Jump to content
Planeta.Ge

sexi-bicola

პლანეტელი
  • პოსტები

    118
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

Profile Information

  • Gender
    Male

sexi-bicola'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. მაქედან თუ რამე სარგებელს იღებს მაშინ ყველაზე ჭკვიანი ყოფილა :nekro:
  2. ნინო ჭელიძემ სახელი პრეზიდენტის ფოტოების კოლექციონერობით გაითქვა. "ფეისბუქის" მის გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ორი ათასამდე ფოტოს ნახავთ. თუმცა მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციასა და "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე გამოჩნდა, ხმა დაუგდეს, მიშას უღალატა და ივანიშვილის ფოტოების შეგროვება დაიწყოო. ნინო ფორუმზეც აქტიურობს და თავისი "ნიკით" ბევრს აკვირვებს... - ნინო, "ფეისბუქით" ცხოვრობ, რო­­გორც გატყობ... - ეს ჩემი საქმეცაა. ზაფხულში გავაკეთე ბლოგი "მე რეპორტიორი". თავიდან ჩემი ჯიბიდან ვხარჯავდი ფულს ამ ბლოგისთვის, მერე "აირექსის" კონკურსში გავიმარჯვე, დამიფინანსეს პროექტი, რომ რეგიონებიდან მიმეღო ინფორმაცია და განმეთავსებინა ბლოგზე. დღეში მინიმუმ ცხრა საათი "ფეისბუქზე" ვარ. ტელევიზორს, ფაქტობრივად, არ ვუყურებ, ინტერნეტიდან ვიღებ ყველა ინფორმაციას. - მეგობრებიც ისეთი გყავს, ინფორმაციის მიღება არ გაგიჭირდება. ოპოზიციის ლიდერებთანაც მეგობრობ... - ნორმალური ურთიერთობა მაქვს დავით ზურაბიშვილთან. ჩემი საყვარელი მეგობარია პაატა ზაქარეიშვილი. - და პარალელურად პრეზიდენტის ფოტოებს აგროვებ... - არა, მიშას ფოტოების შესაგროვებლად აღარ მცალია, არადა, ამით გავითქვი სახელი. ეს უფრო აინტერესებს ხალხს, ვიდრე ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მერე დავიწყე სადარბაზოს შესასვლელების ფოტოების გადაღება და შეგროვება. ზაფხულში ჩამოვიარე ვორონცოვზე და უძველესი სადარბაზოების შესასვლელებს ვიღებდი. აღმოვაჩინე, რომ ესეც ჰობიდ მექცა. ზოგი ისეთი კარი გადავიღე, რომელიც, ზუსტად ვიცი, რამდენიმე წელსაც ვეღარ გაძლებს. გული მწყდება, რომ არ უვლიან. უნიკალურ ჩუქურთმებსაც წავაწყდი. - ხმა გავრცელდა, ბიძინა ივანიშვილის ფოტოების შეგროვება დაიწყოო... - არა, ეგ ტყუილია. ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, მაგრამ არ არის მართალი, ჭორებს მივრცელებენ. - ისიც ჭორია, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე იყავი? - კი, ვიყავი. დავუკავშირდი ირაკლი ტრიპოლსკის, ავუხსენი, რომ ჟურნალისტი არ ვარ და იქ ყოფნა და ფოტომასალა ჩემი ბლოგისთვის მჭირდებოდა. გავიარე აკრედიტაცია და პირველ პრესკონფერენციაზე მივედი. სხვათა შორის, ყველაზე კითხვადი აღმოჩნდა ის შთაბეჭდილებები, რომელიც დავწერე. 22 საათში ხუთი ათასმა ადამიანმა წაიკითხა. მას მერე "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზეც ვიყავი. კარგ ადგილას აღმოვჩნდი, ბერას გადავუღე ფოტოები, რომლებიც დღემდე მოსწონთ მის ფანებს. - ამასობაში პოლიტიკური შეხედულება ხომ არ შეგეცვალა? - არა, მაისის აქციებზეც დავდიოდი, სოლიდარობის აქციებზე ვიარე, მაგრამ პოლიტიკური შეხედულების გამო არ მივსულვარ. უბრალოდ, განსხვავებულ კადრებს ვეძებდი. მაგალითად, გადავიღე ძალიან საყვარელი ბებო წითლებში, წითელი ბერეტით. - უიტნის გარდაცვალებას უცნაური პოსტით გამოეხმაურე... - აა, "ლარ-ლარი გადმომაწოდეთ ვენოკისთვისო", რომ ვწერდი? ჰო, ძალიან უცნაურია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვებები 10-წუთიან სიუჟეტებს უძღვნიდნენ ამ ამბავს. ველოდებოდი, მალე იტყოდნენ, ბებია ქართველი ჰყავდაო. ლოგიკური შეკითხვა გამიჩნდა, წლების მერე ნანი ბრეგვაძესაც ასე დაიტირებთ-მეთქი და ეს ხმამაღლა ვთქვი. - სამსახურს ეძებ, გავიგე... - სამსახური მაქვს ბლოგის სახით, მაგრამ მინდა კიდევ დამატებითი სამუშაო, იმიტომ, რომ ოჯახში ერთადერთი შემომტანი ახლა მე ვარ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო და ორი ძაღლი. მთელი ცხოვრება გინახავენ, გაჭმევენ, გასწავლიან. მერე დგება დრო, როცა ოჯახს უჭირს და პასუხისმგებლობა შენც უნდა აიღო საკუთარ თავზე, ორი პური მაინც უნდა იყიდო და მიიტანო ოჯახში. - ამას წინათ შენს ერთ-ერთ პოსტს ვკითხულობდი, როგორ რეცხავდა მამა ჭურჭელს და როგორ წუწუნებდა იმაზე, რომ ამდენი ქალი ჰყავს სახლში და ამ საქმის კეთება მას უწევს. პურის შეტანას, არ ჯობდა, ჭურჭელი დაგერეცხა? - (იღიმება) მამაჩემი იშვიათი კაცია, არასდროს მდგარა "ბირჟაზე", არ სვამს და მთელი ცხოვრება შრომობს. როცა მარტო დედა მუშაობდა ოჯახში და მთელი ოჯახი მის ხელფასზე ვიყავით დამოკიდებული, მამა მაჭმევდა, გაკვეთილებს მასწავლიდა, სადილს მიმზადებდა, გრძელი თმა მქონდა და ნაწნავებს მიკეთებდა. - და ამიტომ უნდა არეცხინო ახლა ჭურჭელი? - მახსოვს, ჩემთვის სწავლის ფული რომ გადაეხადა, მამამ არ იყიდა ფეხსაცმელი, გამოჭრა მუყაო, ჩააფინა გახვრეტილ ფეხსაცმელში და ასე დადიოდა, ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ მეც უნდა გადავუხადო ამაგი. აღმოვაჩინე, რომ რაღაც ყავა უყვარს მამაჩემს, რომელიც საკმაოდ ძვირი, 5 ლარი ღირს. 2-3-ჯერ ვიყიდე და მივიტანე. ამიტომაც მინდა კიდევ ერთი სამსახური, რომ ჩემი შემოსავალი ოჯახს მოვახმარო. ახლა ამას წაიკითხავენ ჩემი მშობლები და თვალზე ცრემლი მოადგებათ, ეს რა შვილი გაგვიზრდიაო (იცინის), მაგრამ არ ვხუმრობ, მართლა ასე ვფიქრობ. - შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? - არაფერი, რამე რომ ხდებოდეს, ვალენტინობა დღეს თქვენთან რედაქციაში რა მინდა (იცინის). - "სექსი ბიცოლას" ნიკით ხარ ფორუმზე, რატომ? - ეს იდეა ტრანსპორტში გაჩნდა. ერთხელ სამარშრუტო ტაქსიში ამოვიდა ფუმფულა, დაახლოებით 50 წლის ქალი. გვერდულად გაიარა, მაგრამ მაინც მოახერხა და ცალი გვერდი წამაცალა, ლამის უკანალი დამადო ზედ. ასეთი ქალები, ანუ ასაკიანი დეიდები, მამიდები და ბიცოლები სექსუალურები არ არიან. ანუ, ასაკში რომ შედიან, თავს აღარ უვლიან. ეს ჩემი შავი იუმორია. ბიცოლა სექსუალური ვერ წარმომიდგენია და ამიტომაც დავირქვი ეს სახელი. ნინო მჭედლიშვილი ჟურნალი "რეიტინგი" (გამოდის ორშაბათობით) წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/48463-rogor-mokhvda-qseqsi-bicolaq-bidzina-ivanishvilis-preskonferenciaze.html#ixzz1n1hUUhqY
  3. აქ არავინ პსოტავს ხოო პლანეტაზე ასეთი თემები არ აინტერსებთ :nekro:
  4. იუმორი დაკარგე? ამ თემას რავი აქ რა უნდა ხო ჰქივა საზოგადოება და გავხსენი მეც პოლიტიკაში და საზოგადოებაში თემა რა არ ვარ საზოგადოება? :nekro:
  5. აღშფოთდნენ რავი რატომ როგორ უყვარდებათ ქალებს კაცები ? მაწანწალა თუ გინდ უპატრონო ძაღლების რამდენიმე სახეობა არსებობს. პირველი მათგანი კუდ ამოძუებეული და ხერხემალ აწეული გადარბის ქუჩაზე. ამავე პოზაშია, როცა ადამიანს ხედავს და გაურბის. შიში ადამიანისადმი მას წარსულიდან მოსდევს, როგორც ხშირად მის მხირდან წვალება, ამიტომ ნაგავშიც მარტო იქექება და ადამიანის გადაგდებულ საჭმელზეც ფრთხება. ბუდეს ადამიანთათვის რთულად მიღწევად ადგილზე იკეთებს, სადაც მარტო იძინებს და მარტო იღვიძებს. ასეთი ტიპის ძაღლი ხშირად ბანალური, უეცარი შემთხვევით ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლეს. მეორე კატეგორიის მაწანწალა ძაღლი იშვიათად დაძრწის კუდ ამოძეუებული . ქუჩაში ყველაფერს ყნოსავს. აქა-იქ სხვა ძაღლებთანაც ამყარებს კონტაქტს. მას იშვიათად აშინებს ადამიანი, რომელიც ეჩხუბება. ამ დროს ის ცოტა გვერდულად, განზე გადის, თან შეხედავს მის დამშინებელს და მერე ფეხ-აჩქარებით გავილის. ასეთ ძაღლს შეუძლია გემრიელი საჭმლის სუნ გამომავალ ცელოფნის პარკსაც აეკიდოს და ადამიანისგან მუქარის შემთხვევაში მცირედით დაფრთხეს, შეჩერდეს და მერე ისევ განაგრძოს გზა. ასეთ მაწანწალას როცა ადამიანი რამეს გადაუგდებს ის ჯერ ჩერდება, აკვირდება მას, შემდეგ ნელა უახლოვდება, სუნავს საჭმელს, მერე ისევ გადმომგდებელს ახედავს და ხშირად იქამდე არ იწყებს ჭამას სანამ ის ადამიანი მის ტერიტორიას არ მოსცილდება. გარშემომყოფების მიმართ გასნაკურებული და უმიზეზო აგრესია არ გააჩნია,ამიტომ ზოგჯერ უმართლებს, იცის ადგილები სადაც უნდა მივიდეს და საჭმლის გადმოგდებას დაელოდოს. ასეთი ტიპის მაწანწალა ძაღლი ბევრს დაძრწის და ზოგჯერ დიდხანს ცოცხლობს. მესამე კატეგორის უპატრონო ძაღლი შეიძლება თქვენც ხშირად აგკიდებიათ. მას ადამიანების არ ეშინია , მეტიც, თუ რამეს აჭმევს პატრონად აღიქვამს. თუ გახარებული ძაღლი უჯიშო აღმოჩნდა და სიმაღლის გამო ვერ ახტება გამომკვებს, მაშინ კუდის ქიცინით მუხლებთან რკალისებურად მიეკრობა. თუ ვინმე, სხვა ადამიანი გამოჩნდება ვინც მას საჭმელს გადაუგდეს მასაც ისევე პატრონად აღიქვამს როგორც სხვას. ამ კატეგორიის ძაღლი ყველას ერთგულად იპატრონებს. არც მაწანწალა ძაღლები აშინებს და იშვიათად ყეფს. ამ ტიპის უპატრონო ძაღლი ცხოვრებას სხვადასვანარიად ამთავრებს. აი, ასე უყვარდებათ ქალებს კაცები. http://www.ireporter.ge/?p=25370
  6. არ აუღიათ ინტერვიუ იღადავეს რა ვითომ აიღეს და დაწერეს აი ეგ ლინკი რო დავდე მანდ ნახე
  7. მე იმაზე ვიღადავე რომ ზოგმა სერიოზულად მიიღო და ვაიმე ეს რა არის მე ამაში 20 თეთრსაც არ მივცემ პოსტები დაწერეს :nekro:
  8. აუ არ ვიცი რამდენიემ ფორუმელი აკეთებს ამ საღადაო ჟუნრალს რაა ხოდა დებენ მგონი თვეში რამდენჯერმე :nekro:
  9. ფორუმელებმა რომლებიც ვითომ უშვებენ ვითომ ჟურნალს "ნამდვილ შოკოლადს" ვითომ აიღეს ინტერვიუ ჩემთან - მე, საძულველი პროფესიის ადამიანი და ახალ ნომერში დაბეჭდეს მოკლედ, იხალისეთ სანდომიან ბიცოლაზე http://www.scribd.com/doc/81309533/MarTla-Shokoladi-3
  10. ისე კარგს იზამთ დაალაიქეთ ჩემი ფეიჯი და გაიგებთ რას ვაკეთებ ყოველ დღე რითი ვერთობი და ა.შ
×
×
  • შექმენი...