალტერნატიული და მრავალმხრივი ინფორმაციის მიტანას. “სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ კატეგორიულად გმობს ხელისუფლების მცდელობას გახადოს მედია მის მიერ მართული და უკანონო და არასამართლიანი გზებით, ფაქტობრივად ტერორის გამოყენებით გაანადგუროს კონსტიტუციურად აღიარებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება. “სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ მის ხელთ არსებული ყველა ლეგიტიმური საშუალებით წინ აღუდგება თავისი წევრი მედია-სუბიექტების, და მათ შორის „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" კანონიერი უფლებების შეზღუდვას. 2012 წლის 21 ივნისი http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პროკურატურას მედიაკომპანიების მიმართ განხორციელებული ქმედებების გამჭვირვალობისა და პროპორციულობისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია ამ მოწოდებით კომპანია „გლობალ TV”-ის სატელიტური თეფშების დაყადაღების ფაქტს გამოეხმაურა. 21 ივნისი, 2012 - 21:27 21 ივნისი, 2012 - 21:27 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/gpi_0.jpg სრული ტექსტი View the full article
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ივნისს კომპანია „მედია ჰაუს დეკომისა“ და რადიო „ჰერეთის“ საკითხი განიხილა. მოსამზადებელ პროცესზე „მედია ჰაუს დეკომის“ მხარემ „ჰერეთის“ მოთხოვნის საფუძველზე კომპანიის მფლობელების შესახებ დოკუმენტები წარმოადგინა. 21 ივნისი, 2012 - 20:51 21 ივნისი, 2012 - 20:51 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/dekom_logo_0210_02-02_0.jpg სრული ტექსტი View the full article