პოლიცია გორიდან ისე გაიპარა, რომ არავინ გაუფრთხილებია. მითუმეტეს ხალხის ევაკუაციაზე არც უფიქრია. ისე გაიპარა, რომ იარაღის წაღებაც დაავიწყდათ. დაუცველმა ხალხმა პოლიციელების იარაღი საკუთარი თავის დასაცავად აიღეს. პოლიცია დაბრუნდა და პირველ რიგში, იმავე საღამოს ამ ხალხს მიადგნენ. "ბოდიშიო ვერ დაგიცავით" კი არა.... დააპატიმრეს და 15-16 წელი აჰკიდეს. ,,თავდაცვისთვის დასჯილები” – ჟურნალისტური გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს ნებისმიერი საშუალებით თავდაცვისკენ მოუწოდა, გორის სასამართლომ საკუთარი თავდაცვისთვის იარაღის აღებისთვის 2 გორელ ახალგაზრდას 15 და 16 წელი მიუსაჯა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ სასამართლომ არც საომარი მდგომარეობა გაითვალისწინა და არც მოწმეების, მონათხრობი, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იარაღის აღება თავდაცვის მიზნით მოხდა. აღნიშნული ფილმის პრეზენტაცია გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. პრეზენტაციას ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სტუდია ,,მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების ჩვენების შემდეგ დისკუსიაც მოეწყო. აი აქ თვითონ ფილმსაც ნახავთ http://qartli.ge/web/5518