Jump to content
Planeta.Ge

revazovich

პლანეტელი
  • პოსტები

    9
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი revazovich

  1. ვივატ,ბრავო,ურა,ვაშაააააა! საქართველოს პუტინიზაცია-მაოიზაცია-თურქმენბაშიზაცია წარმატებით დასრულდა! ერის ცახესიზაციას ცალკე გილოცავთ! ქართულ ეროვნულ უზნეობაში მყარად ჩამდგარმა ნაცმომ ახალი, კიდევ უფრო ძლიერი ფესვები გაიდგა... გასრულდა მათი (ფსევდო-ოპოზიციის) ამბავი, ვითარც სიზმარი ღამისა, წავიდნენ, განვლეს სოფელი (არჩევნები, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა....
  2. "მიშამაც იზეიმოს და ხალხმაც, თუ ან ერთს ეზეიმება და ან მეორეს".. ეეეჰ, მიშა 7 წელია ზეიმობს, ხალხისა კი რა მოგახსენო..... მიშა ბუფეტების გახსნაზეც ზეიმობს და აუზის ლენტის გაჭრაზეც... სულ ვეძებ ამ კითხვაზე პასუხს: - რამდენია საქართველოს მოსახლეობა, ჰა? გასწი-გამოწი 3,5 მილიონი....ბოლო 7 წლის მანძილზე, განსაკუთრებით აგვისტოს შემდეგ, რა ოდენობის ტრანშები,დოტაციები და კრედიტები შემოვიდა? ამას დაამატე უცხოეთში გადახვეწილი ხა- ლხის მიერ მათი ოჯახებისთვის გამოგზავნილი ფული...და ამის ფონზე საქართველოს მოსახ- ლეობის 78% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, 75% უმუშევარია, 10 სულ მოსახლეზე ერთი ნარ- კომანია. ეს არის საზეიმო? - მშიერი, დაუსაქმებელი, ავადმყოფი ერი ვართ. მართლა რა გვეაღლუმება?!
  3. ვერ დაგეთანხმები დირე, ბრალია და მერე როგორი! ომს იარაღი არ იგებს მხოლოდ, არც მარტო მთავარსარდალი, ომს სიყვარული იგებს. ჭაბუას პერიფრაზირებას გავაკეთებ: შენ მომხდურ მტერს იმიტომ კი არ კლავ, რომ ფერი არ მოგწონს მისი,სახლში რომ შემოგივარდა და კერა დაგიწიოკა, შენ რაც და ვინც გიყვარს - მოგიკლა, უმ- ანკობა გაგიბახა,წინაპრის ძვლები საფლავიდან ამოგიყარა, ამიტომ არღვევ "არა კაც ჰკლას" პრინციპს და მტრის სისხლში იბან ხელს..ამას სიყვარული და სულიერება სჭირდება, ის ყბადაღებული სამხედრო მორალი, რაც ასე წარმატებით ჩამოართვა ჯარს მისმავე მთავარ- სარდალმა 2009 წლის 5 მაისს, როცა მის წინ ციხის სუჩარებივით თავჩაქინდრულ და თვალებ- დახრილ ჯარისკაცებს დუჟმომდგარი ეკითხებოდა: "ვინ დაქოქა ტანკი" იმ რაკომ წაკუზული ოფრობიდან ერთიც არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი მეომარი, რომ გაბედა და გაეცა ვაისარდლისთვის ღირსეული პასუხი. მერე იგივე შმოები კობალაძის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას ერთმანეთს ასწრებდნენ.ისინი,ვინც იკაცა და პირი და მეომრის სახელი არ შეირცხვინა - ან დაიჭირეს ანდ გააგდეს ჯარიდან.გამოდის, რომ ქართველმა ერმა სუჩარების და შმოების არმიას და მათ შნირ მთავარსარდალს უნდა გაუმართოს აღლუმი?
  4. მოგესალმებით და თუ ნებას მომცემთ, მეც ჩავერთვები თქვენს პოლემიკაში. - ჯარი სახელმწიფოს ერთერთი ატრიბუტია და თუ აქედან გამოვალთ, დღეს ქათული ჯარი სწორედ ისეთია, როგორც ქართული სახელმწიფო: - უფლება აყრილი და ღირსება შელახული.... - სწორედ ისევეა მიწაზე მუცლით გართხმული, როგორც მისი მხედართმთავარი.... - სამხედრო პარადი (აღლუმი) გამარჯვებულთა პრეროგატივაა და ეს ასე იყო ცეზარის დროიდან - ჯარისკაცი სიმბოლო მეომრული სულის, პატრიოტიზმის,ურთიერთგატანის - ვინც ე.წ. "მუხროვანის პროცესს" შორიდან მაინც ადევნებდა თვალს, აშკარა იყო, რომ ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის,სამი ომის მონაწილე გმირის, ხელისუფლების მიერ ასასინებული გია კრიალაშვილის წინააღმდეგ მხილებების მიცემით დაწინაურებული გენერლები და ოფიცრები არ არიან ისინი, ვისაც ერმა აღლუმები უნდა გაუმართოს.... - მხოლოდ ერთ სემთხვევაშია გამართლებული ეს აღლუმი: - თუ საბოლოოდ შევეგუეთ იმას,რომ სააკაშვილი და ნაცმოა ერიც,ბერიც და სახელმწიფოც, მაშინ დავეწყოთ ფლანგებად მიშას მოძრავი ტრიბუნების წინ სრულიად ქართველები,თავზე ფერფლი დავიყაროთ და ვაღიაროთ: - ვივა ცეზარ, დასაღუ[ავად განწირული ერი გესალმება შენ! ქვეყნის მთავარსარდალმა ამისთვის ყველაფერი გააკეთა!
  5. ამონირიდი http://regnum.ru/news/1284123.html "Грузия готова начать диалог с Россией без предварительных условий. Об этом заявил экс-президенту Польши Александру Квасьневскому министр иностранных дел Грузии Григол Вашадзе. "Вашадзе сказал мне сегодня, что Грузия готова без каких-либо предварительных условий в любом месте и в любое время начать переговоры с Россией", - отметил Квасьневский, добавив, что данное заявление главы МИД является "очень серьезным сигналом со стороны Грузии". Бывший глава польского государства выразил готовность передать лидерам европейских стран о намерении грузинской стороны вести диалог с Россией, "так как Европа может оказать серьезное содействие и помощь процессу начала переговоров между Грузией и РФ".
  6. მაპატიეთ თუ თქვენს აღშფოთება-აღტკინებას ვერ გავიზიარებ ჰომოსექსუალიზმის ბედით საქართველოში. ამონირიდი http://regnum.ru/news/1284123.html "Грузия готова начать диалог с Россией без предварительных условий. Об этом заявил экс-президенту Польши Александру Квасьневскому министр иностранных дел Грузии Григол Вашадзе. "Вашадзе сказал мне сегодня, что Грузия готова без каких-либо предварительных условий в любом месте и в любое время начать переговоры с Россией", - отметил Квасьневский, добавив, что данное заявление главы МИД является "очень серьезным сигналом со стороны Грузии". Бывший глава польского государства выразил готовность передать лидерам европейских стран о намерении грузинской стороны вести диалог с Россией, "так как Европа может оказать серьезное содействие и помощь процессу начала переговоров между Грузией и РФ".
  7. ============================================================================== საფრანგეთის რევოლუციამ მაგ დეკლარაციის მიღების შემდეგ ასი ათასობით ფრანგ მოქალაქეებს საჯარო ეგზეკუცია მოუწყო თავისუფალი რესპუბლიკის სახელით. ეს ისე, ინფორმაციისთვის. საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანომ რამოდენიმე წლის წინ ჩადრით - ე.წ. ბურკით სახელმწიფო სამსახურში მოსვლა კანონით აკრძალა. აშშ-ში მაგალითად სატანიზმი კანონგარეშეა გამოცხადებული.
  8. ნწ,ნწ,ნწ! ლაშა ბატონო, არა მგონია, სწორი და ეთიკური იყოს საპტრიარქოს განცხადების თქვენეული შეფასება. მაგრამ მეორეს მხრივ, თქვენ ალბათ დეისაძის პათოლოგიური ინსტიქტების კრებულს კლასიკად მიიჩნევთ და სხვაგვარი დამოკიდებულება არც არის მოსალოდნელი. ჩვენი საზოგადოების ნაწილის სამწუხაროდ, დეისაძის სირობა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულების კოდექსად იქცა, მაშინ, როდესაც ეს მხოლოდ ერთი უნიჭო მწერლის ეპატაჟური გამოხტომაა და მხოლოდ იმისთვის არის განკუთვნილი, რომ საზოგადოებრივი აზრის შოკირე- ბით მიიღოს კლასიკოსის დაფნის გვირგვინი. თქვენი პოსტიც ამგვარი გამოხტომაა, განსხვავებულობის პრეტენზიით. ამასობაში კი ის გავიწყდებათ, რომ ერთი პიროვნების თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც მეორე ინდივიდის იწყება.
×
×
  • შექმენი...