მოკლედ ასე დავიწყებ ვინმესთვის გაუგებარი რომ არ გახდეს ჩემი გაგება პოლიტიკის მიმართ. არ მაინტერესებს პოლიტიკა აქედან გამომდინარე არც პილიტიკოსი ვარ! მაგრამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამაჩნია ჩემი აზრი. რუსეთი დამპყრობელი ქრისტიანული ქვეყანაა, უფრო დავაზუსტებ რუსეთის ხელმძღვანელები არიან დამპყრობლები. უფრო დავკონკრეტდები და გეტყვით რომ რუსეთის მისიაში ჩემის აზრით არა საქართველოს მიტაცება არამედ მისი დაკნინება და დამორჩელებაა.რატომ? იმისთვის არა რომ ჩვენ მათ კონკურენციას ვუწევთ ან მათთვის საშიშროებას წარმოვადგენთ (მარტონი) არამედ, იმიტომ, რომ მათი ხალხი ჩვენთან ვერ მოვა (ჩენ მენტალიტეტთან) შურთ ჩვენი და უნდათ დაგვიმტკიცონ რომ გვჯობიან. ავიღებ სააკაშვილს მას არ მისცა თავისმა მენტალიტეტმა უფლება რომ რუსეთს დაჰყოლოდა და დამორჩილებოდა ომის დროს (თუმცა იცოდა რომ ამ ომში მარტონი ვიყავით) ეს აღიზიანებს რუსეთს (პუტინს). მათ აღიზიანებთ ის რომ სააკაშვილმა იძულებული გახადა კანონიერი ქურდები გასულიყვნენ საქართველოდან და შეეფარებინათ რუსეთისთვის თავი ისინი კი მათ ვერ აკონტროლებენ. რუსებს ეშინიათ იმის რომ ერთ დღესაც ნატოს წევრი ქვეყანა გავხდებით (ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის) და მისი მეზობელი ქვეყანა (პატარა საქართველო) მისთვის უკვე საფრთხის მომცველი გახდება. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო რატომ იკავებენ თავს რომ ჩვენ გაგვაწევრიანონ ნატოში? იმიტომ რომ იციან რაც მოყვება ასმას (მსოფლიო ცივი ომი) შეიძლება ცხელიც. ხალხო გამოიტანეთ დასკვნა თუ გავხდით ალიანსის წევრი ამ ცივი თუ ცხელი ომის პირობებში პირველი ტალღები რუსეთიდან ჩვენ გადაგვივლის. ეს კი სრულიად საკმარისია ჩვენი განადგურებისათვის. ახლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნა საით ჯობს. არც იმის საშუალება გვაქვს რომ ვთქვათ "არსაით"