http://7days.ge/index2.php?newsid=2390 აქ დღიურებია დაბეჭდილი აფხაზეთის ომის, ბოლომდე ვერ წავიკითხე, ცუდად გავხდი, ეს რეები გამოიარა ხალხმა ....... ნაწყვეტი დღიურიდან: ,,უხ, მე ამათი ომის დედა ვატირე. თვითონ ღორებივით სუქდებიან აქედან გაზიდული ტუშონკებითა და მანდარინით. ხალხს, დაჭრილებს ყრიან თვითმფრინავებიდან, რომ გასაყიდი საქონელი გაიტანონ თბილისისა და ერევნის ბაზრობებზე. და ეხლა არავინ მითხრას, რომ ჩვენი პოლიტიკოსებიც არ იღებენ ამაში ფულს. ვინ რას წაგაღებინებს ისე. ფორმებს 200 ათას მანეთად ყიდიან – პირდაპირ შტაბებში, ბუშლატებს ყიდიან, ფეხსაცმელს ყიდიან, იარაღსაც კი ყიდიან. მე თქვენი კაცობა ვატირე. ამ ფულის ნახევარი გადაიხადეთ და მთელ რუსის ჯარს იყიდით, ეხლა გატყავებულ ბავშვებს სარებზე რომ გიბნევენ აფხაზებისგან აღებულ მაყუთში."