Jump to content
Planeta.Ge

ია ანთაძე

პლანეტელი
  • პოსტები

    11
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ია ანთაძე'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. დიდი მადლობა, ძვირფასო პლანეტელებო. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და იმასაც ვაკვირდებოდი, რა თემებია თქვენთვის საინტერესო. ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის და იმედი მაქვს, კიდევ მომეცემემა თქვენთან გასაუბრების საშუალება.
  2. ჟურნალისტიკასა და პროპაგანდას შორის ზღვარი გადის ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის მიჯნაზე – აქეთ ხარ თუ იქით. სხვა ზღვარი არ არსებობს. რაც შეეხება კანონს – ის ძალიან ლიბერალურია და ეს კარგია. მთავარია, ჩვენ, როგორც მაყურებლები და მკითხველები, ვავლებდეთ ზღვარს პროპაგანდასა და ჟურნალისტიკას შორის. ჩვენი ქარტიაც თავის საქმეს გააკეთებს, ცხადია, საზოგადოების თანადგომით. სხვა მექანიზმები არ არსებობს. დიახ, უნდა დარჩეთ. მე რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვყოფილიყავი, ყველას მივცემდი შანსს, ემუშავა ახალ გარემოში, როგორც თავისუფალ ადამიანს. ვინც ვერ შეძლებდა, მხოლოდ ის დატოვბდა ტელევიზიას. თავისუფალ გარემოში საქმის კეთების შანსი ყველას უნდა მიეცეს, ვინც შემსრულებელია და არა იდეოლოგი. მე ასე ვფიქრობ.
  3. მიხნიკის ჩამოსვლის მიზანი იყო "იმედის" გახსნა. სხვა არაფერი. და მან შეძლო, რომ დახურული ტელევიზია გაახსნევინა. მერე რაც მოხდა, ეს უკვე ქართველი ჟურნალისტების პასუხისმგებლობაა. ამ თემაზე მიჭირს საუბარი, რადგან ჩემი კოლეგების ისეთ ქცევას ეხება, რასაც ვერც დავადასტურებ და ვერც გავამართლებ. მთავარი ის არ არის, რას აკეთებს დონაძე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი აზრით, მთავარია, რას აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. აი, აქეთ უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა. კარგი პირველი არხი სრულიად დაუკარგავს აზრს დონაძის ტელევიზიაში ფულის ჩადებას. "დიდი ათეულის" ცნობილ გადაცემასთან დაკავშირებითაც გამოვხატე ჩემი პოზიცია – პატრიარქს ჰქონდა უფლება, ეთქვა საკუთარი მოსაზრება. მაგრამ ტელევიზია წყვეტდა, გაითვალისწინებდა თუ არა ამ მოსაზრებას. დიქტატი და ძალადობა შესაძლებელია მათი მხრიდან, ვისაც ხელში დასჯის მექანიზმი აქვს. ასეთი კი ხელისუფლებაა და არა ეკლესია. რაც შეეხება რელიგიურ ავტორიტეტს, ეს ინდივიდუალურია, – ვისზე არსებობს, ვისზე არ არსებობს. ჟურნალისტებს ვგულისხმობ.
  4. პროექტს ახორციელებენ ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეთიკური ჟურნალიზმი ძვირფასია. არჩეულია ქარტიის საბჭო, რომლის ექვსი წევრი რეგიონული ჟურნალისტია, სამი კი – თბილისიდანაა. ცხრავე მათგანი მეტად კეთილსინდისიერი ადამიანი და შესანიშნავი პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, საბჭო შესანიშნავად იმუშავებს. ცოტა დრო სჭრიდებათ. ჟურნალისტების ლიცენზირება გამორიცხულია ამ ეტაპზე (თუმცა, საფრანგეთში რაღაც მსგავსი არსებობს). უნდა გამოირიცხოს ამ მექანიზმის ცენზურად გამოყენების შესაძლებლობა. ეს კი დღეს არავის შეუძლია. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. რამდენადაც ვიცი, რეალ ტვ გურამ დონაძეს ეკუთვნის. არის თუ არა ეს კუთვნილება დოკუმენტურად გაფორმებული, არ ვიცი. საქართველოში, ზოგადად, ტვ მფლობელების საკითხი გაუმჭვირვალეა და ეს ქართული მედიის ერთ–ერთი გადაუჭრელი პრობლემაა.
  5. ამ შეკითხვას უკვე ვუპასუხე. აღარ გავიმეორებ. ისე, ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დაძაბული და საამაყო დღე გამოვიდა ეს დღე. არადა, სრულებით არ ველოდი. უცნაურია, რომ ამ ფორუმზე ყველას ახსოვს ჩემი მონაწილეობა და არავის ახსოვს ჩემი გამოსვლა. ნეტავ, რატომ?
  6. მეც ვნახე ეს სიუჟეტი. არ მგონია, რომ რეალ ტვ–ს დიდი გავლენა ჰქონდეს მაყურებელზე. მთავარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა საერთო–ეროვნული ტელევიზიები იქცეოდნენ კეთილსინდისიერად. სამწუხაროდ, ამას ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ ვერ მიაღწია. ბოლო, რასაც მიხეილ სააკაშვილი დათმობს, ტელევიზიები იქნება. ამიტომ, ჩვენც, ვიდრე მიზნისთვის არ მიგვიღწევია და საზოგადოებრივი მაუწყებელი მაინც საზოგადოებისთვის არ დაგვიბრუნებია, ჯიუტად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მცდელობა. გუშინ გამოქვეყნდა შორენა შავერდაშვილის ბლოგი საზ. მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე. უკვე კარგია, როცა შეგვიძლია ვიცოდეთ, რა პრობლემები აქვს ბიუჯეტს ან პროგრამულ დაფინანსებას.
  7. რეგიონებში გაცილებით უკეთესი ჟურნალისტები გვყავს, ვიდრე თბილისში. ამას განაპირობებს ფული, რომელსაც რეგიონული ჟურნალისტები თავისი პროფესიული საქმიანობისთვის იღებენ. ხშირ შემთხვევაში, ეს უცოური ფონდების ფულია. ამიტომ, რეგიონებში პროფესიონალიზმიც მეტია და პატიოსნებაც. სწორედ ამის გამო (და არა მხოლოდ), რეგიონებში ხშირად ირღვევა ჟურნალისტების უფლებები. ამის მიზეზი ისიც არის, რომ საქართველოში პირადი ნაცნობობა ბევრს ავალებს ადამიანს, ჟურნალისტობა კი ამას არ ითვალისწინებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, როდესაც რეგიონებში ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლება უპირისპრიდება. ასე მოხდა "გაზეთ ბათუმელების" შემთხვევაში რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ამ გაზეთის თანამშრომლებს ადგილობრივ სოდ–თან ჰქონდათ პრობლემები. სხვათა შორის, უცხოური ორგანიზაციებიც ყურადღებით არიან ამ თვალსაზრისით.
  8. კითხვა ეხება იაკობაშვილის და ნოდიას გვერდზე ყოფნის პერიოდს– 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ ეგზიტპოლს. მე მიმიწვიეს, როგორც დამკვირვებელი და უცნაურია, რომ გახსოვთ ჩემი იქ ყოფნა, მაგრამ არ გახსოვთ მთავარი პრესკონფერენცია, რომელზეც სწორედ მე გამოვედი და ვთქვი, რომ იმ უბნებში, რომლებშიც მე ვაკვირდებოდი არჩევნებს, გამარჯვებული ლევან გაჩეჩილაძე იყო და არა მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის, ამ განცხადების გაკეთება ადვილი არ იყო, რადგან გიგი თევზაძეს მიაჩნდა, რომ მისი გაკეთების უფლება არ მქონდა და იძულებული ვიყავი, ისიც კი მეთქვა მისთვის (ორი ადამიანი ესწრებოდა კიდევ ამ დიალოგს) – თუ ფანჯრიდან არ გადამაგდებთ, აუცილებლად ვიტყვი ჩემს შედეგს ხმამაღლა და თუ გადამაგდებთ, მაშინ, ცხადია, ვერაფერს ვეღარ ვიტყვი–მეთქი. სხვათა შორის, თემურ იაკობაშვილმა დამიჭირა მხარი, რომ ჩემი შედეგი საჯაროდ პრესკონფერენციაზე გამომეცხადებინა.
  9. მოგესალმებით. ჩემს კოლეგებთან ერთად შევქმენით "საქართველოს ჟურნალისტების ეთიკური ქარტია", რომელზეც ორი წელი ვიმუშავეთ, მართლაც თავდაუზოგავად. ეს მექანიზმი, როდესაც სრულად ამუშავდება, დაუპირისპირდება ინფორმაციულ ტერორს და ყველაფერს, არაც არაეთიკურია ჟურნალისტიკაში. დოკუმენტს ხელი 4 დეკემბერს მოეწერა და ახლა მის "დაქოქვის" პროცესი მიმდინარეობს. მე ქარტიის საბჭოს წევრი არ ვარ, უბრალოდ, გვერდიდან ვგულშემატკივრობ და ვეხმარები, როგორც შემიძლია.
  10. მოგესალმებით. დოკუმენტს ჰქვია "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია". დოკუმენტი ხელმოწერილია 137 ჟურნალისტის მიერ (ჯერჯერობით). რეალ ტვ ჟურნალისტები ხელმომწერებს შორის არ არიან. ამიტომ, ქარტიის პრინციპიები მათზე არ ვრცელდება. უნდა ვცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი შეუერთდეს ქარტიას. ამ შემთხვევაში, ყველა, ვინც მის მიღმა დარჩება, ხმამაღლა აღიარებს, რომ არ ცნობს მსოფლიო სტანდარტს ჟურნალისტიკაში. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ რეალ ტვ–ს ჟურნალისტებს ეს ადარდებდეთ, რადგან მათ თავიდანვე იცოდნენ, რაზე მიდიოდნენ. რეალ ტვ არ არის ეთიკური და არც ჟურნალისტია არ არის.
  11. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. არ ვიცი, გამომივა თუ არა პასუხის გაცემა ტექნიკურად, მთლად მარჯვე ვერ აღმოვჩნდი. უპრინციპობა ძალიან მძიმე სიტყვაა. ყოველთვის ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ. არ მგონია, რომ ოდესმე სააკაშვილი დამინდია. იმის გამო, რომ არ მოსწონდა, რასაც ვწერდი, მთელი წელი გამარჯობას არ მეუბნებოდა. ასეთი ხასიათი აქვს, რასაც მე ყურადღებას არ ვაქცევდი. აშშ–ს მიერ დღევანდელი პოლიტიკური წყობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ის შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკაში მთავარია არა ღირებულებები, არამედ– მიზანშეწონილობის პრინციპი. ამერიკაც ამ პრინციპით მოქმედებს. მაგრამ რატომ არ იყო ამ ქვეყნის მიერ ადეკვატურად აღქმული რუსულ–ქართული ომის ამბავი – ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. აშშ პოზიციები ღიად არ მიკრიტიკებია, რადგან ჩემი ცოდნა არ მაძლევს ამის საშუალებას. ისე, ტაბუირებული ეს თემა არ მაქვს, ისევე, როგორც არც ერთი სხვა თემა. უბრალოდ, რამე რომ აკრიტიკო, ძალიან კარგად უნდა იცოდე. სულ ეს არის.
×
×
  • შექმენი...