არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა... *** გადის ცხოვრება, გადის... მაისი თრთოდა სხვადასხვა ფერად, მოხვედი, ჰოდა: ვიყოთო ერთად... უსიტყვოდ გენდე (ნეტავ ვინ მთხოვა?) და იმის შემდეგ არ წყდება თოვა... ცხოვრება გადიიიის... დადეთ ლექსები